დაუჯერებელი ფაქტები

ზაფრანი

დაუჯერებელი ფაქტები

2015 სექ 9 18:42:59

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი კოღოა საჭირო, რომ თქვენი ორგანიზმიდან მთელი სისხლი გამოწოვოს.

ბუენოს-აირესში გამართულ აუქციონზე, ყველას გასაოცრად, არ გაიყიდა მერლინ მონროს ეროტიკული ვიდეო. მის მფლობელს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მინიმუმ 480 000 დოლარს გადაუხდიდნენ.

ახალ ზელანდიაში მთავრობამ სპეციალურად გამოაქვეყნა დეკრეტი, რომლის თანახმად, მოსახლეობას ეკრძალება შვილებისთვის შემდეგი სახელების დარქმევა. ესენია: ლუციფერი, ჰიტლერი, მესია, სამართლიანობა და მოსამართლე; ასევე, მსაჯი და კიდევ 96 მსგავსი დასახელება.

ღვინის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ბოთლი 75 000 დოლარად გაიყიდა. ბოთლის წლოვანება ორ ასეულ წელს ითვლის.

ყოველდღიურად 10 000 000 ჩხირი იგზავნება ჩინეთში, რომლებიც იქ ჩანგლის მაგივრობას წევენ.

იაპონიაში ფსიქიკური აშლილობით დაავადებულ ბავშვებს რეაბილიტაციის ცენტრებში რობოტი-სელაპები მოემსახურებიან.

სამხრეთ აფრიკაში ისე სჯერათ ბოროტი სულებისა და მოჩვენებების, რომ, მორგში შემთხვევით მიყვანილმა დაზარალებულმა, რომელიც ავტოკატასტროფაში დაღუპული ეგონათ, ოხვრა-კვნესაში 24 საათი გაატარა. ის შველას ითხოვდა, მაგრამ  ყურადღება არავინ მიაქცია, რადგან გარდაცვლილის სულის გამოძახილი ეგონათ.




