როგორ „გადააგდო“ პელემ ქართველი „მილიციონერები“

ზაფრანი

როგორ „გადააგდო“ პელემ ქართველი „მილიციონერები“

31 ოქტ. 2015, 21:03:42

დღეს მორიგ სახალისო ისტორიებს შემოგთავაზებთ და სიტყვას თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

იმედია ქართველი "მილიციონერები" არ გამინაწყენდებიან და მკითხველის სამსჯავროზე რამდენიმე ძველ ისტორიას გამოვიტან. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

ჩვენი პირველი სტუმარი პოლკოვნიკი კონსტანტინე რუსაძე იქნება. ბატონი კონსტანტინე ახალგაზრდობაში ჩინებული ფეხბურთელი გახლდათ და ერთი ხანი მოსკოვის "მურის" გუნდშიც ასპარეზობდა. ერთხელ შორეულ რიო-დე-ჟანეიროში პოლიციური საფეხბურთო-სამოყვარულო გუნდების მსოფლიო პირველობა გაიმართა და ამ შეჯიბრში მონაწილეობა რუსი მილიციელების კლუბმაც მიიღო. მის ღირსებას კიდევ ერთი ქართველიც - ლეიტენანტი გია ცეცაძე იცავდა. "მურის" ნაკრები ცნობილმა ფეხბურთლებმა ოლეგ ბლოხინმა და ვალერი გაზაევმაც "გააძლიერეს". რასაკვირველია ტურნირი საბჭოელების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელ-მილიციონერებს ერთი დაუჯერებელი ისტორია შეემთხვათ. ამ ამბავს თავად კონსტანტინე რუსაძე მოგვიყვება.

"რიოს ტურნირი რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობით მოვიგეთ და საბჭოთა კავშირში დაბრუნებამდე ორი დღით ადრე მე და ცეცაძე რიოს სასტუმრო "კოპაკაბანაში" შევედით. ის უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, ხუთვარსკვლავიანი სერვისი ჰქონდა. უამრავი ცნობილი ადამიანი იყრიდა იქ თავს, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იკრიბებოდნენ. ჯიბეში 500 დოლარი გვედო, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა იყო და უნდა დაგვეხარჯა, რადგან, საბჭოთა კავშირში ვერ წამოვიღებდით.

დავდივართ მე და ცეცაძე ამ დიდებულ კომპლექსში, თან ისე გვიჭირავს თავი, თითქოს აქაურობის ხშირი სტუმრები ვართ. ბოლოს, ღია საცურაო აუზზე შევედით, სადაც საფეხბურთო მინდორიც იყო. ჯერ ვიცურავეთ, თან მაგარი მულატკები გავიცანით, რომლებსაც ფეხბურთელებად გავაცანით თავი. მერე ცარიელ სტადიონზე შევედით და გოგონებთან ერთად ბურთი გავაგორეთ.

