რაზე ოცნებობენ გოგონები

ზაფრანი

რაზე ოცნებობენ გოგონები

8 მარ. 2021, 10:16:27

ოცნება კარგიც არის და სასარგებლოც, მაგრამ მეტისმეტი ოცნება ირეალურ სამყაროში გადაგიყვანს და, შეიძლება, რეალობას საერთოდ მოგწყვიტოს. ამბობენ, მამაკაცები ფულზე ოცნებობენ, გოგონები – ფულიან მამაკაცებზეო. არც ასე უნდა იყოს საქმე, მაგრამ, ფაქტია, რომ ქალები კაცებზე გაცილებით ბევრს და, თანაც, ხშირად ოცნებობენ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რაზე ოცნებობენ სუსტი სქესის წარმომადგენლები თავიანთ დაფარულ ოცნებებში.

მაგალითად, ძალიან ბევრ ქალს უნდა, რომ მამაკაცმა (რა თქმა უნდა, საყვარელმა მამაკაცმა) აუხვიოს თვალები, შეიყვანოს ოთახში, აკოცოს და დაახვედროს მშვენიერი სიურპრიზი (სასურველია, ოქროს ნივთი).

ერთხელ მაინც უმღეროს ან მიუძღვნას ლექსი.

წაიყვანოს რომანტიკულ „უიქენდზე“. შესანიშნავია, თუ ეს „უიქენდი“ რაღაცით გამორჩეული და უჩვეულო იქნება.

მოუმზადოს საუზმე და ყავა ლოგინში მიართვას (მთავარია, ყველაფერი თვითონ გააკეთოს და ქალმა ამის შესახებ წინასწარ არ იცოდეს).

მისწეროს სასიყვარულო წერილები, თან, რაც შეიძლება, ხშირად.

დამღლელი დღის შემდეგ, დაახვედროს თბილი, მყუდრო და სასიამოვნო გარემო, რომელსაც ჯადოსნური, ეროტიკული ღამე მოჰყვება.





