ვერელი ყარაჩოხელი სცენაზე

ზაფრანი

ვერელი ყარაჩოხელი სცენაზე

5 დეკ. 2015, 15:57:29

ქართველებს მრავალი შესანიშნავი ხელოვანი გვყავდა. სამწუხაროდ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მსახიობებზე, მწერლებზე და რეჟისორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. დღევანდელ წერილ-მოგონებაში დაახლოებით ორი საუკუნით უკან მინდა რომ დავბრუნდე და ახლადჩამოყალიბებულ ქართულ თეატრთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები მოგითხროთ.

მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ჩვენი საზოგადო მოღვაწე და მწერალი კირილე ლორთქიფანიძე დიდად უწყობდა ხელს ქუთაისის თეატრის მუშაობას და ერთ დროს სუფლიორის საპატიო თანამდებობაც ეჭირა.

ერთხელ იმერეთის დედაქალაქში საგასტროლოდ ვასო აბაშიძე ჩამოვიდა. თამაშობდნენ ვალერიან გუნიას პიესას. წარმოდგენას აუარებელი ხალხი დაესწრო. აიხადა ფარდა და სცენაზე ვასო აბაშიძე გამოჩნდა. იქუხა აპლოდისმენტებმა. საზოგადოებამ მსახიობს ოვაციები გაუმართა.

კირილე ლორთქიფანიძე ამ დროს სამალავში იჯდა და ყველაფერს ამას თითქოს გულცივად შეჰყურებდა. ის იყო ხმაურობა მიწყდა და ვასოს როლი უნდა დაეწყო, რომ კირილემ გამოჰყო თავი სამალავიდან და ტაში დასცხო. მას დაავიწყდა რომ სუფლიორი იყო. მაყურებელმა ეს შეამჩნია. შეიქმნა სიცილ-ხარხარი და ტაშის გრიალი. ახლა კი მიხვდა კირილე, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

თუ კირილე ლორთქიფანიძეს ერთხელ გაწითლება მოუწია, უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა კოტე ყიფიანი, როდესაც დიდ სცენაზე დებიუტი ჰქონდა.

1865 წლის ზაფხულის მიწურულს გაიმართა ერთ-ერთი საქველმოქმედო სპექტაკლი. თამაშობდნენ მოლიერის პიესას “ძალით ცოლის შერთვევინება”. ვინაიდან იმ დროს ქალის სცენაზე გამოსვლა თავის მოჭრად ითვლებოდა, დორიმენას როლს ვასილ მაჩაიძე ასრულებდა, ხოლო პაჟს, კოტე ყიფიანი.

ეპოქის მოდის თანახმად, დორიმენას მეტად გრძელშლეიფიანი კაბა ეცვა და ამ შლეიფის ტარება ახალბედა მსახიობ კოტეს ევალებოდა. სცენაზე რომ გამოვიდნენ, ყიფიანი მაყურებლის დანახვამ ისე დააბნია, შლეიფჩაჭიდებული იდგა, ვიდრე დორიმენას კაბაზე ქინძისთავებით მიბლანდული შლეიფი ხელში შერჩა. ასეთმა მოულოდნელმა სიურპრიზმა დარბაზში ხარხარი და ტაში გამოიწვია. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს გარინდებული კოტე და კულისებისაკენ მოკურცხლა.

ალექსანდრე ყაზბეგი რამდენადაც ჩინებული მწერალი იყო, იმდენად უხეირო მსახიობი. სამწუხაროდ ამისი დაჯერება არასოდეს სურდა და სხვადასხვა წარმოდგენებშიც ხშირად მონაწილეობდა. სასაცილო მდგომარეობაშიც არაერთხელ ჩავარდნილა.

ერთხელ სცენაზე ვასო აბაშიძე და ალექსანდრე ყაზბეგი ერთად თამაშობდნენ “მეფე ლირში”. უკანასკნელ მოქმედებაში ისინი ხმალში იწვევენ ერთმანეთს. ყაზბეგს თვალთ აკლდა, მაგრამ ხმალს მარჯვედ უქნევდა ვასოს. პიესის მიხედვით ვასოს უნდა მოეკლა იგი. ასეც მოიქცა.  განგმირა მოწინააღმდეგე და გამარჯვებული გავიდა სცენიდან. სანდროს კი ეგონა, პარტნიორი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას და ჰაერში ხმალს ატრიალებდა. კულისებიდან უყვიროდნენ: “მოკვდი, სანდრო, მოკვდი!” ყაზბეგმა როგორც იყო გაიგონა ეს, შეჩერდა და ხვნეშით  საზოგადოებისკენ მიიხედა:

-მაშ, უნდა მოვკვდე?

