როგორ დააშინა მამუკა გორგოძემ ფრანგები

ზაფრანი

როგორ დააშინა მამუკა გორგოძემ ფრანგები

26 სექ. 2015, 21:08:59

ქართველები თავისებური წეს-ჩვეულებების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებშიც ხშირად ვვარდებით.

დღევანდელ წერილში რამდენიმე თანამემამულე სპორტსმენის საზღვარგარეთულ  ისტორიას  გაგაცნობთ.

ქართველები უცხოეთში ყოფნისას იქაურებში არ  ითქვიფებიან  და საკუთარ თვითმყოფადობასა და ტრადიციებს ბოლომდე ინარჩუნებენ. საინტერესოა, რომ მათი მეგობრების რიგებში არაერთი ცნობილი სპორტსმენი თუ პოლიტიკოსი ირიცხება. ყოველივე ამის შესახებ საუბარი ქვემოთ გვექნება.

დღევანდელი სპორტული სახალისო მოგონებების პირველი სტუმარი ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე გახლავთ. ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნული გუნდის წარმატებული ასპარეზობა "დევისის თასის" გათამაშებაში. ამის გარდა ირაკლის საჩოგბურთო მოედანზე რამდენიმე ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს დამარცხებული, მათ შორის სომხური ფესვების მქონე ამერიკელი ანდრე აგასი. გაგიკვირდებათ და თბილისელ ლაბაძეს თავის დროზე  ახლო ურთიერთობა  აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთანაც ჰქონია.

"ბევრი და სახალისო ისტორია გადამხდენია ჩოგბურთის მოედანზე. როცა ვთამაშობდი, ყველაფერს იუმორით ვუყურებდი, საკუთარ თავს ვახალისებდი. ერთ მომენტს გავიხსენებ: 2003 წელია. ატლანტაში ტარდება შეჯიბრება და ვეთამაშები ანდრე აგასს. საკმაოდ დაძაბული თამაშია, რომელსაც ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. უცებ, გათამაშებისას ბურთი წავაგე, ადვილი ბურთი გავაფუჭე და ტაში დამიკრეს. ვეცადე არ გავბრაზებულიყავი, თავი ხელში ამეყვანა. როცა ბუშს შევნიშნე, რომ ის ჩემს შეცდომაზე ხარობდა და სიცილით ტაშს უკრავდა, არც ვაციე, არც ვაცხელე, დავმანჭე სახე, ყბა გვერდულად მოვაქციე და აჟიტირებულივით ჩქარი ტაში დავუკარი ბუშს. ამგვარად დავცინე მას.

როცა გამოვედი მოედნიდან, მოვიდა და ხელი გამომიწოდა. ორივე ვიცინოდით, რადგან იუმორზე არც ერთი არ ვიყავით "აცრილი".

აქვე კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: 2006 წელს მივფრინავდი ამერიკის ღია პირველობაზე. აეროპორტის გასასვლელი გავიარე და ველოდები ჩასხდომა როდის დაიწყება. თვითმფრინავში შევედი და მერე გამახსენდა, რომ გარეთ დამრჩა მუსიკის აიპოდი. გამოვედი გარეთ, რაღაც დაბნეული ვიყავი და გავიფიქრე, ნეტა, ჩემი გაფრენა დღეს ღირს-მეთქი? შევედი ისევ თვითმფრინავში, მეტი რა გზა მქონდა?! შემოვიდა სამი არაბი და მათგან ერთზე გავიფიქრე, თუ ეს კაცი ჩემ გვერდით დაჯდა, უეჭველი ბომბი ექნება-მეთქი. ამის გაფიქრება იყო და, მართლაც ასე არ მოხდა?! ბევრი ფიქრი აღარ დამიწყია, ავდექი და  უნდა წავიდე, აღარ მივფრინავ-მეთქი, განვაცხადე. რატომო, რომ ჩამეკითხნენ, ვუპასუხე  აგაფეთქებენ, თქვენც გადადით-მეთქი. როგორც მერე გავიგე, ის რეისი გამოუცვლიათ, გაფუჭებულა თვითმფრინავი და საფრანგეთამდე ძლივს ჩაუღწევიათ მგზავრებს. არ ვიცი, მართლა იმ არაბის გამო მოხდა თუ არა რამე, მაგრამ, ხათაბალას რომ დავაღწიე თავი, აღარაფერს დავეძებდი".

ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე წლების განმავლობაში საფრანგეთში ასპარეზობს და იქაური ცხოვრების წესებს ალღო დღემდე ვერ აუღო. უფრო მეტიც, ფრანგები თავისი ქართული ხასიათით დააშინა კიდევაც.

"ისე  ფრანგებთან ძმაკაცობა ცოტა რთულია ქართველი კაცისთვის. ბევრი რაღაც არ ესმით. მაგალითად, რატომ არ შეიძლება, იხუმრონ ძმაკაცის დაზე, დედაზე. ჩემი ცოლი ბრაზდება ხოლმე, რატომ არ მესალმებიან, რა საშინელი ბიჭები არიანო. სინამდვილეში კი, ჩემგან არიან დაშინებულები. ისე გვაქვს ოჯახური სიტუაციები ახსნილი, რომ ჩვენს ცოლებს  გამარჯობას  ვეღარ ეუბნებიან. დაზე, დედაზე, ცოლებზე ისე ხუმრობენ, ცუდად ვხდები ხოლმე. არა, ცოტა რაღაცეებს შევეჩვიე, აღარ მიკვირს, მაგრამ, მკაცრად მყავს გაფრთხილებული, ოჯახზე თუ მეღადავებით, გცემთ-მეთქი. ისიც არ მესმის: საცოლესთან ერთად სადღაც მიდიან და გოგო თავის დანახარჯს იხდის, ბიჭი – თავისას. საშინელებაა. თავიდან ძალიან ქართულად ვიქცეოდი - სადღაც რომ ვიყავით, თავს ვიკლავდი, მიმიშვით, უნდა გადავიხადო-მეთქი, ვითომ ვინმე დამაკავებდა. ახლა ცოტა ვისწავლე ჭკუა. არა, რასაც ვაკეთებ, არასდროს სხვის დასანახავად არ გამიკეთებია, მაგრამ  ახლა ცოტა ნაკლებად ვიკლავ თავს.

ხანდახან ქართველები ვიკრიბებით. ფრანგებთან ერთად გვაქვს ხოლმე "მესამე ტაიმი". მართლა ძალიან მაგარი ღვინო აქვთ. ერთი  ეგენი ვერ გავაოცე ქართული ღვინით. ცნობილია, რომ ფრანგები მსოფლიოში ყველაზე მეტს სვამენ, მაგრამ, ჩვენ რომ ვიცით ყანწებით და ერთ საათში დათრობა, ასე არ იქცევიან, ნელ-ნელა მიჰყვებიან საღამოს და ერთობიან. ჩვენ კიდევ, თორმეტ საათზე რომ სმას დავიწყებთ, პირველზე უკვე შარს ვეძებთ. მაგათთან ასე არ არის".

დღევანდელი წერილის დასასრულს კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენის მეგობრები მსურს წარმოგიდგინოთ. ფეხბურთელი გიორგი ჩირგაძის სახელი საქართველოში კარგად ცნობილი არ არის. ეს ადამიანი თავის დროზე ამერიკულ კლუბ "ნიუ-იორკ რედ ბულსში" თამაშობდა. აღმოჩნდა რომ მის უახლოეს საძმაკაცო წრეში სახელგანთქმული ტიერი ანრი  და რაფაელ მარკესიც შედიოდნენ.

"ანრი, როგორც სტადიონზე, ისე ცხოვრებაში, ბევრ რამეში დამეხმარა, ბევრი რამ მასწავლა. პიროვნებაც ძალიან კარგია, გახსნილი. თითქმის ერთ პოზიციაზე გვიწევდა თამაში, ამიტომ, ბევრ რამეში მეხმარებოდა. ჯერ მარტო მისი ცქერით ვისწავლე ბევრი რამ: როგორ იქცეოდა სტადიონზე, სტადიონის გარეთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მოთამაშეებთან, ხალხთან. იმხელა გამოცდილება არ მწონდა, რამდენიც ანრის. ის ყველაფერს უკეთესად ხედავდა, ამჩნევდა, ამიტომ, მეუბნებოდა, ასე გააკეთე, ასე ჯობიაო. სტადიონის გარეთაც ხშირად მოუცია რჩევა, სულ მეუბნებოდა, ბევრი მუშაობა აუცილებლად დაგიფასდება, არ დაგეკარგებაო. ძალიან ხუმარა და გახსნილი ადამიანია. არ იმჩნევდა რომ ჩვენგან ბევრად განსხვავდებოდა, თავს არასდროს გვარიდებდა, ისე იქცეოდა თითქოს ჩვენნაირი ყოფილიყო.

ტიერისგან განსხვავებით რაფაელ მარკესი უფრო ჩუმი, ჩაკეტილი პიროვნება ბრძანდებოდა. ანრისავით გახსნილი არ იყო. თუმცა, ისიც ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ყოველთვის გეხმარება, თუ რამეს ჰკითხავდი, აუცილებლად გიპასუხებდდა და რჩევას მოგცემდა".




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...