"ზაპოროჟეცის" გამტაცებელნი

ზაფრანი

"ზაპოროჟეცის" გამტაცებელნი

2016 თებ 27 17:29:47

დღეს მორიგ სახალისო ამბებს შემოგთავაზებთ და სიტყვას ქართველ სამართალდამცველებს გადავცემ. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ ნიკა საჯაიას გადავცემ, რომელიც ერთი ხანობა მოსკოვში მუშაობდა და ერთ ჩვეულებრივ დღეს თავს "არაჩვეულებრივი" ისტორია გადახდა.

"მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დამდეგს მოსკოვის „გაიში“ ვმუშაობდი, ასეულს ვმეთაურობდი და მარჯვენა სანაპიროს ნახევარი ჩემს დაქვემდებარებაში იყო. რიგით მეოთხე საგუშაგოს ლეიტენანტი სევა მოროზოვი ხელმძღვანელობდა. ის 25 წლის რუსი გოლიათი იყო, ზედმიწევნით ასრულებდა შინაგანაწესს. მისი შეუპოვრობის, თუ გნებავთ, გულუბრყვილობისა და სიბრიყვის შესახებ მოსკოვის "გაიში" ლეგენდები დადიოდა. მთლიანობაში კი, სევა დადებითი პიროვნება იყო და პატივს ვცემდი.

ერთი პერიოდი, „გაიშნიკებს“ იარაღის ტარება აგვიკრძალეს და ცარიელი "კაბურებით" დავდიოდით, რომელიც მხოლოდ ფორმის შემადგენელი ნაწილი იყო.

თებერვლის ერთ სუსხიან დღეს ტრასაზე გადმოგვცეს, რომ თეთრი ფერის გატაცებული „ზაპოროჟეცი“ იძებნებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, შეიარაღებული ბოროტმოქმედების ხელში იმყოფებოდა. ჩვენ პატრულირება გავაძლიერეთ, ყველა მსგავს მანქანას ვაჩერებდით და ვამოწმებდით. მე ტრასაზე ვმოძრაობდი და როდესაც მეოთხე საგუშაგოს ჩავუარე, სადაც სევა მორიგეობდა, უჩვეულო სცენის მოწმე გავხდი. სევა ორი ხელით იყო ჩაფრენილი თეთრი ფერის „ზაპოროჟეცს“, მანქანის უკანა მხარე ჰაერში ჰქონდა აწეული და ხელს არ უშვებდა. სანამ მე ჩემი მანქანიდან გადავედი და სევასთან მივირბინე, მან „ზაპოროჟეცი“ სანაპიროს კიბეებთან მიაგორა და მგზავრებიანად ერთად მდინარე მოსკოვის გაყინულ წყალში გადაუძახა.

– სევა, სევა, რა მოხდა? – ყვირილით მივვარდი გააფთრებულ ლეიტენანტს. ის ჩემკენ შემობრუნდა, თვალები აუცრემლდა და ჩაიკეცა.

დავხედე სევას და შევნიშნე, რომ შინელი წითლად ჰქონდა შეღებილი. სევა მუცელში იყო დაჭრილი. სასწრაფოდ საავადმყოფოში გავაქანეთ და ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს. სევას რვა ტყვია ჰქონდა სხეულში მოხვედრილი, ოთხი ამოუღეს, ოთხი კი გამჭოლი აღმოჩნდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავის საგუშაგოზე მარტო მყოფ სევას „ზაპოროჟეცი“ გაუჩერებია და სამი ბოროტმოქმედიდან ერთ-ერთს მისთვის მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნია, მერე კი მიმალვა უცდიათ მანქანით. მაგრამ, მძიმედ დაჭრილმა სევა მოროზოვმა თავისი გოლიათური ძალის წყალობით, მანქანა უკნიდან ასწია და თავის მგზავრებიანად, ჩემ თვალწინ გადაყარა წყალში.

ბოროტმოქმედები, რა თქმა უნდა, დავაკავეთ. ისინი გაასამართლეს, სევამ კი უფროსი ლეიტენანტის წოდება და ფულადი პრემია მიიღო".

