ჩინელ ბიზნეს-მიგრანტებს აშშ, კანადა და ავსტრალია იზიდავს

gurianews.com

ზაფრანი

ჩინელ ბიზნეს-მიგრანტებს აშშ, კანადა და ავსტრალია იზიდავს

2016 აგვ 6 16:30:31

საფინანსო ექსპერტების წინასწარი გათვლით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთიდან  საზღვარგარეთ ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 მილიარდი იუანი გადის. ამ ფინანსური სახსრების 80%  ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში შევიდა. ასეთ სტატისტიკას აქვეყნებენ აღნიშნული ქვეყნები. 

10 მილიარდი იუანის დარჩენილი ნაწილი _ 20% ევროპის, სინგაპურისა და მალაიზიის ეკონომიკაში ჩაიდო.

ავსტრალიის  საიმიგრაციო ბიუროს მონაცემებით, ამ ქვეყნაში ბიზნეს მიგრანტების რაოდენობა წელიწადში, დაახლოებით,  3 500 ადამიანს აღწევს.  ამათაგან 2000-ზე მეტი განაცხადი ჩინეთიდან არის წარდგენილი. განაცხადების შედეგები აჩვენებს, რომ ვიზას ყოველწლიურად, დაახლოებით, 1000 ადამიანი იღებს. ავსტრალიის მიგრაციის პოლიტიკის მინიმალური მოთხოვნები ითვალისწინებს  500 000 ავსტრალიური დოლარის ქვეყნაში ინვესტირებას, ანუ  თითოეული ბიზნეს ემიგრანტისგან 3.25 მლნ იუანის კაპიტალდაბანდების გახორციელებას.  შესაბამისად, ყოველწლიურად, ავსტრალიის  ეკონომიკა  3.25 მილიარდი იუანით მდიდრდება.
კანადის ხელისუფლება წელიწადში, მხოლოდ 700 პროგრამას ამტკიცებს. განხილული პროექტების დაახლოებით 60%  ჩინელ ბიზნესმენებზე მოდის. კანადაში დაწესებული მინიმალურ მოთხოვნების თანახმად, საინვესტიციო პროექტი მიგრანტმა 800 000 კანადური დოლარის (დაახლოებით 5.4 მილიონი იუანი) ფარგლებში უნდა განახორციელოს. ამდაგვარად, ჩინელებმა კანადაში 2 მილიარდი იუანი შეიტანეს.

სინგაპურში, მალაიზიისა და სხვა აზიის ქვეყნები, რომლებიც  ჩინელებში პოპულარობით სარგებლობენ,  ყოველწლიურად რამდენიმე ათას მდიდარ ჩინელს 500 მილიონ იუანზე მეტი კაპიტალდაბანდება აქვს განხორციელებული.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს 934 ჩინელ ბიზნეს მიგრანტს მოქალაქეობა მიანიჭა. თითოეულმა ემიგრანტმა შეერთებულ შტატებში 500 000 ამერიკული დოლარის (3.15 მილიონი იუანი) ინვესტიცია შეიტანა. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატებმა გასულ წელს ჩინეთიდან 2.9 მილიარდი იუანი მიიღო


ნახვა: 54


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...