„ვაშა, გრიგოლ, ვაშა! რეპეტე, რეპეტე!“

ზაფრანი

„ვაშა, გრიგოლ, ვაშა! რეპეტე, რეპეტე!“

3 ოქტ. 2015, 18:27:19

სამწუხაროდ, ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მსახიობებზე, მწერლებზე და რეჟისორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. დღევანდელ წერილ-მოგონებაში დაახლოებით ორი საუკუნით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ახლადჩამოყალიბებულ ქართულ თეატრთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოგითხროთ.

ერთხელ ქართულ თეატრში დაიდგა ვოდევილი "ცელქები". ავადმყოფი მსახიობის, შათირიშვილის ნაცვლად სცენაზე სახელდახელოდ ალექსანდრე იმედაშვილი გამოიყვანეს. ცხადია, მთელი ყური და გონება მას მოკარნახისკენ ჰქონდა მიმართული.

სცენაზე ტასო აბაშიძე, როლში შესული, იმედაშვილს ხელს უწვდიდა და თან ჩურჩულით ეუბნებოდა - ახლა ხელზე უნდა მაკოცო, საშა! იმედაშვილმაც ხელი ანგარიშმიუცემლად საკოცნელად წაიღო და თან ისევ მოკარნახისკენ იხედებოდა. ამ დროს გაისმა საშინელი წივილ - რას შვრები, ბიჭო, ხელი ნუ დამწვი! თურმე იმედაშვილი ტასოს გამოწვდილ ხელს გავარვარებული პაპიროსით დაჰკონებოდა.

ერთხელ კოტე ყიფიანი, როდესაც დიდ სცენაზე დებიუტი ჰქონდა, მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

1865 წლის ზაფხულის მიწურულს გაიმართა ერთ-ერთი საქველმოქმედო სპექტაკლი. თამაშობდნენ მოლიერის პიესას "ძალით ცოლის შერთვევინება”. ვინაიდან იმ დროს ქალის სცენაზე გამოსვლა თავის მოჭრად ითვლებოდა, დორიმენას როლს ვასილ მაჩაიძე ასრულებდა, ხოლო პაჟისას - კოტე ყიფიანი. ეპოქის მოდის თანახმად, დორიმენას მეტად გრძელშლეიფიანი კაბა ეცვა და ამ შლეიფის ტარება ახალბედა მსახიობ კოტეს ევალებოდა. სცენაზე რომ გამოვიდნენ, ყიფიანი მაყურებლის დანახვამ ისე დააბნია, შლეიფჩაჭიდებული იდგა, ვიდრე დორიმენას კაბაზე ქინძისთავებით მიბლანდული შლეიფი ხელში შერჩა. ასეთმა მოულოდნელმა სიურპრიზმა დარბაზში ხარხარი და ტაში გამოიწვია. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს გარინდებული კოტე და კულისებისაკენ მოკურცხლა.

ქართული თეატრის კორიფეებისა და მათი სახალისო ისტორიების შესახებ ინტერესი მუდამ არსებობდა და იარსებებს. სიტყვას ცნობილ დრამატურგ ავქსენტი ცაგარელს გადავცემ.

"რეპეტიციები ძირითადად დიმიტრი ყიფიანისა და ნიკო ავალიშვილის ოჯახებში და როინაშვილის ფოტოგრაფიაში იმართებოდა. არტისტ ქალთა შორის, რომელთაც დღევანდლამდე გასტანეს ქართულ სცენაზე, მე დავასახელებ მაკო საფაროვის ქალს, რომელიც ყველაზე ადრე გავიცანი. ამის გამო ერთი სასაცილო შემთხვევაც კი მახსოვს.

1878 წელს, ერთს დიდ თოვლიან და სუსხიან ზამთრის ღამეს, რეპეტიცია გვქონდა (არ მახსოვს, რომელი პიესისა) ნიკო ავალიშვილის სახლში - სოლოლაკში, კოჯრის გზა რომ ადის, სწორედ იმ კლდის ძირში. რეპეტიცია გავათავეთ ღამის თერთმეტ საათზე და, რადგანაც ერთ მხარეს ვცხოვრობდით, მე და საფაროვის ქალი (კუკიაში) ერთად წამოვედით.

