„ფეოლა“, კახი და პელე

ზაფრანი

„ფეოლა“, კახი და პელე

2015 ივლ 11 17:15:21

საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებულად პოპულარული სპორტის სახეობაა და ქართველი მსახიობებიც საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხშირად სწორედ  ტყავის ბურთის  დახმარებით აღწევენ. ფეხბურთს და თეატრს საერთო ბევრი აქვს, მსახიობი და ფეხბურთელი ხომ უშუალოდ შემსრულებლები არიან და მაყურებლის გულის მოსაგებად იღვწიან.

მხატვრული სურათი "ფეოლა" ნებისმიერ ქართველ მაყურებელს რამდენჯერმე აქვს ნანახი. მისი რეჟისორი ბაადურ წულაძეა. ბატონი ბაადური ამ სურათის მთავარი გმირების შერჩევის პერიპეტიებს შემდეგნაირად იხსენებდა:

"ბავშვებს დიდხანს ვეძებდით, ისინი თან სიმპათიურები უნდა ყოფილიყვნენ, თან – ხულიგნები. ბონდო დოლაბერიძის ანუ ფეოლას როლის თამაში მე თვითონ მინდოდა, მაგრამ შემეშინდა, ვიფიქრე, ფილმი ძლივს ჩავიგდე ხელში და ახლა თამაშიც რომ მოვინდომო, პრობლემები არ შემექმნას -მეთქი. თან იმ დროს ფეოლას როლისთვის ძალზე ახალგაზრდა ვიყავი. გადავწყვიტე, იპოლიტე ხვიჩია მომეწვია. მაშინდელი წესების მიხედვით, აუცილებელი იყო სინჯების გადაღება და უპირობოდ სამი კანდიდატურა უნდა წარმედგინა, მაგრამ იპოლიტეს იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, სხვა კანდიდატურა არც მოუთხოვიათ, ისე დაამტკიცეს.

ბავშვებმა გამაწამეს, როგორია ყოველდღე კადრში 22 გადარეული მოზარდის შეყვანა? ხვედელიძე ( გიორგი ცინცაძე ) ბათუმში ვიპოვე.  გვითხრეს, ისეთი ცელქია, ყველაფერს ჩაგიშლითო, მაგრამ პირიქით, ძალზე დამჯერი ბავშვი აღმოჩნდა. იპოლიტეს შვილის როლს კი შამილოვი ასრულებს, თბილისელი ქურთი ბიჭი. პურის მოედანზე ცხოვრობდა, ყოველ დილით მანქანას ვუგზავნიდით, რომ გადაღებაზე მოეყვანათ. მთელმა უბანმა გაიგო, რომ კინოში იღებდნენ, ვინც არ იცნობდა, ძალიან ლამაზი ბიჭი ეგონათ, რომ ნახავდნენ, გაოცებულები იცინოდნენ, ეს რასა ჰგავსო. ყველანი კარგი ბავშვები იყვნენ. ხულიგნები, ცელქები, მაგრამ მაინც კარგები. ერთხელ გავუბრაზდი მარტო, კიევში ყოფნისას, ლიფტს იმდენი უჩხიკინეს, გააფუჭეს. უცნაურია, მაგრამ ამ ბავშვებიდან მსახიობი არც ერთი არ გამხდარა".

ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ბორის პაიჭაძემ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში "პირველი მერცხალი". მის შესახებ მსახიობი დიმა ჯაიანი შემდეგს იხსენებდა:

"ბორის პაიჭაძე ძალიან არტისტული ადამიანი იყო. მთელი ევროპა  კარუზოს  ეძახდა. მის თამაშს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი. აბა, მოუყევი ბიჭებს რამეო - ეტყოდა დოდო აბაშიძე და ისიც გვიამბობდა საინტერესო ეპიზოდებს. ჩვენც გატრუნულნი ვუსმენდით. მაშინ ამბობდნენ, ბორის პაიჭაძეს მარჯვენა ფეხი "დალუქული" ჰქონდა, ამ ფეხით ვერ დაარტყამდა კარშიო. ნეტავ ვინ იგონებს ამგვარ ამბებსო, - იცინოდა. – ერთადერთი, რუმინეთში იყო, ბურთს დავარტყი და კარის ძელი გავტეხეო. ეს მომენტი ფილმში შეიტანა ქალბატონმა ნანამ.

როცა ტელევიზიით ფეხბურთს ვუყურებდით, ხმას ჩაუწევდა ხოლმე. კომენტატორი ან ეროსი უნდა ყოფილიყო, ან კოტე მახარაძე, რომ ხმა არ ჩაეწია.

