8 ფაქტი ადამიანის კანის შესახებ

ზაფრანი

8 ფაქტი ადამიანის კანის შესახებ

2019 იან 23 09:52:44

კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა. ის უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას, საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ სამყარო და პირველი გვამცნობს დაავადებების შესახებ. ეს არის ჩვენი სხეულის "სახე, " მაგრამ მასზე ბევრი არაფერი ვიცით.

ყველაზე დიდი ორგანო

კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა. მისი ზედაპირის ფართობი საშუალოდ 1.5-დან 2 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კანს სხვადასხვა სისქე და მგრძნობელობა აქვს. ყველაზე სქელი კანი ფეხისა და ხელის გულებზეა, ყველაზე თხელი კი – ქუთუთოებზე. ამასთან, მისი მგრძნობელობა არ არის დამოკიდებული სისქეზე. მაგალითისთვის, მართალია, კანი თითებსა და ხელის გულებზე საკმაოდ სქელია, მას შეუძლია შეიგრძნოს 20 მილიგრამი სიმძიმის ზეწოლა, რომელიც ბუზის საშუალო წონას უტოლდება.

კანი ბევრს იწონის

კანი ადამიანის სხეულის არა მხოლოდ ყველაზე დიდი ორგანოა, არამედ ყველაზე მძიმეც. კანის წონა საშუალოდ შეადგენს ჩვენი სხეულის საერთო წონის 16%-ს. ასე რომ, ფრაზა _ "მძიმე ძვლები მაქვს, " შეგვიძლია შევცვალოთ ფრაზით "მძიმე კანი მაქვს."

კანი, რომელიც განახლებას განიცდის

ადამიანის კანი მუდმივად განახლებას განიცდის. ამ პროცესს რეგენერაცია ჰქვია. ეს შემდეგნაირად ხდება: კანის ახალი უჯრედები წარმოიქმნება ეპიდერმისის ჩანასახოვან შრეში, 28-30 დღის მანძილზე ისინი მოძრაობენ ზედაპირის მიმართულებით და ამასთან, კარგავენ ბირთვს. ზედაპირზე, მათში არსებული კერატინის მეშვეობით წარმოქმნიან კანის რქოვან შრეს, რომელიც დროდადრო იქერცლება დაბანისას ან ტანსაცმელთან შეხებისას. ამგვარად, ის კანი რომელიც ჩვენი გვგონია, მუდმივ განახლებას განიცდის. ყოველ ერთ თვეში ადამიანის კანის შემადგენლობა აბსოლუტურად იცვლება. ახალშობილებში რეგენერაცია, ისევე როგორც სხვა პროცესები (მაგალითად, მეტაბოლიზმი), უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ჩვილებს კანი 72 საათში ერთხელ ეცვლებათ.

"ბატის" კანი

როდესაც გვცივა, გვეშინია ან უბრალოდ კარგ მუსიკას ვუსმენთ, რამდენადაც ცნობილია, სხეულში შესაძლოა ჟრუანტელმა დაგვიაროს. ეს სხეულის რუდიმენტალური რეაქციაა, რომელიც "ბონუსის" სახით წილად გვხვდა ჩვენი ადრეული წინაპრებისგან. როგორც ფიზიოლოგია და მედიცინა განმარტავს, ხორკლების გაჩენა ჩვენს კანზე ჯანსაღის რეაქციაა, რაც პილომოტორული რეფლექსის დამსახურებაა. საჭიროების შემთხვევაში მცირე ზომის კუნთები მთელს სხეულზე იძაბება, რაც იწვევს ღინღლის კანის ზედაპირიდან წამოწევას, ანუ სხვა სიტყვებით "თმების ყალყზე დადგომას." სხეულზე თმა ხშირი რომ იყოს, ეს მას კარგ თბოიზოლაციას გაუკეთებდა. თუმცა, თანამედროვე ადამიანისთვის ეს თვისება გამოუსადეგარია.

