კრეისერი „ავრორა“, თაღლითი კოკაია და მოტყუებული იაპონელი

ზაფრანი

კრეისერი „ავრორა“, თაღლითი კოკაია და მოტყუებული იაპონელი

3 ოქტ. 2015, 18:25:13

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ. ამ რუბრიკის წინა "სერიალებში" ჩვენი გმირები ქართველი პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ხელოვანები იყვნენ.

გადავწყვიტე ტრადიცია დავარღვიო და სიტყვა თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

იმედია ქართველი "მილიციონერები" არ გამინაწყენდებიან და მკითხველის სამსჯავროზე რამდენიმე ძველ ისტორიას გამოვიტან. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

ტრისტან ყავლაშვილი, პოდპოლკოვნიკი:

"პერესტროიკის პერიოდში, ლენინგრადში ერთი ქართველი თაღლითი მოღვაწეობდა, გვარად კოკაია. იგი ძირითადად უცხოელებზე მუშაობდა და სხვადასხვა ხერხებით" მათ ფულს სძალავდა.

კოკაიას ყველა საქმე იმდენად კურიოზული იყო, რომ მათი კითხვისას სიცილისგან ვსკდებოდით. სულ მიკვირდა, თუ როგორ ახერხებდა კოკაია ასეთი ხალხის პოვნას. არადა, უმეტესი მათგანი სერიოზული ბიზნესმენი იყო. სხვათა შორის კოკაის დიდხანს ვერ ვიჭერდით და მისი ბოლო საქმის შემდეგ ისეთი სკანდალი ატყდა, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაძლიერეთ.

საქმე კი ასეთი იყო: ჩვენს განყოფილებაში კარგად ჩაცმული, შუახნის, საკმაოდ სოლიდური გარეგნობის იაპონელი ბიზნესმენი მოიყვანეს. როგორც მორიგე პატრულმა განმარტა, იაპონელი, "ავრორას" სადგომიდან აიყვანეს, რადგან მას იქ საშინელი სკანდალი აუტეხავს და "ავრორას" დაცვის სამი წევრი ისე სასტიკად უცემია (იაპონელი "კარატისტი" აღმოჩნდა), რომ მათ მძიმე დაზიანებები აღმოაჩნდათ.

ბიზნესმენი, თურმე, "ავრორას" ხალხისგან დაცარიელებას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ ეს გემი მისი საკუთრება იყო და სამშობლოში უნდა წაეყვანა, რის დამადასტურებელ საბუთადაც მან რუსულ, ინგლისურ და იაპონური იეროგლიფებით ნაწერი ფურცელი წარადგინა. მას კოოპერატიული ფირმა "შიბლას" (არც მეტი და არც ნაკლები, ფირმას სწორედ ასე ერქვა) ბეჭედი ერტყა, რომელიც იაპონელს ნებას აძლევდა, ამ ფირმის საკუთრებაში მყოფი "ავრორა" იაპონიაში წაეყვანა და ხელმოწერით ადასტურებდა ამ ბიზნესმენისგან 120 ათასი ამერიკული დოლარისა და 200 ათასი საბჭოთა მანეთის წინასწარ მიღებას. ხელს ალექსანდრე ყაზბეგი აწერდა.

ასეთი საბუთის წარმომდგენი "ავრორას" დაცვას გიჟი ეგონა და მისი ფსიქიატრიულში წაყვანა სცადა, მაგრამ კარატისტმა იაპონელმა ისინი სასტიკად სცემა. ერთი სიტყვით, როდესაც იაპონელს ყველაფერი განვუმარტეთ და ავუხსენით, რომ "ავრორა" სახელმწიფო კუთვნილებაა და მისი გაყიდვა სისულელეა, ანუ ეს ყველაფერი ბლეფი იყო-მეთქი, ის კაცი ისეთი "დაგოიმებულ-გაბრუებული" ჰყავდა თაღლითს, რომ კარგა ხანს არ სჯეროდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასარწმუნებლად.

ერთი სიტყვით, აშკარა იყო კოკაიას ხელწერა და როდესაც იაპონელი გონს მოეგო და დაწვრილებითი ჩვენება მოგვცა, ჩვენი ვარაუდი, რა თქმა უნდა, დადასტურდა.

როდესაც კოკაია დავიჭირეთ და ვკითხეთ, თუ როგორ მოახერხა მან ასეთი სერიოზული კაცის გაბითურება, გვიპასუხა: "ის იაპონელი ისეთი დიდი მოწონებით უმზერდა "ავრორას" და ამასთანავე ისეთი სულელური თვალები ჰქონდა, იმ წუთასვე მივხვდი, რომ ადვილად მოიწველებოდაო."