შუა გართობაში ვართ და ვხედავთ, თავად პელე და ცნობილი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი მოდიან ვიღაც მაგარ ქალებთან ერთად. ფეხბურთის მეფის დანახვაზე მე და გიამ კინაღამ სიხარულისგან გავაფრინეთ, მაგრამ არ შევიმჩნიეთ და თამაში გავაგრძელეთ. პელე მოვიდა, მოგვესალმა და გვითხრა, შემოგიერთდებითო. ჩვენ უარი არ გვითქვამს და ერთი საათის განმავლობაში მე, გია ცეცაძე, პელე და ჯეკ ნიკოლსონი ოთხ მომხიბვლელ და ტანწერწეტა გოგონას ფეხბურთს ვეთამაშებოდით. ბოლოს პელემ შემოგვთავაზა, მამაკაცებმა ვითამაშოთ, ქალებმა კი გვიგულშემატკივრონო. ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ ნაძლევზე თამაში შევთავაზეთ. მოგებული წაგებულს რესტორანში უნდა დაეპატიჟებინა. პელემ დასტური გვითხრა და თვითონ და ჯეკ ნიკოლსონი (კარგად თამაშობდა) მე და გია ცეცაძეს რვა ქულამდე გვეთამაშნენ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე და გია ცეცაძემ ჯეკ ნიკოლსონს და ფეხბურთის მეფეს 8:6 მოვუგეთ. არადა პელეს სულ რაღაც 1 წლის წინ ჰქონდა თავი განებებული ფეხბურთისთვის. თუმცა, მშვენიერ ფორმაში იყო. შეთანხმებისამებრ, მე და გია ჩვენი "ნაშებითურთ" პელემ და ნიკოლსონმა (თავიანთი "ნაშებიანად") რესტორანში წაგვიყვანეს. სუფრას რომ მივუსხედით და კერძები შევუკვეთეთ, პელე და ნიკოლსონი ვიღაც კაცმა სადღაც წაიყვანა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის კაცი პროდიუსერი იყო, რომელსაც პელე და ნიკოლსონი რაღაც მხატვრულ ფილმში ერთად უნდა გადაეღო. პელემ მოიბოდიშა, გვითხრა, მალე მოვალთო და წავიდა... თუმცა, აღარ დაბრუნებულა. ჩვენ კი ჯერ კარგად ვიქეიფეთ, მერე კი მე და ცეცაძე ორ-ორ "ნაშასთან" ერთად ნომრებში ავედით და ფანტასტიკური დრო გავატარეთ. თუმცა, პელეს გადასახდელი სუფრის ვალი (450 დოლარი) მე და გიამ გადავიხადეთ და არც გვინანია. ასე რომ, პელე დღემდე ჩემი და გიას მოვალეა..."

დღევანდელ სახალისო მოგონებებს პოდპოლკოვნიკი ტრისტან ყავლაშვილი გააგრძელებს. ბატონი ტრისტანი წლების განმავლობაში ლენინგრადში მუშაობდა და 30 წლის ნიჭიერი თანამემამულე მხატვარი-რეციდივისტი მერაბ დოლიძის ერთ გახმაურებულ "ისტორიას" გაგვაცნობს.

"1977 წელია. ლენინგრადში ვმუშაობ და ამ დროს გაქურდეს ერმიტაჟის ერთ-ერთი დარბაზი, საიდანაც ვან გოგის "მაწანწალას პორტრეტი" გაიტაცეს. ეს სურათი 23 მილიონ მანეთად იყო შეფასებული და მთელი მილიცია ფეხზე დადგა. სურათის ძებნა დავიწყეთ და ზუსტად ერთი თვის თავზე სამი უცხოელი კოლექციონერი დავაპატიმრეთ, რომლებიც ლენინგრადიდან, მოსკოვიდან და ტალინიდან ცდილობდნენ ამ ცნობილი სურათის ქვეყნის გარეთ გატანას. სასაცილო და კურიოზული კი ის იყო, რომ სამივეს "მაწანწალას პორტრეტი" ჰქონდა და აშკარა იყო, რომ ორი ყალბი უნდა ყოფილიყო. თუმცა ექსპერტიზა სამივე სურათს ჩაუტარდა და ექსპერტებმა სამივე ორიგინალად ცნეს. ანუ სურათები ისეთ უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული, რომ ორიგინალი ვერ დადგინდა. მაგრამ ეს რაა იმასთან შედარებით, რაც შემდგომ მოხდა.

სამი დღის შემდეგ ლენინგრადში 30 წლის მერაბ დოლიძე დავაპატიმრეთ, რომელსაც "მაწანწალას პორტრეტის" მეოთხე ეგზემპლარი აღმოაჩნდა და ექსპერტებმა ისიც ორიგინალად სცნეს. როგორც გაირკვა, მერაბი ხელმოცარული მხატვარი და ქურდი ყოფილა. ერმიტაჟიდან სურათი მას მოუპარავს, ასლებიც მას დაუხატავს და უცხოელებისთვისაც მას მიუყიდია. თითოეული 50-50 ათას მანეთად.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნამდვილი "მაწანწალას პორტრეტი" თავად მერაბ დოლიძეს ჰქონდა სახლში და ორიგინალი ერმიტაჟს დაუბრუნდა, ასლები განადგურდა, ხოლო დოლიძეს კი პირობითი სასჯელი მისცეს და სამუშაოდ ერმიტაჟის რესტავრატორებში გაამწესეს, სადაც მან პროფესორობას მიაღწია..."