საშინელი ქარბუქი იდგა ცისქვეშ. მე და მაკო გამოვედით ავალიშვილის სახლიდან და ხელ-ჩაჭედილნი, როგორც "ორი ობოლი", გამოვემართეთ შინისკენ. ამ გასპეტაკებულ თოვლიან გზაზე რომ მოვდიოდით, უცბათ ორივემ შევკივლეთ და გადმოვიჩეხეთ კლდეზე და ყელამდის თოვლში ჩავცვივდით. ეს კარგად მახსოვს. ჩვენ პირდაპირ, აივნის ქვეშ მდგომმა ქალაქის დარაჯმა თურმე შეგვნიშნა და ვიღაც კაცების დახმარებით თოვლიდან ამოგვათრიეს თაგვებივით გაზუნზლულ-გაგანგლულები. მე და ჩვენი დღევანდელი "პრიმადონა" გამოვეშურეთ შინისაკენ. ეს კი კარგად არ მახსოვს, ამ ყინვაში რომელს ჩვენგანს ეცვა კალოშები, მე თუ საფაროვის ქალს. მხოლოდ მახსოვს, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს ეცვა და არ ვიცი, რომელს, მგონია, მე. იმედია, თვითონ საფაროვის ქალი მოიგონებს. ასეთი ამბებით დავდიოდით რეპეტიციაზე ამ უბედურ ზამთარში".

ერთხელ, როდესაც მორიგი ეკონომიკური გასაჭირის გამო ქართულ თეატრს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ვასო აბაშიძე და კოტე მესხი ცნობილ ბანკირთან, ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან მისულან და სპექტაკლის დასადგმელად სესხად 500 მანეთი უთხოვიათ.

თურმე, მუხრან-ბატონმა გაიცინა და ვასო აბაშიძეს ჰკითხა: "შენ არ იყავი, გუშინწინ, წარმოდგენის დროს რომ შეხტი, შემობზრიალდი და ყველანი გააცინეო?” "მე ვიყავი”, - უპასუხა მსახიობმა. "აბა, ახლაც შეხტი, შემობზრიალდი და ფულსაც მიიღებ”.

შეურაცხყოფილი აბაშიძე სიბრაზისგან აცახცახდა. მესხმა კი იფიქრა, შეიძლება, ამ შემთხვევით ვისარგებლოთო და აბაშიძეს ყურში ჩასჩურჩულა: "რა გენაღვლება, შეხტი, ეგებ ფული დავტყუოთ”. ბატონი ვასოც მიუხვდა გულისწადილს და სიბრაზისგან გაწიწმატებული უფრო გამეტებით შეხტა, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და თან დააყოლა: "იფ, კნიაზჯან!”

მუხრან-ბატონს სიცილი აუტყდა და ქართველ მსახიობებს 500 მანეთი უფეშქაშა.

ერთხელ ქუთაისში დადგეს მონტის ცნობილი პიესა "კაიუს გრაკხი". გრიგოლი აქ ქანდაკებას "ასრულებდა". იგი უძრავად იდგა სცენაზე. მოქმედებაც კარგად მიმდინარეობდა.

ამ დროს გრიგოლს შუბლზე ბუზმა გადაურბინა, მაგრამ ეს არაფრად ჩაუგდია მას. შემდეგ ლოყაზე დააჯდა. აქედან ყურზე აუცოცდა. გრიგოლი ითმენდა, უძრავად იდგა, ბუზი კი არ ეშვებოდა, ახლა ცხვირზე დააჯდა. კარგა ხანს შეჩერდა აქ. გრიგოლმა ვეღარ მოითმინა და თავი გააქნია, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ აბა, ქანდარას რა გამოეპარებოდა?!

