პელე და... ქართველები

ზაფრანი

პელე და... ქართველები

2015 დეკ 5 18:08:30

საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებულად პოპულარული სპორტის სახეობაა და ქართველი მსახიობებიც საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხშირად სწორედ "ტყავის ბურთის" დახმარებით აღწევენ. ფეხბურთს და თეატრს საერთო ბევრი აქვს, მსახიობი და ფეხბურთელი ხომ უშუალოდ შემსრულებლები არიან და მაყურებლის გულის მოსაგებად იღვწიან.

დღევანდელი სახალისო სპორტული მოგონებების სტუმარი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იქნება, რომელიც ერთ უჩვეულო ისტორიას გაიხსენებს.

"ეს ფილმი საკავშირო ტელევიზიის დაკვეთა იყო. ამდენად საორგანიზაციო საკითხები სახტელერადიოს უნდა მოეგვარებინა - დაემყარებინა კავშირი ბრაზილიის სატელევიზიო კომპანია "გლობოსთან", მოემზადებინა ვიზები არგენტინასა და ბრაზილიაში გასამგზავრებლად და ა.შ. მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. უნდა გავმგზავრებულიყავით 16 თებერვალს, უნდა ჩაგვესწორო ცნობილი კარნავალისთვის რიო-დე-ჟანეიროში, მაგრამ გავემგზავრეთ 23-ში. ჩავფრინდით ბრაზილიაში კარნავალის დამთავრების წინა დღეს.

ტელეკომპანია "გლობოსს" არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა ჩვენი ჩასვლის შესახებ. ბუნებრივია, არავინ დაგვხვედრია. იძულებულნი გავხდით დამოუკიდებლად გვემოქმედა.

პირველი, რაც მოვიფიქრეთ, გავიგეთ სად იყო კარნავალი და გავეშურეთ გადასაღებად. ადვილია თქვა - გავეშურეთ. ძალიან გაგვიძნელდა აპარატურის გადატანა და გადასაღები ჯგუფის გადაადგილება. როგორც იქნა აღმოვჩნდით სამბადრომის მისადგომებთან.

ბრაზილიელები ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და მომღიმარი ხალხია. თავს უცხოდ ვერ იგრძნობ. სწორედ ამ ადამიანების დახმარებით მოვხვდით სამბადრომის ტრიბუნებზე. სადაც გადავიღეთ ჩვენი გმირი კარნავალის დროს.

იქაურებს ვუყვებოდით ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც მუხლჩაუხრელად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, რაც ძალიან გაუკვირდათ - როგორო, თქვენისთანა ხალხი არაა დამოუკიდებელი და თავისუფალი?! - კინაღამ გადაირივნენ. ამ ამბებზე რომ ვლაპარაკობდით, ყველას გვეცინებოდა, ოღონდ ჩვენ... სიმწრით.

მესამე დღეს, მარაკანას სტადიონზე უნდა შემდგარიყო კალენდარული მატჩი ლიდერებს "ვასკო და გამასა" და "ბოტოფაგოს" შორის. ასეთ მატჩებზე ბილეთის შოვნა "ფანტასტიკის ჟანრს" განეკუთვნება. ჩვენ კი უბილეთოდ აღმოვჩნდით, ცენტრალურ ლოჟაში ვართ უკვე.

ქართველი მაყურებლისთვის უცხო არაა ჩვენი უბადლო მსახიობის, კახი კავსაძის ნატურა. მისი სამსახიობო ოსტატობა. არავის გაუკვირდებოდა თუ მოუყვებოდით, რომ კახი კავსაძემ ბაყბაყდევი ჩხუბში "ბოი ბეზ პრავილ" გამოიწვია და პირველსავე რაუნდში "ვაი დედა" აძახებინა.

არც ის გაუკვირდებათ, თუ კახიზე უამბობთ, რომ მუშტის ერთი დარტყმით ნაიალაღარი ხარი გააკრა მიწას.