 ახალი ამბები
  • ეკონომიკის სამინისტრო - კატეგორიული ტონი მიუღებელია"მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის”, _ ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ეკონომიკის სამინისტრო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოს განცხადებას მიესალმება. გავრცელებულ განცხადებაში ისინი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მიმართავენ და ამბობენ, რომ მიუღებელია საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნების კატეგორიული ტონი. "მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. აქციის ორგანიზატორების ბრალდების პასუხად ვიტყვით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიალოგის პროცესი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით. ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება", _ ნათქვამია სამინისტროს ... ...
  • პოლიციელის კბენისთვის სამოქალაქო აქტივისტი 4-წლიანი პატიმრობის მოლოდინში"მოძრაობა საქართველოსთვის" სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე, განაჩენის მოლოდინშია. პოლიციელის კბენისთვის მას 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება. "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული 5 აქტივისტიდან, ოთხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხოლო ერთს, გიორგი მუმლაძეს, სისხლის სამართლის დანაშაულს. კერძოდ, მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებული აქტივისტთან, გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მუმლაძე პოლიციის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა",-ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი მუმლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები დღეს დააკავეს. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი,  გიორგი მუმლაძე თანამოაზრეებთან ერთად "ქართული ოცნების" ოფისთან  5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდა. აქტივისტები დღეს მათი თანამებრძოლებისთვის დაკავებას 6 საათზე შსს-სთან აქციით გააპროტესტებენ. ისინი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ, დაინტერესდეს აქტივისტების დაკავებებით. დაკავებული აქტივისტები ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან. სხდომა რამდენიმე წუთში ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა,,არც ერთი უკანონო  ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა და გადაცდომები, რომელიც არსებობდა, რა თქმა უნდა უნდა მოხდეს და ხდება შესაბამისი რეაგირება“  - ამის შესახებ  გიორგი გახარიას თანაგუნდელმა და მისი მომავალი პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა  ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. ,,ერთია, ვინ რას ლაპარაკობს და მეორეა, პირდაპირ ეთერში რაც გადაიცემოდა... თუ კარგად გავიხსენებთ, რა მოხდა, 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, პოლიცია პარლამენტის შენობას, საკანონმდებლო ორგანოს იცავდა აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა ამ ძალადობრივი შტურმის მოგერიება,  დაიწყო პოლიციამ აქტიური საშუალებების გამოყენება." - განაცხადა დაუშვილმა. დაუშვილის  თქმით,  20 ივნისის ღამეს პოლიციამ თანაზომიერი და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა. ,,იყო გადაცდომები და ამ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და შესაბამისი საქმეებიც მიმდინარეობს სასამართლოში, მაგრამ საბოლოო ჯამში. ეს პროცესი იყო ლეგიტიმური და გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი" . - განაცხადა  მიხეილ ... ...
  • “არაფერი მიზეზი აქ არ არის, თითიდან გამოწოვილი ამბავია“მეორე დღეა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი არ ემსახურებათ. როგორც “გურია ნიუსი“ წერდა, მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და აქედან გამომდინარე, ისინი უარს ამბობენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. გაფიცულმა ადამიანებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ მოითხოვენ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. “ხელფასები არის მინიმალური და გვინდა, მისი გაზრდა. საშუალო დღიური ანაზღაურება არის 30 ლარი, ამ თანხაში შედის მანქანის მოვლა-პატრონობა.  ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ის თანხა, რაც გვეძლევა ყოველდღიურად და ხელფასად, არის მინიმალური. ვითხოვთ, რომ მოხდეს ხელშეკრულებაში ცვლილებები, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მხოლოდ მანქანის ხარჯზე ვმუშაობდით და აღარ გამოდის. კომპანიის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ და მათგან არ მიგვიღია პასუხი, რომ მოხდებოდა ხელფასის ზრდა. არც არავის უკითხავს ამ საუბრის შემდეგ ჩვენი ამბავი. 2013 წლიდან ერთსა და იმავე ხელფასზე ვმუშაობთ. არაერთხელ გვიფიცეთ და გვპირდებოდნენ, რომ ხელფასს გაგვიზრდიდნენ. მანქანის ხარჯის გამო, არ ღირდა მუშაობა. არავინ გვყავს პატრონი და რაც უნდათ იმას აკეთებენ“. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მძღოლებს ხელშეკრულება საგანმანათლებლო სისტემასთან არ აქვთ. „სამწუხაროდ, პრობლემა, რომელიც ნასაკირალის საჯარო სკოლაშია, სატრანსპორტო კომპანიას და მძღოლებს შორისაა. მძღოლები არ არიან ჩემი თანამშრომლები და აქედან გამომდინარე, მათთან ხელშეკრულება ჩვენს სისტემას არ აქვს. მძღოლების ურთიერთობასა და მათ ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მათთან. მეორე დღეა, მძღოლებს ბავშვები ტრანსპორტით არ გადაუყვანიათ, მაგრამ ამას სასწავლო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს და ბავშვებს _ მიუხედავად ამ შეფერხებისა, მოახერხეს სკოლაში მისვლა“. კომპანია “თაიმ სერვისის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე გვეუბნება, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. “კომპანია მუშაობს, რომ ეს საკითხი უახლოეს დროში მოაგვაროს. მიდის მოლაპარაკებები ახალ მძღოლებთან და ბავშვების გადაყვანა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ისევ ტრანსპორტით მოხდება. თქვენს მიერ ნახსენები 30 ლარი არ არის ხელფასი, ეს არის მომსახურების ღირებულება. ეს ადამიანები არიან ინდმეწარმეები, რომლებიც უწევენ მომსახურეობას კომპანიას. შესაბამისად, მომსახურების ტარიფი და ოდენობა მათთან შეთანხმებულია. ყველა დეტალი გავიარეთ, როდესაც ახალი ხელშეკრულებები იდებოდა და ასე ხდებოდა ყოველ წელს. არაფერი მიზეზი აქ არ არის. თითიდან გამოწოვილი ამბავია და მეტი არაფერი. ერთ დილას გაიღვიძა 15 მძღოლმა და გადაწყვიტა გაჩერებულიყვნენ, თავის მოვალეობაზე უარი თქვეს და მოაწყვეს გაფიცვა. ხელშეკრულების დადების დროს რატომ არ გააპროტესტეს? _ აღნიშნა სულეიმან ჩიხლაძემ ჩვენთან საუბრის დროს. დღეს დილით სოციალურ ქსელში  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძემ შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა.  “ქვეყანაში სრული ვაგხანალია და უპატრონობაა. ორი დღეა დაბა ნასაკირალის სკოლაზე მომუშავე 14 მიკროავტობუსის მძღოლი გაფიცულია, პროტესტის ნიშნად არ გადაყავს სკოლაში ხუთასამდე ბავშვი, მომკითხავი კაცი არაა და არც არავის აღელვებს,“ - დაწერა ბესო ქათამაძემ ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი: ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ,,ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ“, - ეს მიმართვა  ,,რიონის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქალაქებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ“,  – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...