ვინ არის სანტა კლაუსი

ზაფრანი

ვინ არის სანტა კლაუსი

5 იან. 2017, 18:49:44

შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება, მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა ის ამ სახით.
19 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის, მირონლუკიის ეპისკოპოსის – წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში.
განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში მეექვსე საუკუნიდან, რომში კი მერვე საუკუნიდან დამკვიდრდა.
როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს; დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილი ერთი ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან: იმხანად წმიდა ნიკოლოზი პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება, დაქორწინება არ შეეძლო,  განუზრახავს ისინი საროსკიპოში გაეგზავნა და ამ გზით გამდიდრებულიყო. ქალწულები ტირილით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისგან. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მათ სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგვარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისგან.

სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან, განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით იქცა ის დასავლეთ ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში შობა-ახალი წლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად, საგანგებოდ გამოფენენ ხოლმე წინდებს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობის ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.

ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში მეათე საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშობებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთვრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე „წმიდა ნიკოლოზი“ არამარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავსე ტომრით, არამედ აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა კატეხიზმო; დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ „გამოცდის“ შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმიდა ნიკოლოზობის დღესასწაულისთვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ; საღამოს კი კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ და მოელიან, რომ დილით მათში საჩუქრები დახვდებათ.

თუმცა, დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა. სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა – დღეს ის უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრეკლიასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახტსმანად ყოველთვის როდი აღიქმება.

მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია „კოკა-კოლას“ სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ მიიჩნიეს ცნობილ თოვლის ბაბუად. დამკვიდრდა ასევე „სანტას“ ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა, წინა საუკუნეებში „საშობაო პაპა“ სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა.
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვების ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.




 ახალი ამბები
  • რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტიიუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა სიახლეებს გულისხმობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონპროექტი  „ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან და დაინტერესებულ უწყებებთან იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე, მოსამართლეებს - დავის შემთხვევაში. რა საკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. თითოეული თავი ეთმობა, სათანადოდ, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულბით. ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ - ჩვენი ბიზნესმენებიც, მრავალი წელია, ელოდნენ და 2013 წელს, მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. ამ კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიცაა გადმოტანილი, ანუ, ტრანსპოზიცია სახეზეა, ამმ კანონპროექტს გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი და ის, ორი კვირით, გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. მიუხედავად მუშაობის 7-წლიანი პროცესისა, მინდა, ყველას შევთავაზო ბოლო კომენტარების გამოთქმა, მაცნეს მეშვეობით, სანამ მის წარდგენასა და დაცვას დავიწყებთ საკანონმდებლო ორგანოში“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ... ...
  • მახინჯაურში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალაბათუმში რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო 9 აგვისტოს ავარიის დროს ბავშვის დედაც გარდაიცვალა. ცნობისთვის 10 აგვისტოს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია ავტომობილის მძოლი. ... ...
  • მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს-პრემიერიმთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს- ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. „წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა. ამიტომ, სოფლის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ 10 თეთრით. საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით. ეს ძალზედ მნშვნელოვანია რეგიონისთვის და აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - გიორგი ... ...
  • ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდაავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა და დეკლარილების ბოლო თარიღად 2021 წლის მარტი დასახელდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. “იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის ზემოქმედება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  გლობალურად გრძელვადიანი იქნება, ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ერთხელ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავავადეთ ავტომობილების განბაჟება, მაგრამ ამ კრიზისის ფონზე უკეთესი იქნება კვლავ გადავავადოთ ავტომობილების დეკლარირების თარიღი 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ისე საუვარების დარიცხვა არ მოხდება. ეს შეღავათი დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება და დაახლოებით, 30 მილიონზე მეტი თანხის შეღავათი იქნება საგადასახადო კუთხით. ჩვენ ავტოიმპორტიორებს უნდა დავეხმაროთ და განსაკუთრებით კრიზისის დროს,  ყოველდღიური ხარჯები ავარიდოთ მათ,”- განაცხადა გიორგი ... ...
  • როდისთვის აღდგება სტიქიით დაზარალებულ რაჭაში ინფრასტრუქტურა სრულადმთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგენილია, მოსახლეობას მიეწოდება დენი და წყალი, მაგრამ სტიქიის შედეგების სრულ აღმოსაფხვრელად კიდევ დიდი დროა საჭირო. კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დასრულებას სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე  დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება. „რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები. საჭიროზე სწრაფად მოხდა პირველადი სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს იმას რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად, ასევე ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები გრძელდება და სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე სრულ აღდგენას დრო სავარაუდოდ 2021 წლის გაზაფხულამდე დასჭირდება“,_ განაცხადა პრემიერმა. რაჭის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარესამყაროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...