ქართული "კრიმინალური ისტორიები"

ზაფრანი

ქართული "კრიმინალური ისტორიები"

19 დეკ. 2015, 21:55:20

დაკვირვებული გახლავართ რომ მკითხველს ქართველი სამართალდამცავების წარსულის ისტორიები განსაკუთრებულად აინტერესებს. შეიძლება ვცდები. ფაქტია, ახლობელი ჟურნალისტები ქართველი კრიმინალისტების ადრეული მოგონებების გამოქვეყნებას ხშირად მთხოვენ. დღეს კოლეგებს სურვილს შევუსრულებ და თანამემამულე „შერლოკ ჰოლმსების მორიგ თავგადასავლებს გაგაცნობთ.

ჩვენი პირველი სტუმარი პოლკოვნიკი უშანგი ლალიაშვილი იქნება. ბატონი უშანგი რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებს და საქართველოში მომრავლებული მიტინგების ხანას გაგვახსენებს.

"შევარდნაძის პერიოდია. ქალაქის მერი ვანო ზოდელავაა და ის დროა, როცა თბილისში დღეში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა ხდება. მაშინ ქალაქის მილიციის სამმართველოს "სპეცნაზს" ვმეთაურობდი და მთელი დღე ხან ერთ ადგილზე გვქონდა გასვლა, ხან – მეორეზე. სამსახურში ახალდაბრუნებულები ვიყავით, როდესაც მერიიდან დაგვირეკეს და მრავალშვილიანი დედების აქციაზე გამოგვიძახეს.

მოვედით. თავისუფლების მოედანი ოთხასამდე ქალს აქვს გადაკეტილი, მერიაში შეჭრას ცდილობენ და ზოდელავას საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაჰყვირიან. მე რომ დამინახეს, შემომიტრიალდნენ და ლანძღვა დამიწყეს. ამ ქალებს ერთი დოდო ხელმძღვანელობდა, რომელსაც, როგორც თავად ამბობდა, რვა შვილი ჰყავდა. დოდო ჩემთან მოვარდა და აღრიალდა:

– ზოდელავა იუდა! ზოდელავა იუდა!

– ზოდელავასთან რა გინდა, ქალო, რა დაგიშავა-მეთქი?

– რვა შვილი მყავს და რჩენა ხომ უნდათ, ზოდელავა კი დახმარებას არ მაძლევსო.

– კარგი, დაწყნარდი, – ვუთხარი მე, – ოთხი ქალი შედით და მერს დაელაპარაკეთ, ყველას ვერ შეგიშვებთ-მეთქი.

დოდომ კი ხმას აუწია და უფრო ხმამაღლა აყვირდა:

– ან ყველა შევალთ, ან აქაურობას ავაფეთქებთ!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალები ვერ წყნარდებოდნენ, რადგან მათ დოდო აღიზიანებდა, ბოლოს ვერ მოვითმინე და ვუთხარი:

– ქალო, სულ მაგ საოხრეზე რომ ზიხარ, სკამზე გადმოჯექი, შენც დაისვენებ, შენი შვილებიც და ვანო ზოდელავაც-მეთქი.

ჩემს სიტყვებზე ქალებს სიცილი აუტყდათ და ზოდელავასთან ოთხკაციანი ჯგუფის შესვლაზე დამთანხმდნენ. საინტერესო კი ისაა, რომ ვითომ რვაშვილიანი დოდო საერთოდ უშვილო აღმოჩნდა და ქალების აქციას ერთ-ერთი პარტიის დავალებით ატარებდა ხოლმე".

მომდევნო "ისტორია" "საფეხბურთო -კრიმინალური" ჟანრისაა და ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ლომთათიძეს ეკუთვნის.

"გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს, გვიან შემოდგომაზე თბილისს ესპანური საფეხბურთო კლუბი "რეალ ბეტისი" ეწვია, რომელსაც „უეფას“ თასისთვის ბრძოლაში მოსკოვის "დინამო" ხვდებოდა.