-ჰო, სანდრო, უნდა მოკვდე! – უკარნახა სუფლიორმაც.

- რა გაეწყობა, მოვკვდები!– თქვა ყაზბეგმა, ხმალი გადააგდო და მოჭრილი ალვის ხესავით წაიქცა.

იმდროინდელ წარმოდგენებს ხშირად უცნაური სტუმრებიც ესწრებოდნენ. 1892 წელს, ვერაზე კვიჟინიძის სახლში დადგეს “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”. არტემ ივანიჩის როლს ასრულებდა ერთ-ერთი ყარაჩოხელი. ეს ამბავი გაეგოთ ვერელ ყარაჩოხელებს და არღნით მიადგნენ ამხანაგს. კარის შეღებისთანავე სცენისაკენ გაეშურნენ. რეჟისორს გული გაუსკდა:

- აქ სად მოდიხართ?! გააჩუმეთ ეგ არღანი, გააჩუმეთ!

- რად უნდა გავაჩუმოთ?– მიუგეს მათ, - ჩვენ შენთან არც მოვსულვართ, ჩვენი ძმაბიჭის სადღეგრძელო გვინდა დავლიოთ.

მათ სცენაზე ასვლისთანავე სველი ხელადა მოიმარჯვეს და ლოთიფოთურად ძმაბიჭის სადღეგრძელო დალიეს.

კვლავ ვასო აბაშიძეს დავუბრუნდეთ. 1902 წელს ვასო აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე მოეწყო. მთელი საქართველო იღებდა ამ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობას. საიუბილეო კომიტეტის გადაწყვეტილებით, იუბილარი თეატრში საგანგებო ლანდოთი უნდა მოეყვანათ. თეატრიდან დაიძრა ვასოს ბინისაკენ ლანდო. ხალხი იუბილარს მოელოდა. ლანდო ცარიელი დაბრუნდა. ვასო აბაშიძე უკანა კარიდან გასულა, მიყრუებული ქუჩებით მივიდა თეატრში და ხალხის შეუმჩნევლად სცენაზე აღმოჩნდა. საიუბილეო წევრების საყვედურზე ვასომ ღიმილით უპასუხა:

- ქაჯან, თუ ჩემს იუბილეს მართავთ, მე აქ გახლავართ და თუ ცხენების და ლანდოს იუბილეს დღესასწაულობთ, მაშინ მე რა შუაში ვარ?

წერილის დასასრულს კი კიდევ ერთ ძველ სახალისო მოგონებას შემოგთავაზებთ, რომელსაც დღეს მომრავლებული სპონსორობის ინსტიტუტის პირობებში აქტუალურობა ნამდვილად არ დაუკარგავს.

ეს ამბავი მოხდა წინა საუკუნის დასაწყისში. ოქტომბრის რევოლუციამდე, საქველმოქმედო მიზნით, ჩვენში ხშირად იმართებოდა წარმოდგენები, სალიტერატურო საღამოები, კონცერტები. ასეთი წარმოდგენა-საღამოების მომწყობად იწვევდნენ გავლენიანსა და დიდი თანამდებობის პირთ, ან მათ ცოლებს. ზოგი სახელის მოსახვეჭად, ზოგიც თავისი სიამოვნებისათვის შემოიკრებდა ხოლმე გარშემო მეგობრებს, ნათესავებს და საქმეს მიჰყოფდა ხელს.

ერთხელ, რომელიღაც კულტურული საზოგადოების სასარგებლოდ, თბილისის თეატრში მოეწყო საღამო-წარმოდგენა საკონცერტო განყოფილებითა და აპოთეოზით. საღამოს გამგედ მოწვეული იყო იმხანად ცნობილი გენერალი ჭილაშვილი. საკონცერტო განყოფილებას ხელმძღვანელობდა მომღერალი სანდრო კავსაძე.

