„დაწყევლილი” ნახატები

ზაფრანი

„დაწყევლილი” ნახატები

23 ივლ. 2019, 17:58:42

1) სვეტლანა ტელეცის - “წვიმის ქალი“. 3 ჯერ გაიყიდა, თუმცა სამჯერვე უკან იქნა დაბრუნებული. მყიდველები ირწმუნებოდნენ რომ ნახატის სახლში მიტანის შემდეგ მათ აწუხებდათ უძილობა, კოშმარები, კაკუნისა და ნაბიჯების ხმა. ერთერთი მათგანი ნერვული აშლილობისგან სიგიჟის ზღვარზე იმყოფებოდა, ამიტომაც დროულად ამჯობინა ნახატის დაბრუნება.

2) ლუვრის თანამშრომლები ამტკიცებენ რომ ჯოკონდა ფერმკრთალდება როცა მასთან ხალხს არ უშვებენ, ხოლო როცა დარბაზი სავსეა ნახატი ცოცხლდება, ფერები ელვარებენ და ღიმილიც მკაფიო ხდება. სტენდალი ჯერ კიდევ 19 საუკუნეში ამბობდა რომ ნახატის ცქერის დროს ძალა ეკარგებოდა

3) მარია ლოპუხინის პორტრეტი - გადმოცემის თანახმად მამამისი ცნობილი მისტიკოსი და მისანი იყო, მან შეძლო პორტრეტში ქალიშვილის სულის შეტყუება. ლეგენდის თანახმად ამ ტილოს დამსახურებით ათამდე პატარძალი დაიღუპა

4) კლოდ მონეს „წყლის შროშანები“ - ნახატის დასრულებას მონე მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა ერთერთ კაბარეში, სადაც მალე ცეცხლი გაჩნდა. ფერფლად ქცეული კაბარედან მხოლოდ მონეს ნახატი გადარჩა. „წყლის შროშანები“ ოსკარ შმიტცმა შეიძინა, ერთი თვის შემდეგ მის სახლს ხანძარი გაუჩნდა. ნახატი ისევ გადარჩა. ამის შემდეგ წყლის შროშანები ნიუ იორკის ერთერთ მუზეუმში გადაიტანეს, 4 თვეში მუზეუმს ცეცხლი გაუჩნდა, ჩვენი ნახატი კი კვლავ უვნებელი გამოიყურებოდა

5) ველასკესის „ვენერა სარკის წინ“ - მისი პირველი მყიდველი ვაჭარი სურათის შეძენის შემდეგ გაკოტრდა, მას მეკობრეები დაესხნენ თავს და სურათი გაყიდა. ახალი შემძენის საწყობს მეხი დაეცა და დაიწვა, 3 დღის შემდეგ კი მისი სახლი გაქურდეს - თავად კი მოკლეს. 1914 წელს ნახატი ერთერთმა ტურისტმა ქალმა დანით დაჭრა.

6) პიტერ ბრეიგელის ნახატი „ქურუმების თაყვანისცემა“ - მხატვარმა ნახატის დასახატად თავისი უშვილო დეიდაშვილი გამოიყენა წმინდა მარიამის სახედ. ნახატი 4 ოჯახის ხელში გადავიდა. არცერთ ოჯახში 10 წელი შვილი არ ჩნდებოდა.




 ახალი ამბები
  • საქართველოს უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. (მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.) ჰაერის ტემპერატურა 7-8 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი ... ...
  • რაში უსწრებს საქართველო ამერიკას კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა. მათივე ინფომაციით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს. “2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია. 2019 წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა. 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. 2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით,  ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს”,_ ნათქვამია ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისაქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). „ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში, მისამართზე: “http://covid19st.ushas.com.tr”. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr. USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ. ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა. უცხოელმა პაციენტებსა და თანმხლებ პირებს თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ-19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება. აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობასსაქართველოში იაპონიის საელჩო განცხადებას ავრცელებს  ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით.  „იაპონია ხელახლა ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“,_ წერია ... ...
  • კომპენსაციების გაცემის პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტები- დაკავებულია 1 პირისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში. თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?