როგორ მივაღწიოთ სასურველ წონას

ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ სასურველ წონას

2016 აპრ 26 19:37:39

1. დღეში 8-9-ჯერ მიირთვით სხვადასხვა სახის უმი ხილი და ბოსტნეული. თუ ბოსტნეულის უმად ჭამა გაგიჭირდათ, ორთქლზე მოამზადეთ.

2. რაციონში ჩართეთ მეტი მარცვლეული, რადგან ეს პროდუქტი შეიცავს ორგანიზმის აუცილებელ მინერალებსა და მრავალ სასარგებლო ნივთიერებას.

3. სისტემატურად გაიზომეთ თანაფარდობა როგორც წელისა და თეძოების გარშემოწერილობას, სიმაღლესა და წონას შორის; აგრეთვე, აკონტროლეთ ორგანიზმში არსებული ცხიმების პროცენტული რაოდენობა. თუ მონაცემები ნორმას აჭარბებს, ესე იგი, დროა, დიეტა დაიწყოთ.

4. გამოთვალეთ პირადად თქვენთვის საჭირო კალორიების რაოდენობა. თუნდაც ოდნავ მომატებული წონა უკვე იმის სიგნალია, რომ შეამციროთ საკვების მიღება.

5. შეიძინეთ სამზარეულოს სასწორი და დანაყოფებიანი მენზურიანი ჭიქა; ინტერნეტიდან ამოიწერეთ პროდუქტების კალორიულობა და გაითვალისწინეთ ყოველი კვებისას.

6. გამოიყენეთ დაბალი გლიკემური ინდექსის მქონე ნახშირწყლები. ასე შეძლებთ, ნაკლები რაოდენობის საკვებით დანაყრდეთ, თანაც, მალე აღარ მოგშივდებათ.

7. რაციონის შესავსებად მიიღეთ ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები, მაგრამ, ამის შესახებ აუცილებლად წინასწარ მიიღეთ რჩევები ექიმისგან.

8. აუცილებლად მიიღეთ ორგანიზმისთვის საჭირო მაკრო-და მიკრონუტრიენტები. მოერიდეთ ახალმოდურ დიეტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება თანამედროვე მედიცინის მიღწევებს.

9. ტკბილი გაზიანი სასმელების ნაცვლად სვით მწვანე ჩაი, ახალგამოწურული წვენები, კომპოტები, კისელი, ჩვეულებრივი სასმელი წყალი, გაზგასული მინერალური წყლები, უცხიმო რძემჟავა სასმელები.

10. კარგად გამოიძინეთ. კარგი განწყობისთვის და წონის გასაკონტროლებლად აუცილებელია დღე-ღამეში 7-8 საათი ძილი.

11. უარი თქვით ტრანს-ცხიმებზე. ეცადეთ, მიიღოთ მხოლოდ მცენარეული არარაფინირებული ცხიმები.

12. შეავსეთ თქვენი მენიუ ორგანული პროდუქტებით: ხორცით, რძის პროდუქციით, ბოსტნეულითა და მარცვლეულით.

13. დაკავდით სპორტით. ეს ხელს უწყობს კალორიების დაწვას და, ცხიმების დაგროვების ნაცვლად, ზრდის კუნთოვან მასას.

14. ნაკლებად მიირთვით საქონლისა და ღორის მუქი წითელი ფერის  ხორცი.

15. მენიუდან ამოიღეთ ძეხვეული და პურ-ფუნთუშეული.




