„არასტანდარტული რბოლა"
ესპანეთის ქალაქ ვიგოს ქუჩებში არასტანდარტული ავტომობილების „არასტანდარტული რბოლა - 2017" ჩატარდა.
სხვა რბოლებისგან განსხვავებით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი - ავტომობილის, თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს, ორიგინალური კონსტრუქციაა.
პირობა სულ სამად სამია: კონსტრუქციას უნდა ჰქონდეს მუხრუჭი, საჭე და არ იყოს 110 კგ-ზე მძიმე.
მუხრუჭი მუხრუჭად, მაგრამ „ტრასა“ სულ თივის ბლოკებით არის შემოსაზღვრული, ხოლო ხუთკაციანი ეკიპაჟიდან მძღოლი სრულწლოვანი, ანუ 18 წლის მაინც უნდა იყოს.