იმ წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილებაში ვმუშაობდი და პარალელურად, მინისტრის თანაშემწეც ვიყავი. მატჩის დღეს მინისტრის კაბინეტში ვმორიგეობდი, რადგან მინისტრი რაიონში იყო წასული და საღამოს 10 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო. ამიტომ, მინისტრის სავარძელში მოვკალათდი, ფერადი ტელევიზორი ჩავრთე და ფეხბურთს სრული კომფორტით ვუყურე, რომელშიც ესპანელებმა რუსი ფეხბურთელები აშკარად დაჯაბნეს. ტელევიზორში კარგად ისმოდა, თუ როგორი თავგამოდებით გულშემატკივრობდა თავის საყვარელ გუნდს ორმოცდაათი ესპანელი ფანი, რომელიც „ბეტისს“ თბილისში ჩამოჰყვნენ. მთავარი კი ის იყო, რომ ათეულათასობით ქართველი გულშემატკივარიც აშკარად ესპანელების მხარეზე იყო, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ბეტისის“ წარმატებაში. არადა, პირდაპირი რეპორტაჟი ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემოდა, მას ათეულობით მილიონი ადამიანი უყურებდა და რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრების საქციელსაც ხედავდნენ. იმ პერიოდში, კი ეს პოლიტიკური დანაშაული იყო... სიმართლე გითხრათ, მეც ესპანელებს ვგულშემატკივრობდი და თამაში რომ დასრულდა, მინისტრის ბარიდან კონიაკი გადმოვიღე, დავისხი და გადავკარი, თან ესპანელები ვადღეგრძელე, მაგრამ სითხე კუჭამდე არ მექნებოდა ჩასული, რომ სამთავრობო „ვეჩე“ აზრიალდა. მე ყურმილს დავწვდი და ვუპასუხე:

– მინისტრის თანაშემწე გისმენთ!

– მინისტრი სადაა? – მომესმა მკაცრად ნათქვამი რუსული ფრაზა და მივხვდი, რომ ვიღაც ბობოლა რეკავდა მოსკოვიდან. ამიტომ, სხაპასხუპით მივუგე:

– ამხანაგი გენერალი რეგიონულ შემოვლაზეა, 10 საათზე ჩამოვა და რა გადავცე, ვინ რეკავდა-მეთქი.

– უთხარი, რომ მინისტრი, ნიკოლაი შჩოლოკოვი რეკავდა და გადაეცი, ფეხბურთის გულშემატკივრებში წესრიგი დაამყაროს. სირცხვილი თქვენ! მოსკოვის „დინამო“ ჩვენი უწყების გუნდია და მეტი აქტიურობა გმართებდათ, რომ ტრიბუნებს ასე აშკარად არ დაეჭირათ მხარი ესპანელებისთვის და ეს მთელ მსოფლიოს არ ენახა.

ამ დროს კაბინეტში მინისტრი შემოვიდა. მე მას „ვეჩეს“ ყურმილი გადავეცი, გვერდზე გავდექი და გავისუსე. შჩოლოკოვი, სულ რაღაც ერთი წუთი ელაპარაკა ჩვენს მინისტრს და როდესაც საუბარი დასრულდა, ჩვენმა მინისტრმა „ვეჩე“ გათიშა. შემდეგ, უკიდურესად აღელვებულმა და წამოწითლებულმა, თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაურეკა და უღრიალა:

– რა ხდება პლეხანოვზე, ეს რა ანტისამთავრობო გამოსვლებია. დაიხოცეთ თუ გძინავთ? ხალხი ესპანური დროშებით რომ დადის და „ვივა ესპანიას“ ყვირის! ჩქარა, ყველა დებოშიორი დააკავეთ და დროშები გაურჭვეთ. პირადად საკავშირო მინისტრის ბრძანებაა და სასწრაფოდ შეასრულეთ, თქვა მინისტრმა. ყურმილი დადო და მომიბრუნდა, – მოსკოვის „დინამოს“ დედაც, მაგრამ ეს ხალხი რამ გადარია, რომ ასე აშკარად გამოხატავს თავის სიძულვილსო.

შჩოლოკოვს აქაურმა მსტოვრებმა სასწრაფოდ აცნობეს, ქართველები მოსკოვის „დინამოს“ დამარცხებას ზეიმობენო და მანაც იმიტომ დარეკა.

სინამდვილეში კი ასეთი რამ ხდებოდა, ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა ესპანელებს „ბეტისის“ დროშები გამოართვა, მათთან ერთად პლეხანოვზე მოდიოდნენ „დინამოს“ სტადიონიდან და „ვივა ესპანიას“ ყვიროდნენ.

მე ჩემს ოთახში გავიძურწე, რომ მინისტრს ზედმეტად არ შევჩხიროდი თვალში და შევედი თუ არა, ტელეფონმა დარეკა. სასტუმრო „ივერიის“ დირექტორი იყო – ერთი ესპანელი ტურისტი დაიკარგა, რომელიც „ბეტისს“ საგულშემატკივროდ ჩამოჰყვა, ვერ ვპოულობ და დაგვეხმარეთო.

უცებ, შჩოლოკოვის და ჩვენი მინისტრის სატელეფონო საუბარი გამახსენდა და სამსახურებრივი მანქანა გამოვიძახე. პირდაპირ პლეხანოვის მილიციის ქვეგანყოფილებისკენ გავემართე.

