რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

ზაფრანი

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

2019 დეკ 12 18:07:44

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და კოლაგენის დაბალი შემცველობის გამო, ქალები მამაკაცებზე გაცილებით მოქნილები არიან. მტკიცებულებისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო – მხატვრული ტანვარჯიშით მხოლოდ ქალები არიან დაკავებულნი.

ლაპარაკის უნარი _ მამაკაცებს მეტყველების ერთი ცენტრი გააჩნიათ და ის მდებარეობს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში. ქალების მეტყველებაზე პასუხისმგებელია ორი ცენტრი: შედარებით დიდი – მარცხენა ნახევარსფეროში და უფრო პატარა – მარჯვენაში. კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ქალი დღეში თავისუფლად გამოთქვამს დაახლოებით 8000 სიტყვას, იყენებს 3000 ბგერას და 10 000 არავერბალურ სიგნალს. მაშინ როდესაც, მამაკაცი დღეში წარმოთქვამს მხოლოდ 4000 სიტყვას, გამოსცემს 2000 ბგერას და აკეთებს 3000 ჟესტს.

სტრესთან გამკლავების უნარი _ მიუხედავად იმისა, რომ ქალები უფრო ხშირად ტირიან ვიდრე მამაკაცები და ადვილად შეუძლიათ ისტერიკაში ჩავარდნენ, სტრესთან გამკლავებას მათზე გაცილებით უკეთ ახერხებენ. სუსტი სქესი ამას ესტეროგენს უნდა უმადლოდეს, რომელიც ნერვიული დაძაბულობის სიმპტომების ბლოკირებას ახდენს.

ფერების აღქმის უნარი _ ქალები მამაკაცებზე უკეთ არჩევენ ფერებს. ეს პირდაპირ არის დაკავშირებულ Х ქრომოსომასთან, ქალებს ეს ორი აქვთ. ევოლუციური თვალთახედვით ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ ერთ დროს კაცები ნადირობით იყვნენ დაკავებულნი, ქალები კი – შემგროვებლობით.

მრავალამოცანიანი დავალების შესრულების უნარი _ კორძიანი სხეული, რომელიც ასრულებს ერთგვაროვანი "სადენის" როლს ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის, ქალებს უფრო მსხვილი აქვთ, ვიდრე კაცებს, კავშირი კი 30% უფრო მეტია. ამის გამო ქალებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ მრავალამოცანიანი დავალებების შესრულება. მამაკაცის ტვინი სპეციალიზირებულია და დაყოფილია განსაზღვრულ სექციებად.

ლოგიკა _ რამდენიც არ უნდა იხუმრონ ქალის ლოგიკაზე – ის არსებობს და უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცის – აბსოლუტურად არატრივიალური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი. ქალისთვის ბოლო სიტყვა კამათში – გამარჯვების ტოლფასია, და რაიმეს განცხადება, რომელსაც არავინ გააპროტესტებს – მათთვის მტკიცებულებას წარმოადგენს.

პერიფერიული მხედველობა _ მამაკაცებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია ე.წ. "გვირაბის ხედვა, " ქალებს ძლიერ აქვთ განვითარებული პერიფერიული მხედველობა. ეს უპირატესობას ანიჭებთ მათ უფრო ყურადღებით ადევნონ თვალყური ბავშვებს და იმავდროულად სხვა საქმეც აკეთონ.

სმენა _ ქალები უკეთ არჩევენ მაღალსიხშირიან ბგერებს. ერთი კვირის ჩვილ გოგონას შეუძლია გაარჩიოს დედის ხმა და გაიგონოს, როდესაც სხვა ჩვილი ტირის.

ყნოსვა _ გასულ წელს, რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური ინსტიტუტის ბრაზილიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქალის ტვინში 50% მეტი უჯრედია, რომელიც პასუხისმგებელია სუნის აღქმაზე, ვიდრე მამაკაცის ტვინში. ყნოსვის ბოლქვები კი საშუალოდ 43% მეტი აქვთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, ვიდრე კაცებს

მეხსიერება _ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 4500 ადამიანს შეუმოწმეს მეხსიერება, რომელთა ასაკი 49-დან 90-მდე მერყეობდა. შედეგად გაირკვა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას. ამას ამტკიცებს სხვა კვლევებიც. ამის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

რეპროდუქცია _ უდავოა, რომ ქალებს აქვთ გამრავლების და ბავშვის ტარების დიდი უნარი.

ბავშვთან ურთიერთობა _ ქალები ადვილად პოულობენ საერთო ენას ბავშვებთან, ამიტომ დიდი უმრავლესობით, სწორედ ისინი მუშაობენ ძიძებად, აღმზრდელებად და დაწყებითი კლასების მასწავლებლებად.

სწრაფი განვითარება _ გოგონები უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე ბიჭები, ისინი ადრეულ ასაკშივე იძენენ ვერბალური ურთიერთობის და სოციალიზაციის უნარ ჩვევებს. ეს განსხვავება მცირდება, როდესაც მამაკაცი სქესობრივი მომწიფების ასაკს აღწევს.

ინფორმაციის აღქმა _ უამრავი ფსიქოლოგიური და ლოგიკური კვლევის თანახმად გაირკვა, რომ ქალები უკეთესად ასრულებენ ტესტებს, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის სწრაფ აღქმასთან ნიშნებითა და გამოსახულებებით. როგორც წესი, ისინი ჯობნიან მამაკაცებს ერთი კატეგორიის ობიექტების სწრაფად ჩამოთვლასა და არითმეტიკული ოპერაციების შესრულებაში.

გამძლეობა ტკივილისადმი _ ესტეროგენის მაღალი შემცველობის გამო, ქალები ნაკლებ მგრძნობელობას იჩენენ ძლიერი ტკივილისადმი. ესტეროგენი ასევე ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას ორგანიზმში.

ტვინის მუშაობის დაცვა _ ქალებში, ტვინის ის ნაწილები, რომელიც პასუხისმგებელია სივრცით და ვერბალურ უნარზე, თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი ორივე ნახევარსფეროში. ამიტომაც, თუ მამაკაცებს პრობლემები აქვთ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში, ეს მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ხდება ვერბალური ტესტების შესრულებისას, მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანებისას კი – არავერბალური ამოცანების. რაც შეეხება ქალებს, ვერბალური და არავერბალური ტესტების კარგად შესრულება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ნახევარსფერო ექნებათ დაზიანებული.

სამსახიობო ნიჭი _ როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოგონები უფრო სწრაფად იზრდებიან და ასევე სწრაფად სწავლობენ სოციალიზაციას. სამსახიობო ნიჭი და კონტექსტუალური პრეზენტაციის უნარ-ჩვევა ადრეულ ასაკშივე უყალიბდებათ.




 ახალი ამბები
  • დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერი გარდაიცვალადამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო. 2011 წელს "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო: „ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, რამაც ჩარევის უფლება მისცა რუს სამშვიდობოებსა და რუსეთის ... ...
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლიაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ... ...
  • მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპამამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...