თეატრში ყოველ საღამოს იმართებოდა რეპეტიციები. ჭილაშვილი, როგორც წესი, რეპეტიციებს ესწრებოდა და მონაწილეებს ამხნევებდა.

ბოლოს და ბოლოს მოახლოვდა საღამოს მოწყობის დროც. დაინიშნა გენერალური რეპეტიცია, მოვიდნენ საღამოს მომწყობნი, მოვიდა გენერალი ჭილაშვილიც. იგი პირველად სანდრო კავსაძეს შეხვდა და ჰკითხა:

- როგორ არის, სანდრო, საქმე, გუნდი მზად არის?

- ყველაფერი მზადაა, მაგრამ უბედურება ის გახლავთ, სცენას რეზონანსი არა აქვს, - მოწყენით მიუგო სანდრომ.

- კი მაგრამ, რა დაჯდება ეგ ოხერი რეზონანსი რომ შევიძინოთ? –აღელვებით გააწყვეტინა სიტყვა გენერალმა.

სანდრო კავსაძე არ დაიბნა, ალღო აუღო მის უმეცრებას და უპასუხა:

- ხუთ თუმნამდე დაჯდება, თქვენო აღმატებულებავ.

- მაშ, აი, შენ ხუთი თუმანი და უეჭველად შეიძინე, მაგით საქმეს ნუ გააფუჭებ,

- უთხრა გენერალმა. სანდრომ ეშმაკურად გაიღიმა და ფული ჩამოართვა.

 იმ ღამეს, რეპეტიციის შემდეგ, იმ ფულით გუნდმა ერთი ლაზათიანად იქეიფა.




