ჰეგემონი ციფრები

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

2019 თებ 13 18:23:03

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი საიტის მკითხველებისთვის უკვე ცნობილია, წინამორბედი სტატიების მეშვეობით. თუმცა დღეს მინდა განსაკუთრებულ ციფრებზე გესაუბროთ, რომელსაც ნუმეროლოგები სხვაგვარად "ჰეგენმონ ციფრებს" უწოდებენ.

ამგვარი ციფრი სულ ორი არსებობს – 11 და 22. თუმცა მათი ჰეგემონურობა, თავად ბედის ციფრებზე უპირატესობას კი არა, ამ ციფრებთან დაკავშირებული ადამიანებისა და მოვლენების განსაკუთრებულობაზე მიანიშნებს. საქმე იმაშია, რომ ზემოთ ხსენებული ციფრები საკუთარ თავში უდიდეს ენერგეტიკას ატარებენ. ამიტომ, ადამიანისთვის რომელიც ზემოთ ხსენებული ორი ციფრის გავლენაშია მოქცეული, აუცილებელია სწორად მართოს საკუთარი შინაგანი ენერგია, რათა დაბადების ციფრის მაგიამ მისი ცხოვრება ერთ დიდ ქაოსად არ გადააქციოს.

ადამიანებს რომელთა დაბადების ციფრებსაც 11 ან 22 წარმოადგენს, უნდა ახსოვდეს რომ თუ 1-დან 9 -მდე რიცხვები კაცობრიობის მიერ დაგროვილი ენერგეტიკული პოტენციალის მთელ სპექტრს აერთიანებს, 11 და 22 უკვე ასტრალური ენერგიის მაჩვენებელია. ნუმეროლოგები ამ ციფრებს "მზისა და მიწის ციფრებს" უწოდებენ და მათ "ოსტატის ნიშნად" თვლიან.

მათ ვინც 11 რიცხვში დაიბადა ინტუიციურობა და ღრმა ქვეცნობიერი გააჩნიათ. ეს ადამიანები  ადვილად წყდებიან მიწიერ საზრუნავს და ყოველთვის ინტერესდებიან არამიწიერი ფასეულობებით. მაგრამ. თუკი მათ მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღიური რუტინული ცხოვრებით უწევთ ცხოვრება, ისინი მალე იფიტებიან და ჯანმრთელობაც საგრძნობლად უუარესდებათ. ამ ადამიანებისთვის ისეთ სფეროში მოღვაწეობაა კარგი, სადაც საშუალება მიეცემათ სულიერად გაიზარდონ და სხვადასხვა ტიპის ხალხთან იქონიონ კონტაქტი. ნუმეროლოგთა აზრით ეს ადამიანები ცას და მიწას შორის ე.წ. "ფოსტალიონის" როლს ასრულებენ. სწორედ მათ შესწევთ ძალა, სურვილების ასრულებაში დაეხმარონ სხვებს, რადგან ადამიანების გულში არსებული ფარული ოცნებების მიტანის უნარი გააჩნიათ ზეცამდე.

რაც შეეხებათ 22 რიცხვში დაბადებულებს, ეს ხალხი პირიქით ზეციური სწავლებისა და კანონების დასამკვიდრებლად მოდის ამ ქვეყანაზე. გასაკვირი არ არის რატომ გამოდიან მათგან კარგი პედაგოგები, ლიდერები, პოლიტიკოსები და მეცენატები. ამ ადამიანებს აქვთ უნარი გზა აპოვნინონ თავისზე სუსტ და ნაკლებად თამამ პიროვნებებს. ამიტომ მათი შემართება, ბრძოლისუნარიანობა და ოპტიმიზმი ხშირად ხდება გარშემო მყოფთათვის სტიმულის მიმცემი და აქტიური ქმედებებისკენ წამაქეზებელი ტრამპლინი.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...