ნაბა მომეცით უმცროსი ლეიტენანტი ვარლამ ტლაშაძე წარმოგიდგინოთ. ერთხელ ბატონმა ვარლამმა თავი "განსაკუთრებულად" გამოიჩნა. ამ "შემთხვევას" პოლკოვნიკი სანდრო ერაძე მოგვიყვება.

"ჩვენს ქვეგანყოფილებაში ერთი უმცროსი ლეიტენანტი მუშაობდა, ვინმე ვარლამ ტლაშაძე. დიდი ინტელექტითა და გამჭრიახობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ „რკინის მარწუხები“ ჰქონდა. თუკი ვინმეს ჩაავლებდა, ბოლომდე არ მოეშვებოდა და, რომ იტყვიან, ქვასაც კი გამოადენდა წვენს. ამიტომ ტლაშაძეს ძირითადად ამ მიზნისთვის იყენებდნენ და ყველა იმ პატიმარს, ვინც არ ტყდებოდა, მასთან აგზავნიდნენ. მას ერთი „საფირმო ნომერი“ ჰქონდა. დაკავებულს უზარმაზარ, ცეცხლგამძლე სეიფში ამწყვდევდა. შემდეგ გასაღებით კეტავდა და გასაღებითვე გარედან უკაკუნებდა რკინას. ეს კი იმდენად ძლიერად მოქმედებდა სეიფში გამომწყვდეულზე, რომ მაქსიმუმ, 10 წუთის შემდეგ, ყველანი ტყდებოდნენ და ჩვენებას იძლეოდნენ.

მე და ტლაშაძე ერთ კაბინეტში ვისხედით. თუმცა, მის დაკითხვას არასოდეს ვესწრებოდი, ყოველთვის გარეთ გავდიოდი.

ერთ დილას მე და ტლაშაძე კაბინეტში ვსხედვართ და იმაზე ვბჭობთ, როგორი იქნება ჩვენი მილიციის ახალი უფროსი, რომელიც იმ დღეს პირველად უნდა მოსულიყო სამსახურში.

უცებ ტლაშაძეს ვიღაცამ დაურეკა და საუბარი რომ დასრულდა, მითხრა:

– სამძებროს უფროსმა ერთი კაცის დაკითხვა დამავალა ჩემებურად. შენ მაინც არ ჩერდები აქ, ბარემ  წადი მასთან და ის კაცი აქამდე მოაცილე. შენ კი, ნუ შემოხვალ და უკან გაბრუნდი.

მე ავდექი და სამძებროს უფროსის კაბინეტში წავედი. ის კაცი იქ დამხვდა, მაგრამ სამძებროს უფროსმა თხუთმეტი წუთით გამაჩერა და მხოლოდ ამის შემდეგ გამატანა დასაკითხი ობიექტი ტლაშაძესთან. კაბინეტთან რომ მივედი, გამახსენდა, სიგარეტი რომ დამრჩა და პირველი შევედი ოთახში. ტლაშაძე სეიფთან იდგა და გასაღებით უკაკუნებდა რკინაზე. სეიფის შიგნიდან კი ენით აუწერელი გინება და ყვირილი გამოდიოდა. ვარლამმა რომ დამინახა, მითხრა:

– კერკეტი კაკალი ჩანს შენი მოყვანილი კაცი. აგერ უკვე 20 წუთია "ვაკაჩავებ", მაგრამ არ ტყდება.

– ვის "აკაჩავებ"? ის, ვინც უნდა დაკითხო, გარეთ გელოდება.

ერთი სიტყვით, გაფითრებულმა ტლაშაძემ სეიფი გააღო და იქიდან შეძრწუნებული ჩვენი მილიციის ახალი უფროსი გამოიყვანა.

ახალ  უფროსს, თურმე, ტლაშაძის ოთახში შეუხედავს. მან კი ხელი სტაცა, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოდპოლკოვნიკი სეიფში შეაგდო და გულწრფელ აღიარებას სთხოვდა.

ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ახალმა უფროსმა ტლაშაძე სამსახურში დატოვა".

ჩვენი მომდევნო რესპონდენტი პოლკოვნიკი მიშა სირაძეა, რომელიც ერთ ქუთაისურ "კრიმინალურ" ამბავს მოგვიყვება.

