მსოფლიოს რომელ ქვეყანაშია ყველაზე მრავალრიცხოვანი პარლამენტი

ზაფრანი

მსოფლიოს რომელ ქვეყანაშია ყველაზე მრავალრიცხოვანი პარლამენტი

2015 აგვ 6 20:10:03

მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა კანონით სავალდებულოა მათთვის, ვისაც აქვს ხმის მიცემის უფლება. თუმცა, ზოგიერთ მათგანში კანონის დაუცველობა არ არის დასჯადი, ხოლო ზოგან, მაგალითად  ავსტრალიაში არჩევნებზე გამოუცხადებლობა ჯარიმით ისჯება; პერუსა და საბერძნეთში არჩევნებზე არმისულ ადამიანებს შესაძლოა, სახელმწიფო უწყებებმა მომსახურებაზე უარი განუცხადონ, ხოლო ბრაზილიაში ადამიანი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და არ მივიდა არჩევნებზე, ვერ მიიღებს პასპორტს, სანამ შემდგომ არჩევნებზე არ მივა.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე, არჩევნებთან დაკავშირებით არაცივილიზებული კანონები მოქმედებდა. მაგალითად, შვეიცარიაში ქალებს 1971 წლამდე არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის  უფლება, ხოლო კანტონის ადგილობრივ არჩევნებში აპენცელ-ინეროდნეში, სულაც  1991 წლამდე.

ნიუ-მექსიკოს შტატში არის კანონი, რომლის თანახმად, თუკი  რომელიმე თანამდებობისთვის არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატი მოაგროვებს ხმების თანაბარ რაოდენობას, გამარჯვებულის ვინაობა რომელიმე თამაშით დგინდება. ამ კანონის რეალური მოქმედების ძალა 1998 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქალაქ ესტანსიაში, მერის თანამდებობისთვის მებრძოლებმა – ჯეიმს ფარინგტონმა და ჯოან კარლსონმა, ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს და ერთმა კანდიდატმა მოგებულის გამოსავლენად პოკერის თამაში, ხოლო მეორემ კამათლის აგდება არჩია. მონეტის აგდების შედეგად, კანდიდატებმა პოკერი ითამაშეს და მერის თანამდებობაზე მოგებული ჯეიმს ფარინგტონი დაინიშნა.

მალაიზია კონსტიტუციური მონარქიული სახელმწიფოა, თუმცა, მონარქის ტიტული  იქ არა სამუდამო, არამედ  არჩევითია. საქმე ისაა, რომ მალაიზია ცხრა შტატზე იყოფა, სადაც ასევე, მონარქიული წყობაა. ამ შტატებს მართავენ: 7 სულთანი, 1 რაჯა და 1 მეთაური, ტიტულით – იანგ დიპერტუან ბესარი. ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ეს ცხრა მმართველი ირჩევს ერთ მთავარ მონარქს, რომელსაც ქვეყნის მთლიანი მართვა ეკისრება. უნდა ითქვას, რომ მალაიზიაში მონარქს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აკისრია.

შვეიცარიის პრეზიდენტი ადგილობრივი პარლამენტის ორივე პალატის საერთო სხდომაზე ირჩევა ფედერალური საბჭოს შვიდი წევრიდან. შვეიცარია პრეზიდენტს მხოლოდ ერთი წლის ვადით ირჩევს და  ტრადიციის თანახმად, შემდგომი პრეზიდენტი აუცილებლად ვიცე-პრეზიდენტი ხდება.

პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 1789 წელს ჩატარდა  და არჩეული პრეზიდენტი  ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 100 პროცენტი მიიღო.

ამერიკის შეერთებული შტატების 25 პრეზიდენტი, მათ შორის: აბრაამ ლინკოლნი, ფრანკლინ რუზველტი, რიჩარდ ნიქსონი და ბილ კლინტონი, პოლიტიკაში მისვლამდე იურისტები იყვნენ.  მეორე, ყველაზე გავრცელებული პროფესია ამერიკის პრეზიდენტებს შორის – სამხედრო სამსახურია.

ამერიკის შეერთებული შტატების 1916 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე კანდიდატს – დემოკრატ ვუდრო ვილსონსა და რესპუბლიკელ ჩარლზ ჰიუზს, გამარჯვების თანაბარი შანსები ჰქონდათ. გადმოცემის თანახმად, ჰიუზი იმდენად იყო დარწმუნებული გამარჯვებაში, რომ არ დაელოდა ხმების დათვლის შედეგების გამოცხადებას და დასაძინებლად წავიდა. დილით ჰიუზს რეპორტიორებმა დაურეკეს და მისი რეაქცია აინტერესებდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვილსონმა ხმების მეტი რაოდენობა მიიღო. ჰიუზის სახლში ტელეფონს მისმა შვილმა უპასუხა და რეპორტიორს აცნობა, რომ პრეზიდენტს ეძინა. ამაზე რეპორტიორმა უპასუხა: "მაშ, როდესაც გაიღვიძებს, უთხარით, რომ ის პრეზიდენტი აღარ არის".

ლიბერიაში 1927 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჩარლზ კინგმა. შედეგების გამოცხადების შემდეგ კინგმა განაცხადა, რომ მას ხმა 234 ათასმა ადამიანმა მისცა, ეს რაოდენობა კი 15,5-ჯერ აღემატებოდა ლიბერიაში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას. კინგის გაპრეზიდენტება ყველაზე გაყალბებულ არჩევნებად ითვლება.

მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალ არჩევნებად ითვლება ინდოეთში 1996 წელს ჩატარებული პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები, რომელში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებულ იქნა 343 მილიონ 350 ათასი ადამიანი. ორგანიზებულ იქნა 565 ათასი საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდა 3 მილიონი თანამშრომელი.

მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი პარლამენტი ჩინეთშია – 3 000 დეპუტატი, რომლებიც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან მთელი შემადგენლობით.

ისლანდიის პარლამენტი – ალტინგი, უძველესია მსოფლიოში მოქმედ პარლამენტებს შორის. პირველი სხდომა ალტინგში 930 წელს ჩატარდა. საინტერესოა, რომ ისლანდიაში დღემდე მოქმედებს ალტინგის მიერ 982 წელს მიღებული კანონი, რომლის თანახმად, ისლანდიის საზღვრების დატოვების შემთხვევაში, ცხენს არ აქვს უფლება, უკან დაბრუნდეს.




 ახალი ამბები
  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.   თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ... ...
  • თოფის გასუფთავების დროს მამაკაცი დაიღუპამარნეულში მამაკაცი,  თოფის გასუფთავების დროს დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის სანადირო თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც, ტყვია გავარდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას ... ...
  • "არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას" - მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "გურია ნიუსი" მოსამართლეობის კანდიტატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.  აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას. მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე", - აღნიშნულია ... ...
  • საქართველოს საკონსულო იტალიაში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებსიტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც იტალიაში გამგზავრებას აპირებენ. საკონსულო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიაში გამგზავრებისას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი უნდა იქონიონ. “მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი", _ ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...