ბედნიერების მომტანი ფერები

ზაფრანი

ბედნიერების მომტანი ფერები

15 სექ. 2020, 18:19:17

ვერძის ფერები - (წითელი, ჟოლოსფერი, ოქროსფერ-ყვითელი, ბრჭყვიალა, ნაზი ყვითელი და მწვანე) მას საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ეხმარება. ამშვიდეს, შინაგანი ბალანსისა და ჰარმონიის შეგრძნებას უქმნის. გარდა ამისა, ვერძს სჭირდება სითამამე, სიხარული, აქტიურობა ამისთვის კი ცეცხლოვანი ფერები უნდა გამოიყენოს.

ლომის ფერები - (ცეცხლისფერი, ყვითელ-ყავისფერი, მუქი იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, მუქი ნარინჯისფერი, ოქროსფერ-ჟღალი, თეთრი და შავი) მის მეფურ ხასიათს უნდა შეესაბამებოდეს. ის ლიდერია, ხანდახან - ტირანიც. ნარინჯისფერი მისთვის კარგია, როცა პოზიტივი, სითბო და სიხარულის მიღწევა სურს. ეს ფერები ათანაბრებს ლომის სურვილებს მის შესაძლებლობასთან.

მშვილდოსნის ფერები - (ლურჯი და მისი გრადაციები, ცისფერი, იისფერი, მწვანე) ურთიერთობის წარმართვის სიმბოლოა. მშვილდოსანს მართავს წითელი და კონტასტული - ყვითელი და ლურჯი. ლურჯი (ულტრამარინი) არის კოსმოსის, უკიდურესობის ფერი. ეს ფერი მშვილდოსანს ფილოსოფიის საკითხებისადმი უღვივებს ინტერესს. აგრეთვე მისტიკისა და ეზოტერიკისადმი. ანიჭებს შინაგან სიმშვიდეს. ეს არის უმაღლესი ჰარმონიის, რელიგიისა და რწმენის ფერი.

კუროს ფერები - (ყვითელ-მწვანე, ღია ყვითელი და გაზაფხულის მწვანის ყველა გამა, ლიმონისფერი, თეთრი, ლურჯ-მწვანე, იასამნისფერი) მას აძლიერებენ. ეს ფერები კუროს სიმშვიდეს, სიბრძნეს, საიმედოობას, სიცოცხლის სიხალისეს ანიჭებენ. ისინი უმძაფრებენ გრძნობებს, უქმნიან სირბილისა და ბუნებასთან ერთობის შეგრძნებას.

ქალწულის ფერები - (თეთრი, ღია ცისფერი, მუქი იასამნისფერი, მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი) მას თავშეკავებას, ნეიტრალიტეტს, ანალიტიკურ შესაძლებლობებს უძლიერებენ. ნაცრისფერი რაციონალურობის, მოკრძალებისა და პედანტურობის ფერია. ის ეხმარება ქალწულს არ გადავარდეს ერთი უკიდურესობიდან მეორეში და არ გაირთულოს ცხოვრება. თეთრი მას აკურატულობას ასწავლის. მწვანე მიზანმიმართულობას, მუქი იასამნისფერი - მისტიკისადმი უღვივებს ინტერესს. ქალწულის ორგანიზმს ნაცრისფრის ყველა გამა და კონტასტული - ყვითელი და წითელი მართავს.

თხის რქის ფერები - (მუქი - ყავისფერით დაწყებული შავით დამთავრებული) მას სტაბილურობის, კონსერვატიულობისა და პრინციპულობის შეგრძნებას უნდა უქმნიდეს. თხის რქის ხასიათს შეესაბამება შემდეგი ფერები: მუქი მწვანე, ლურჯი, თამბაქოსფერ-ნაცრისფერი, თეთრი, და ღია ყვითელი.

ტყუპის ფერები - (მუქი იასამნისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერ-ყვითელი) მისი ხასიათს შეესაბამება. მას ხშირად ურთიერთოგამომრიცხავი რაღაც მოსწონს. ნაცრისფერი მას დეტალებზე დასაკვირვებლად გამოადგება. მუქი იასამნისფერი დღის განმავლობაში იცვლის გრადაციას და ასეთივეა ტყუპიც, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ეცვლება განწყობა. ამიტომ ეს ფერი დაეხმარება თავდაჯერებულობა მოემატოს და ციური ვარსკვლავების მხარდაჭერა მიიღოს.

სასწორის ფერები - (ღია ლიმონისფერი, მუქი ცისფერი, ზღვის ტალღის ფერი, მუქი მწვანე, ვარდისფერ-იასამნისფერიდან დაწყებული ლურჯ-იასამნისფერით დამთვრებული) მას დახვეწილობასა და სინაზეს ანიჭებს. კონტრასტული თეთრით ყველა ფერის გაწონასწორება შეუძლია. ფერები სასწორს ხელოვნების აღქმაში, ესთეტიზმისა და პიკანტურობის გამოხატვაში ეხმარება. ეს ფერები მას ამშვიდებს. თუ საჭიროა, დამოუკიდებლობას ავლენს, სადაც საჭიროა - ჩრდილში რჩება.

მერწყულის ფერები - (ყვითელი, ლურჯი, თეთრი) მას უღვიძებს ქვეცნობიერს, მეგობრულსა და ინტელექტუალურად აქტიურს ხდის. ხანდახან კი რეალობასაც შეუძლია მოწყვიტოს.

კირჩხიბის ფერები - (თეთრი, ლურჯი, ვერცხლისფერი, ნაზი ცისფერი, ბალახისფერი მწვანე, ღია ნარინჯისფერი, მწვანე, იასამნისფერ-ვარდისფერი) მას ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას უქმნის. კირჩხიბს მართავს მწვანე და კონტასტული - იასამნისფერი და ნარინჯისფერი. ეს ფერები მას ეხმარება აქტიურად იფიქროს, ინტუიცია ჩართოს, იყოს მეტად აღქმადი, დაარეგულიროს ემოციურობა.

მორიელის ფერები - (მუქი ვარდისფერი, ვარდისფერ-იასამნისფერიდან დაწყებული ლურჯ-იასამნისფერით დამთავრებული, ჟოლოსფერი, ბროწეულისფერი, მუქი წითელი, ყვითელი) ემოციურად ავსებს მას. ეს ფერები მას დამოუკიდებელს ხდის, ენერგიას მატებს, იმატებს კომუნიკაბელურობა, შეუძლია სიტუაციის სწორად შეფასება, უუმჯობესებს განწყობას. მორიელს მართავს წითელი, მწვანე და ზამბახისფერი.

თევზების ფერები - (იასანმისფრის ყველა გამა, ზღვის ტალღის ფერი, ლურჯი და მისი ყველა გრადაცია, წითელ-იასამნისფერი) მას საიდუმლოობას, ღრმა შეგრძნებებს სძენს. ეხმარება სიტუაციასთან შეგუებას, შინაგანი სამყაროს უკეთ გამოვლენას. ამ ფერებს შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ მის განწყობაზეც, შეუქმნან სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნება.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...