 ახალი ამბები
  • "საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან" _ ცერცვაძე ჟამურაშვილს პასუხობსინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმის, თამარ ჟამურაშვილის საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა. წერილში ცერცვაძე ჟამურაშვილს აკრიტიკებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებით გამოთქმული უარყოფითი შეფასების გამო და აცხადებს, რომ მისი პოზიცია “ჩასაფრებული” ადამიანის პოზიციაა. 22 მაისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინტერვიუ გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმთან ქ-ნ თამარ ჟამურაშვილთან. ინტერვიუს წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა, რომ „თამარი გერმანიის გარდა საქართველოზეც ფიქრობს და ამბობს, რომ დრო, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა რეკომენდაციებს ასრულებდა და სახლში რჩებოდა, საქართველოს სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად არ ყოფილა გამოყენებული და თუ შემოდგომისთვის მაინც არ დავიჭერთ თადარიგს, მეორე ჯერზეც გამართლების იმედად მოგვიწევს ყოფნა“ . რატომღაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ერთი ტენდენცია. უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი, საბედნიეროდ მხოლოდ ერთი ნაწილი, ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები. არადა, ეს ყოველთვის სამართლიანი არ არის. მართალია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერია და ბევრად უფრო ძლიერი და გამართული ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულ მედიცინაში არაფერი ღირებული არ არის, მაღალი დონის სპეციალისტები არა გვყავს და ა.შ. არაიშვიათად უცხოეთში სამუშაოდ წასული ექიმები, სულაც არ გამოირჩევიან მაღალი დონით და თავიანთი ცოდნით და პროფესიონალიზმით არაფრით სჯობიან ქართველ კოლეგებს. ვფიქრობთ, ქ-ნი თამარი, ბ-ნი იაგო ფრანგიშვილის და სხვა მსგავსი ექსპონატებისაგან განსხვავებით, ნამდვილად კარგი პროფესიონალია. იგი კარგად აღწერს გერმანიის ჯანდაცვის სისტემის COVID-19-თან საპასუხო ღონისძიებების მაღალ დონეს და ეფექტიანობას და ასევე ობიექტურად აფასებს და კარგ შეფასებას აძლევს საქართველოს ეპიდსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაობას, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო უკიდურესად ნეგატიურად და თან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აფასებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს და უაპელაციოდ ამბობს, „გაგვიმართლა, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ცოტა რაოდენობის კრიტიკული შემთხვევები გვქონდა“, თორემ შავ დღეში აღმოვჩნდებოდითო. ქ-ნი თამარი ხაზს უსვამს აგრეთვე საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების დიდ რაოდენობას, რასაც ასევე ჰოსპიტალური სექტორის მომზადების დაბალი დონით ხსნის. მე მინდა შევახსენო ქ-ნ თამარს ზოგიერთი ციფრები: გერმანიას, რომელიც მართლაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება ევროპაში COVID-19-თან ბრძოლის საქმეში, სადღეისოდ ჰყავს 183 294 COVID-19-ით ავადმყოფი და 8 600 გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 4,69%-ს შეადგენს. საქართველოს ჰყავს 783 ავადმყოფი და მხოლოდ 12 (თორმეტი) გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 1,53%-ს შეადგენს. თუ ამ ციფრებს გადავიანგარიშებთ ერთ მილიონ მოსახლეზე, მივიღებთ, რომ გერმანიას ჰყავს 2 208 COVID-19-ით ავადმყოფი და - 104 გარდაცვლილი, ხოლო საქართველოს ჰყავს 196 ჩOVID-19-ით ავადმყოფი (11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას) და მხოლოდ 3 გარდაცვლილი (34-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას). სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოზე შეუდარებლად უფრო ძლიერ გერმანიას რეალურად ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოზე 11-ჯერ მეტი COVID-19-ით ავადმყოფი და 34-ჯერ მეტი გარდაცვლილი ჰყავს. აღარაფერს ვამბობ ევროპის იმ ქვეყნებზე (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და სხვ.), სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 10-დან 19%-მდეა. რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, საქართველოს მართლაც ჰყავს 96 COVID-19-ით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი (ერთ მილიონ მოსახლეზე 24). მაშინ, როცა გერმანიას 10 000-ზე მეტი ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ჰყავს (ერთ მილიონ მოსახლეზე 120-ზე მეტი). ანუ, საქართველოზე სულ ცოტა 5-ჯერ მეტი. ეს მაშინ, როდესაც გერმანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეუდარებლად უფრო ძლიერია. აი, ამას ჰქვია, რომ „კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევსო“. გერმანიასთან შედარებას რომ თავი დავანებოთ, ჯანმო-ს მონაცემებით მსოფლიოში მედპერსონალზე მოდის COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევის, დაახლოებით 20%. მაშინ, როდესაც საქართველოში ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 12,6%-ს შეადგენს. აი ასეთია ობიექტური რეალობა და თუ ქ-ნ თამარს მართლა სჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამართლების და თან ძალიან გამართლების შედეგია, მისი ნებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“. რაც შეხება ავადმყოფების სიმძიმეს - საქართველოში 783 დადასტურებული შემთხვევიდან 101 ავადმყოფი იყო მძიმე, ხოლო 39 ავადმყოფი - კრიტიკულად მძიმე და მათგან მხოლოდ 12 გარდაიცვალა. ამასთან, მათ რიცხვში შედის ის ავადმყოფებიც, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ, მაგრამ რეალურად სხვა თანმხლები დაავადებისგან (მაგ. ინსულტისგან) გარდაიცვალნენ, ხოლო 2 ავადმყოფი გარდაცვალებისას სულაც უკვე ვირუსნეგატიურები იყვნენ და მაინც COVID-19-ისგან გარდაცვალებულად ჩაითვალნენ. ანუ, საქართველო ზეპატიოსნად ითვლის COVID-19-ისგან გარდაცვალებულ პირებს, მაშინ როდესაც ყველა ქვეყანა ასე სულაც არ იქცევა. საინტერესოა, საიდან იცის ქ-ნმა თამარმა, რომ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი, მისი სტაფი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა COVID-19-ის პანდემიას?! რასაც იგი არაერთგზის შესაშური დაჟინებით იმეორებს. მაშინ, როცა შედეგები საპირისპიროს მეტყველებს. სინამდვილეში საქართველოში სწორედ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა საათივით გამართულად. პაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო_სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი_ე.