გაისმა სიცილი. გრიგოლმა იხტიბარი არ გაიტეხა და განაგრძო თავის პოზაში დგომა, წყეული ბუზი არ ეშვებოდა, ცხვირიდან აფრენილი, უცებ კვლავ დააფრინდა ცხვირის ნესტოებთან და ღიტინი დაუწყო.

გრიგოლმა ვეღარ მოითმინა, უფრო მძლავრად გაიქნია თავი და ხელიც შეაშველა. ბუზი კი გაფრინდა, მაგრამ დარბაზში სიცილ-ხარხარი ატყდა.

პარტერი მალე გაჩუმდა. ქანდარა კი კვლავ განაგრძობდა სიცილს და თან ისმოდა: ვაშა, გრიგოლ, ვაშა! რეპეტე, რეპეტე!

მოთმინებიდან გამოსულმა გრიგოლმა მრისხანედ ასძახა ზევით:

- რა გაცინებთ, თქვე მამაძაღლებო?! ვერ გაჩუმდებით?!

აბა, ამას რა ხმაური და სიცილ-ყიჟინა მოჰყვებოდა, ადვილი წარმოსადგენია."

ეს ამბავი კი წინა საუკუნის დასაწყისში მოხდა.. ოქტომბრის რევოლუციამდე, საქველმოქმედო მიზნით, საქართველოში ხშირად იმართებოდა წარმოდგენები, სალიტერატურო საღამოები, კონცერტები. ასეთი წარმოდგენა-საღამოების მომწყობად იწვევდნენ გავლენიანსა და დიდი თანამდებობის პირთ, ან მათ ცოლებს. ზოგი სახელის მოსახვეჭად, ზოგიც თავისი სიამოვნებისათვის შემოიკრებდა ხოლმე გარშემო მეგობრებს, ნათესავებს და საქმეს მიჰყოფდა ხელს.

ერთხელ, რომელიღაც კულტურული საზოგადოების სასარგებლოდ, თბილისის თეატრში მოეწყო საღამო-წარმოდგენა საკონცერტო განყოფილებითა და აპოთეოზით. საღამოს გამგედ მოწვეული იყო იმხანად ცნობილი გენერალი ჭილაშვილი. საკონცერტო განყოფილებას ხელმძღვანელობდა მომღერალი სანდრო კავსაძე.

თეატრში ყოველ საღამოს იმართებოდა რეპეტიციები. ჭილაშვილი, როგორც წესი, რეპეტიციებს ესწრებოდა და მონაწილეებს ამხნევებდა.

ბოლოს და ბოლოს მოახლოვდა საღამოს მოწყობის დროც. დაინიშნა გენერალური რეპეტიცია, მოვიდნენ საღამოს მომწყობნი, მოვიდა გენერალი ჭილაშვილიც. იგი პირველად სანდრო კავსაძეს შეხვდა და ჰკითხა:

- როგორ არის, სანდრო, საქმე, გუნდი მზად არის?

- ყველაფერი მზადაა, მაგრამ უბედურება ის გახლავთ, სცენას რეზონანსი არა აქვს, - მოწყენით მიუგო სანდრომ.

- კი მაგრამ, რა დაჯდება ეგ ოხერი რეზონანსი რომ შევიძინოთ? –აღელვებით გააწყვეტინა სიტყვა გენერალმა.

სანდრო კავსაძე არ დაიბნა, ალღო აუღო მის უმეცრებას და უპასუხა:

- ხუთ თუმნამდე დაჯდება, თქვენო აღმატებულებავ.

- მაშ, აი, შენ ხუთი თუმანი და უეჭველად შეიძინე, მაგით საქმეს ნუ გააფუჭებ,

- უთხრა გენერალმა. სანდრომ ეშმაკურად გაიღიმა და ფული ჩამოართვა.

 იმ ღამეს, რეპეტიციის შემდეგ, იმ ფულით გუნდმა ერთი ლაზათიანად იქეიფა.




 ახალი ამბები
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...