ჰოლივუდური "საშიში" ფილმები

ზაფრანი

ჰოლივუდური "საშიში" ფილმები

26 ივლ. 2015, 17:36:02

მსოფლიო კინოინდუსტრიის ცენტრში, ჰოლივუდში ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ ფილმს იღებენ, რომლებიც ყველა ჩვენთაგანის გემოვნებას აკმაყოფილებს. კინოსურათების გადაღება ლოს-ანჯელესში მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და თუ მათ რაოდენობას დავითვლით, რამდენიმე ათასამდე ავალთ. ამ ფილმებს შორის გვხვდება "ოსკარის" მრავალი ლაუერატი ცნობილი ვესტერნი ან პოპულარული მელოდრამა, ომის თემაზე შექმნილი სურათები და ყველა ჩვენთაგანისათვის საყვარელი კომედიები.

კინოს მოყვარულებს გაუკვირდებათ და ოკეანისგაღმა არსებობს ე. წ. "საშიში" ფილმების სპეციალური ჩამონათვალიც. ეს ის სურათებია, რომელთა გადაღების პროცესში ან მისი დასრულების შემდეგ, მათზე მომუშავე პერსონალი მრავალი უბედური მოვლენის წინ დგება. აშშ-ში შედგენილია იმ კინოსურათების ნუსხა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებულად საშიშნი აღმოჩნდნენ და თავიანთ შემქმნელებს მრავალი უსიამოვნობაც მოუტანეს. პირველი ასეთი სურათი 1939 წელს გადაღებული "ოზის ქვეყნის ჯადოქარი" იყო, ჯერ-ჯერობით უკანასკნელი კი – ორიოდე წლის წინ ეკრანებზე გამოსული ბონდიანის მორიგი შედევრი "მოწყალების კვანტუმი". ქვემოთ ამ "საშინელი" სურათების პირველ ექვსეულს მოგიყვანთ და თავად განსაჯეთ, სიმართლეს შეეფერება თუ არა მათზე გავრცელებული ლეგენდები.

"ოზის ქვეყნის ჯადოქარი" (1939 წელი)

პირველი "საშიში" ამერიკული სურათი. მისი გადაღების მსვლელობისას, მსახიობმა მარგარეტ ჰემილტონმა, რომელიც ბოროტ ჯადოქარს განასახიერებდა, სახის გრიმის მეტად გაცხელების გამო სერიოზული დამწვრობა მიიღო.

"სუპერმენი" (1951 წელი და შემდეგ)

აშშ-ში "სუპერმენის" რამდენიმე ვერსიაა გადაღებული და დაწყებული 1951 წლიდან, დადებითი გმირების განმასახიერებელ მსახიობებს ათასგვარი უბედურება ატყდებათ თავს.

პირველი "სუპერმენი" იყო მსახიობი ჯორჯ რივზი, რომელმაც ეს გმირი 1951 წელს ითამაშა. 1959 წელს, დანიშნულ ქორწილამდე რვა დღით ადრე, ჯორჯ რივზი ცეცხლსასროლი იარაღით განგმირული ნახეს. მეორე სუპერმენი, ქრისტოფერ რივი 1995 წელს, მას შემდეგ, რაც ცხენიდან გადმოვარდა, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. მან ფუძის მოტეხილობა მიიღო და მოძრაობის უნარიც საერთოდ წაერთვა. ექიმები რივის მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ეს უკანასკნელი ბოლომდე იბრძოდა. ქრისტოფერ რივი 2004 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. იმავე სურათში, ლოის ლეინის როლის შემსრულებელი მარგო კიდერი დღემდე ე. წ. პოპულარული აშლილობით იტანჯება.

მარლონ ბრანდოს, რომელმაც სუპერმენის მამის ეპიზოდური როლი ითამაშა, თავის დროზე თავს პირადი ოჯახური ტრაგედიების მთელი სერია დაატყდა. თავდაპირველად მისი ვაჟი კრისტიანი ციხეში მოხვდა დის საყვარლის მკვლელობისათვის. შემდეგ უკვე ქალიშვილმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ვარაუდობენ, რომ ეს სერიალი თავის დროზე მისმა ავტორებმა, ჯერი სიგელმა და ჯო შუსტერმა დაწყევლეს, რადგან უკმაყოფილოები დარჩნენ იმ თანხის სიმცირით, რომელიც პროდიუსერებმა ამ ფანტასტიკური პერსონაჟის გამოგონების გამო გადაუხადეს.

"როზმარის ბავშვი" (1968 წელი)

ამ სურათის შემქმნელი რომან პოლანსკი იყო და მასში იდუმალი ძალები ფიგურირებდნენ. ეს გახლდათ ისტორია ერთ ახალგაზრდა ქალზე, რომლის შვილიც ეშმაკისათვის მსხვერპლად უნდა შეეწირათ. საინტერესოა, რომ 1969 წლის აგვისტოს ჩარლზ მენსონმა  პოლანსკის მეუღლე, რვა თვის ფეხმძიმე შარონ ტეიტი სიცოცხლეს განსაკუთრებული სისასტიკით გამოასალმა. აღსანიშნავია, რომ ამ სურათის თავისებურმა წყევლამ ჯონ ლენონსაც უწია – მკვლელმა, 1981 წელს სიცოცხლეს გამოასალმა ნიუ-იორკში მდებარე საცხოვრებელი სახლის "დაკოტას" წინ, სადაც თავის დროზე "როზმარის ბავშვის" გადაღებები მიმდინარეობდა.

