ბავშვის სწორად აღზრდა და ასტროლოგია

ზაფრანი

ბავშვის სწორად აღზრდა და ასტროლოგია

2018 ოქტ 17 07:53:57

ამბობენ, "მშობლებს არ ირჩევენ" და ეს ფაქტია! თუმცა, თავად ჩვენ პოტენციურ თუ უკვე არსებულ მშობლებს გაგვაჩნია ხელთ იმის ბერკეტები, რომ ჩვენი შვილები სამომავლოდ არამხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი და განათლებული, არამედ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, კეთილი, მოსიყვარულე და წარმატებული ინდივიდები გაიზარდონ. ასტროლოგები თვლიან, რომ დედისა და მამის როლი, თანაც არამხოლოდ მათი ბავშვთან დამოკიდებულება არამედ თავად მშობლების ურთიერთკომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის ხარისხი დიდწილად ახდენს გავლენას ინდივიდის ჩამოყალიბებაზე. ნებისმიერი კარგი ასტროლოგი, პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე დაგიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ მათი კერძო კლიენტების 98% ფსიქოლოგიური პრობლემები, პრობლემები საპირისპირო სქესთან და დაულაგებელი პირადი ცხოვრება ზუსტადაც რომ წარსულში, შორეულ ბავშვობაში დედისა და მამის ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობების ან თავად, რომელიმე მშობლის ბავშვისადმი ზედმეტად მკაცრი ან პირიქით ინდეფერენტული დამოკიდებულების ნაყოფია. დღეს ზოგადი კონცეფცია მინდა შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ როგორები არიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანები როგორც მშობლები და რა თვისებების გამომუშავება მოეთხოვებათ მათ საკუთარ შვილებთან ჰარმონიული კავშირის დასამყარებლად.

მშობლის ტვირთის საკუთარ თავზე აღება ყველაზე მეტად უჭირთ - მერწყულებს, ტყუპსა და სასწორებს. თუმცა, მათ შორისაც არის დიფერენცირება. მაგალითად, ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, მშობლის მოვალეობას უბრალოდ ზედაპირულად ეკიდებიან და შვილებს ფაქტობრივად "თამაშ-თამაშით" ზრდიან. სასწორი კარგი მშობელია, თუკი დიდი ყოყმანის და სჯა-ბაასის მერე საერთოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ხოლო მერწყულებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდებიან ე.წ. "გუგულის სინდრომის" მქონე დედები და მამები. რომელთაც ბავშვების ყოლას და გაზრდას, სხვა საქმიანობით (პროფესიული განვითარება, კარიერა, სწავლა-განათლება) დაკავება ურჩევნიათ.

არცთუ თანმიმდევრული, მაგრამ ავტორიტეტის მქონე მშობლები არიან ცეცხლის ნიშნები - ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს იმ მშობელთა კატეგორიას აკუთვნებენ ასტროლოგები, ვინც პატარებს მთელი სიცოცხლე მისაბაძად მიაჩნიათ საკუთარი აქტიური ცხოვრების წესის, სოციალურობისა და სიმამაცის გამო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ცეცხლის ნიშნები ერთობ ფიცხები არიან და დიქტატურისკენ მიდრეკილებასაც ხშირად ამჟღავნებენ საკუთარი ნაშიერების მიმართ, რაც მაგალითად წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ბავშვის შემთხვევაში არათუ გაუმართლებელი, დამღუპველიც კია.

რაც შეეხებათ მიწის სტიქიის ნიშნებს - კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს. მათ შორის დისციპლინირებულ, თანმიმდევრულ, უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე და ზომიერად მზრუნველ მშობლებს ვხვდებით. ასეთ ადამიანებს ერთადერთ ნაკლად შვილებთან მიმართებაში შეიძლება მომთხოვნელობა და სიმკაცრე ჩავუთვალოთ საკუთარი შვილების მიმართ, რომელსაც ისინი ისევ და ისევ მათივე სასიკეთოდ ჩადენილად ამართლებენ.

