საინტერესო ფაქტები ანჯელინა ჯოლის შესახებ

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ანჯელინა ჯოლის შესახებ

21 ივლ. 2015, 19:28:21

ბავშვობაში ანჯელინა შეუხედავი იყო, ატარებდა სქელშუშებიან სათვალეს და აგროვებდა ქვეწარმავლების ფიტულებს, რის გამოც მას თანაკლასელები მუდამ მასხრად იგდებდნენ.

სკოლაში სწავლის პერიოდში ანჯელინა თავის მასწავლებლებს უყვებოდა, რომ მომავალში დამკრძალავი ბიუროს დირექტორი ან პათოლოგანატომი გახდებოდა. თანაკლასელებისგან განსხვავებით, პრინცესებისა და პრინცების ნაცვლად, ანჯელინა რვეულში ჩასისხლიანებულ ტუჩებსა და კუბოებს ხატავდა.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანჯელინას არ ჰქონდა საკუთარი სახლი და ის ძმასთან, ჯეიმს ჰეივენთან ერთად ქირაობდა პატარა ბინას. იმ პერიოდში ჰოლივუდში მუსირებდა ჭორი, რომ ანჯელინა და ჯეიმსი ინტიმურ კავშირში იმყოფებოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ბლეფი აღმოჩნდა.

14 წლის ასაკში ანჯელინამ მოდელობა დაიწყო, ძირითადად, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ლონდონში. ამას გარდა, მან მთავარი როლები შეასრულა რამდენიმე ცნობილი მუსიკოსის: ლენი კრავიცის, როლინგ სთოუნზისა და მით ლოფის ვიდეოკლიპებში.

ანჯელინას საყვარელი საკვებია: სისხლიანი სტეიკი, ნაყინი და ტეკილა.

ანჯელინა ჯოლი ცნობილი ბისექსუალია, თუმცა, უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს. ახალგაზრდობაში ჯოლი სადომაზოხიზმით იყო გატაცებული და თავის პარტნიორებთან ერთად საწოლში სხვადასხვა სექსუალური სათამაშოებით ერთობოდა.

ანჯელინა ტატუების ფანია. მას სხეულზე რამდენიმე ათეული ტატუ აქვს, მათ შორის – დრაკონები, იეროგლიფები და ჯვრები. ერთი პერიოდი ჯოლის ხელზე მეორე ქმრის, ბილი ბობ ტორნტონის სახელი ჰქონდა დატანილი, მაგრამ, გაშორების შემდგომ მან ტატუ მოიშორა.

ანჯელინას თვალის ფერი განათების მიხედვით იცვლის ფერს.

მისი საყვარელი ფერებია: შავი, თეთრი და კრემისფერი; საყვარელი მომღერლები – ფრენკ სინატრა,  მადონა და ელვის პრესლი.

რეალურ ცხოვრებაში ანჯელინა ნაკლებად იყენებს მაკიაჟს, მხოლოდ ტონალურ კრემსა და უფერო ტუჩსაცხს ისვამს.

ანჯელინას წინაპრები იყვნენ ჩეხები, ფრანგები და ჩეროკის ტომის ინდიელები, ისევე, როგორც ჯონი დეპის წინაპრები.

მსახიობის ჰობია ფერწერული ტილოების, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ცივი იარაღების, ხმლების, დანების შეგროვება.

ანჯელინას ძალიან უყვარს გველები, ერთი პერიოდი მას სახლში ჰყავდა მოთვინიერებული მცირე ზომის პითონი. ვარაუდობენ, რომ სწორედ  ამ ფაქტის გამო არ გაუჭირდა მსახიობს  მუშაობა გველთან, ფილმ "ალექსანდრეს" გადაღებების დროს.

ანჯელინა ჯოლიმ, პრაქტიკულად არც ერთი კერძის მომზადება არ იცის და მზარეულობისა თითქმის არაფერი ესმის. ბავშვების ჭამაზე პასუხისმგებელი ბრედ პიტია.

ანჯელინა ჯოლი ცაციაა.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის წყვილს ამერიკულ პრესაში ხშირად „ბრენჯოლინად” მოიხსენიებენ.

ანჯელინა ჯოლი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის” ქომაგია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მედოქსი მხოლოდ ამ გუნდს ქომაგობს.

თავისი პირველი ქმარი, მსახიობი ჯონი ლი მილერი, ანჯელინამ ფილმ "ჰაკერების" გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ქორწილში ანჯელინას ეცვა შავი ტყავის შარვალი და თეთრი მაისური, რომელზეც საკუთარი სისხლით ჰქონდა დაწერილი მეუღლის სახელი. 

ანჯელინა ჯოლი დილის 9 საათზე და 9 წუთზე დაიბადა.

ანჯელინა ჯოლი კონტაქტურ ლინზებს ხმარობს.

ანჯელინა ჯოლის თვითმფრინავის მართვის ლიცენზია აქვს და ის ხშირად დაფრინავს მცირე ზომის საკუთარი საფრენი აპარატით.




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...