ქვეგანყოფილებაში ოცდაათი კაცი იყო დაკავებული, რომლებიც საკნებში მოათავსეს. „ბეტისის“ დროშები ჩამოართვეს და წყვილ-წყვილად აჰყავდათ მეორე სართულზე, უფროსის კაბინეტში, სადაც უშუალოდ სრულდებოდა მინისტრის ბრძანება. სწორედ იმ დროს შევედი განყოფილებაში, როდესაც მეორე სართულიდან ესპანურენოვანი ყვირილი მომესმა, რასაც ქართული გინებაც ახლდა თან. სასწრაფოდ ზევით ავვარდი, უფროსის კაბინეტის კარი გავაღე და იმ დროს მივუსწარი საცოდავ ხუან მარტინესს, როდესაც მას ერთი მომავალი, ძალიან ცნობილი ქართველი პოლიციელი „ამუშავებდა“... მე, სასწრაფოდ აღვკვეთე ეს საშინელება და მილიციის უფროსს ვუღრიალე:

– ბრძანება გაუქმებულია. ყველანი გაუშვით-მეთქი, – შემდეგ, ხუან მარტინესი ჩემი მანქანით წავიყვანე სასტუმრო „ივერიაში“, დანარჩენ გულშემატკივრებთან ერთად ზღაპრული სუფრა გავუშალეთ „ივერიის“ რესტორანში და დილამდე იქეიფეს, თან სულ და „ვივა ესპანიას“ გაიძახოდნენ“.

მილიციელების ცხოვრება იოლი არ გახლდათ. ამ პროფესიის ადამიანებს არაერთი „განსაცდელის“ გამოვლა უწევდათ, მით უმეტეს საბჭოთა პერიოდში.

ამ საოცარ ისტორიას მაიორი ოთარ კაშია გაიხსენებს.

„ერთხელ „ცეკას“ ერთ-ერთი ნომენკლატურული საცხოვრებელი სახლის მანქანების სადგომიდან, ქურდებმა ორი ახალთახალი „03“ მარკის „ჟიგული“ მოიპარეს, მიიმალნენ და ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. იმ პერიოდში მანქანების დაშლა და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა იყო მოდაში. ამიტომ, მანქანების „ცოცხლად“ პოვნის შანსი თითქმის არ არსებობდა. ნაწილებით კი როგორ გაიგებდი, რომელი რომლის იყო. თუმცა, საქმე „ცეკას“ თანამშრომლებს ეხებოდა და დავტრიალდით.

უპირველესად შემთხვევის ადგილი დავათვალიერეთ და ახალგაზრდა დარაჯი დავაკავეთ, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ უდანაშაულო იყო. მართალი გითხრათ, ის დარაჯი არც მიმაჩნდა დამნაშავედ და ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არ დავაკავებდი, მაგრამ ასე გადაწყვიტა უფროსობამ.

ადგილს, საიდანაც მანქანები მოიპარეს, მაღალი ღობე ჰქონდა შემოვლებული და რაც მთავარია, იმ ტერიტორიაზე ოთხი უზარმაზარი მამალი ნაგაზი იყო გაშვებული, რომლებიც მხოლოდ დარაჯს ემორჩილებოდნენ და ეჭვიც ამიტომ გაგვიჩნდა. როგორც დარაჯი ყვებოდა, იგი ნიღბიანებმა გაკოჭეს და მანქანები ისე მოიპარეს. იმას კი, თუ რატომ არ ჰქონდათ ძაღლებს რეაქცია, ვერაფრით ხსნიდა.

ქურდობიდან ორი კვირის მერე, სიმართლე გითხრათ, ქურდები შემთხვევით დავაკავეთ. თან, გაგვიმართლა და ორივე მანქანა მთელი და ხელუხლები აღმოჩნდა. სულ სამნი იყვნენ და ერთი ტანმორჩილი მეთაური ჰყავდათ, მეტსახელად „ჯუჯა“. მან ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ გააჩერა ძაღლები, გვითხრა:

– ქალითა, უფროსო, ქალითა.

– რა ქალითა, – შევუღრინეთ "ჯუჯას", – დროზე მოყევი, თორემ სეირს გიჩვენებთო.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, "ჯუჯა" შემთხვევის ადგილზე წავიყვანეთ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად და როგორც მოითხოვა, ერთი დედალი ძაღლი, ჯოხი და ჩვარი მივეცით. მან კი, ჩვარი ჯოხზე დაახვია, შემდეგ ძუკნას საშოში ამოუსვა და კბილებდაკრეჭილ ნაგაზებს გადაუგდო. მოხდა სასწაული და ნაგაზები ჩვარს დაესივნენ, არ შორდებოდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, ირგვლივ რა ხდებოდა.

– კი, უფროსო, ასე გავთიშე ეს ვერანები და მანქანები რომ მიგვყავდა, ჩვენკენ არც კი გამოუხედავთ, ჩვარს ვერ შორდებოდნენ, – გვიპასუხა "ჯუჯამ".

მართლაც საოცრება იყო, რაც ვიხილეთ, თურმე ქალის სურნელი არც დაგეშილ ნაგაზებს ტოვებს გულგრილად“.




 ახალი ამბები
  • იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი დააკავესპოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...