დაბოლოს, ყველაზე მოსიყვარულე, მზრუნველი და შვილებზე თავგადამკვდარი მშობლები ასტროლოგთა აზრით, წყლის სტიქიის ნიშნებს შორის გვხვდებიან. წყლის სტიქიის ტრიადას შორის (კირჩხიბი, თევზები, მორიელი) ჩემპიონობას არავის უთმობენ კირჩხიბები. ამ ადამიანებს შორის ფაქტობრივად არ მოიძებნება ცუდი მშობელი. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ბავშვების პიროვნულ განვითარებას საგრძნობლად ზღუდავს და აფერხებს საკუთარი გადამეტებული მზრუნველობის გამო. რაც შეეხება მორიელს, იგი მზრუნველი, მაგრამ ზომიერი და საკმაოდ მკაცრი მშობელია, რომელიც მზადაა ნებისმიერი სირთულის წინაშეც კი არ დაიხიოს უკან თუკი ეს მის ნაშიერს ეხება. ხოლო თევზების სახით ბავშვებს საუკეთესო სულიერი მეგობარი და მრჩეველი ჰყავთ მშობელთან ერთად, რაც მათ სულიერ და მენტალურ განვითარებაზე შესანიშნავად მოქმედებს.




 ახალი ამბები
  • ქურდობა გურიაში _ შსს-მ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. ბრალდებულის მიერ ნაქურდალი ნივთები პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • არა ნაცებს, არა ბოროტებას _ თბილისში ახალი ბანერები გამოჩნდა"არა ნაცებს, არა ბოროტებას" _ ამ სახელწოდების ბანერები თბილისში წუხელ გამოჩნდა. წარწერებთან ერთად ბანერებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკები არიან გამოსახული. მათ შორისაა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის თქმით,  "მორალური უპირატესობით ტკბება": "აი, ამიერიდან, სრული მორალური უფლება მაქვს, ამის გამკეთებელი პარტიის ყველა წევრის და გულშემატკივარის დედა მოვიკითხო, ვისაც ამ ბილბორდზე პროტესტი არ უჩნდება და ღიად არ გამოხატავს იმ უკადრებლისთვის, რაც არ უკადრია საქართველოს ისტორიაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას. p.s. ვტკბები მორალური უპირატესობით და ვმკითხაობ, ერთი "ფაშისტი" ენჯეოები რას იტყვიან", _ წერს გვარამია ფეისბუქის საკუთარ ... ...
  • ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დამზადება, შეძენა, შენახვა და გასაღება _ დაკავებულია რუსეთს მოქალაქეშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ბ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას რეალიზაციის მიზნით ტოვებდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილსში, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 სამალავიდან რეალიზაციისთვის გამზადებული 14 შეკვრა ახალი ფსიქოატიური ნივთიერება _ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული 5 შეკვრა ახალი ფსიქოატიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ქალაქის სხვადასხვა ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რუკა, ლოკაციების მითითებით. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით ... ...
  • კავშირი საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ პირებთან _ სუს-ი განცხადებას ავრცელებსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების მიერ დაკავებული პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. "გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირების შესახებ. სიუჟეტში საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ინფორმაცია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული პირები, აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავა და ორივე მათგანი ამჟამადაც საპატიმროში რჩება. მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საზოგადოების ინფორმირების მიზნით აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე ვავრცელებთ დამატებით ინფორმაციას. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ გ. და ირაკლი გ. წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექტრადაციო პატიმრობაში მყოფი ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა. 2018 წლის 2 ოქტომბერს აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით).გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია", - ნათქვამია სუს-ის ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნაშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  სამართალდამცველებმა გ.გ. ცხელ კვალზე, ბათუმში დააკავეს.  გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...

ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ცხოველები

თაფლიჭამია თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია,...

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?