 ახალი ამბები
  • როდის მოგვარდება კალაგონში უწყლობის პრობლემაკალაგონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის თემში შემავალი სოფელია. მდინარე ხევისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 360 მეტრზე მდებარე სოფელში 2014 წლის აღწერით სულ 33 ადამიანი ცხოვრობს. თამუნა ხუნდაძე ერთ-ერთი მათგანია. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა, თუმცა, ყველაზე მეტად ადგილობრივებს უწყლობა აწუხებთ: _ უმუშევრობა, გაჭირვება, ცუდი გზა და უწყლობა _ ეს კალაგონის რეალობაა, _ ამბობს თამუნა. მისივე თქმით, სოფელი მთელი წლის განმავლობაში უწყლოდ იყო და პრობლემა მხოლოდ ერთი თვით მოგვარდა: _ მთელი წელიწადი უწყლოდ ვიყავით. აგვისტოს დასაწყისში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოგვარდა ეს პრობლემა, თუმცა, სექტემბრის ბოლოს, სტიქიის შედეგად მიწის ნაწილი ჩამოიშალა და ისევ უწყლოდ დავრჩით, _ აღნიშნა თამუნამ. ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა არასწორად დაიხარჯა: _ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად და მოსახლეობის უმეტესობასთან შეუთანხმებლად დაიხარჯა. შესაძლებელი იყო, მეტი მოხმარებოდა წყალსადენ სისტემას და არ შეიქმნებოდა წყალზე ბევრი პრობლემა. ნაწილი თანხით შეძენილი რეზინის მილები არ შეესაბამება სტანდარტებს. დაბრუნებული დღგ-ს ფულით ჯობდა ისევ მილები შეგვეძინა და სხვა მონაკვეთები შეგვერემონტებინა _ სადაც მეტი საფრთხე იყო მილების დაზიანების, _ ამბობს თამუნა. მისივე ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის შეთანხმებით, გამოყოფილი თანხა ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, თუმცა, ასე არ მოხდა: _ ეს სოფელი იყოფა ორად. შეთანხმებით, თანხაც ორად უნდა გაყოფილიყო, მაგრამ დაანგარიშებით სოფლის იმ მხარეს, სადაც წყლის მაგისტრალი დაზიანებული იყო, მოხმარდა ერთ მესამედზე ნაკლები. მეორე მხარეს კი თანხის ორი მესამედი წავიდა. ჩემი აზრით (და არა მხოლოდ ჩემი), თანხის ასეთი გადანაწილება მოხდა იმის გამო, რომ სოფლის მეორე მხარეს მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს და რა თქმა უნდა, მათ მეტი ყურადღება ექცევათ, _ აღნიშნა თამუნა ხუნდაძემ. გარდა ამისა, ხუნდაძე ამბობს, რომ მოსახლეობისთვის შიდა გაყვანილობის გასაკეთებლად დარიგებული მილები უვარგისი აღმოჩნდა: _ ჩვენ მოგვცეს რეზინის წვრილი დიამეტრის მილები შიდა გაყვანილობისთვის ანუ ეზოებში შესაყვანად, რაც გამოუსადეგარია და მე პირადად უკან უნდა დავაბრუნო, _ ამბობს თამუნა, რომლის თქმით, მუნიციპალიტეტის მერი მათ სოფელში არ დადის: _ მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს თითქმის ყველა სოფელში ჩვენს გარდა. ამიტომაც, ვერ მოვახერხე, პირადად მოვახსენო რიგი პრობლემები. რატომ ვართ ყოველთვის ბოლო, ვერც ეს გავარკვიე, _ აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს ყველა სოფელში მართავს და გამონაკლისი არც საჭამიასერი ყოფილა: _ ნებისმიერ დროს მზად ვარ, შევხვდე ყველას და ნებისმიერ საკითხზე ვესაუბრო. ჩვენ სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს სოფლებში და გამონაკლისი არ საჭამიასერი ყოფილა. არა მგონი, ვინმეს ჩემთან შეხვედრა უნდოდეს და პრობლემა შექმნოდეს, _ გვითხრა კუჭავამ. მისივე თქმით, კალაგონში არსებული პრობლემის შესახებ საქმის კურსშია და მოგვარებაც უკვე დაწყებულია: _ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში თანხა ყველგან ფორმულის შესაბამისად გამოიყო და განაწილდა მოსახლეობასთან შეთანხმებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შესაბამისი ოქმების ნახვა _ პროექტები გახორციელდა მოსახლეობის სურვილისამებრ. ასე მოხდა კალაგონში, სადაც მოგვარდა უწყლობის პრობლემა, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მეწყერულმა პროცესებმა სხვა პრობლემა წარმოაჩინა _ დაზიანდა მიწაში ღრმად ჩამარხული ის მილები, რომელსაც პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია არ ჩატარებია, თუმცა, უკვე დავიწყეთ გაკეთება და უახლოეს დღეებში კალაგონში წყლის მიწოდება აღდგება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის ... ...