სულით და გულით გვავარჯიშებდა ფეხბურთში. ყველას ჰგონია, ფილმში ჩვენი ფეხები არ არის და პროფესიონალი ფეხბურთელებია გადაღებული. ასე არ არის, ჩვენ ვართ. ამის მისაღწევად არაადამიანურად გვაშრომებდა ბატონი ბორისი. დილის რვა საათზე გვაღვიძებდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მინდორზე გვარბენინებდა. ყველაზე მონდომებული ბატონი დოდო აბაშიძე იყო, გვჯობდა კიდეც სირბილში".

ბევრ ჩვენთაგანს გვაქვს ნანახი მხატვრული ფილმი, სადაც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი კახი კავსაძე ტყავის ბურთის  მეფესთან – პელესთან ერთად არის გადაღებული. ამ სურათის პირველი კადრები რიო-დე-ჟანეიროში გადაიღეს. კახი კავსაძე და ფილმის გადამღები ჯგუფი პელეს ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროში დაუდარაჯდა. დანარჩენი კი უკვე კავსაძის მოხერხებულობის წყალობა იყო. სამწუხაროდ ეს კადრები გაფუჭდა და რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ფეხბურთის მეფის გადაღება კიდევ ერთხელ მოისურვა. ამ ისტორიას მოგვიანებით კახი კავსაძე შემდეგნაირად იგონებდა:

"ვარ ჩემთვის წყნარად და ერთ დღეს მიშა მეუბნება: განათება არ მომწონს და პელე თავიდან უნდა გადავიღოო, მილანში წავიდეთ, მის 50 წლის იუბილეს იქ აღნიშნავენ, "სან სიროს" სტადიონზე მსოფლიო და ბრაზილიის ნაკრები ხვდება ერთმანეთსო. გავემგზავრეთ მილანში, თეთრი ნაბადი და ნაბდის ქუდი წავიღეთ. სტადიონზე შესასვლელი ბილეთი სად გვქონდა. ერთი პოლიციელი დავაბით და შეგვიყვანა სტადიონზე.

წინ მე მივდივარ სტადიონზე, ნაბადი მაქვს მოხურული, ქუდიც მახურავს, ძაან იმპოზანტნი ვარ, რაა, არადა, ვინ იფიქრებს, ავანტიურისტი და აფერისტია ეს კაციო. არავინ არაფერს მეუბნება, გავიარე უთვალავი პოსტი და კორდონი, სენატორი ვეგონე თუ ვინ, არ ვიცი. გააჩერებენ მიშას, დავსჭექ ჩემთან არიან! ამგვარად მივაღწიეთ პელეს გასახდელამდე, შევაღე კარი და წევს ტახტზე ეს კუნაპეტივით შავი კაცი, მასაჟისტი კი მუხლზე მასაჟს უკეთებს. ბნელოდა იმ ოთახში გადაღებისათვის და მის გამოსვლას დაველოდეთ. რომ გამოვიდა, მაშინვე ნაბადი მოვახურე და ნაბდის ქუდითაც გამოვპრანჭე. ეს ყველაფერი გადავიღეთ და მიშას ვუთხარი, აბა, ახლა კი წავიდეთ-მეთქი. არაო, სტადიონიც უნდა გადავიღოო.

დაიწყეს ფეხბურთელებმა გამოსვლა, მსოფლიო ნაკრებში რუსი გავრილოვი თამაშობდა. დამინახა, მიცნო და დიდი მოწიწებით ჩამომართვა ხელი. ალბათ ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავიაო და მსოფლიო ნაკრების მთელმა შემადგენლობამ დიდი ამბით ჩამომართვეს ხელი. ბრაზილიის ნაკრებიც გამოჩნდა, დავინახე პელე და ვეცი:

- როგორა ხარ, ბიჭო, ხომ კარგად ხარ?

- მუდა, უდა, დუდა – რაღაცას მეუბნება თავის ენაზე.

დაუკრეს ბრაზილიის ჰიმნი და მიშა მეუბნება: გადი მინდორზე და პელეს რამე უთხარი ყურში, ამ კადრის გარეშე აქედან არ წავალო. მიშა, გინდა, რომ მოგკლა? სად გავიდე, პოლიციელებმა თავში რამე რომ ჩამარტყან, მერე?! უხ, არ მომეშვა და მივედი პელესთან:

- აბა  შენ იცი, როგორ ითამაშებ, პელე!

- გრაცე  პრეზენტო, - მადლობა საჩუქრისთვისო. მეც ხელი დავარტყი მხარზე და გამოვედი მინდვრიდან ".




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...