კარგი აღნაგობის ათი რეცეპტი

ზაფრანი

კარგი აღნაგობის ათი რეცეპტი

26 ოქტ. 2015, 19:08:19

მიუხედავად იმისა, რომ გსურთ, იყოთ ჯანმრთელი და გამხდარი, მაინც ვერ იკავებთ თავს გემრიელი ნუგბარისა და სასუსნავისგან? არც არის საჭირო, – ამტკიცებენ დიეტოლოგები, – საკმარისია, თქვენს რაციონში შეამციროთ მათი რაოდენობა და ხშირ-ხშირად ჩაანაცვლოთ სასარგებლო ანალოგებით. ფსიქოლოგები მხარს უჭერენ საკვების „ჩანაცვლების“ ტაქტიკას, რადგან, მათი აზრით, ამით ვატყუებთ ჩვენს გასტრონომიულ სურვილებს და ვინარჩუნებთ ემოციურ ფონს.

1) ცხადია, კარაქიანი ბუტერბროდი ცარიელ პურის ნაჭერზე გემრიელია, მაგრამ ცხოველური ცხიმების ყოველდღიურ მიღებას ნამდვილად ჯობია, თუ პურს უცხიმო ყველთან ერთად მიირთმევთ, ან, სულაც, ხილის ჟელეს გადაუსვამთ. ამ ჩანაცვლებით თქვენი ორგანიზმი 3-5-ჯერ ნაკლებ კალორიას მიიღებს.

2) ამბობენ, ნაყინი არ ასუქებსო, მაგრამ, ნაყინს გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, თავი რომ დაიზღვიოთ, თეძოებსა და წელის არეში ცხიმების „ჩალაგებისგან“, ნაყინი იოგურტით ჩაანაცვლეთ, ოღონდ, უფრო მეტად რომ დაამსგავსოთ ეს უკანასკნელი ნაყინს, გაურიეთ მასში ნებისმიერი სეზონური ხილი და ნახევარი საათით შედგით საყინულეში. ასეთი „თვითნაკეთი ნაყინი“, შეგიძლიათ, ყოველდღე მიირთვათ (თუ გნებავთ, ზამთრის პერიოდში სულაც ნუ გაყინავთ) – ის მხოლოდ 75 კილოკალორიას შეიცავს (ნაყინის 179 კალორიის წინააღმდეგ).

3) თხილი (ნიგოზი) ძლიერი საკვები ალერგენია. გარდა ამისა, თითოეულ კაკალში 50-60 პროცენტი ცხიმია. 100 გრამი თხილი კი 500 კილოკალორიას შეიცავს. მაგრამ, მთლიანად ნუ ამოიღებთ რაციონიდან, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას (3 კვირაში – 14 პროცენტით). ისე კი, შეგიძლიათ, თხილი წაბლით ჩაანაცვლოთ (100 გრამი წაბლი 245 კილოკალორიასა და 2 პროცენტ ცხიმს შეიცავს). კარგი ვარიანტია, კერძის ნუშის ზეთით შეკაზმვა.

4) მოშუშული ხორცის წვენით დამზადებული წვნიანი ან საწებელი, მართალია, ვიტამინებს შეიცავს, მაგრამ ძალიან კალორიულია. ამიტომ, უმჯობესია, მიირთვათ თავად ხორცი, გარნირად კი ბოსტნეული და მწვანილი შეატანოთ.

5) ბევრი დიეტოლოგი ამტკიცებს, ასევე, რომ შოკოლადი არ ასუქებსო. ჩვენც ისევ გავიმეორებთ: შოკოლადს გააჩნია. ამიტომ, ჩაანაცვლეთ შოკოლადი რომელიმე ძალიან ტკბილი ხილით ან ჩირით. თუ ამანაც არ გიშველათ, მიირთვით შავი მწარე შოკოლადის ფილა, ოღონდ, მცირე რაოდენობით.

6) 100 გრამი „ჩიფსი“ შეიცავს იმდენ ცხიმს, რამდენსაც 95 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი. გარდა ამისა, „ჩიფსების“ შემადგენლობაში შედის უამრავი მარილი, ნატრიუმის გლუტამატი და მავნე ქიმიური დანამატები. ამიტომ, გირჩევთ, ამოაწეთ მოთუთქული ან უმი ბროკოლი უცხიმო სოუსში და გემრიელად ჩაახრამუნეთ.

7) ტორტები და ნამცხვრები – ეს ცხიმების ისეთი გროვაა, რომელიც თქვენს წელს ძალიან ადვილად გაუთანაბრებს თეძოებს. ჩაანაცვლეთ მათ ცეხვილი ფქვილისგან გამომცხვარი ფუნთუშები, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყველაზე უცხიმო ტორტის – "ჩიტის რძის" პატარა ნაჭერი.

8) მთელი ეს „ფასტფუდი“ ნამდვილი ქოლესტერინის ბომბია. ჩაანაცვლეთ ის მჭლე ხორცისგან თქვენ მიერვე დამზადებული კატლეტებითა და უმი ან ოდნავ მოთუშული ბოსტნეულის გარნირით.

9) ნებისმიერი კერძი, რომელსაც მაიონეზით შეაზავებთ, კატასტროფულად კალორიულია. ნურც უცხიმო მაიონეზს ენდობით – ის "დატენილია" ათასგვარი ემულგატორით. ჩაანაცვლეთ მაიონეზი და ნებისმიერი სხვა ცხიმი ზეითუნის ზეთით.

10) ნებისმიერი გაზიანი სასმელი, გარდა იმისა, რომ უამრავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, მადასაც აძლიერებს. მისი შესანიშნავი ალტერნატივაა ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის უშაქრო წვენები (სასურველია – ახალგამოწურული), ან, თქვენთვის სასურველ მინერალურ წყალს (გაზგასულს) ჩააწურეთ ლიმონის, ფორთოხლის ან სხვა ხილის ცოცხალი წვენი და ისე მიირთვით. ნანახია - 361




 ახალი ამბები
  • მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალაბათუმში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო 9 აგვისტოს ავარიის დროს ბავშვის დედაც გარდაიცვალა. ცნობისთვის 10 აგვისტოს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია ავტომობილის მძოლი. ... ...
  • მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს-პრემიერიმთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს- ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - გიორგი ... ...
  • ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდაავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა და დეკლარილების ბოლო თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. “იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  გლობალურად გრძელვადიანი იქნება, ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავავადეთ ავტომობილების განბაჟება, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე უკეთესი იქნება კვლავ გადავავადოთ ავტომობილების დეკლარირების თარიღი 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ისე საუვარების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეღავათი დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება და დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი თანხის შეღავათი იქნება საგადასახადო კუთხით. ჩვენ ავტოიმპორტიორებს უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებით კრიზისის დროს,  ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ მათ,”- განაცხადა გიორგი ... ...
  • როდისთვის აღდგება სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა სრულადმთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობას მიეწოდება დენი და წყალი, მაგრამ სტიქიის შედეგების სრულ აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი დროა საჭირო. კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულებას სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე  დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. „რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები. საჭიროზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე სრულ აღდგენას დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,_ განაცხადა პრემიერმა. რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს ... ...
  • იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულაიუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ: სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნეს-კლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო ამ კანონმდებლობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს შეგვიძლია უკვე ფართო განხილვა დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...