"ყორანი" (1994 წელი)

ლეგენდარული მსახიობის  ბრიუს ლის ვაჟს, ასევე მსახიობ ბრენდონ ლის სიჭაბუკეში უწინასწარმეტყველეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გადასაღებ მოედანზე მოკვდებოდა, ისევე როგორც მისი სახელოვანი მშობელი.

"ყორანის" გადაღების პროცესი თავიდანვე დათარსული იყო. თავდაპირველად რამდენიმე ხანძარი და უბედური შემთხვევა დაფიქსირდა. შემდეგ კი სურათზე მუშაობის დასრულებამდე რვა დღით ადრე ბრენდონ ლი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების მსვლელობისას მოკლეს პისტოლეტის გასროლით, რომელიც წესით ყალბი ტყვიებით უნდა ყოფილიყო დატენილი. ბრენდონ ლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი დაიღუპა ტრიუკების დამდგმელი მარკ აკერსტრიმი. მას თავში მოხვდა აფეთქების შედეგად მიმოფანტული ნამსხვრევები.

ტრილოგია "მატრიცა" (1999-2003 წლები)

ორი კინომსახიობი ფილმ "მატრიცას" ემსხვერპლა.  გლორია ფოსტერი, რომელმაც ორაკული განასახიერა პირველ სერიაში და ყოფილი შავკანიანი მომღერალი აალია, რომელმაც სულ რამდენიმე ეპიზოდში მოასწრო თამაში, სანამ ბაჰამის კუნძულებზე ავტოკატასტროფაში დაიღუპებოდა.

"მოწყალების კვანტუმი" (2008 წელი)

ამ ფილმის გადაღების პროცესში იმდენი უცნაური ინციდენტი დაფიქსირდა, რომ მსახიობები მათ თავს დატეხილ უბედობაზე სერიოზულად ჩაფიქრდნენ. თავდაპირველად იტალიაში, გარდას ტბაში ჩაიძირა აგენტი 007-ისათვის განკუთვნილი ავტომანქანა. ეს გადასაადგილებელი საშუალება ადრესატამდე საავტომობილო კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს უნდა მიეყვანა, მაგრამ მთიან და საკმაოდ დაკლაკნილ გზაზე, ტბასთან  მანქანამ მართვა დაკარგა, ჯებირი გაანგრია და წყალში გადავარდა.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში სერიოზულად დაშავდა ერთ-ერთი კასკადიორი, ამის შემდეგ კი უკვე ორმა კასკადიორმა მიიღო მძიმე ტრავმები. შემდეგ თავად ჯეიმს ბონდის დროც დადგა.სატვირთო და მსუბუქი მანქანების დევნის ეპიზოდის გადაღებისას დენიელ კრეიგი დაშავდა. მას ჯერ თითის წვერი წაეკვეთა, შემდეგ კი სახე გაესერა და რვა ნაკერის დადება გახდა საჭირო.

"მოწყალების კვანტუმის" თავს დატეხილი წყევლა კვლავ გრძელდებოდა. ავსტრიაში მიმდინარე გადაღებებისას, ერთ-ერთ ტექნიკურ პერსონალს პურის საჭრელი დანით, თავისი საკუთარი მეუღლე დაესხა თავს. პანამაში მუშაობისას კი, იქაური პატარა ქალაქის გადასაღებ მოედანზე ამ დასახლების მერი შევარდა ავტომანქანით და გადაღებების პროცესის ჩაშლას შეეცადა, რადგან მისი აზრით ევროპელები მის სამფლობელოში დიდ ქაოსსა და უწესრიგობას იწვევდნენ.




 ახალი ამბები
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...
  • როდიდან იქნება შესაძლებელი ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა 13 ივლისიდან მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა ... ...
  • სანამდე გახანგრძლივდა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადაველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • რა ეღირება PCR ტესტირება მათთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლისას შემოწმება საკუთარი ხარჯით მოუწევსPCR ტესტირების ფასი მერყეობს სხვადასხვა ლაბორატორიების ფასების მიხედვით, 150-180-250 ლარის ფარგლებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. „ტარიფი, რომლსაც დღეს სახელმწიფო PCR ტესტირებისთვის უხდის ლაბორატორიებს, გახლავთ 150 ლარი. მოგეხსენებათ დღეს სახელმწიფო პროგრამით ეს ადამიანებისთვის უფასოა, მათ შორის კარანტინში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ყველა კონტაქტირებულისთვის, ექიმებისთვის და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სახელმწიფოს ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას, მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი. ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, ასევე თუ სახლში მიდიან და უღებენ. ამიტომ ამ პრივატული ლაბორატორიების ფასი 150დან 250 ლარამდე განისაზღვრება“,- განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...