კახიზე არც იმას გაიკვირვებენ, რომ უთენია დგება და ეშმაკს დაეძებს, რათა რაიმე მოატყუოს, გააბრიყვოს და დააბეჩავოს, მაგრამ რაც მან სტადიონზე მოახერხა და მოიმოქმედა, ვინ, ვინ და არც მე დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა და ჩემი კამერით არ დამეფიქსირებინა. თუმცა იქ მაშინ კამერით არანაირი კადრის გადაღების უფლება არ ჰქონდა არავის და მათ შორის ჩვენც. ეს ისტორიული ამბები მხოლოდ ვიდეოთი დავაფიქსირეთ.

ვიმეორებ, ეს დაუჯერებელი იყო.

კახიმ დაგვიბარა, ახლა მე ვიცი, ყურადღებით იყავით, პელეს თვალი არ მოაცილოთ და მეც იქ მიხილავთო და... გაშპა... გაუჩინარდა.

ცოტა ხანში ტრიბუნებს თითქოს ქარიშხალმა შემოუტიაო - უჩვეულო ჟრიამული ატყდა. ეს იმის საპრელუდიო ხმაურია, რაც ფეხბურთის მეფის გამოჩენას უძღვის წინ. დიახ, მსოფლიო ფეხბურთის მეფე უნდა გამოჩნდეს მოედანზე... მაგრამ ეს რა ხდება?! ხმელ-ხმელი, მაღალ-მაღალი, სანდომიანი შესახედაობის კაცი გამოჩნდა, რომელიც "მწმენდავის" როლშია და მოძალებულ ფოტორეპორტიორებს შესაშური მონდომებით, ჟესტით, მიმიკით და თქვენ წარმოიდგინეთ - მუჯლუგუნებითაც იგერიებს, გზა მიეცით ფეხბურთის მეფეს, ედსონ-არანტეს-დე-ნასიმენტო-პელეს.

ალბათ დაცვაა... სხვა ვინ უნდა იყოს? - იფიქრებთ თქვენ?

- არა, ბატონებო, ნურც ახლა გაგიკვირდებათ... ეს ჩვენი კახი გახლავთ, - კავსაძე! იგივე სწორუპოვარი რაინდი - "დონ-კიხოტი".

თვით პელეც უხერხულად აცეცებს თვალებს. ვერ გაუგია და ვერ აუხსნია, თუ საიდან ჩამოფრინდა ეს სწორუპოვარი რაინდი.

- გზა, გზა! გზა მიეცით მეფეს! - იგერიებს კახი რეპორტიორებს. მერე პელესთან მიდის, ცალ თვალს ჩვენსკენ აპარებს და მოულოდნელად გადაეხვევა ფეხბურთის დიდოსტატს.

მაყურებელთა შორის - მხოლოდ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იცის ვინაა ის და რას ახერხებს.

თვალნათლივ ჩანს და ვიდეოკამერაც აფიქსირებს პელეს შეცბუნებულ სახეს, მაგრამ კეთილ ღიმილს. რა გასაკვირია, რომ მას კახი გადაეხვია, იგი ხომ მთელ მსოფლიოს უყვარს.

- მე ქართველი ვარ, "ჯორჯია! ჯორჯია!" - უხსნის ჩვენი "დონ-კიხოტი".

იმის დრო არაა, გაგვიკვირდეს, თუ რა ჯოჯოხეთური მანქანებით მოახერხა კახიმ ამდენი.

წამის დაკარგვაც არ შეიძლება.

- მეო - უმტკიცებს კახი პელეს - მამაშენს ასე ვიცნობდიო - ორივე ხელის საჩვენებელ თითებს უხახუნებს ერთმანეთზე.

- საიდან? - მომენტალურად უკვირს დე ნასიმენტოს.

- ვაი შენ რა გითხარი - ღიმილით და აღტაცებით (ნაჩქარევად უხსნის კახი), მამაშენს არაფერი უთქვამს შენთვის ჩემს შესახებ? ("შენობითი" ფორმით მიმართვა სიახლოვის ხაზგასმაა).

- არა, რაღაც არ მახსენდებაო - პელემ.

- უჰ, შენ რა გითხარიო - უსწრაფესად უხსნის კახი - ბიჭოო (!?). მე ახალგაზრდობაში ბრაზილიაში ვმუშაობდი, ელექტროტექნიკოსი ვიყავი მაშინ და მამაშენთან, იმ ტკბილ და მურაბა კაცთან რამდენი ჭიქა ამიწევია, მიმიჭახუნებია, დამიცლია, იმდენი... შენ რა გითხარი, შენ-ო.