  • "ბუტკების" აშენება ახლა შეიძლება, ხომ?"ოზურგეთში მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის თემა მუდამ დღის წესრიგში დგას. გამუდმებით ისმის გაუთავებელი წუწუნი და დავა გარე მოვაჭრეებისა, რომლებიც შეთავაზებულ დახლებსა და ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შესვლაზე, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, სულ უარს აცხადებდნენ იმ მოტივით, რომ იქ ვაჭრობა არ არის ხელსაყრელი, მყიდველი ნაკლებად შედის ან საერთოდ არ შედის. თავის მხრივ, პრინციპს არ უხვევს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სადაც ამბობენ, რომ გარე მოვაჭრეები მუდმივად თავის ნებაზე იქცევიან, მაშინაც კი, როცა გარკვეული მონაკვეთების მოწესრიგება ხდება და მათ არავინ ეხება. ახლახან "გურია ნიუსის" რედაქციას გარე მოვაჭრე შოთა შაქარიშვილი აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ეწვია _ ასაკოვანი კაცი შველას გვთხოვდა, თან ისიც გვითხრა, რომ სახალხო დამცველის ოფისში იყო: "სახალხო დამცველის ოფისში ვიყავი და ახლა აქ მოვედი. ძლივს ვგდავარ ფეხზე _ დამცხა, იმდენი ვირბინე. არ გვაყენებენ გარეთ. ბევრჯერ დაგვეხმარეთ, მაგრამ ახლაც მოგვეშველეთ! მოვიდნენ და ნაგვის ურნაზე მიაბეს ლენტი. მწვანილს ვყიდი და თავს ამით ვირჩენ. სიკვდილს არ მაცლიან", _ გვითხრა აღელვებულმა შოთა შაქარიშვილმა (მკითხველს შევახსენებთ, რომ შოთა შაქარიშვილის შესახებ "გურია ნიუსში" მრავალი წლის განმავლობაში იწერება სტატიები. ავტ.), რომელიც ყოველთვის უკმაყოფილოა და ითხოვს, სადაც სულ თავიდან იდგა, იმ დახლთან დააყენონ, თუ არა და, იდგება ქუჩაში და აქ მაინც არ შეეხონ. _ რა უნდა შაქარიშვილს? ვინმე მისდევდა, რომ გაიქცა? ვინმე გაეკიდა? ჩიტაიშვილის გუბერნატორობის დროს რომ ბაზარი დაინგრა, ითხოვს, იქ რომ დახლი მქონდა, იქ დამსვითო. ვინ ებრძვის? აქეთ მოგვდევს. გავივლი _ მაგინებს, გამოვივლი _ მაგინებს. ძალიან ბევრს ვითმენ... დგას ქუჩაში, როგორც უნდა. ახლა ცხრა აპრილი ქუჩის კეთილმოწყობა ხდება. ფიქრობს, რომ მას ვებრძვი. იქ სამშენებლო მასალა იყო შესატანი, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია აკეთებს საქმეს. ადგილზე იმდენი მანქანა დგას, აუცილებელი გახდა დროებით იმ ტერიტორიის გადაკეტვა, რომ ადგილზე სამშენებლო მასალა მიგვეტანა. შაქარიშვილისთვის არაფერი გვითქვამს _ ვინც ქოლგებით და დიდი მანქანებით იდგა, მათ ვუთხარით, რომ დროებით იქაურობა დაეტოვებინათ. ლენტი იმიტომ გავჭიმეთ, რომ არ შესულიყვნენ ერთი დღით. შაქარიშვილი გაგვეჭიმა, იმათ რატომ უთხარით, არ დადგეთო. სულ იგინება... ახლა მოწესრიგდება იქაურობა და შემდეგ გამოიყოფა ყველასთვის ადგილები. კეთდება ღია დახლები და რა უნდა? მბრძანებლის სტატუსი აქვს რაიმე, რომ როგორც მას სურს ისე მოვიქცეთ? თავნებობა აკლია მაგას? მაინც თავის ჭკუაზე დგას იქ, როგორც უნდა, _ უთხრა "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ. შოთა შაქარიშვილისგან განსხვავებით, საკუთარი ვინაობა არ გაგვიმხილეს გურიის ქუჩაზე მდგარმა გარე მოვაჭრეებმა. _ ჩვენ ყველას ერთი აზრი გვაქვს _ "ბუტკების" აშენება ახლა შეიძლება, ხომ? აკი სიორიძის დროს არ შეიძლებოდა?! მოათრიეს რაღაც "კიოსკის" კონსტრუქციები, დააყუდეს "პსპ"-ს აფთიაქის უკან და იქ უნდათ შეგვყარონ მაკულატურასავით. გაზეთები თუ დაეტევა იქ? ჩვენი "ტავარით" იქ როგორ მოვთავსდებით? აგერ, ჩვენ უკან კედელი რომ ამოაშენა ვიღაც ბიზნესმენმა, იცით, ეს ადგილი ვისი იყო? კოტე შარაშენიძის. მოიკითხეთ. ჩვენ გვინდოდა ყიდვა და არ დაგვითმო. მას საიდან ჰქონდა? მაგ "ბუტკებში" ჩვენ არ შევალთ, დააყუდონ და ჰქონდეთ, _ ბრაზობდნენ ისინი. _ სიორიძის წინააღმდეგ მაშინ ყველა გარე მოვაჭრე გამოდიოდით. ახლა იხსენებთ და ამართლებთ? _ ჩვენ იმიტომ ვიხსენებთ, რომ მაშინ თუ არ შეიძლებოდა, ახლა რატომ აკეთებენ? დაუჩემებიათ, ღია დახლებიო. "ბუტკის" ხსენება არ უნდათ და ახალი ტერმინი მოიგონეს. წამოდით და ნახეთ _ "ბუტკის ჩონჩხია". გინდა დახლი დაარქვან და გინდა _ სახლი, _ გვითხრეს გარე მოვაჭრეებმა. ჩვენ ადგილზე მივედით და მათ მიერ მითითებული კონსტრუქცია გადავიღეთ. როგორც შუქრი გაბრიჩიძემ გვითხრა, აქ რამდენიმე ასეთი "ღია დახლი" დაიდგმება. კითხვაზე, ზამთარში როგორ უნდა იმუშაონ ღია სივრცეში, გაბრიჩიძემ ასეთი პასუხი გაგვცა: ქუჩაში რომ ტროტუარზე დგანან, იქ როგორ მუშაობენ? ხალხი ტროტუარზე ვერ გადაადგილდება! გარე მოვაჭრეები ამბობენ იმასაც, რომ აქ გადასახადს დაუწესებენ და ასე მუშაობას ვერ შეძლებენ. შუქრი გაბრიჩიძის თქმით კი ჯერჯერობით, გარე ვაჭრობაზე გადასახადი არავის დაუწესებია და ესეც საბაბია ან მათი ვარაუდი. 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების და გარე მოვაჭრეთა პრეტენზიის შესახებ, "გურია ნიუსმა" კითხვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის პრესსამსახურიდან ასეთი პასუხი მოგვაწოდეს: "ოზურგეთში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე მოვაჭრე გარე მოვაჭრეებისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად და ამავე ტერიტორიაზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ოზურგეთის მერია 9 აპრილის ქუჩაზე გეგმავს ღია ტიპის, გადახურული სავაჭრო დახლების მოწყობას. ეს იქნება კეთილმოწყობილი ლითონის კონსტრუქციები. გარდა ამისა, მიმდინარეობს 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია, ამორტიზებული ტროტუარების მოწყობა და ბეტონის დეკორატიული ფილების მონტაჟი. სამუშაოების გამახორციელებელია შპს "მშენებელი", _ წერია ოზურგეთის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ ... ...
  • შვიდსულიანი ოჯახი, რომელსაც ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება, დახმარებას ითხოვსლანჩხუთში, ვადაჭკორიას ქუჩაზე სოციალურად დაუცველ მამედოვების შვიდსულიან ოჯახს, რომელთაგან ოთხი მცირეწლოვანია, ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება. მამედოვების ავარიული სახლი ორი ოთახისგან შედგება. ამ სახლის გარდა ეზოში ნახევრად დანგრეული კიდევ ერთი შენობაა, რომელსაც, როგორც ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი გვიხსნის, სამზარეულოდ იყენებს. თუმცა, იმის გამო, რომ ზამთარში აქ წყალი დგება, ხშირად საჭმლის მომზადება ღია ცის ქვეშ უწევს. "სახლში ისედაც სივიწროვეა _ შვიდი სული ძლივს ვეტევით. ეს ორი ოთახი ჩვენთვის საძინებელიცაა, მისაღებიც და სასადილოც, ამიტომ საჭმელს ქვევით ვამზადებ. ზამთარში კი ხშირად გარეთ, ეზოში მიწევს საჭმლის კეთება, რადგან ამ ე. წ. "კუხნაში" წყალი დგება და შიგ ვეღარ შევდივარ. სახლს, ფაქტობრივად, საძირკველი არ აქვს. კიბეც ისეა დაზიანებული, სადაცაა ჩავარდება. მერია სახურავით კი დაგვეხმარა, მაგრამ ეს არ შველის ჩვენს პრობლემას. შენობა სტიქიამ დააზიანა და ავარიულია. როცა წვიმს, წყალი ამოსასვლელ კიბეს ფარავს, ოთახების ქვემოთ მუდმივად წყალი დგას და დანესტილია ყველაფერი. ეზოში, ნებისმიერ ადგილას, ცოტაც რომ ამოთხაროთ მიწა, წყალი ამოდის, ისეა გაჟღენთილი. ფაქტობრივად, დაჭაობებულია აქაურობა. სინესტის გამო ბავშვებიც ხშირად ავადმყოფობენ, უფროსებზე აღარაფერს ვამბობ. ახლაც ორი ბავშვი მყავს ავად _ 120 ლარის წამალი დაჭირდათ. სახლში ქვეწარმავლები შემოდიან, მუდმივ შიშში ვართ, რომ ბავშვები არ დაკბინონ. როგორც კი შებინდდება, მორიელები იწყებენ გამოსვლას, საღამოობით ნადირობა გვაქვს მათზე გამოცხადებული. ვინ იცის, დღეში რამდენს ვკლავთ", _ გვიყვება ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი და ქილაში გამომწყვდეულ მორიელებს გვიჩვენებს. მისი თქმით, მათი ოჯახის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა: "მერიაში კარგად იციან ჩემი ოჯახის პრობლემის შესახებ. სახლის გადასახური მასალა კი მოგვცეს, მაგრამ ავარიულ კედლებსა და მორყეულ საძირკველს რა მოვუხერხო შიშველი ხელებით?! შემომთავაზეს ქირავნობის პროგრამაში ჩაგსვამთო. 