მალხაზ გიგაური, პოლკოვნიკი:

"ინტენსიური სასწავლო გაფრენების შემდეგ გუდაუთაში. ბომბორას აეროდრომზე შევჩერდით, რათა დაგვესვენა და დილით კვლავ ვაზიანში დავბრუნებულიყავით.

საღამოს, როგორც ყოველთვის სუფრა გავშალეთ და "შევუბერეთ". ექვსი კაცი ვიყავით, ოთხი ბოთლი არაყი გვქონდა და რას გვეყოფოდა?! ერთი რუსი მფრინავი გვყავდა-სტიოპა. ნახევარი მარაგი რომ გამოვცალეთ, ამ სტიოპამ დაიწუწუნა, "ეს პირის გასასველებლადაც არ გვეყოფაო" და ჩვენი სუფრის ერთ-ერთ წევრს დაავალა - "წადი, იჩალიჩე, იქნებ კიდევ ოთხი-ხუთი ბოთლი არაყი იშოვნოო."

ჩვენი მეგობარი გავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა ცარიელი. ამასობაში კიდევ ერთი ბოთლი გამოვცალეთ და მიუხედავად იმისა, რომ სტიოპა უკვე ბარბაცს იწყებდა, ეტყობოდა, სასმელი არ ეყოფოდა.

უცებ სტიოპა თავად წამოდგა "მალე მოვალო" თქვა და გავიდა. ჩვენ ნელ-ნელა გავაგრძელეთ სმა და ვიფიქრეთ - "ალბათ, სტიოპამ სადმე მიიძინა, შარს არ გადაეყაროს-მეთქი" და ბოლო ჭიქები სასწრაფოდ გამოვცალეთ, რათა მის საძებნელად წავსულიყავით.

უკვე წამოვდექით, გასვლას ვაპირებთ და კარები იღება, სტიოპა შემოდის, ხელში კი ხუთლიტრიანი ბოცა უჭირავს, რომელიც სასმელითაა სავსე.

"იპარებოდით, არა, არწივებო?" - წაიღიღინა და დავსხედით. ბოცას რომ შევხედე, გულზე შემომეყარა, რადგან ჩემი ჭაჭით სავსე ჭურჭელი ვიცანი რომელიც ვაზიანში მქონდა შენახული.

სტიოპამ, სასმელი რომ არ ეყო, თვითმფრინავი დაქოქა, ვაზიანში ჩაფრინდა და იქიდან გუდაუთაში ჭაჭა ჩამოიტანა..."

ნოე ახალაია, მაიორი:

"ალბათ, ყველას ემახსოვრება, კომუნისტების დროს რომ სპორტლოტოს გათამაშება იმართებოდა. ორმოცდაცხრა ბურთულიდან ექვსი ნომერი უნდა გამოგეცნოთ და ათი ათას მანეთს იგებდით.

გათამაშება მარტივი წესით, პირდაპირ ეთერში ხდებოდა. სტუდიაში ექვსკაციანი კომისია იჯდა, რომელიც დანომრილ ბურთულებს ჯერ ამოწმებდა, შემდეგ "ბარაბანში" ყრიდა და დატრიალების მერე, თითო-თითო ამოჰქონდა. ისინი ხსნიდნენ და ტელეკამერების წინ აჩვენებდნენ მომგებიან ნომრებს. მოგების შანსი ორ-სამ კაცს თუ ჰქონდა (ეს გამოთვლილი იყო) თითოეულ გათამაშებაზე, დანარჩენი ფული კი სახელმწიფოს ბიუჯეტში შედიოდა.

ექვსკაციანი კომისიის თითოეული წევრი, თითო ბურთულას იღებდა, ჩაწყობის შანსი არ არსებობდა, რადგან ბურთულების დანიშვნა გამორიცხული იყო. ამ გათამაშებას "კაგებე" აკონტროლებდა, თითოეული გამარჯვებული მკაცრ აღრიცხვაზე აგვყავდა ხოლმე და თუკი ერთი ადამიანი ორჯერ მოიგებდა მაქსიმალურ თანხას, მაშინ ის ჩვენი ეჭვის ქვეშ დგებოდა და ფარულ გამოძიებას ვიწყებდით.

ამ გათამაშების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ "სპორტლოტოში" გამარჯვებულთა რაოდენობამ ძალიან იმატა და თუ ადრე 2-3 ადამიანი იგებდა ათი ათასს, შემდეგ მათი რაოდენობა ოცდაათამდე გაიზარდა თითოეულ გათამაშებაში. თანაც, რამდენიმე მოთამაშემ ოთხ-ოთხჯერ მოიგო ეს თანხა და ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ამ გათამაშებას ვიღაც "აწყობდა". აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ძიება, მაგრამ ვერანაირად ვერ მივხვდით, თუ რა გზით ხდებოდა ეს.