პელე უძახე შენ და ამის გაგონებაზე მამის გახსენებაზე და კახის სანდომიან, დამაჯერებელ და მომხიბვლავ ღიმილზე გული უჩუყდება, თუმცა გამარჯვებული კახი აღარ აცლის...

- ეგ რაა, პატარა რომ იყავი, მოგნათლე, კიდევაც, ნათლია ვარ ბიჭო (!) შენი მე, ნათლია!

პელეს გადარევა კულმინაცაის აღწევს.

- ნათლია? - არ უჯერებს ყურებს (ალბათ ფიქრობს - ამდენ ხანს სად იყავი, შე კაცოო).

კახის გაჩერება მამაღმერთსაც კი აღარ ძალუძს:

- ბავშვობაში მე გავარჯიშებდი ფეხბურთშიო, მეო... მეეე-ო!

ამხელა დამსახურებას რომ კაცს წყალში ჩაუყრი - პელე გქვია მერე შენ?! - ალბათ ეს გაიფიქრა იმ წუთებში მსოფლიო ფეხბურთის დიდოსტატმა და "ნათლიას" გულამოსკვნილი გადაეხვია.

რაც ახლა გიამბეთ, ამის წაკითხვას თქვენ ალბათ 2 წუთ, ჰა, ჰა - 3 წუთი მოანდომეთ, მაგრამ ყოველივე ეს ალბათ უფრო ნაკლებ დროში მოხდა.

ტყუილი ყოველთვის არაა მავნებელი. უწყინარი ტყუილიც არსებობს და კახიმ ეს ხუთი თითივით იცოდა. კახის "ფანტასტიკიზმზე" (თუ ასეთი სიტყვა არსებობს), ისიც მეტყველებს, რომ ყოველივე ამის შემედგ ქართული მეცხვარის ნაბადიც შემოახურა "ნათლულს" მხრებზე და ასე დასრულდა ეს ისტორიული ამბავი".




