კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა გულის დაავადებებს იწვევს

ზაფრანი

კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა გულის დაავადებებს იწვევს

2016 ოქტ 18 16:44:22

ყურადღება მიაქციეთ კომპიუტერთან ჯდომის სტილს. ზოგი გვერდულად ზის, მოხრილი ხერხემლით, რაც, შეიძლება, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის ან კარდიალგიის მიზეზი გახდეს. ხანგრძლივად არასწორი ჯდომა ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, კერძოდ, ირღვევა ხერხემლის არტერიების ფუნქციონირება, სისხლის ნორმალური მიმოქცევა ტვინში, რაც იწვევს თავის ტკივილს. აღინიშნება დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ტკივილები გულის არეში, არითმია.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხელების მდგომარეობას კლავიატურასთან მუშაობის დროს. თუ კლავიატურა სხეულის კორპუსიდან ძალიან მაღლა, შორს ან, პირიქით, ახლოს დევს, თქვენ ძალიან რისკავთ, რადგან, შესაძლოა, შეიძინოთ, ეგრეთ წოდებული, მაჯის სახსრის სინდრომი, რაც გულის პათოლოგიებთან უშუალოდ არის დაკავშირებული, ძნელად იკურნება და, ხშირ შემთხვევაში, ადამიანს აინვალიდებს. ხშირად შეიცვალეთ ჯდომის პოზა, აკონტროლეთ კუნთების დაძაბულობა, შეამოწმეთ, დაჭიმული ხომ არ არის ხერხემალი და სხვა. დროდადრო იმოძრავეთ სკამზე, შეიცვალეთ პოზა, მოადუნეთ ხელები, ამოძრავეთ მხრები და შემდეგ ისევ განაგრძეთ მუშაობა. ასეთი მეთოდი შვებას აძლევს ორგანიზმს. პოზის შეცვლით თავისუფლდება ხერხემალი, დაძაბულობა ეხსნება იმ კუნთებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადით მოხმარებაზე აგებს პასუხს. ნუ დაივიწყებთ თითებსაც – ხშირ-ხშირად შეკარით და გაშალეთ მუშტები, ამოძრავეთ თითები. ეს დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გულის, სისხლძარღვების, თირკმელების, ღვიძლისა და სხვა ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე. ასევე, არ დაძაბოთ კისერი.

კომპიუტერს ორნაირი გამოსხივება აქვს, კერძოდ, იონიზებული და არაიონიზებული.

იონიზებული გამოსხივება ენერგიის ნაკადია, რომელიც აზიანებს ცოცხალ ქსოვილებს. კომპიუტერის მონიტორი, რომელიც ელექტრულ-სხივური მილაკითაა დამზადებული, ასხივებს გამა ანუ რენტგენის სხივებს. ამ გამოსხივების სიმძლავრე, მართალია, დიდი არ არის, მაგრამ ყველა მიმართულებით ვრცელდება. ამიტომ, თუ სამუშაო ოთახში ზურგს უკან კიდევ ერთი კომპიუტერი გიდგათ, იზრუნეთ თქვენს უსაფრთხოებაზე. გამოსხივებით ის უჯრედები ზიანდება ყველაზე მეტად, რომლებიც სწრაფად მრავლდება. ძირითადად კი, ეს სასქესო ორგანოებისა და ნაწლავების უჯრედებია.

არაიონიზებული გამოსხივება შედგება ელექტრომაგნიტური და ელექტროსტატიკური ველებისგან. არსებობს ამ ველების რეგულირების სპეციალური ნორმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ველების მოქმედება ორგანიზმზე ბოლომდე შესწავლილი არ არის. ერთი კი ცხადია, რომ, გულის არითმიის დროს, როცა ირღვევა გულში ელექტრული პროცესები, ამ ველების მოქმედებას თავისი უარყოფითი წვლილი შეაქვს და არსებული სნეულების გართულებას იწვევს.

ამიტომ, ის ადამიანები, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ კომპიუტერთან ჯდომა და მუშაობა, ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ჯანმრთელობა არ გაიუარესონ.