თითოეული გათამაშების წინ ამ კომისიის ერთ-ერთ წევრს ბურთულები სტუდიაში შემოჰქონდა, ჯერ ყველა ბურთულას სათითაოდ ხსნიდა და მათ ნომრებს აფიქსირებდა, შემდეგ კი კვლავ ხრახნიდა, "ბარაბანში" ყრიდა და გათამაშებაც იწყებოდა. რა არ ვცადეთ, მაგრამ - ამაოდ. ერთი სიტყვით, ჩიხში შევედით, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ზედ გათამაშების წინ, უფრო სწორად კი ბურთულების ამოღებამდე კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩვენი თანამშრომლით შეგვეცვალა, თუმცა რა უნდა მოეცა ამას, ვერ წარმოგვედგინა.

ეს თანამშრომელი მე აღმოვჩნდი და სწორედ მე მომიწია პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი ბურთულის ამოღება "ბარაბნიდან". სხვათა შორის, ეს ბურთულა ნომერი 13 ე. წ. თარსი რიცხვი აღმოჩნდა. გათამაშება დასრულდა, სტუდიიდან გამოვედი, სახე მიბრწყინავს და წინ ჩემი უფროსი შემეგება, რომელიც მეკითხება: "აბა, რას მიაგენი, ნოე, დანაშაულის ძაფი ხომ არ იპოვნეო", ხოლო მე საკმაოდ თავდაჯერებულად ვუპასუხე: "ამხანაგო მაიორო, მგონი ბურთულების ჩაწყობის საიდუმლოს მივაგენი-მეთქი", რაზეც მას ირონიულად გაეღიმა, მაგრამ როდესაც ჩემი მოსაზრება ვუთხარი, თავში შემოირტყა ხელი და ხარხარი აუტყდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მოსაზრება სწორი ყოფილა და ეს საქმე ჩვენ გავხსენით და აი, როგორ...

როდესაც მე სპორტლოტოს "ბარაბანში" ჩავყავი ხელი და ბურთულებს მოვუფათურე, ვიგრძენი, რომ რამდენიმე მათგანი, სხვებთან შედარებით, ცივი იყო. ბევრი სიბრძნე არ დასჭირვებია იმის მიხვედრას, რომ ერთმანეთში შეკრული კომისიის ექვსივე წევრი გათამაშების წინ ექვს ბურთულას მაგრად ყინავდა და "ბარაბანში" ყრიდა.

აი, ასე იღებდნენ იქიდან სასურველ ბურთულებს. ამ გზით თაღლითებმა სამ მილიონ მანეთზე მეტი მოპარეს სახელმწიფოს, მაგრამ იმდენად გონებამახვილურად ჰქონდათ მოფიქრებული ეს ყოველივე, რომ კარგა ხანს ვიწვალეთ..."




 ახალი ამბები
  • რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტიიუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი  „ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან და დაინტერესებულ უწყებებთან იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე, მოსამართლეებს - დავის შემთხვევაში. რა საკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. თითოეული თავი ეთმობა, სათანადოდ, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულბით. ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ - ჩვენი ბიზნესმენებიც, მრავალი წელია, ელოდნენ და 2013 წელს, მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. ამ კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიცაა გადმოტანილი, ანუ, ტრანსპოზიცია სახეზეა, ამმ კანონპროექტს გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი და ის, ორი კვირით, გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. მიუხედავად მუშაობის 7-წლიანი პროცესისა, მინდა, ყველას შევთავაზო ბოლო კომენტარების გამოთქმა, მაცნეს მეშვეობით, სანამ მის წარდგენასა და დაცვას დავიწყებთ საკანონმდებლო ორგანოში“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ... ...
  • მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალაბათუმში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო 9 აგვისტოს ავარიის დროს ბავშვის დედაც გარდაიცვალა. ცნობისთვის 10 აგვისტოს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია ავტომობილის მძოლი. ... ...
  • მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს-პრემიერიმთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს- ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - გიორგი ... ...
  • ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდაავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა და დეკლარილების ბოლო თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. “იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  გლობალურად გრძელვადიანი იქნება, ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავავადეთ ავტომობილების განბაჟება, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე უკეთესი იქნება კვლავ გადავავადოთ ავტომობილების დეკლარირების თარიღი 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ისე საუვარების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეღავათი დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება და დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი თანხის შეღავათი იქნება საგადასახადო კუთხით. ჩვენ ავტოიმპორტიორებს უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებით კრიზისის დროს,  ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ მათ,”- განაცხადა გიორგი ... ...
  • როდისთვის აღდგება სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა სრულადმთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობას მიეწოდება დენი და წყალი, მაგრამ სტიქიის შედეგების სრულ აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი დროა საჭირო. კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულებას სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე  დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. „რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები. საჭიროზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე სრულ აღდგენას დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,_ განაცხადა პრემიერმა. რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...