თუ არ გინდათ, რომ ცხოვრება ამაოდ გაატაროთ, ეს უნდა წაიკითხოთ

ზაფრანი

თუ არ გინდათ, რომ ცხოვრება ამაოდ გაატაროთ, ეს უნდა წაიკითხოთ

2015 ოქტ 6 22:55:18

ერთხელ, ერთი მდიდარი ადამიანი, გაემგზავრა ევროპაში სამოგზაუროდ. როდესაც ბრიტანეთში ჩავიდა, აეროპორტში იყიდა ციხე-სიმაგრეების ტურისტული გზამკვლევი. მისი ყურადღება, ამ ბროშურაში განთავსებულმა ერთმა განცხადებამ მიიქცია. «შენი ცხოვრების ექსკურსია» – ასე იწყებოდა ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის სარეკლამო ბლოკი. რომელშიც ასევე ნათქვამი იყო, რომ იქ ჩასვლამდე, საექსკურსიო მომსახურების თანხის გადახდა საჭირო არ იყო და თუ რატომ, ამას ტურისტს ადგილზე აუხსნიდნენ. ტურისტული ობიექტის დასათვალიერებლად, მხოლოდ ვიზიტის დროის წინასწარ შეთანხმება იყო საჭირო. ამ უჩვეულო წინადადებით მაშინვე დაინტერესდა ჩვენი გმირი. გადარეკა მითითებულ ნომერზე და ვიზიტის დეტალები შეათანხმა.

თუ არ გინდათ, რომ ცხოვრება ამაოდ გაატაროთ, ეს უნდა წაიკითხოთადგილზე ჩასულს, კარებთან, კილტში გამოწყობილი მამაკაცი დახვდა. მისალმების შემდეგ მან იკითხა:

_ დანარჩენები უკვე შევიდნენ?

_ დანარჩენები? ციხის დათვალიერება ინდივიდუალურია, ჩვენ არა გვყავს გიდი.

ამის შემდეგ, მან ტურისტს უამბო ციხის ისტორიისა და ღირშესანიშნაობების შესახებ: სურათებზე, ანტრისოლში განთავსებულ რაინდების ჯავშანზე, სარდაფში მდებარე საბრძოლო იარაღზე და წამების ოთახზე, მიწისქვეშა ციხეში.

მოყოლა რომ დაასრულა, მან სტუმარს კოვზი მისცა და სთხოვა მოღუნული ნაწილით, ზემოთ დაეჭირა.

_ ეს რაღად მინდა? _ დაინტერესდა ის.

_ ჩვენ არ ვიღებთ ფულს შესვლის წინ. ხოლო ექსკურსიის ღირებულება ასე ფასდება: თქვენს კოვზს ქვიშით გავავსებთ, სულ 100 გრამი იქნება და თქვენ დამოუკიდებლად დაათვალიერებთ ციხეს. როდესაც დაბრუნდებით, ჩვენ ავწონით კოვზში დარჩენილ ქვიშას და ყოველ დაკარგულ გრამზე, 1 ფუნტს ავიღებთ…

_ და მე თუ არ დავაბნევ ქვიშას?

_ მაშინ თქვენი ექსკურსია უფასო იქნება.

მოგზაური გაამხიარულა ასეთმა პირობამ. კოვზი ქვიშით აავსეს და ექსკურსია დაიწყო. საკუთარი ხელის სიმტკიცეში დარწმუნებული ექსკურსანტი, ნელ-ნელა ადიოდა კიბეებზე და თან კოვზს თვალს არ აცილებდა.

აბჯრის დარბაზს გვერდი აუარა, რადგან ქარს შეეძლო დაბერვა და ქვიშის გადმოყრა. ის პირდაპირ ქვევით დაეშვა. როდესაც საბრძოლო იარაღს მიუახლოვდა, მიხვდა რომ თუ მათი დათვალიერება ახლოდან მოუნდებოდა, მოაჯირებზე უნდა გადაყუდებულიყო. ეს სახიფათო არ იყო, მაგრამ ქვიშა დაებნეოდა. იგივე მოტივით, მან შორიდან შეავლო თვალი საბრძოლო იარაღებს და წამების ოთახს და თავისი სიმარჯვით კმაყოფილი, ისევ იმ ადგილზე მივიდა, საიდანაც ექსკურსია დაიწყო. იქ მას ისევ ის კაცი ელოდებოდა, სასწორით ხელში. მან გადმოყარა კოვზიდან ქვიშა და აწონა.

_ საკვირველია, მაგრამ თქვენ მხოლოდ ნახევარი გრამი დაკარგეთ, _ უთხრა მან. _ გილოცავთ, ეს ვიზიტი თქვენთვის უფასოა.

_ მადლობა.

_ მიიღეთ სიამოვნება დათვალიერებით? _ იკითხა ბოლოს სტუმართმოყვარე შოტლანდიელმა.

ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, ტურისტმა უპასუხა:

_ სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მცირე. მე გამუდმებით ქვიშაზე ვფიქრობდი და აქეთ-იქით არ ვიყურებოდი.

_ რა საშინელებაა! იცით, მე თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ. მე ისევ ავავსებ თქვენს კოვზს, რადგან ასეთია წესი. მაგრამ, ამჯერად, დაივიწყეთ ქვიშის შესახებ. თქვენ 12 წუთი გაქვთ შემდეგი დამთვალიერებლის მოსვლამდე.

სტუმარმა სასწრაფოდ მოკიდა ხელი კოვზს და ანტრისოლზე გაიქცა, სადაც უცებ თვალი შეავლო იქ განლაგებულ ექსპონატებს, შემდეგ შურდულივით დაეშვა მიწისქვეშა ციხეში, მაგრამ დათვალიერების დრო აღარ იყო. ზევით-ქვევით სირბილში, მან მთელი ქვიშა დააბნია და 11 წუთის შემდეგ, ის ციხიდან გამოვიდა, ისე რომ იარაღის დათვალიერება ვერ მოასწრო.

_ ქვიშის გარეშე… დიახ… ნუ ღელავთ, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ. ამჯერად? მოგეწონათ ექსკურსია?

დამთვალიერებელი დაიბნა.

_ არა, _ უპასუხა მან, როგორც იქნა. _ მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ დამეგვიანა და ქვიშაც სულ დავაბნიე.

შოტლანდიელმა ამოიქშინა:

_ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების ციხეში სიარულისას, ცდილობენ რომ არაფერში გადაიხადონ. მათ არ შეუძლიათ ისიამოვნონ ამ მოგზაურობით. არიან სხვები, რომლებსაც მუდამ ეჩქარებათ, ყველაფერს კარგავენ და ასევე ვერ იღებენ სიამოვნებას. და მხოლოდ ერთეულები ეუფლებიან მეცნიერებას ცხოვრების შესახებ. ისინი თავიაანთთვის ხსნიან ამ ცხოვრების ყოველ კუთხე-კუნჭულს და ტკბებიან ყოველი მომენტით, ყოველი წუთით ამ ცხოვრებაში. მათ იციან: ყველაფრისთვის გადახდა იქნება საჭირო, მაგრამ, იმასაც ხვდებიან, რომ ცხოვრება ამად ღირს…

წყარო: 4motivi.com



 ახალი ამბები
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...
  • წარსულში ნასამართლევ პირს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ... ...
  • ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც tv25 იუწყება, შუახევის მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ... ...
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...