"მე თქვენ გაჩვენებთ, წესრიგს ახლავე დავამყარებ"

ზაფრანი

"მე თქვენ გაჩვენებთ, წესრიგს ახლავე დავამყარებ"

2016 ივლ 9 15:44:19

პოლიტიკური ბატალიების გარდა ჩვენს დეპუტატებს კომიკური მომენტებიც ჰქონიათ. დღევანდელ წერილში რამდენიმე საპარლამენტო - კურიოზულ შემთხვევას გავიხსენებთ.

თანამემამულე პარლამენტარ მამაკაცებს სამუშაო საათებში ალკოჰოლის მიღება გადაჭარბებულად უყვართ. ალბათ ამ მანკიერ თვისებას უნდა დავაბრალოთ, რომ პარლამენტი ზოგჯერ აბსურდულ და გაუმართლებელ კანონებს ღებულობს.

ირაკლი ბათიაშვილი იხსენებს:

"საგაზაფხულო სესიის ბოლო დღე იყო, მახსოვს, გვიან ღამემდე იყო რაღაც საკითხების განხილვა. ეტყობა, იმდენად გადაღლილები იყვნენ ზოგიერთი ჩემი კოლეგები, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, რომ თან მოშივდათ, თან მოსწყურდათ. მოვიხედე უკან და ვხედავ, რაღაცა პატარა „ზაკუსკა“ აქვთ მოტანილი, სუნიც მეცა, საკმაოდ მაღალი ხარისხის სასმელი იყო, თუ არ ვცდები, ვისკი. მოდიო, მეძახდნენ, მაგრამ მე არ შევუერთდი. ცოტა იქით გადავჯექი. მერე, მოღალატეო - მეძახდნენ. თვითონ კარგ ხასიათზე იყვნენ. დიდი ჟივილ-ხივილი იყო. უცბად მოიყარეს თავი სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გამეტებით აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ ერთმანეთს. მაგრამ იქ სრული იდილია სუფევდა".

თავის დროზე ეს ინციდენტი გახმაურდა და კოლეგა დეპუტატების დაცვა პარლამენტის იმდროინდელ ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს მოუწია.

ბატონმა გიგიმ კოლეგების რეპუტაცია დაიცვა და მასმედიის წარმომადგენლები დაარწმუნა, მსგავს შემთხვევას ერთადერთხელ ჰქონდა ადგილიო. თან ისიც დაამატა, რომ ის "ისტორიული" მიპატიჟება არც მან მიიღო.

თავად გიგი წერეთელმა ზართან დაკავშირებული კურიოზი გაიხსენა. ცნობისათვის: ზარის რეკვა მთავარი იარაღია სპიკერისთვის დეპუტატების დარბაზში მოსახმობად. ჰოდა, ერთ-ერთ სხდომაზე, როცა წერეთელი აქტიურად რეკავდა ზარს, დეპუტატები შემოსვლის მაგივრად მასობრივად გადიოდნენ დარბაზიდან. ვიცე-სპიკერმა კოლეგებს ასე მოუწოდა: "ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს სკოლის ზარი კი არ არის, რომლის დროსაც უნდა გახვიდე".

ეტყობა, ეს ზარი მათში აღძრავდა ძალიან სასიამოვნო ბავშვურ და სკოლის დროინდელ ასოციაციებს. ამიტომ შევთავაზე: მოდით, ზარს დავანებებ თავს და სირენას დავაყენებ-მეთქი.

ვიცე-სპიკერმა ერთი კურიოზიც გაიხსენა. ვახტანგ რჩეულიშვილმა თვითნებურად რომ დაიკავა სპიკერის სავარძელი, როცა სხდომა ელდარ შენგელაიას უნდა წაეყვანა. გიგი წერეთელი მოგვიანებით აპირებდა მისვლას, როცა მანქანის რადიოში ჩხუბი ჩაესმა: "თქვენ ვინ მოგცათ სხდომის წაყვანის უფლება", "ჩამოდით ტრიბუნიდან", "მე თქვენ გაჩვენებთ, წესრიგს ახლავე დავამყარებ" და ა.შ. ამ წივილ-კივილში დაბნეულმა ვიცე-სპიკერმა მანქანა სასწრაფოდ მოაბრუნა და პარლამენტისკენ გაეშურა. მთელ ამ გაუგებრობაში ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ რჩეულიშვილი აცხადებდა, გიგი ავად არის, ალბათ, ერთი-ორი წელიწადი ვეღარ მოვა პარლამენტში, მე აქ უნდა ვიყო და უნდა გასწავლოთ ჭკუაო. ამ ამბავში იყო რჩეულიშვილი, როცა ხმალამოღებული გიგი წერეთელი დარბაზში შევარდა, სიტყვებით: "არ მელოდით ხომ!" დარბაზში ტაში გაისმა, მთავარ სოციალისტს კი დიდად არ გახარებია მოვლენების ასე განვითარება და "პოსტის" დატოვება.