"ოქროს ბიჭის" ისტორია

ბევრისთვის ცნობილია ოქროს ბიჭის ისტორია. 1496 წელს მილანელი ჰერცოგის ლუდოვიკო მოროს ციხესიმაგრეში ზეიმი გაიმართა, სადაც მაყურებელს წარუდგინეს მცხობელის ოქროს საღებავით შეღებილი შიშველი ვაჟი, როგორც მომავალი ოქროს ხანის სიმბოლო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად ზეიმის შეწყვეტა მოუხდათ ჰერცოგის ცოლის ავადმყოფობის გამო. ბიჭის შესახებ კი სრულიად დაივიწყეს. მან მთელი ღამე, შეღებილმა ციხესიმაგრეში გაატარა. დილით ის ლეონარდო და ვინჩიმ აღმოაჩინა, თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვეღარ მოახერხეს. მეოთხე დღეს ბიჭი გარდაიცვალა. ამ ისტორიაზე ხშირად ასეთ დასკვნას აკეთებენ: ბიჭი იმის გამო დაიღუპა, რომ კანს "სუნთქვა" არ შეეძლო. თუმცა, დღეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია, რომ კანი არ წარმოადგენს დომინანტს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების დროს. ბიჭი კი სხეულის თერმორეგულაციის დარღვევის გამო გარდაიცვალა – საღებავმა გააფართოვა კაპილარები და ამის გამო ვერ მოხერხდა ორგანიზმში სითბოს შენარჩუნება. დასკვნა: არ ღირს ბოდი-არტით მეტისმეტად გატაცება.

კანიჯანმრთელობის სარკე

თუ თვალები სულის სარკედ ითვლება, მაშინ კანი – სხეულის სარკეა. ცვლილებები მის ზედაპირზე ხშირად გვამცნობენ სერიოზულ დარღვევებსა და დაავადებებზე.

ჩიკაგოს დერმატოლოგიურ გამაჯანსაღებელი ცენტრის დირექტორის, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორის ბრუკ ჯექსონის სიტყვებით კანის ჰიპერპიგმენტაცია ყელის მიდამოში, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში, მიანიშნებს შაქრიან დიაბეტზე. ზედმეტად მშრალი ან დატენიანებული კანი (თუ მსგავსი რამ მანამდე არ დაფიქსირებულა) – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე.

უკვე აღარაფერს ვამბობთ გამონაყარზე, რომელიც ბევრი სახიფათო ავადმყოფობის პირველ სიმპტომს წარმოადგენს.

დანაოჭებული თითები

წყალში ხანგრძლივი დროით ყოფნისას ალბათ შეგინიშნავთ როგორ ნაოჭდება კანი ხელისა და ფეხის თითებზე. ეს მოვლენა პირდაპირ კავშირშია ჩვენი კანის წყალგამტარიანობის უნართან, რომელსაც ზედა შრის მეშვეობით უზრუნველყოფს. მის უჯრედები ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებენ, კანის ზედა ფენაში კი - ცხიმი აქვთ. თუ წყალში დიდხანს გავჩერდებით, უჯრედგარე ცხიმის ფენა თხელდება, რაც წყალს საშუალებას აძლევს მიაღწიოს უჯრედებამდე და მისი შეშუპება გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად არ აისახება.

მტვერი და ალბინოსები

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ შენობებში მტვრის 2/3 შედგება კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისაგან. ყოველ წუთს ჩვენი კანი კარგავს 30 000 მკვდარ უჯრედს. მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი არანაკლებ 100 კილოგრამი "ძველ კანისგან" თავისუფლდება. ჩვენი ეპიდერმისის მილიონობით ტონა მკვდარი, გარქოვანებული უჯრედები ატმოსფეროში მიდის.

საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ დიდიხანი არ გასულა იმ დროიდან, რაც ადამიანის კანი თეთრი გახდა: ეს დაახლოებით 20-50 ათასი წლის წინ მოხდა. ადამიანებმა მელანინის პიგმენტის ნაწილი დაკარგეს, როდესაც ჩრდილოეთში მოხდა მათი მიგრაცია. დღემდე ძალიან დაბალია მათი რიცხვი, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ მელანინი. მხოლოდ ერთი ალბინოსი იბადება 110 000 ადამიანიდან.