100 ლარს იძლევიან თვეში, აქედანაც 20 ლარი იქვითება და ამ ფასად სად ვიშოვი ბინას?! თანხის დამატების საშუალება არ მაქვს _ ოჯახის არც ერთი წევრი არ ვმუშაობთ და მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და შშმ ბავშვის პენსიაა".  მამედოვების ოთხი მცირეწლოვანი ბავშვიდან ყველაზე უფროსი ექვსი წლისაა, ერთ-ერთი კი შშმ პირია და სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებასაც იღებს. "ჩემი ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა _ ვერ საუბრობს, სიარულიც ახლახანს შეძლო მკურნალობის შემდეგ და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ოთხივე ბავშვი მცირე ასაკისაა _ ყველაზე უფროსი პირველ კლასშია. სამსახურის შოვნის საშუალებაც რომ იყოს, ბავშვების გამო სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორი ყურადღება სჭირდება შშმ ბავშვს. მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსიაა. უფასო სასადილოთიც ვსარგებლობთ, თუმცა, აქ მხოლოდ ერთ წევრზე გვეძლევა ულუფა. ჩემს მეუღლეს ფეხი ტკივა და ფიზიკურ შრომას ვერ ახერხებს, დედამთილს კი დიაბეტი აქვს და იქეთ საჭიროებს ყურადღებას. საჭმლის ფულს არ ვითხოვთ _ როგორღაც ვახერხებთ თვიდან თვემდე თავის გატანას, უფროსებს კი გვიწევს ბევრი რამის დათმობა, მაგრამ ვცდილობთ, ბავშვებს მაინც არ მოვაკლოთ აუცილებელი და მათთვის საჭირო. ჩემი ოჯახის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია. არ მინდა, ჩემი შვილები ნესტისგან დაავადმყოფდნენ და მუდმივად ქვეწარმავლების დაკბენის შიში მქონდეს. ნუთუ, არ შეიძლება, რაიმე საშუალება გამოინახოს და დაგვეხმარონ _ ასე განწირულები ხომ არ უნდა ვიყოთ ქვეწარმავლების დასაკბენად?!" _ ამბობს ოთხი შვილის დედა, რომელსაც მძიმე ყოფით პირობებში უწევს მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა. მამედოვების პრობლემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" კომენტარისთვის ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იყო დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში, თუმცა, თავისივე ინიციატივით შეწყვიტა პროგრამით სარგებლობა, ხოლო განმეორებითი შეთავაზებისას უარი განაცხადა. მერიამ სრული სია მოგვაწოდა, თუ რა სახის დახმარება მიიღო წლების განმავლობაში აღნიშნულმა ოჯახმა: "2019 წელს, აგვისტოში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა საბა მამედოვის სარეაბილიტაციო 10-დღიანი კურსი. დახმარების თანხა ბენეფიციარსა და მის თანმხლებ პირზე (ნესტან ტყეშელაშვილი) შეადგენდა დღიურ 35 ლარს. საერთო ჯამში, მამედოვის ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა 700 ლარით. 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ ოჯახს საშეშე მერქნის შესაძენად ანგარიშზე ჩაერიცხა 100 ლარი. 2018 წელს გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით. 2018 წლის ივლისში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 700 ლარის ოდენობით. 2017 წლის მარტში გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით. 2016 წელს გაეწია გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით. 2016 წლის ოქტომბერში გაეწია განმეორებით დახმარება ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან 150 ლარით. 2015 წელს ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იქნა მუნიციპალიტეტის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში. მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა ბინის ქირა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. 2014 წლის სექტემბერში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 800 ლარი. 2014 წელს გადაიხურა საცხოვრებელი სახლის სახურავი. 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაეწია დახმარება საკვებ პროდუქტებზე", _ აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ... ...