წ. ცხელების ცენტრი _ COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 12 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით და სხვ. სხვათაშორის პლაქვენილზე საქართველოში არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე. სხვათაშორის, როდესაც ჩვენ საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შედეგებს ვდებთ, გაღიზიანებული ოპონენტები ხშირად გვეკითხებიან - „ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ“. არამცდა არამც, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ შეიძლება უფრო წარმატებულები ვიყოთ და ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია GILEAD-მა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის პირველ სამოდელი ქვეყანად სწორედ საქართველო აირჩიეს და არც შემცდარან, ან თუნდაც ის, რომ საქართველოში აივ/შიდსით სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. ქ-ნი თამარი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელება გვიან დაიწყო, თორემ იანვარში რომ დაწყებულიყო, სავალალო შედეგები გვექნებოდაო. მოკლედ, აღარ იცის რა თქვას. ამის საპასუხოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 26 თებერვალს დაფიქსირდა და სადღეისოდ 783 ავადმყოფი და 12 გარდაცვლილი (1.53%) გვყავს. ხოლო ევროპის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანაში - ნიდერლანდებში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 27 თებერვალს დაფიქსირდა, მაგრამ მათ სადღეისოდ 46 422 ავადმყოფი და 5 956 გარდაცვლილი (12,83%) ჰყავთ. ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია. ასე, რომ ჩვენ მიღწეული შედეგებით, რა თქმა უნდა, ზედმეტად არ უნდა გავთამამდეთ და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ მუდმივად არასრულფასოვნების კომპლექსით ვიყოთ შეპყრობილი და მიგვაჩნდეს, რომ უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი უფრო ცუდად კეთდება. ზედმეტად მიმაჩნია იმის გამეორება, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუციები და ავტორიტეტული ლიდერები გაეროთი და ჯანმო-თი დაწყებული და აშშ-ს პრეზიდენტით და Washington POST-ით დამთავრებული, საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევენ. ქ-ნი თამარი არ ტოვებს ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც კარგს და ცუდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. მაშინ რატომ დასჭირდა მას საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის უკიდურესად ნეგატიურად და ტენდენციურად წარმოჩენა? ვფიქრობთ, მიზეზები ყველასთვის გასაგებია. საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან. სხვათაშორის, ნიშანდობლივია, რომ ქ-ნი თამარი ძალიან გაახალისა (მისივე სიტყვებით) იმ დაუდასტურებულმა შეტყობინებამ, რომ მარნეულში სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ამის გაკეთება ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ქ-ნი თამარი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური ფაქტების წარმოჩენითაა დაკავებული და ძალიან „უტყდება“. და ბოლოს, ქ-ნო თამარ! გერმანია დიდი ქვეყანაა და COVID-19-ს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა გამოწვევას იგი უთქვენოდაც გაუმკლავდება. დასაფასებელი ის არის, როცა ამას საქართველოსნაირი ეკონომიკურად შეზღუდული შესაძლებლობების ქვეყანა აკეთებს და თან ძალიან დიდი ... ...
  • რატომ არ მიეწოდება საგურამოს მოსახლეობას ელექტრო ენერგია და გაზისაგურამოს მოსახლეობას ამ დროისთვის არც გაზი და არც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ „გურია ნიუსს“ აცნობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზის შეწყვეტა მოსახლეობისთვის გაზსადენის მილზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, ბადრი უნდილაშვილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვას კავშირი ბუნებრივი აირის მილის დაზიანებასთან არ აქვს. „დაზიანდა გაზის მილი სადღაც და გამშვები აყენია საგურამოში, რის გამოც შეწყდა გაზი, რომ გააკეთონ. ელექტროენერგიის გათიშვა კი  ავარიულად მოხდა და მალე ჩაირთვება“,_ გვითხრა უნდილაშვილმა. როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაშია ნათქვამი, ელექტრო ენერგიის შეწყვეტა ქსელში ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აღდგენის სავარაუდო დროდ კი 22:00 საათი ... ...
  • ავტოავარია ოზურგეთში _ გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის ქალბატონი, მძღოლი კი მიიმალაახლახან ოზურგეთში, პეტრიწისქუჩაზე, ტრაგიკულად დასრულდა ავტოავარია. ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ქუჩის კუთხეში მდგარ ქალბატონს დაეჯახა ადგილიდან მიიმალა. ქალატონი კი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე ... ...
  • „აივანზე ჩამომხრჩვალი იპოვეს“ – 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულასაზარელი ტრაგედია მოხდა გორში - სოფელ ახალშენში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, დავით ცერცვაძემ განუცხადა, გოგონა  გარდაცვლილი დღეს დილით, საკუთარ სახლში აივანზე იპოვეს. რა გახდა სუიციდის მიზეზი ... ...
  • წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე ღელვა- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?