ადრეულ ასაკში დააწყებინეთ ბავშვს უცხო ენის სწავლა
კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ორენოვან გარემოში, ანუ ოჯახში, სადაც ადამიანები ორ ენაზე საუბრობენ უვითარდებათ შემეცნების უკეთესი უნარი, გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემებთან გამკლავების უნარი მანამდე, სანამ ისინი ლაპარაკს დაიწყებენ.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 16 ბავშვზე ჩაატარეს კვლევა. მათი ნახევარი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ოჯახში იზრდებოდა, ხოლო ნახევარი ინგლისურ-ესპანურენოვან ოჯახში.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ინგლისურ-ესპანურენოვან ოჯახში იზრდებოდნენ ავლენდნენ უფრო მეტ გონებამახვილობას, უფრო მეტად კონცეტრაციისა და შემეცნების უნარებს.
„ასეთ ბავშვებს აქვთ უნარი მარტივად გადაჭრან სხვადასხვა, მათი ასაკითვის შესაბამისი პრობლემები, უფრო მარტივად ადაპტირდებიან გარესამყაროსთან“, - ამბობს მკვლევარი, პატრიცია კული.
კიდევ ერთმა თანამედროვე კვლევამ აღნიშნული შეხედულება დაადასტურა და უფრო გაამყარა. კვლევის მიხედვით, თუ მშობლებმა ორი ენა მაინც იციან და ბავშვს ორივე ენაზე ესაუბრებიან, ანალოგიურ შედეგს იღებენ - ბავშვი უფრო ჭკვიანია და უკეთ შემეცნება შეუძლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბავშვები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ სკოლაში, უფრო ბედნიერები არიან და მათთვის სწავლის პროცესი უფრო მარტივდება.