  • „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019-ში მიიღებს მონაწილეობას (R)საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაზე Stockholm Food and Wine 2019-ზე დასასწრებად გაემგზავრება. ფართომასშტაბიანი გამოფენა 8-10 ნოემბერს ჩატარდება. ყოველწლიურად ღონისძიებას 30-35 ათასამდე სტუმარი სტუმრობს.  „საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. შვედეთის ღვინის ფესტივალი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.  ინფორმაციისთვის, Stockholm Food and Wine 2019-ის ორგანიზატორებისა და შვედი მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ქართული ღვინის მიმართ ბოლო წლებში საგრძნობლად  მზარდია, რაზეც ღვინით ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ღვინის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში  65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.  ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. კერძოდ, ექსპორტი შვედეთში გაზრდილია 397%-ით. მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობით ღვინის მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკეთ გააცნონ საკუთარი პროდუქცია შვედ მომხმარებელს, ადგილობრივ ექსპერტებს, სომელიეებს, ღვინის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებსა და იმპორტიორებს, რომლებთანაც კავშირების დამყარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შვედურ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებაში.  ... ...
  • მერი შავაძე: "როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები"“რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ, მაგრამ არასდროს დავცემულვართ სულიერად. ძალიან მშრომელი მშობლებში ოჯახში გავიზარდე და მეც მათგან ვისწავლე დაუღალავი შრომა“, _ გვიყვება თავის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას (მთისპირი) მცხოვრები მერი შავაძე. მერი შავაძე მეუღლესთან, ჯემალთან და შვილთან _ თამუნასთან ერთად სოფლის ბოლოს, მთის ძირას ცხოვრობს. ქალაქიდან მოშორებით, შეიძლება ითქვას, სხვა სამყაროში. ჯემალს და მერის კიდევ ჰყავს ერთი შვილი, რამაზი, რომელიც ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. დღეს მხოლოდ ქალბატონი მერის შესახებ მოგითხრობთ. ვთვლი, რომ ის ჩვენი დროის გმირია და თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამას წერილიდან შეიტყობთ. მერის ამბები სპონტანურად ჩავწერეთ. ხან _ ბოსტანში, ხან _ სამზარეულოში და ხან კიდევ ეზოში მოგვიწია მასთან გასაუბრება. ბავშვობა “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ვცხოვრობდით. ვიდრე ცოცხალი იყო ბებიაჩემი და ბაბუაჩემი გადასახადს იხდიდნენ, რადგან რეპრესირებული ოჯახის წევრები ვიყავით. ბაბუაჩემი 1941 წელს წაიყვანეს  ომში, ბებიაჩემი მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად. ჩვენს ოჯახს შუა აზიაში უპირებდნენ გადასახლებას, მაგრამ ბებიაჩემა იმდენი მოახერხა, დატოვეს. მამაცი ქალი იყო, წერა-კითხვა არ იცოდა. შვილებთან ერთად მუშაობდა ყოველდღე. მისი ნამუშევარის დიდ ნაწილს ხარკის სახით სახელმწიფოს უხდიდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ ბაბუაჩემს ცოლად გერმანელი ქალი შეურთავს. ბაბუაჩემმა მითხრა, ომში სიცოცხლე გერმანელმა ქალებმა შეგვინარჩუნესო. გერმანიაში ორი შვილი შეეძინათ, შემდეგ ბაბუაჩემი შვილებთან ერთად ჩამოვიდა ზოტში. ბავშვები ბებიაჩემმა და მამიდაჩემმა გაზარდეს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, არანაირი გასართობი არ იყო ბავშვებისთვის... მახსოვს კვირაში ერთხელ კინო იყო სოფელში. ბავშვობიდან