პარლამენტარმა სანდრო ბრეგაძემ კობა ამირხანაშვილის ცუღლუტობის ამბავი გაიხსენა:

„ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, ღამის 3 საათი იყო, მიკროფონები დაიკარგა. როდესაც მივიდა, აღარ მახსოვს, გია ბარამიძე თუ კობა დავითაშვილი სასაუბროდ, მიკროფონები აღარ იყო. ნუ, ქალბატონი ნინო აღშფოთდა, დაიწყეს მიკროფონების ძებნა, მერე, როგორც გაირკვა, კობა ამირხანაშვილის წაღებული იყო“.

აი, ბატონი გურამ შარაძე კი კოლეგა დეპუტატების მიბაძვამ თავის დროზე ცუდ დღეში ჩააგდო. როგორც გაირკვა, ის არ სვამდა კონიაკს, ყავას და არ ეწეოდა სიგარეტს. ერთ პატივცემულ საზოგადოებაში, უფრო ზუსტად კი - პარლამენტის ბანკეტზე, სადაც უცხოელებიც იყვნენ, როგორც თავად ბატონი გურამი იხსენებდა, კარგ ტონად ითვლებოდა ამ ყველაფრის ერთად მიღება, სთხოვეს, თავი არ მოგვჭრა, ამ ერთ დღეს მაინც დაარღვიე ტრადიცია, შემოგვიერთდიო. ჰოდა, შარაძემაც „გაწირა“ თავი, მაგრამ „ვაი, შენს გურამს, ნახევარ საათში გავიშხლართე“. ოღონდ სად, შარაძეს არ დაუკონკრეტებია. ასე ძვირად დაუჯდა თავის მოჩვენება - ქართველები „სვეტსკები“ და ნამდვილი ევროპელები ვართ.

ადამიანის უფლებათა დამცველ ნანა ბიჭიაშვილს თავს გადახდენილი კურიოზები კოლეგა თამაზ გიორგაძეს უკავშირდება. აი, ერთი მათგანი: როდესაც ისინი ჯანდაცვის კომიტეტში ერთად მუშაობდნენ, იყო ასეთი ტრადიცია - დღესასწაულებზე „ფართებს“ აწყობდნენ. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ნანა ბიჭიაშვილმა უარი თქვა და საოჯახო საქმეები მოიმიზეზა. „დავიწყე დილას ყველაფერი ერთად, სადილს ვაკეთებ, იქ რაღაცას ვრეცხავ. რეკავს ტელეფონი: ქალბატონო ნანა, ზურაბ ჟვანიას მისაღებიდან გირეკავთ, თუ შეგიძლიათ და თუ დრო გაქვთ, ბატონ ზურაბს უნდა თქვენთან საუბარი. ნუ, ახლა პარლამენტის თავმჯდომარეა. ვიცვამ და სასწრაფოდ გავრბივარ. თორმეტ საათზე ვარ დაბარებული, არ შემიძლია დაგვიანება. პაემანზეც კი ადრე მივდიოდი თავის დროზე. თორმეტს აკლია ათი წუთი. ჟვანიას მისაღებში ახალგაზრდა ბიჭი ზის, მეც დავჯექი. ვფიქრობ, ნეტა სახეზე მცნობს თუ არა. გახდა 12 საათი. ეს ბიჭი არაფერს ამბობს, არც მე. ტელევიზორს ვუყურებთ. გახდა პირველის ათი წუთი. ბოლოს როგორც გაირკვა, ბატონი ზურაბი თბილისში საერთოდ არ იყო, წინა დღეს გაფრენილიყო შტატებში და ათ დღეში იქნებაო. აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებიდან არც არავის დაურეკავს.

დერეფანში მიმავალ გაბრაზებულ ნანა ბიჭიაშვილს თამაზ გიორგაძე შეხვდა, უთხრა, რაც გადახდა და სთხოვა, იქნებ მანქანით გამიყოლოო. როცა მანქანიდან გადადიოდა, მაშინ უთხრა გიორგაძემ - რომ არ წამოხვედი, წადი ახლა და აკეთე სადილები და ალაგე სახლიო.