 ახალი ამბები
  • კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდებათბილისის მერის,  კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“  მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება. დედაქალაქის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს. „ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს ჯარიმები მოქალაქეების უფლებებს ლახავდა და კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამინისტია. აქ იგულისხმება საჯარიმო სანქციებიც, რომელიც აღსრულების ბიუროსთვისაა გადაცემული და რომლის ფარგლებშიც, უკვე იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის და დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.   თბილისის მერის განცხადებით, „სითი პარკთან“ დაწყებული დავა, როგორც სასამართლოში, ისე არბიტრაჟის მიმართულებით, მოლაპარაკებით დასრულდა.  კერძოდ, თბილისის მერიასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება მოხდა, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან ყველა ის მატერიალური აქტივი შეისყიდა, რაც პარკირების სისტემის მართვისთვის არის საჭირო. „ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად გავწყვიტეთ. კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ დღეის მდგომარეობით, არც სასამართლოში მიმდინარეობს დავა  და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადებიან. მოხდა მორიგება, რომლის შედეგადაც, გადმოვიბარეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ სისტემის სამართავადაა საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა შედარებისთვის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში, „სითი პარკის“ მიერ, დაახლოებით, 1 200 000 ჯარიმა იწერებოდა, მას შემდეგ კი, რაც ოპერირებას „თბილისის პარკინგი“ ახორციელებს, დაჯარიმებულთა რიცხვი 500 000-მდე შემცირდა.     ... ...
  • სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აჭარის ტელევიზიაში შექმნილი მოვლენების გამოსაქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი. კერძოდ, 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, მისმა ახლად არჩეულმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა. მოგვიანებით, ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახალი დირექტორის მხრიდან მათ მიკერძოებაში დადანაშაულების თაობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებმა გარკვეულ ფაქტებზე მიუთითეს, რომლის თანახმადაც, მიიჩნევდნენ, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა. გავრცელებული მოსაზრებით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს დაუკავშირდა აგრეთვე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი ჩამოშორდა მაუწყებლის პლატფორმებზე სარედაქციო პოლიტიკის მართვას და საბოლოოდ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. საგულისხმოა, რომ ნათია ზოიძის მიერ თანამდებობის დატოვება კრიტიკულად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ მიერ, რომელმაც აღნიშნული საქართველოში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდას დაუკავშირა. განსაკუთრებით საყურადღებოა აგრეთვე ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოხსენებული გარემოებები აჩენს ეჭვებს კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის შესახებ. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს დემოკრატიულ საზოგადებაში ჯანსაღი მედიის სასიცოცხლო ფუნქციას და იმედოვნებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უარყოფითად არ აისახება მედია გარემოზე და აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო არხის ჟურნალისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ გავლენებისგან თავისუფალი პროფესიული საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აჭარის ტელევიზია წარმოადგენს საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, ტელევიზიას კანონმდებლობა არაერთ ვალდებულებას უდგენს, რომელთა ზედმიწევნით განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და მოახდენს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას. ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლებს მაუწყებლის მიმართ პრეტენზიები ... ...
  • ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლებს მაუწყებლის მიმართ პრეტენზიები აქვთთითების თეატრთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება, შენობაში კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლებს მაუწყებლის მიმართ პრეტენზიები აქვთ. ამბობენ, რომ გუშინ საინფორმაციო სამსახურში დარეკეს, სურდათ თორნიკე რიჟვაძისთვის მადლობა გადაეხადათ, რადგან სოციალური სახლის ფუნდამენტი ჩაისხა. ჟურნალისტები კი ამ ინტერვიუს ჩასაწერად ადგილზე არ მივიდნენ. ''ოცნების ქალაქში'' მცხოვრებლების გარდა თითების თეატრთან იმყოფებიან პირები, რომლებიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ, ამბობენ, რომ ტელევიზია უნდა ეკუთვნოდეს ხალხს და არ უნდა იყოს მიკერძოებული. მხოლოდ პრობლემებს არ უნდა აშუქებდეს. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ ''ქართული ოცნების'' გაკეთებული საქმეები ტელევიზიით არ შუქდება. თეატრთან იმყოფებიან მოძრაობა "ალტერნატივას" წევრები. ისინი ჟურნალისტებსა და ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებენ. "ჩვენ მოვედით თავისუფალი ჟურნალისტების დასაცავად. ივანიშვილს ყველა ტელევიზიის ჯიბეში ჩასმა სურს. არ დავუშვებთ ამას. გვჭირდება თავისუფალი ტელევიზია'' - ამბობს ხათუნა ბერიძე. წყარო:ajaratv სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს აჭარის ტელევიზიაში შექმნილი მოვლენების ... ...
  • თბილისში სოფიკო ჭიაურელის ბიუსტი დააზიანესსოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი იაშვილი ფეისბუქზე თბილისში, სიონის სკვერში მსახიობ სოფიკო ჭიაურელის ბიუსტის  კვარცხლბეკის ფოტოს აქვეყნებს. კვარცხლბეკზე უცნობმა ადამიანმა რამდენიმე წარწერა გააკეთა „კაიო“, “Love Me and Be Happy”, „სოფიკო დამიმატე ფეისბუქზე“. „ქართულის ყველაფრის გადაჯიშებას როგორ ცდილობთ?! ამდენი გახრწნილი სულის მატარებელ ადამიანს არასოდეს არ უცხოვრია საქართველოში კომუნისტების დროსაც კი!“_ წერს სოციალურ ქსელში გიორგი იაშვილი. ... ...
  • რისი გაკეთება იგეგმება სოფლის მხარდამჭერი პროგრამით შემოქმედშისოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ შემოქმედში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე იმყოფებოდა. 2020 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება: გონებისკარში სტადიონის მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და შიდა გზების რეაბილიტაცია. გომში მოსახლეობამ უპირატესობა ცენტრისა და განათების მოწყობას მიანიჭა. შემოქმედში კი მდინარე ბჟუჟზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, შიდა გზების რეაბილიტაცია, სპორტული ცენტრის მოწყობა, ფატარის უბანში კი სკვერის მოწესრიგება დაიგეგმა. რაც შეეხება წითელმთასა და კვირიკეთს, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით გაკეთდება სპორტული ცენტრი, მოწესრიგდება სკვერი , მოეწყობა გარე განათება და მოწესრიგდება შიდა ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...