"მილიციაში გადასვლამდე ერთი წელი ციხეში ვიმუშავე და ქუთაისის საპყრობილის ზედამხედველი ვიყავი. ჩემს მოვალეობაში შედიოდა შემემოწმებინა პატიმრებთან მოსული მნახველები პირადად და მათი ბარგიც. სულ რაღაც 2 კვირის დაწყებული მაქვს მუშაობა და მეწყვილესთან ერთად შემოწმებას ვახორციელებ. თითქმის 100 კაცი მყავდა შემოწმებული და ძალიან დავიღალე. ამ დროს ერთი მსუქანი კაცის ჯერი დადგა, რომელსაც ორი უზარმაზარი ჩანთა ჰქონდა თან. ჩანთები შევამოწმე, შემდეგ თვითონ ის კაციც შევამოწმე და საეჭვო რომ ვერაფერი ვუნახე, წასვლის უფლება მივეცი. ჩემმა მეწყვილემ კი, რომელსაც ციხეში მუშაობაში ჰქონდა მოჭრილი ჭიპი, იმ კაცს ალმაცერად შეხედა. შემდეგ მომიხმო და მითხრა:

– მიშაია, ბიჯო, მაგი მსუქანი „ტორპედოზე“ შეამოწმე, მასეთები „ტორპედოთი“ შედიან ხოლმე ციხეში და მაგასაც არ ჰქონდესო.

ჯერ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა „ტორპედო“ და ვკითხე, რას ნიშნავს-მეთქი. მას კი გაეცინა და განმიმარტა:

– "ტორპედო", ჩემო მიშაია, უკანალში შეტენილი აკრძალული ნივთებია და იცი, როგორ უნდა შეამოწმო? რომ გააშიშვლებ, უნდა ჩაიკუზოს და რამე თუ აქვს, გამოვარდებაო.

რას ვიზამდი, ის მსუქანი კაცი გავაშიშვლე და ვუთხარი, ჩამჯდარიყო, თან მე და მეწყვილე ყურადღებით ვაკვირდებოდით მის უკანალს... უცებ, მსუქანას უკანალიდან ცეცხლი გამოვარდა, გასროლის ხმა გაისმა და რადგან მეც ჩაკუზული ვიყავი, ტყვიამ მარცხენა საფეთქელთან ჩამიარა. ჩემს მეწყვილეს კი, რომელიც ფეხზე იდგა, ტყვია მარჯვენა წვივში მოხვდა და დაჭრა... მსუქანს ციხეში პატარა პისტოლეტი შეჰქონდა ერთ-ერთ პატიმართან, რომელიც გაქცევას გეგმავდა და მოულოდნელმა გასროლამ ეს განზრახვა აღკვეთა“.

დღევანდელ "მოგონებებს" ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ პეტროვი დაასრულებს.

"რუსული წარმომავლობისა და გარეგნობის მიუხედავად, ტრადიციულ ქართულ ოჯახში ვარ აღზრდილი და, როგორც მე, ასევე ჩემი წინაპრები, თავს ქართველებად მივიჩნევთ. სამეგრელოში დავიბადე, იქ ვიზრდებოდი და, გასაკვირი არ არის, რომ მეგრული წყალივით ვიცი.

ერთხელ თბილისიდან ლენინგრადში მივემგზავრებოდი სამსახურებრივ საქმეებზე მატარებლით. იარაღი თან მქონდა, მაგრამ სამოქალაქო ტანსაცმელი მეცვა. ოთხადგილიან კუპეში ზედა საწოლი იყო ჩემი და მატარებლის გასვლამდე ოცი წუთით ადრე დავიკავე ჩემი ადგილი. ცოტა ხანში დანარჩენი მგზავრებიც გამოჩნდნენ – სამი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომლებიც მეგრულად საუბრობდნენ. დაიძრა თუ არა მატარებელი, ბიჭებმა სუფრა გაშალეს და მეც დამპატიჟეს, თან რუსულად გამომელაპარაკნენ.

– ლენინგრადელი ვარ და სახლში ვბრუნდები-მეთქი, – ვუთხარი.

– ჩვენ კი მეგრელები ვართ, – სიამაყით მითხრეს მათ, – სოჭში მივდივართ დასასვენებლად.

მე ორი ჭიქა დავლიე, შემდეგ ბიჭებს მოვუბოდიშე და დასაძინებლად დავწექი. მათ პროტესტი არ გამოუთქვამთ და ქეიფი განაგრძეს, თან თავიანთ მომავალ საქმეებზე საუბრობდნენ მეგრულად.

