პერუელები ანდების გადაღებვას აპირებენ


ზაფრანი

პერუელები ანდების გადაღებვას აპირებენ

17 სექ. 2015, 19:19:41

პერუს მცხოვრებნი გეგმავენ, რომ ანდების მწვერვალები თეთრად შეღებონ. ამით ისინი ცდილობენ შეამცირონ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული მყინვარების დნობის ტემპი. პროექტმა "პერუს მყინვარები" მსოფლიო ბანკის მოწონება დაიმსახურა და მის ინიციატორებს რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ფულადი პრემია გამოუყო.

როგორც პროექტის ავტორებმა განაცხადეს – "თეთრი ფერი წინააღმდეგობას გაუწევს მზის რადიაციული გამოსხივების სითბოდ გარდაქმნას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს გლობალური დათბობის ნეგატიურ ეფექტს. უკანასკნელ წლებში მყინვარები უკან იხევენ და მთის მწვერვალებზე უფრო და უფრო მეტი შავი ლაქა ჩნდება".

"ჩვენ გადავწყვიტეთ, შევღებოთ მთები სპეციალური გამამყარებელი ხსნარით, რომლის დიფუზიური არეკვლის კოეფიციენტი ისეთივეა, როგორიც თოვლის. ამ შემთხვევაში მზის სხივების 85 პროცენტი უკან, კოსმოსში დაბრუნდება", – განმარტა ჯგუფის ხელმძღვანელმა ედუარდ გოლდმა. მან დარწმუნებით განაცხადა, რომ სპეციალურმა საღებავმა ეკოლოგიური კონტროლი გაიარა და იგი არც სასმელი წყლის სათავეებს "აამღვრევს" და არც ანდების კონდორთა ბუდეებს დააზიანებს.

პერუში ანდების მთის სისტემის მყინვართა 70 პროცენტი მდებარეობს. მთლიანად კი, იგი ამერიკის შვიდი სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, დათბობის შედეგად, მათ თავისი ფართობის მეხუთედი ნაწილი დაკარგეს. მკვლევართა მონაცემებით, თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, მაშინ 2020  წლისთვის კონტინენტზე ყველა ეს მყინვარი გაქრება, რომელიც ზღვის დონიდან 5,5 კილომეტრზე დაბლაა.




 ახალი ამბები
  • აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს წმინდა გიორგის ორდენის კავალერია“მე დავტოვე ქვეყანა იმაში დარწმუნებულმა, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა, კომუნიზმის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, _ თქვა ჯო ბაიდენმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში ის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდა საქართველოში. ვიზიტის მიზანი ქვეყნის მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემა იყო. მალე, ჯო ბაიდენი ობამას შეთავაზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი გახდა. პირველი ვიზიტის წლისთავზე, ბაიდენი სწორედ ამ რანგში ეწვია მეორედ საქართველოს. ამ დროს, პრეზიდენტი ობამა მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ბაიდენის ვიზიტს სწორედ მოსკოვთან “გადატვირთვის“ პოლიტიკას უკავშირებდნენ და შეშფოთებასაც გამოთქვამდნენ, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობები  საქართველოს “ხარჯზე“ არ დამთბარიყო. ამ შეშფოთების გასაფანტად, ბაიდენმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: “თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს... მე ვიცი, ბევრი წუხს, რომ ჩვენი მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს ხარჯზე მოხდება. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ _ არა, საქართველოს ხარჯზე არ მომხდარა, არ მოხდება და ვერ მოხდება“. სწორედ ამ ვიზიტისას, ჯო ბაიდენი საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვეს. ფოტო: ... ...
  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.  როგორც გიორგი გახარია „ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს,  საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.  „ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად  ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი ... ...
  • ანა აბრამიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება35 წლის რუსთაველ ახალგაზრდას, ანა აბრამიშვილს მოქალაქეების დახმარება ესაჭიროება. გასული წლის თებერვალში, ჰემორაგიული ინსულტის გადატანის შემდეგ, ექიმებმა ანა აბრამიშვილს სისხლძარღვების არტერიო-ვენური მალფორმაციისა და თავის ტვინის ცერებრული ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. იმ დროიდან. ის მოწყვეტილია აქტიურ ცხოვრებას _ ექიმების მკაცრი რეკომენდაციით დაუშვებელია მისი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, რამაც შეიძლება ნებისმიერ დროს რისკის ქვეშ დააყენოს მისი სიცოცხლე. მდომარეობა დღითი-დღე კრიტიკული ხდება, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მისი მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება. ანა აბრამიშვილის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი 68 000 აშშ დოლარია საჭირო. ანა აბრამიშვილს ექიმები აძლევენ გარანტიას, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე თვეში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკსა“ და "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე. თანხის ჩარიცხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. თიბისი ბანკი: #GE21TB7671645061100002; საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000100997087.  მიმღები ანა აბრამიშვილი. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც მაგთის, ბანის და ბილაინის აბონენტებისთვის _0901701322. Paypal: Anna.abramishvili85@gmail.com, პირადი ნომერი: ... ...
  • თელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ხანძარი იყო - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათელავში, სოფელ ქვემოხოდაშენში ერთ-ერთ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადები დროულად მივიდნენ, მეორე სართული სრულად დაიწვა.როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ომარ აჩუაშვილმა განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევ პირველად ვერსიად ელექტროგაყვანილობა ... ...
  • თევზის სუნი _ მოუგვარებელი პრობლემა ფოთშითევზის სუნი ქალაქ ფოთის მოსახლეობისთვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა. ჩატარდა არა ერთი აქცია, მაგრამ ამ აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და დღესაც ქალაქ ფოთის მოსახლეობის მოუგვარებელ პრობლემად რჩება. „ფანჯარასაც ვერ ვაღებთ, რომ ოთახი გავანიავოთ. გარეთ სარეცხიც გაფენაც შეუძლებელია“, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალაქ ფოთის ერთ-ერთი მცხოვრები. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯგერენაია ამბობს, რომ ქალაქში არსებულ თევზის სუნის პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ჯგუფი და პირველი შეხვედრა ჩატარდა. სამუშაო ჯგუფმა შეადგინა გეგმა, რის მიხედვითაც უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა: „გვაქვს გეგმა, რომლი მიხედვითაც პრობლემის მოგვარების  სამუშაოებში უნდა ჩავრთოთ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პეტიციის ავტორი და ასე შემდეგ. სამუშაო გემის მიხედვით გათვალისწინებულია საქმეში შესაბამისი სააგენტოების ჩართვა, რის შემდეგაც დაიდება სპეციალისტების დასკვნები. ამ ეტაპზე კუთხით ვმუშაობთ„, _ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....