დასასრულს ბატონ ტრისტანს სიტყვას კიდევ ერთხელ გადავცემ, რომელიც პლეხანოველ "ცხვირას" გაგვახსენებს.

"ჩემი თაობის წარმომადგენლებს კარგად ემახსოვრებათ პლეხანოველი კოტე ტუღუში, მეტსახელად "ცხვირა" – ოთხჯერ ნასამართლევი თაღლითობისთვის და ისეთი ნიჭიერი პიროვნება, რომ პატიოსანი ცხოვრება რომ აერჩია, უეჭველად სახელგანთქმული ადამიანი გახდებოდა.

1969 წელია. ცნობილი თბილისელი "ცეხავიკი", აბო სეფიაშვილი, მოსკოვში მიფრინავს და "ტუ 104-ის" სალონში პირველ სავარძელზეა მოკალათებული. იმავე რეისით მიფრინავს მოსკოვში "ცხვირაც", რომელიც რამდენიმე რიგით უკან იჯდა. აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, ათიოდე წუთის მერე "ცხვირა" წამოხტა და თვითმფრინავის სალონში ნერვიული სიარული დაიწყო, თან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ რაღაცას გამალებით ეძებდა. ბოლოს ამოიხვნეშა და სტიუარდესას უთხრა:

– ხმელეთზე გადაეცით, რომ მილიციის ოპერჯგუფი დაგვახვედრონ. თვითმფრინავში ათი ათასი მანეთი დავკარგე. ეჭვი მაქვს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მომპარა და გაჩხრიკონო.

სტიუარდესა პილოტებისკენ გაემართა, რომ დაზარალებული მგზავრის სიტყვები გადაეცა მეთაურისთვის. შეშფოთებული აბო სეფიაშვილი კი "ცხვირას" მიუჯდა და უთხრა:

– დაგენაცვლე, გააუქმე შენი მოთხოვნა და ათი ათასს მე მოგცემ. მიდი, უთხარი, რომ ფული ვიპოვე-თქო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, "ცხვირამ" აბო სეფიაშვილს 30 ათასი მანეთი გამოართვა და მხოლოდ ამის შემდეგ გააუქმა თავისი მოთხოვნა. სტიუარდესას ბოდიშის მოხდით უთხრა, რომ ფული იპოვა. საქმე კი ის იყო, რომ აბოს მოსკოვში 300 ათასი მანეთი მიჰქონდა და მილიციას ჩხრეკისას მისთვის ეს თანხა რომ აღმოეჩინა, აუცილებლად დიდ უსიამოვნებაში გაეხვეოდა. "ცხვირამ" კი იცოდა აბოს ფულიანი ვოიაჟის შესახებ და ასეთი სპექტაკლი სწორედ ფულის გამოძალვის მიზნით დადგა..."