ვიყავი ბოსტანში, ყანაში, ვუვლიდი შინაურ ცხოველებს და ფრინველებს“. პირველი სიყვარული და ოჯახი... „მამაჩემის ბიძაშვილმა ცოლი მოიყვანა უკანავიდან. როდესაც სოფელში მოიყვანეს პატარძალი, იქ დავინახე ჯემალი და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. წელიწადში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს. გაცნობიდან სამ წელში გავთხოვდი. მეათე კლასში ვიყავი, საგამოცდო ბილეთები მქონდა ხელში, როდესაც დავინიშნე ჯემალზე. პედაგოგიურზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. შეგვეძინა ორი შვილი _ რამაზი და თამუნა". მერი შავაძე 2006 წელს „გურია ნიუსის“ რედაქციაში მოვიდა და თავისი მთავარი გასაჭირის გასაცნობად სახლში მიგვიწვია. „ყველაზე მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ვიდრე თამუნა ეტლით მოსარგებლე გახდებოდა, ათასი პრობლემა იყო სოფელში და ეს ჩვენს ოჯახსაც შეეხო. 90-იანი წლები ყველას ახსოვს. მე და ჩემმა მეუღლემ სოფლის მეურნეობას მივყევით ხელი _ წელიწადში მარტო ათას ძირ ლობიოს ვუვლიდი, სიმინდის ყანა გვქონდა, შინაური ცხოველები. როდესაც ოჯახი შევქმენით უკანავაში დავსახლდით. ტყის პირას ქოხში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ პატარა სახლი ავაშენეთ. შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა _ თამუნას ოთხივე კიდური პარალიზებული ჰქონდა (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი ჰქონდა კისერი, კერძოდ, მეხუთე და მეექვსე მალა. ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად გადარჩა. ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. ახლაც სჭირდება დახმარება და რეაბილიტაციისთვის თურქეთში წასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. წამებში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი თვე დამჭირდა გამეაზრებინა თამუნას ამბავი და შემდეგ შევუდექი აქტიურობას. 2006 წლიდან დღემდე ყველას შეძლებისდაგვარად ვაწუხებდი და ვაწუხებ. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები და ეს გრძნობა ენით აღუწერელი არის. იყო დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელს ვხვდებოდი, ფეხსაცმელიც არ მქონდა მთელი, შიგნით ცელოფანი მქონდა ჩაფენილი და ისე მივდიოდი სოფლიდან ქალაქში. რამდენჯერ ცხვირწინ მოუხურავთ ჩემთვის კარი, ამის გამო მიტირია, მაგრამ ეს ამბავი სახლში არ მითქვამს. ბევრჯერ დაგვხმარებია ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საზოგადოების წევრები. კეთილი ადამიანები არსებობენ და ამით გადავრჩით. ხშირად მქონია უიმედობის შეგრძნება, მაგრამ ისევ კეთილი ადამიანებს გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან". “როგორია ქალის ცხოვრება სოფლად?“ „იშვიათად მცალია მეზობელთან გადავიდე და ყავა დავლიო. დილა იწყება ჩემთვის 6 საათზე და არც ვიცი, როდის ვიძინებ. დილით ყავას დავლევ და შემდეგ, როდის ვჭამ საჭმელს, არ ვიცი. ბოსტანი მაქვს, ვუვლი ყვავილებს, ზაფხულიდან დღემდე ზამთრისთვის შესანახებს ვინახავ. მეტი, რა უნდა გავაკეთო, ერთმა ქალმა. ასეთია სოფლად მცხოვრების ქალის ბედი. მთავარია, ჯანმრთელობა და სხვას მე არაფერს ვნატრობ“. რაზე ოცნებობს მერი შავაძე? “თამუნიას ჯანმრთელობაზე ვოცნებობ, რომ ეტლით აღარ დადიოდეს. ჩემი ოცნება ეს არის. მინდა წავიყვანო თურქეთში და ჯანმრთელად მყავდეს ჩემი გოგო. მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ“. 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა! საქართველოში დასაქმებული ქალების 36% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა მცირე საოჯახო მეურნეობებში მუშაობს. მცირე მეურნეობების მხარდაჭერა სოფლად ქალების გაძლიერებას ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიკვდილის რისკს ამცირებს

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ქალაქ...

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...