 ახალი ამბები
  • “თავს ვალდებულად ვთვლი, პასუხი გავცე “ _ შევიდა თუ არა ბაღში საქონლის უვარგისი ხორცი “სოციალური ქსელები, დღესდღეობით, ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების აზრსა და პოზიციაზე. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს საქმიანობას შეეხება, არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე. საზოგადოებამდე უნდა აღწევდეს ობიექტური, შეულამაზებელი ინფორმაცია და არა ვინმეს ინტერესების გამო დამახინჯებული, სუბიექტურ ,,პოსტად'' ქცეული”, _ ასე ეხმაურება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა ჭყონია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ეკა ნინიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ოზურგეთში ერთ-ერთ ბაღში გაფუჭებული (დარჩიქებული) ხორცი შეიტანეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქზე. “მიუხედავად მრავალწლიანი შეურაცხყოფისა და დამცირებისა, რომელიც გამოიხატება ეკა ნინიძის საჯარო პოსტებში ჩემ მიმართ, მიუხედავად ბევრი მუქარისა, პასუხი არ გამიცია მისთვის. სიძულვილისთვის სიძულვილით არ მიპასუხია. ახლა, თავს ვალდებულად ვთვლი, პასუხი გავცე, რადგან საქმე ეხება ბავშვებს, ჩვენს აღსაზრდელებს. მათი გამოყენება თუნდაც უმნიშვნელოვანესი პირადი ურთიერთობის, მტყუან-მართალისა თუ ცილისწამების გასარკვევად, ვფიქრობ, მიუღებელია. ოზურგეთის საზოგადოების დიდი ნაწილი მიცნობს. აღვნიშნავ, რომ ბაღებში ხორცის შეტანამდე ხდება მკაცრი კონტროლი, ცენტრის მონიტორინგის სამსახურის მიერ.არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ხორცის დაფილვის პროცესს არ დასწრებოდა აღნიშნული სამსახური. რაც შეეხება ხორცის ვარგისიანობას, ამას ადასტურებს სასაკლაოს ვეტექიმი. ჩვენ სიფრთხილეს ვიჩენთ და ვაფრთხილებთ ბაღის მენეჯერებს, თუ მიტანილ ხორცს (დამუშავების პროცესში) აღენიშნება დაზიანებული, ტრამვული კერა, თუნდაც უმნიშვნელო, დაუკავშირდნენ ცენტრის მონიტორინგის სამსახურს და მოახდინონ მყისიერი რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ ვეტექიმის ცნობით, ასეთი ხორცი არის ვარგისიანი (დაზიანებული კერის მოშორების შემდეგ, რასაც დაადასტურებს ვეტექიმიც)“, _ წერს სოციალურ ქსელში მაკა ჭყონია. მაკა ჭყონიას “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ მიაწოდეს ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს? “რადგან არ იყო ხორცი უვარგისი, ამიტომ არ ვუთხარით. თან სურსათის ეროვნული სააგენტო ოთხი დღეა არის ბაღებში და ამოწმებს ყველაფერს“, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ. „გურია ნიუსი“ ეკა ნინიძესაც დაუკავშირდა: „მე არანაირი პირადი ინტერესები მაკას მიმართ არ გამაჩნია იმიტომ, რომ ეს ქალი 6 წელია მისი ნაციონალური წარსულის გამო ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. ფაქტი ის არის, რომ ბაღში შევიდა საეჭვო ხორცი და ამას ბაღის მენეჯერი არ უარყოფს“, _ თქვა ეკა ნინიძემ. 'მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნინო ქადეიშვილი “გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ უვარგისი და გაფუჭებული ხორცი ბაღში არ შესულა. “სოფელ დვაბზუში ხდება საქონლის დაკვლა და შემდეგ მისი დამუშავება, იქ ვარ და ვესრწები ბოლომდე პროცესს. იქ არის, ასევე,  ექიმი და ხდება შესაბამისად ფორმა #2-ის გაცემა. სრულ კონტროლზე არის ის პროცესი და ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ უვარგისი ხორცი შევიდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ხორცის ხარისხი და დადებითი დასკვნა დაიდო“, _ გვითხრა ნინო ქადეიშვილმა. ქალაქ ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის მენეჯერი ვერა ვასაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მედიისთვის კომენტარების გაკეთებას არ აპირებს. “ყველა საქმის კურსშია, არანაირი უვარგისი ხორცი არ შემოსულა. გთხოვთ, დამანებოთ თავი. ვინ გაბედევდა უვარგისი ხორცის მიცემა ბავშვებისთვის“, _  გვითხრა ვერა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მანდატურების ახალი ნაკადის მომზადება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მომავალი მანდატურები სპეციალურ საგანმანათლებლო მოსამზადებელ პროგრამას გაივლიან.  აღნიშნული  პროგრამა  განკუთვნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისთვის. სასწავლო პროგრამის საერთო ხანგრძლივობა რვა კვირას შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მანდატურობის კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა გაიღრმავონ დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სკოლაში კონფლიქტური სიტუაციებისა  და მათი მართვის, სამოქალაქო თავდაცვის,  საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში. მსმენელებს პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაბამისი  სერტიფიკატი ... ...