 ახალი ამბები
  • რატომ იტყუებიან სეს-ის წარმომადგენლები _ ჩეკურიშვილის გვიანი სტუმრობა და შეწირულის კომენტარიმიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთხელ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში, რომ სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურიშვილი ხვალ ჩამოვიდოდა გურიაში, რადგან დღეს მოსვლა ვერ შეძლო, ის საღამოს, ექვსი საათისთვის მაინც  მივიდა  ოზურგეთში, რეგიონულ სამმართველოში  და შალვა პეტრიაშვილი წარუდგინა თამნამშრომლებს. ჩვენი ინფორმაციით, მან სამმართველოს  ყოფილ ხელმძღვანელს, ნინო შეწირულს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ  სხვა გეგმები აქვს, მიდისო და წარმატებები უსურვა.  თუ რა მოხდა ასე  უცებ, რატომ დაწერა მოულოდნელად განცხადება გათავისუფლებაზე სეწირულმა და რა იყო ამის წინაპირობა, არც ერთი მხარე არ ამბობს. ნინო შეწირული, როგორც ჩანს, ამავე სფეროში აპირებს დარჩენას, რადგან ასეთი კომენტარი გააკეთა „გურია ნიუსთან“.  „მე ვიყავი და  ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩემი გამოცდილება ამ საქმეში უნდა მოვახმარო ჩემს ქვეყანას“, _ გვითხრა ... ...
  • ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს,,პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე“ საპენსიო რეფორმასა და მის უპირატესობებზე იმსჯელეს. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება ახალგაზრდებისთვის საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მუშაობის კარგი შესაძლებლობაა. პროექტში 200-მდე სტუდენტია ჩართული. სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ისინი სხვადასხვა თემებს განიხილავენ. მათ შორის არის საქართველოში ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სქემა. ღონისძიებას საპენსიო სააგენტოს დირექტორი დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. ლევან სურგულაძემ ახალგაზრდების სამიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სტუდენტების მოსაზრებების გათვალისწინება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მე დღეს გახლდით სასიამოვნოდ განცვიფრებული, დღევანდელი საკომიტეტო მოისმენა ეხებოდა იმ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ რეფორმას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ამ რეფორმის მიზნები სწორად იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული. ორი უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი: პირველი - მოსახლეობას საპენსიო ასაკში უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება და მეორე არის საქართველოში საინვეტსიციო კაპიტალის ბაზრის გაჩენა, რომელიც გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნას და ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას მინიმaუმ 3, 4 პროცენტით. ეს კი თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, შემოსავლების ზრდას და საერთო კეთილდღეობის ზრდას ყველასთვის მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა ეს ადამიანი საპენსიო სქემაში.“ - აღნიშნა ლევან სურგულაძემ. პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე გამომსვლელებმა პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავეს, სადაც მათი რეკომენდაციები არის ასახული. ღონისძიება სასტუმრო ,,კრუიზში“ გაიმართა. ... ...
  • 18 ივნისს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება (R)18 ივნისს, 12:00 საათზე, სოფელ ნატახტარში (კომპანია ნატახტარის სათაო ოფისში) საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება. ვაჟა ჯაფოშვილი დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ ტრენინგს ჩაუტარებს და მათ შეკითხვებს ... ...
  • „დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი“ _ რა უნდა ვიცოდეთ, როცა სესხს სხვისთვის ვიღებთბანკთან სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად ურთიერთობა ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რთული მდგომარეობის გამო, იძულებულები ხდებიან, სესხი აიღონ ან სულაც რაიმე ნივთი განვადებით შეიძინონ, მძიმე სოციალური ყოფის  გამო კი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ ვალის დაბრუნებას ბევრი ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც,  როცა ადამიანები სხვა ადამიანის, მეგობრის თუ ახლობლის თხოვნით იღებენ სესხს და პრობლემებში ეხვევიან. როგორც ა.ზ. გვიყვება, სესხი რამდენიმე წლის წინ მეგობრის თხოვნით აიღო. „სესხი მეგობრის თხოვნით ავიღე. დედა ავად ჰყავდა. თვითონ სესხს არ უმტკიცებდნენ და დახმარება მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ბანკის მიერ თანხის დამტკიცების შემდეგ ბარათი მას მივეცი. დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ერთ დღესაც ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვალი დამეფარა ან საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. მეგობარს მივაკითხე, ის კი თურქეთში წასული დამხვდა“, _ ამბობს ა.ზ. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, როცა სესხს სხვისი თხოვნით, სხვისი საჭიროების გამო იღებენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. როგორც ადვოკატი ამბობს, კარგია მეგობრისა თუ ახლობლის დახმარება, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც სესხს სხვის გამო იღებენ იმ პირობით, რომ შემდეგ ამ თანხის დაბრუნება იმ  პირის მიერ მოხდება, ვის გამოც ისესხეს, უნდა გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა და ისიც, რომ სესხზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ და არა ბანკთან ხელშეკრულების მიღმა მყოფ პირს. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სესხზე  პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს ვისი სახელითაც შეივსო განაცხადი სესხის შესახებ, ვისაც მიეცა თანხა და ვინც გააფორმა ხელშეკრულება. არის შემთხვევები და ხშირად მომისმენია მეც, რომ მეგობარმა მთხოვა და მან უნდა გადაიხადოს-ო. რა თქმა უნდა,  მორალური თვალსაზრისით ვალის დაფარვა იმ პირს ეკუთვნის ვისი თხოვნითაც კონკრეტულმა პირმა სესხი აიღო,  მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გამსესხებელი კომპანია მოთხოვნას დააყენებს სწორედ იმ ადამიანთან ვინც ისესხა. ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი,  რომელიც ამ გაპრობლემებულ სესხს მოყვება იქნება ამ ადამიანის გადასახდელი. ეს არის საკმაოდ დიდი რისკი და უმჯობესია, რომ მსგავსი მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. კარგია მეგობრის დახმარება, მაგრამ უნდა ვაანალიზებდეთ იმას, რომ თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას, შემდგომ ეს თანხა იქნება მსესხებლის გადასახდელი“, _ ამბობს არევაძე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სესხებთან ერთად მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხები, რაც სასურველი ავტომობილის შესაძენად თანხის გაცემას შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გულისხმობს, ასევე, პოპულარულია  ავტო ლომბარდიც, რომელიც თანხას ისე გასცემს, რომ ავტომობილის დატოვება ლომბარდში აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტომობილი, რომლის ირგვლივაც დავალიანებაა, არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება. როგორც აკაკი ცოფურაშვილი გვიყვება, მეგობარს სესხის აღებით ავტომობილის შეძენაში დაეხმარა, თუმცა, საბოლოდ, საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და საქმე სასამართლოში მიდის. „ჩემი სახელის გამოყენებით მოხდა ავტომობილის შესაძენად იმავე ავტომობილითვე უზრუნველყოფილი სესხის აღება. ავტომობილის შეძენიდან მალევე მან მანქანა სხვას მისცა და სესხიც იმ პირს უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეისთვის იმ ავტომობილს ვერ პოულობენ, ყველაფერი დამიყადაღეს. ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს“, _ ამბობს ცოფურაშვილი. ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ავტო ლომბარდის დავალიანების ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ვალმა ავტომობილის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. „ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება თავიდანვე იყოს წაკითხული და გააზრებული. ავტომობილის ლომბარდის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ისე გაიზარდოს სესხის თანხა, პირგასამტეხლო, რომ მანქანის ღირებულება არ ეყოს. როცა ავტომობილს ეხება საქმე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხელშეკრულებაში წერია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის რეალიზაციის ან გამსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემით მოხდება ვალის დაფარვა, აუცილებელია, ამ ადამიანებმა შეამოწმონ, რომ განულებულია ვალდებულება და მოითხოვონ ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდგომ ეს კომპანია ისევ დაუკავშირდეს მას და უთხრას, რომ დავალიანება კიდევ იყო დარჩენილი და სამომავლო დავის და ნერვიულობის საფუძველი გახდეს“, _ ამბობს არევაძე. ადვოკატის თქმით, თუკი ავტომობილი, რომლის ირგვლივაც არის დავალიანება არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება და  ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მანქანის გარდა მსესხებელი გამსესხებლის წინაშე  სხვა ქონებით თუ შემოსავლითაც არის პასუხისმგებელი, იწყება დავა სასამართლოში და გამსესხებელი თანხას უძრავ-მოძრავი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოიღებს. არსებობს თუ არა რაიმე სახის გზა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურ პრობლემებში მათთვის უახლოესი ადამიანების გამო გაეხვნენ და თავადაც არ შეუძლიათ, გაზრდილი დავალიანების გადახდა სამართლებრივი გზით დააკისრონ იმ პირებს ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მორალურად არ ან ვერ აღმოაჩნდათ, ადვოკატი ამბობს, რომ თუ მსესხებელს ექნება მტკიცებულებები,  მას შეუძლია რეგრესის წესით მიმართოს სარჩელით სასამართლოს ამ პიროვნების წინააღმდეგ და მას დააკისროს შემდგომ უკვე ამ თანხის გადახდა თავისთვის და არა ... ...
  • ეს ყველაფერი არის არასერიოზული _ ბახტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებმე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და განიხილება თუ არა მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანამდებობის დატოვების საკითხზე საუბარი არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გააკეთებს. „ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ქართული მედიით ყოველკვირა ვგებულობდი მსგავს ინფორმაციებს. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხა, ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი“, – განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...