 ახალი ამბები
  • მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს-პრემიერიმთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს- ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - გიორგი ... ...
  • ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდაავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა და დეკლარილების ბოლო თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. “იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  გლობალურად გრძელვადიანი იქნება, ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავავადეთ ავტომობილების განბაჟება, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე უკეთესი იქნება კვლავ გადავავადოთ ავტომობილების დეკლარირების თარიღი 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ისე საუვარების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეღავათი დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება და დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი თანხის შეღავათი იქნება საგადასახადო კუთხით. ჩვენ ავტოიმპორტიორებს უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებით კრიზისის დროს,  ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ მათ,”- განაცხადა გიორგი ... ...
  • როდისთვის აღდგება სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა სრულადმთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობას მიეწოდება დენი და წყალი, მაგრამ სტიქიის შედეგების სრულ აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი დროა საჭირო. კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულებას სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე  დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. „რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები. საჭიროზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე სრულ აღდგენას დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,_ განაცხადა პრემიერმა. რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს ... ...
  • იუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულაიუსტიციის სამინისტრომ მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  „ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ: სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნეს-კლიმატისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო ამ კანონმდებლობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს შეგვიძლია უკვე ფართო განხილვა დავიწყოთ ამ ახალი კანონის“, - განაცხადა ... ...
  • შეკვეთილში დები დახრჩობას გადაარჩინეს: „უფალმა სამი გმირი მომაშველა ორი სიცოცხლის გადასარჩენად“გუშინ, 12 აგვისტოს, შეკვეთილში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის მცხოვრები ორი მცირეწლოვანი და  ტალღებმა გაიტაცა. ნაპირთან მდგარი დეიდა მათ მისაშველებლად წყალში შევარდა, თუმცა... „ცურვა ვიცი, თუმცა უცებ წამერთვა ძალ-ღონე და ჩავიკეცე...საშინელი შეგრძნებაა უძლურების განცდა, როცა მთელი შენი არსებით იბრძვი, წამიც კი არ გჭირდება ისე სწირავ საკუთარ სიცოცხლეს,მაგრამ ყველაფერი ამაოა,არარაობა ხარ  აღრენილი ზღვის  წინაშე... ითრევს,  გართმევს  ტალღები მათ. ისღა შევძელი, მთელი ხმით მეკივლა, ვევდრებოდი ღმერთს.  და იმანაც, უცებ, სამი გმირი,  სამი ანგელოზი მყისვე გამოაგზავნა ჩემი ორი სიცოცხლის გადასარჩენად...“ _ამბობს ოზურგეთელი ქალბატონი,   ია ჭარხალაშვილი და უსაზღვრო ემოციით სავსე, ჯერ კიდევ რომ ვერ დამშვიდებულა, ორი სიცოცხლის გადამრჩენ მაშველ ბიჭებს  ეძებს უსაზღვრო მადლიერების სათქმელად, რომელთა გვარ-სახელი, ერთის გარდა,  ჯერ კიდევ არ იცის. _არ ვიცი, როგორ და რამდენგზის მოვუხადო ჩემს მხსნელებს მადლობა, _ ამბობს ის. „გურია  ნიუსი“  შეკვეთილის ზონაში განთავსებული მაშველების ხელმძღვანელს, საგანგებო სიტუაციების  გურიის  სამსახურის მესამე ცვლის გათვლის უფროსს, გიორგი გოგეშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა მომხდარის შესახებ: _კი, ურთულესი სიტუაცია იყო. მე თავად გამოვიყვანე, _ მშვიდად მოგვიყვა მან _ გოგონები ბანაობდნენ, მოქცევა იყო და ტალღებმა გაიტაცა ორივე. ყვირილზე სასწრაფოდ გადაეშვნენ მაშველები ზაზა ჩხიკვაძე და შოთა ვერულაშვილი, ასევე რიგითი დამსვენებელი თორნიკე მაჭარაშვილი და ერთი რუსი ეროვნების ახალგაზრდა, რომელზეც მხოლოდ ის ვიცი, რომ ბათუმელია. ტალღებს სწრაფად მიჰქონდა ყველა სიღრმეში. მე სკუტერი სასწრაფოდ მივმართე მათკენ. ეს ხდებოდა ნაპირიდან ასი მეტრის მანძილზე.  ისეთი ვითარება იყო, _მოქცევა -  ყველა წყალს ყლაპავდა. ბიჭებს მაშველი რგოლები  დავუტოვე.  გოგონები კი სასწრაფოდ გამოვიყვანე ნაპირზე. ერთი უფრო ცუდად იყო. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, მერე კი ბიჭებთან მივბრუნდი სკუტერით და ნაპირზე გამოვიყვანე ორთავე. მადლობა უფალს, რომ დღეს ყველა კარგად ვართ და მზიანი, სიცოცხლით სავსე დილა გაგვითენდა შეკვეთილის სანაპიროზე... ფოტო? არ ვიცი, ბევრი დამსვენებელი იღებდა ამ ორომტრიალს. მთავარია, ჩვენი მოვალეობა კარგად შევასრულეთ   და ორი სიცოცხლე ვიხსენით,  - გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...