როგორ იშოვა პირველი ფული სილვიო ბერლუსკონიმ

ზაფრანი

როგორ იშოვა პირველი ფული სილვიო ბერლუსკონიმ

8 აგვ. 2015, 15:20:56

ამბობენ, პირველი ფული სილვიო ბერლუსკონიმ თოჯინების თეატრში, უფასო სპექტაკლზე თანაკლასელებისთვის გაყიდული ყალბი ბილეთებით იშოვაო. მილანის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სილვიო თანხის სანაცვლოდ თანაკურსელებს საკურსო და სადიპლომო თემებს უწერდა. სტუდენტობისას მტვერსასრუტებითაც ვაჭრობდა და მოგებული თანხით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს იხდიდა.

 უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სილვიომ საკუთარი კომპანია "ედილნორდი" ჩამოაყალიბა, რომლის სამოქმედო არეალი უძრავ-მოძრავი ქონებით ვაჭრობა და სამშენებლო ბიზნესი იყო. 1975 წელს  ბერლუსკონიმ ჰოლდინგი "ფინინვესტი" შექმნა და დღეისთვის ჰოლდინგს მისი ოჯახის წევრები უძღვებიან. ჰოლდინგი აერთიანებს: კერძო მედია-მაუწყებელ "მედიასეტს" (ტელეარხები: "კანალ 5", "იტალია 1" და "რეტექუატრო"), საგამომცემლო სახლ "მონდადორის", მაღალტირაჟიან გაზეთ "ილ ჯიორნალეს", ბანკ "მედიოლანუმს" და საფეხბურთო კლუბ "მილანს". ამ ჰოლდინგს იტალიელები მოფერებით "ბერლუსკონიზმს" უწოდებენ, რადგან მათი უმეტესობა ბერლუსკონის აშენებულ სახლებში ცხოვრობს, უყურებს ბერლუსკონის ტელევიზიას, კითხულობს ბერლუსკონის კუთვნილ ჟურნალ-გაზეთებს და გულშემატკივრობს ბერლუსკონის "მილანს".

არსებობს რამდენიმე ვერსია, რომ სილვიო ბერლუსკონი დაკავშირებული იყო იტალიურ მაფიასთან. ყველაზე ხმაურიანი იყო 80-იან წლების სკანდალი იყო. მაფიოზები დაემუქრნენ ბერლუსკონის, რომ მის ვაჟს, პიერსილვიოს თავს მოაჭრიდნენ და მილანში, დუომოს მოედანზე გამოკიდებდნენ. ეს რომ არ გაეკეთებინათ, მაფიოზებმა ბერლუსკონის გარკვეული დავალებების შესრულება დაავალეს. სილვიომ შვილები ამერიკაში გადამალა, თვითონ კი იტალიური სპეცსამსახურების დახმარებით, მუქარის ავტორებზე გავიდა და დღეს ისინი სასჯელს იხდიან საპატიმროში.

2003 წელს  გამოვიდა სილვიო ბერლუსკონის სიმღერების ალბომი "მელიო უნა კანცონე". აღსანიშნავია, რომ სიმღერების ტექსტები და მელოდია სილვიოს დაწერილი იყო, ოღონდ თვითონ სიმღერებს ნეაპოლელი მომღერალი მარიანო აპიჩელა ასრულებდა. ცნობილია, რომ ახალგაზრდობაში სილვიო ბერლუსკონი საკრუიზო ლაინერებზე მომღერლად მუშაობდა, მაგრამ, ამჯერად მან უარი განაცხადა სიმღერების შესრულებაზე. კომპოზიციებში იგრძნობა ნეაპოლური ტრადიციები, ხოლო ტექსტები, ძირითადად, სიყვარულსა და ღალატზეა. 2008 წლის დეკემბერში ბერლუსკონის კიდევ ერთი ალბომი გამოვიდა და სიმღერებს ისევ მარიანო აპიჩელა ასრულებდა.

ინტერნეტ ვიდეოპორტალ "იუთუბზე" დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ორი ვიდეორგოლი, რომლებშიც მთავარი როლი სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის. პირველ ვიდეორგოლში სილვიოს სექსის იმიტაცია იყო გადაღებული. ბრიუსელში ევროსაბჭოს სასახლის შესასვლელთან, სილვიო "ლიმუზინს" ელოდებოდა, როცა დაინახა, რომ ერთ-ერთ მანქანასთან დახრილი მომხიბვლელი ქალი-პოლიციელი ჯარიმას უწერდა ავტომობილის მეპატრონეს. ბერლუსკონი ჩუმად მიეპარა პოლიციელს და მის ზურგსუკან სექსის მოძრაობების იმიტაცია გააკეთა. ამბობდნენ, ეს ვიდეორგოლი ფარული კამერით ბელგიელმა ტელეჟურნალისტებმა გადაიღეს, მაგრამ მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ გამოყენებულია ბერლუსკონის ორეული და ყველაფერი დადგმული შოუ იყო. მეორე ვიდეორგოლში კი, რომელიც უცნობია, ყალბია თუ არა, ბატონი სილვიო ერთ-ერთ კაფეშია. იტალიის ყოფილი პრემიერი იმ მომენტშია დაფიქსირებული, როცა ცხვირში იქექება და ზედ ყავას აყოლებს.