ბატონი მამუკა არეშიძე, დაახლოებით 15 წლის წინანდელ შემთხვევას გაიხსენებს.

„1999 წელს ახალი პარლამენტი კი შემოვიდა შენობაში, მაგრამ ჩვენი კომისია კიდევ ორი წელი აგრძელებდა მუშაობას. ოთახები შეარემონტეს, გაანაწილეს და სადაც ჩვენ ვიჯექით, ის მრეწველთა ფრაქციას გადასცეს.

ერთხელაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობდა. მეც იქ ვიყავი და ერთ-ერთმა მრეწველმა ოთახში თავისი იმერელი ნათესავი - ახვლედიანი შემოიყვანა.

ის კაცი პირველად ყოფილა პარლამენტის შენობაში. შიგნიდან დათვალიერება უკვე მოესწრო და აღტაცებისა და გაკვირვებისგან აზრზე მოსვლა უჭირდა. შემოვიდა და ვისაც შეხედა, ყველა ცნობილი პიროვნებაა! გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის და განსაკუთრებით რომან გვენცაძის დანახვამ მთლად გადარია, - პარლამენტი თუ ასეთი ხალხით არის „გაძეძგილი“, გვეშველება და ეგააო.

- ბატონო რომან, - ეკითხება მოკრძალებით, - სულ რამდენნი ხართ პარლამენტში?

გვენცაძემ იფიქრა, - ფრაქციის წევრთა რაოდენობა აინტერესებსო და ამაყად ეუბნება:

- თხუთმეტი!

- რამდენი? - შეწუხდა კაცი. ათასის იმედი ჰქონდა.

- თხუთმეტი! რა, ცოტაა?

- ბატონო რომან, საქეიფოდ რო დავდივარ, თხუთმეტი მარტო კლარნეტისტი მომყვება..."

დღევანდელი საპარლამენტო კურიოზების მორიგი გამოშვების დასასრულს სიტყვას ბატონ ალექსანდრე შალამბერიძეს მივცემ. სამწუხაროდ ბატონი ალექსანდრე დღეს ჩვენს შორის აღარ არის.

"აღარც მახსოვს, მე და ვიტალი ხაზარაძემ რამდენჯერ ვიჩხუბეთ და შევრიგდით. მოკლედ, მაგარი ნაჩხუბრები ვართ. მე, გია მეფარიშვილი, კობა დავითაშვილი და ხაზარაძე რაღაც კანონზე ვკამათობთ. მეფარიშვილი მეუბნება:

- მე, როგორც იურისტი, გეუბნები, რომ ეს ასეა.

- მე, როგორც მექანიზატორი, გეუბნები, რომ ეს ესე არაა, - ვეწინააღმდეგები.

კამათში ხაზარაძე ჩაერია და ჩემი მხარე არ დაიჭირა?! მოვრჩით საუბარს და ხაზარაძეს ვეკითხები:

 - მხარი რატომ დამიჭირე?

- ბიჭო, არავის უთხრა და მეც მექანიზატორი ვარ".




 ახალი ამბები
  • მამუკა ბახტაძე: გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივიაბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. „მსურს გითხრათ, რომ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც გუნდი სრულად უჭერს მხარს. მოგეხსენებათ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა ახალ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და მათი წარმომადგენლობა რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობენ პარტიები, რომლებსაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარის გარეშე მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანის ხმა იყოს წარმოდგენილი, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველო სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის ... ...
  • ივანიშვილი: უნდა დაისაჯოს ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ვინც ძალას გადაამეტაპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის _  2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, _ ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" ტავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ინიციატივა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა: "საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს. თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში. მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა. იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც. უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“. შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით  სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ  ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას  სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი; ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას", _ განაცხადა ივანიშვილმა. ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება_ "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება", _ ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გამო მიიღეს. "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება რომ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი,რომლის ფარგლებშიც გადაწყდა,რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და ფლურალისტულ ევროპულ სტანდარტს", _ განაცხადა ... ...
  • რა ხდება ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში, სადაც უმრავლესობის დეპუტატები დაიბარეს (ვიდეო)ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის დეპუტატები ერეკლე მეორეს მოედანზე პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაიბარეს. სხდომას დეპუტატებთან ერთად მინისტრების ესწრებიან. როგორც გვითხრეს, შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობენ.  სხდომის დასრულების პარტიაში ბრიფინგი უნდა ... ...
  • ბერა: მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების სამართლიან პროტესტს"მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე  თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები" _ აღნიშნულია ბერა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...