ბარაქისა და ფულის მომტანი თილისმები

ზაფრანი

ბარაქისა და ფულის მომტანი თილისმები

5 აპრ. 2018, 18:52:19

ფულის მიმზიდველ თილისმებს შორის ყველაზე პოპულარულია „ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი“ მონეტა. ჩინეთში სწამთ, რომ ეს თილისმა კარიერულ ზრდაში, ბიზნესის წარმატებასა და ფულის შოვნაში დაგეხმარებათ.

როგორც წესი, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტან მონეტას ატარებენ საფულით. ფენ-შუის თანახმად კი სასურველია ეს თილისმა თქვენი სახლის სიმდიდრის ზონაში მოათავსოთ. იმ შემთხვევაში თუ უბედურებისგან, ინტრიგებისგან და გაკოტრებისგან თავის დაცვა გსურთ მაშინ თქვენ ატლანტების ნიშანი დაგჭირდებათ. ცრუმორწმუნეების აზრით ამისათვის საჭიროა იქონიოთ სამკაული, რომელზეც ეს ნიშანია გამოსახული.

ფულის მომტანი თილისმების სიაში საპატიო ადგილი უჭირავს „ხუთი კეთილდღეობის სიმბოლოსაც“. ლეგენდის თანახმად ეს გახლავთ ბედნიერების, ჯანმრთელობის, მშვიდობის, კეთილშობილებისა და დღეგრძელობის სიმბოლო, შესაბამისად მას ადამიანისთვის ამ ყველაფრის მოტანა ძალუძს.

კიდევ ერთი ძლიერი თილისმა გახლავთ ბედის ბორბალი, რომელსაც ცრუმორწმუნეთა აზრით მეპატრონისთვის იღბალი და კეთილდღეობა მოაქვს. ამბობენ, ეს თილისმა ისეთი ძლიერია, რომ შეუძლია დაგიცვათ ისეთ დროსაც კი, როდესაც მთელ სამყაროს ებრძვით.

ინდოელები და ინდუისტები კი ბიზნესში წარმატების მიღწევის მსურველებს განეშას გვირჩევენ. ინდუიზმის მიმდევრებს სწამთ, საკმარისია განეშას რაიმე სთხოვო და ის აუცილებლად დაგეხმარება. განეშა იგივე განაპატი გახლავთ ინდუიზმში სიბრძნისა და კეთილდღეობის ღმერთი. განეშა ითვლება უბედურებასა და უსიამოვნებებთან მებრძოლ ღმერთად და სწორედ ამიტომ, ბევრს სწამს, განეშას თილისმას ბიზნესის კრიზისული სიტუაციიდან გამოყვანა შეუძლია.

თუ თქვენი მიზანია ძალისა და ენერგიის მოკრება, საკუთარი თავის რწმენის გამყარება და ბოროტების დამარცხება ისე, რომ არ მიაყენოთ ზიანი საკუთარ თავს, მაშინ თქვენ სოლომონის დიდებული ბეჭედი გამოგადგებათ. სოლომონის დიდებული ბეჭედი გახლავთ მაგიური წრე, რომელიც ლეგენდის თანახმად არაჩვეულებრივად იცავს ყოველგვარი მოულოდნელობებისგან, უსიამოვნებებისგან, დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან და ჯადოსგან.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...