  • რატომ დააკავა შსს-მ ამერიკის მოქალაქე (ვიდეო)შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამერიკის შეერთბული შტატების მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ო. დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ო.დ.-მ საქართველოში რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა. დაკავებულის პირადი ნივთების ჩხრეკისას 229 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინი”, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 101 აბი და 9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკია ამოღებული, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ... ...
  • შსს-მ ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ფ.ი. ფონიჭალაში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 42 შეკვრად დაფასოებული სულ 50 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ... ...
  • უვარგისი ხორცი საბავშვო ბაღში _ ყოფილი დირექტორის ინფორმაციას მოქმედი არ ადასტურებსოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ნინიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ კვირაში ქალაქის ერთ-ერთ ბაღში უვარგასი საქონლის ხორცი შეიტანეს. “ოზურგეთის ბაღებში ძველი ,,დიდება" ბრუნდება! წინა ორშაბათს, ისევ შეიტანეს უვარგისი ხორცი საბავშვო ბაღში, საბავშვო ბაღს არ ვასახელებ...  ხორცის ერთ-ერთი ნაჭერი ისევ დაავადებული (დაჩირქებული) აღმოჩნდა და თავიდან დატრიალდა ძველი სქემა. არ გაიგოს არავინ, დამალეთ, მშობელმა არ გაიგოს, ამ კედლებიდან ხმა არ გავიდეს და ასე შემდეგ... მერე იყო დაბარებების მთელი კასკადი გაერთიანების დირექტორთან: თუ მშობლები (მხოლოდ რამდენიმე), თუ ბაღის თანამშრიმლები... შედეგი _ ხორცი შეიცვალა ჩუმად, თუმცა, ტაშტი გატეხილი იყო და ხმაც გავარდნილი. მშობლებო, იცოდეთ, რითი იკვებება თქვენი შვილები... ის, რომ ნატურალური რძის ნაცვლად პალმის რძეს მიირთმევენ, ალბათ, იცით და გავატაროთ უნდა ხომ?! “_  ამბობს ეკა ნინიძე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონია ეკა ნინიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “ეკა ნინიძის დროს შედიოდა ვარგისიანი ხორცი და ჩემს დროს შედის უვარგისი? ეს არის არასწორი ინფორმაცია და რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ. დვაბზუს სასაკლაოზე ხდება საქონლის დაკვლა და დიდ კონტროლს გადის. დაკვლის პროცესში ცენტრის მონიტორიგის ჯგუფის წევრებიც ესწრებია, ადგილობრივი ექიმები ესწრებიან, ასევე და გასცემენ სპეციალურ საბუთს. უვარგისი პროდუქტი, რომ შესულიყო, ჩვენ გავჩერდებოდით და დავლამდით?! ეს ხომ გამორიცხულია და ამას არავინ დაუშვებს. პირველი, ვინც არის დაინტერესებული ბაღში ჯანსაღი პროდუქტი შევიდეს, ეს ჩვენი სამსახურია და პირადად მე ვარ დაინტერესებული, რამე პრობლემული პროდუქტი არ შევიდეს“, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ. “მე არანაირი პირადი ინტერესები მაკას მიმართ არ გამაჩნია იმიტომ, რომ ეს ქალი 6 წელია მისი ნაციონალური წარსულის გამო ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. ფაქტი ის არის, რომ ბაღში შევიდა საეჭვო ხორცი და ამას ბაღის მენეჯერი არ უარყოფს", _ ამბობს ეკა ნინიძე. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ორი კვირის წინ, გურიის ბაღებში სურსათის ეროვნული სააგენტომ  პროდუქტები შეამოწმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში სატელეფონო საუბრის დროს გვითხრეს, რომ მათი სამსახური სისტემატურად ახდენს შემოწმებას ბაღებში. “კონკრეტულ ფაქტით აუცილებლად დავინტერესდებით და უახლოეს ხანში მოგაწვდით ინფორმაციას“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. სურსათის ეროვული სააგენტოს სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნინო შეწირული აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. “მსგავსი ფაქტი არ დაგვიფიქსირებია“, _ ამბობს ... ...

არქივი

ზაფრანი

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...

ნიუტონს ვაშლი თავში არ დასცემია...

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ისააკ...

საინტერესო ფაქტები გველების შესახებ

გველების ხილვადობა, დაახლოებით, 2, 5...

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ერი

როგორც გაირკვა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი...

მომავალი სამყაროს პროგნოზი 2030 წლამდე

2019 წელს მავთულები და კაბელები...
კარმიდამო ჩემი

პომიდვრები, რომელთაც მორწყვა არ დასჭირდებათ

ამ პომიდორების მოსაყვანად 90% –...

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...