უამრავი რეალური ფაქტი არსებობს, სადაც ბერლუსკონი თავისი იუმორის დემონსტრირებას ახდენს საზოგადოების თვალწინ. მისი ყველაზე გახმაურებული ხუმრობებიდან აღსანიშნავია, ეპიზოდი გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან და ასევე, გამონათქვამი ბარაკ ობამაზე. პირველ ეპიზოდში, ბერლუსკონი გერმანიის კანცლერს ზურგსუკან მიეპარა და ხმამაღლა დაიყვირა "კუ-კუ", რამაც ფრაუ მერკელი გააოცა და იყვირა: "ოო, სილვიო!" მერე კი ჩაეხუტა. მეორე ხუმრობა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეხება. მოსკოვში ყოფნისას, პრეზიდენტ მედვედევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტალიის პრემიერმა ასე დაახასიათა შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი: "იგი ახალგაზრდაა, სიმპათიური და კარგად გარუჯული". პრემიერის ეს რეპლიკა მისმა ოპონენტებმა საკმაოდ ნეგატიურად აღიქვეს და მას მოუწოდეს ბოდიში მოეხადა ამერიკელი ხალხისთვის.

რამდენიმე წლის წინ ციურიხში, გალერეა "ნიკოლა ფონ ზენგერში" ანონიმურმა მყიდველმა 18 ათას დოლარად შეიძინა საპნის ნაჭერი. საპონი ექსცენტრიკული გამოხდომებით ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა, ჯანი მოტიმ დაამზადა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საპონი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ქონისგან არის დამზადებული. მოტიმ ლუგანოს პლასტიკური ქირურგიის ელიტარულ ცენტრში, ანონიმად დარჩენილი თანამშრომლისგან შეიძინა სილვიო ბერლუსკონის ქონი, რომელიც მას ლიპოსაქციის შემდეგ მოაცილეს. სწორედ ექსპრემიერის ქონისგან გამოადნო მოტიმ ცნობილი საპონი.

2010 წელს სილვიო ბერლუსკონის ბრალად წაუყენეს, საკუთარ ვილაზე არკორეში, სექსუალური ორგიების მოწყობა. ამ სკანდალს იტალიაში "ბუნგა-ბუნგას" სახელით იცნობენ. ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ცნობილი ადამიანი დაიკითხა, მათ შორის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მოდელი ელიზაბეტ კანალისი. ყველაზე მძიმე ბრალდება კი, რომელიც "ბუნგა-ბუნგას" სკანდალს უკავშირდება, სილვიო ბერლუსკონისა და არასრულწლოვანი მოცეკვავის, რუბის ინტიმურ კავშირს ეხება. ბერლუსკონის თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდულია.

აქვე, გაგაცნობთ იმ ქალბატონების ჩამონათვალს, რომლებიც "ბუნგა-ბუნგას" სკანდალში იყვნენ  გახვეულნი და სილვიო ბერლუსკონისთან ინტიმურ კავშირში არიან შემჩნეულნი: აიდა იესპიცა – 33 წლის ვენესუელელი მოდელი, ნიკოლ მინეტი – ერთ დროს ბერლუსკონის პირადი სტომატოლოგი, ბარბარა გუერა – იტალიელი მოდელი და საფეხბურთო წრეში კარგად ცნობილი ლამაზმანი, ნოემი ლეტიცია – 22 წლის მოდელი, მარა კარფანია – ბერლუსკონის კაბინეტის ყოფილი წევრი, კარფანია ყოფილი "მის იტალია" და წარსულში განთქმული ფოტომოდელი იყო. მან პოლიტიკური კარიერა ბერლუსკონისთან სიახლოვით გაიკეთა. ამ ჩამონათვალშია ასევე, ფრანჩესკა დელერა – 47 წლის მსახიობი, რომელიც ბერლუსკონის საყვარლებს შორის ყველაზე ასაკოვანია, ქარიმა ელ მარუგი – "რუბის" სახელით ცნობილი მაროკოელი მოცეკვავე




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...