მსოფლიოს ყველა დროის ახალგაზრდა ჩემპიონები

ზაფრანი

მსოფლიოს ყველა დროის ახალგაზრდა ჩემპიონები

2015 აგვ 26 17:42:08

ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს მსოფლიოს ყველა დროის ახალგაზრდა ჩემპიონების სია შეედგინათ. ამ ჩამონათვალის პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1. ედსონ არანტეს დო ნასიმენტუ (ფეხბურთი). პელე ბრაზილიურ "სანტოსში' 15 წლის ასაკში გამოჩნდა და ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. პელე 16 წლის იყო, როცა პირველად ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, ხოლო 17 წლის ასაკში 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანეს. მაშინ  ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ იმ ჩემპიონატის გმირი სწორედ პელე გახდებოდა და გოლს ფინალშიც გაიტანდა. იმ პირველობიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, პელე დღემდე რჩება ფეხბურთის მეფედ და დღემდე ამბობს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი მისთვის სწორედ ის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო.

2. ბორის ბეკერი (ჩოგბურთი). როცა გერმანელი ჩოგბურთელი დიდებში გადავიდა, ბევრი ამბობდა, რომ ავადმყოფური ფერის ბავშვი ვერაფერს მიაღწევდა. 17 წლის ასაკში კი, როცა უიმბლდონზე, "დიდი მუზარადის" ტურნირში მიიღო მონაწილეობა, ხმამაღლა დასცინეს. პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ, დაცინვამ იმატა, რადგან ყველა ამბობდა, ამ ბავშვს ვინმე კორტზე მოკლავსო, მაგრამ... ბეკერმა ფინალამდე იარა, იქაც იმარჯვა და 1985 წლის უიმბლდონის მთავარი სენსაციის შემოქმედი შეიქმნა.

3. მაიკ ტაისონი (კრივი). როცა მაიკი კრივში გამოჩნდა, მასზე ხმამაღლა თქვეს, რომ დიდი მომავალი ექნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ დაღვინდებოდა და ნებისმიერ მეტოქეს პირველივე რაუნდში მთელ ძალებს არ შეალევდა. ტაისონმა სხვის რჩევებს ყური არ უგდო და 19 წლის ასაკში პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც დღემდე რეკორდად ითვლება.

4. მარტინა ჰინგისი (ჩოგბურთი). შვეიცარიელი გოგონას სახელი ლეგენდარული ჩოგბურთელის, მარტინა ნავრატილოვას პატივსაცემად დაარქვეს, მაგრამ მაშინ  რას იფიქრებდნენ, რომ ჰინგისი ყველა სავარაუდო ტიტულს მოიხვეჭდა. მან მოგება 12 წლის ასაკიდან დაიწყო და პარიზის იუნიორთა ტურნირზე გაიმარჯვა. ამ მოგებით ის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელმაც ერთეულთა თანრიგში რაღაც მოიგო. 16 წლისა და 3 თვის მარტინამ კი უიმბლდონზე იმარჯვა და ესეც დღემდე ხელუხლებელი მიღწევაა.

5. ტაიგერ ვუდსი (გოლფი). როგორც წესი, გოლფს დაღვინებული კაცები თამაშობენ და როცა მათ სამყაროში მოულოდნელად პატარა ბიჭი შეიჭრა, აითვალწუნეს. ამერიკის ღია პირველობაზე მისულ ვუდსს ყველა დასცინოდა, თუმცა 21 წლის ტაიგერმა სასწაული მოახდინა და ტურნირი მოიგო. ეს მიღწევა დღემდე არ დაძლეულა.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...