თბილისი-ლენინგრადის მატარებელი 12 საათი ჩერდებოდა ადლერში და მხოლოდ შუაღამეს გადიოდა. ბიჭები ადლერში ჩავიდნენ. გავისტუმრე თუ არა ისინი, მეც ჩავედი და სოჭის მილიციის სამმართველოს მივაშურე. მერე ჩემს კოლეგებთან ერთად სასტუმრო „ჟემჩუჟინაში“ წავედით და ჩავუსაფრდით.

უკვე საღამოს 7 საათი სრულდებოდა, როდესაც "ჟემჩუჟინაში" ის სამი ბიჭი შემოვიდა. ისინი სასტუმროს მეოთხე სართულზე ავიდნენ და ერთ-ერთ ნომერში შევიდნენ. ჩვენ მათ უკან მივსდიეთ და იმ დროს ავიყვანეთ, როდესაც ნომრიდან გამოდიოდნენ. უკან შევაბრუნეთ და ხელბორკილები დავადეთ. ხოლო, როდესაც მათი სპორტული ჩანთა გავხსენით, იქ 450 ათასი მანეთი აღმოვაჩინეთ. სასტუმროს ნომერში პირში ჩვარჩაჩრილი, გაკოჭილი კაცი ეგდო, ეს თანხა სწორედ მას წაართვეს მძარცველებმა. გაირკვა, რომ ის კაცი მსხვილი სპეკულანტი იყო და სოჭიდან თბილისში ფული უნდა ჩამოეტანა. იმ ბიჭებმა კი იცოდნენ ეს ამბავი, მას სასტუმროს ნომერში დაადგნენ და გაძარცვეს. რომ არა მათი ლაყბობა და ჩემი მეგრულის ცოდნა, მათ ეს ფული შერჩებოდათ – ვერც მძარცველებს შევიპყრობდით და ვერც სპეკულანტს".




 ახალი ამბები
  • „გთხოვთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა"_ ილია მეორესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: – ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის ... ...
  • პირველი ახალშობილი კომენდანტის საათებში შემოქმედელ ოჯახს შეეძინა იოვანე ჩხარტიშვილი პირველი ახალშობილია, რომელიც კომენდანტის საათის პირობებში დაიბადა. 31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი RAV4-ის მარკის ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო დროის მოგება… ფეხმძიმე ქალბატონმა კლინიკაში მიყვანიდან მალევე იმშობიარა. 31-ში გვიან ღამით კომენდანტის პირველივე საათებში აჭარაში პირველი ბიჭი – იოვანე ჩხარტიშვილი დაიბადა. იოვანეს სახლში, სოფელ შემოქმედში უფროსი და, 2 წლის მარიამი ელოდება. ზურაბ ჩხარტიშვილს სამშობიაროს ეზოში აჭარის საპატრულოს თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ და მამამ პირველი მილოცვებიც მათგან მიიღო. ... ...
  • Euronews-მა გიგი წერეთლის სტატია გამოაქვეყნაEuronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება. „კორონავირუსით გამოწვეული  კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე   მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია  დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს  სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა,    ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების  გვერდზე გადადებით. მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ  რეაგირებაზე და  უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად,   უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი  უნდა იყვნენ ამ კრიზისულ  პერიოდში. პარლამენტები რჩებიან ერთერთ  მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან.  ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ  საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის  ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა  საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი,  რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია."-აცხადებს გიგი წერეთელი. „დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ.  ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას,  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ,  რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ  საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს  პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე  და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!" - ნათქვამია ... ...
  • ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ. პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე ... ...
  • "ბუხრის ხანძარი"_ რა ხდება ბუკისციხეშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის მაცხოვრებლის, კახა კალანდაძის სახლში მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. როგორც „გურია ნიუსს“ სახანძრო-სამაშველო სამსახურში განუცხადეს, მდგომარეობა საშიში არ არის. „ბუხრის ხანძარია. საკვამლე სისტემა არ დამწვარა. საგანგაშო არაფერი არ არის“,_ გვითხრეს სახანძრო-სამაშველო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...