 ახალი ამბები
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...
  • "სახელმწიფო წარმოუდგენლად ულმობელია ჩვენ მიმართ!"ოზურგეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი _ აზა ჩაფიძე და გოგი კიღურაძე, საკუთარი სახლის ავარიული მდგომარეობის გამო, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა, ცხრა წლის წინ, სოფელ ლიხაურში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მათ სახლის მეპატრონემ პირველი სართული დაუთმო საცხოვრებლად. მეორე სართული კი დღემდე დაკეტილია და როცა ზაფხულობით დედაქალაქიდან სოფელში ჩადიან, თავად სარგებლობენ. როგორც აზა ჩაფიძე გვიამბობს, მათი გასაჭირი სათავეს შორიდან იღებს და ამის გამო ყოველთვის ჰქონდათ სოციალური დახმარება. მაშინაც კი, როცა საცხოვრებლად ლიხაურში გადავიდნენ. თუმცა, სამი წლის წინ, მოულოდნელად დახმარება შეუწყვიტეს. _ ეზოში ამ ოჯახის მფლობელის ძველი "ჟიგული" იდგა, დაჟანგული და გაოხრებული. თავიდან არ მიუჩნევიათ ეს პრობლემად. მერე კი ამიხირდნენ, შენიაო. ამიტომ მოგვივიდა 80 ათასი ქულა. მივდექ-მოვდექი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სასწაული ის არის, რომ გაზი ჩვენ არ გვაქვს და მაცივარი, მხოლოდ ერთი პატარა "პლიტა" გაგვაჩნია. შეშის ღუმელით ვთბებით. დახეულ-დაგლეჯილი ლინოლეუმითაა მოფენილი ცემენტის იატაკი. თხილი კი არის ამ საკარმიდამოში, მაგრამ მიაქვს პატრონს. სახლში უსასყიდლოდ შემოგვიშვა და ახლა მოსავალსაც მე ხომ არ მაჩუქებს?! მანქანებიც ჰყავთ, შემოსავალიც აქვთ, საკუთარ სახლშიც ცხოვრობენ და დახმარებასაც იღებენ. ცოტაა ასეთი? გამოდის, რაც უფრო გაჭირვებული ხარ, მით უფრო სასტიკი ხდებიან. სახელმწიფო ულმობელია ჩვენ მიმართ _ ამას სხვა არაფერი ჰქვია! _ გვეუბნება აზა ჩაფიძე.  აზა ჩაფიძეს და გოგი კიღურაძეს ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც ხარაგაულშია გათხოვილი. იგი, ორი მცირეწლოვანი შვილით, თავადაც ხელმოკლედ ცხოვრობს და არათუ მშობლების დახმარება, საკუთარი თავის რჩენაც უჭირს. _ როცა სტუმრად ჩამოდიან შვილი და შვილიშვილები, ღამის გასათევად ჩემს ძმასთან ვგზავნი. აქ მხოლოდ ორი ოთახია, რითაც ვსარგებლობთ. ისიც ისე მოუხერხებელია, ბავშვებს კი არა, დიდებს გვიჭირს ყოფნა. სამუშაო რომ იყოს, მაგათ შევეხვეწები?! დღიურად სამუშაო თუ გამოჩნდება, კი დავდივართ, მაგრამ სისტემატურად არ არის. ათასში ერთხელ რომ 30 ლარს აიღებ, რამდენს უნდა ამყოფინო? _ გვიამბობს ქალბატონი აზა და იხსენებს, როგორ გამოესარჩლნენ მეზობლები, როცა სოციალურმა აგენტმა ოჯახის მფლობელის უვარგისი, მდგომარეობიდან გამოსული "ჟიგული", კიღურაძეების საკუთრებად ჩათვალა და დეკლარაციაში შეიტანა. _ არავის დაუჯერეს, თქვენიაო, _ გვიმტკიცებდა აგენტი. აშკარა იყო, გეგმა ჰქონდა შესასრულებელი, რომ დახმარებები გაეუქმებინა და ჩვენ ყველაზე დაუცველი საკბილო გვანახა, _ ამბობს ის. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის უფროსი თეა ლომჯარია, "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ კიღურაძეების ოჯახის ინტერესი არავის აქვს: _ აგენტები საფუძვლიანად ამოწმებენ სოციალურად დაუცველის მდგომარეობას და მის დახმარებას ცდილობენ. აზა ჩაფიძეს უნდა გაეკეთებინა სოფლის გამგებელთან ცნობა, რომ ეს მანქანა მისი არ არის. ამ მომენტისთვის, ქულის მინიჭებიდან ერთი წელი არ არის გასული. მათ მინიჭებული აქვთ 175 ათასი ქულა. ამიტომ უნდა წარმოადგინონ ცნობა, რადგან დეკლარაციაში ეს მანქანა მათ საკუთრებად არის მინიშნებული. ინფორმაცია მეზობლებისგანაც არის აღებული. უბრალოდ და ზერელედ არ ხდება დეკლარაციის შევსება. ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით, როცა სათანადოდ ექნება ეს ყოველივე მოწესრიგებული, _ ამბობს თეა ლომჯარია. _ რომელ მანქანაზეა საუბარი, ჯართზე, რომელიც ჩვენი არასდროს ყოფილა? ვინ თქვა, რომელმა მეზობელმა, რომ ჩვენია? პირიქით, აგენტთან გვიცავდნენ მეზობლები. ჩემს მეუღლეს მართვის მოწმობაც არასდროს ჰქონია, არც საჭესთან მჯდარა არასოდეს! ამას არ იტყვიან ახლა, ვერ გავამხელთო კონფიდენციალურიაო, მოგვიშორებენ. მათი მოგონილია და იმიტომ, თორემ ხვალვე წამოვალ სააგენტოში, თქვენთან ერთად. რა უნდოდა მაგის გაგებას, რომ ჩვენი არ იყო? სხვის სახლში ვართ შეხიზნული. მაშინ ისიც დაამტკიცონ, რომ ეს სახლი ჩვენია და ვიტყუებით. როგორც ის მანქანაა ჩვენი, ისეა ეს სახლიც ჩვენი. ესეც ჩაეწერათ ბარემ დეკლარაციაში. თუ ყოველგვარი საბუთის გარეშე მანქანაზე ამტკიცებენ, რომ ჩვენია, მაშინ ამ სახლზეც ემტკიცებინათ _ რა განსხვავებაა?! ასეთი უგულობა საიდან მოდის?! მანქანა რომ ჰყავს და დახმარებაც აქვს, ასეთი საკმაოდ ჰყავთ _ ეს ჩემზე უკეთ არ იციან? კარგი დასაჩაგრი გვნახეს და სადღაც გეგმის შესრულება ჩაეწერა მაგათ... თავს ვერ ვირჩენთ, მანქანას კი არა. მართლა რომ გვყავდეს, დღესვე გავყიდით, _ ტირილით გვითხრა აზა ჩაფიძემ. "გურია ნიუსი" ყველა დეტალს, რაც კიღურაძეების ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას, მანამდე კი დეკლარაციის შევსებას შეეხება, თვალს ... ...
  • პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“- თბილისის საკრებულოსთან აქციაზე ურნა მიიტანესდედაქალაქის საკრებულოსთან, მოძრაობა ,,შეცვალეს" წევრებმა ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიანი სტიკერები გააკრეს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ურნის მოტანა სიმბოლურია, მალე ამ ურნაში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები აღმოჩნდება. „ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო, მონებო“. აქციის მონაწილეები, ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე დეპუატების საკრებულოდან გარიცხვას და მმართველი პარტიის რიგების დატოვებას ითხოვენ. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკრებულოს თავმჯდომარესთან შესახვედრად , საკრებულოს შენობაში შევიდნენ, თუმცა ისინი მალევე უკან დაბრუნდენ, რადგან, როგორც მათ განაცხადეს გიორგი ტყემალაძესთან შესახვედრად არ შეუშვეს. ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მართველი პარტიის დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ... ...
  • კობახიძე: ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი„გუშინ და დღეს დილიდან  ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან და ჩვენი გეგმა არის ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით,  საკითხი გამოდის დღეს პლენარულ სესიაზე და ჩვენ ერთად დავაყენებთ ამ საკითხს სესიის ფორმატში",- ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი განცხადება გაკეთდება ლატვიის დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდება, რასაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაუჭერს მხარს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად. „ჩვენ ამ ფორმატს და ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩენს კოლეგებს და მეგობრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეგიონების ოკუპაციასთან, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან. ჩვენ გვექნება ასევე საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან. ეს პლატფორმა იქნება ძალიან აქტიურად გამოყენებული ამ ყველაფრისთვის",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...