ჰოლივუდური ცხვირები

ზაფრანი

ჰოლივუდური ცხვირები

11 სექ. 2017, 11:26:39

იაპონელი კლასიკოსის აკუტაგავას მოთხრობაში ,,ცხვირი” მოთხრობილია გრძელცხვირა ბერი ზენტის შესახებ, რომელიც ყველანაირად ცდილობდა რათა დაემოკლებინა საკუთარი ცხვირი, რაც ბოლოს შესძლო კიდევაც. თუმცა მას არაფერი კარგი არ მოუტანია პატრონისთვის და მალე ცხვირი ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. იაპონელი ბერისგან განსხვავებით ჰოლივუდში დიდი, გრძელი, კარტოფილა, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ცხვირი შეიძლება წარმატების, პოპულარობისა და შემოსავლის წყაროდ იქცეს. ამაში გვარწმუნებენ ის მსახიობები, რომლებიც ოსკარის მისაღებად ყველანაირ ხრიკებს მიმართავდნენ (და განაგრძობენ ამის კეთებას) რათა მამა_პაპათაგან მოცემული ყნოსვის ამ ორგანოს რამენაირად სახე შეუცვალონ (უმეტესწილად ეკრანზე) და ამით დაიპყრონ არა მარტო მაყურებელთა, არამედ აკადემიის წევრთა გულებიც.

როგორც ამ საქმის (ანუ კინოცხვიროსანთა) მცოდნეები აღნიშნავენ ყველაზე ,,ცხვირიანი” ფილმი ეს არის ალფრედ ჰიჩქოქის ბრწყინვალე თრილერი ,,ჩრდილოეთისაკენ ჩრდილო დასავლეთით”. საქმე იმაშია რომ ფილმის ფინალში, ყველაზე დაძაბულ და ამავე დროს გონებამახვილურ ეპიზოდში, რომელიც ცნობილ მაუნთ რაშმორის კომპლექსზე, კლდეში გამოქანდაკებულ ამერიკელი პრეზიდენტების უზარმაზარი პორტრეტებზე ხდება, ფილმის მთავარი გმირები ქერი გრანთი და ივ მერი სენთი მკვლელს გაურბიან და სამალავად პრეზიდენტების ცხვირებს იყენებენ. ამერიკაში კარიერაგაკეთებულ ინგლისელ ჰიჩქოქს ყოველთვის ახასიათებდა იუმორის გრძნობა, რაც მშვენივრად გამოიხატა სცენაში, როცა გრანთი ჯორჯ უოშინგთონის ცხვირზე ლამობს აძრომას. საინტერესოა, რომ ფილმის სათაურის ერთ_ერთი ვარიანტი ასე ჟღერდა_ ,,ადამიანი ლინქოლნის ცხვირზე”, მაგრამ ბოლოს მისმა კლასიკურმა სათაურმა გადაწონა, სხვა შემთხვევაში ვინ იცის რა შედეგს მივიღებდით. ისიც აღსანიშნავია, რომ ჰიჩქოქს არ მისცეს საშუალება რათა გადაღება ნაღდ მაუნთ რაშმორზე ჩაეტარებინა (ისევე როგორც გაეროს შენობაში, პირველად ამის ნება  სიდნი პოლაკს დართეს ფილმისთვის ,,მთარგმნელი”), ამიტომ მოუხდა დეკორაციების გაკეთება.

სტივენ დოლდრის ფილმში ,,საათები” ბრწყინვალე აქტიორული ანსამბლია შეკრებილი (მერილ სტრიპი, ჯულიან მური, ედ ჰარისი), მაგრამ ოსკარი მხოლოდ სახეგადაკეთებულ ნიკოლ კიდმენს ხვდა წილად. კიდმენს გრიმიორებმა იმდენად შეუცვალეს გარეგნობა, რომ კულუარებში ხუმრობდნენ: აკადემიკოსებმა მსახიობი ვერც კი იცნეს და ისე მიანიჭეს ჯილდოო. ამ მშვენიერ ქალბატონს ცხვირი ისე უბადლოდ ჰქონდა გაკეთებული, რომ თვით მის პროტოტიპს, ვირჯინია ვულფსაც კი შეშურდებოდა. სპეცეფექტების ოსტატი სთენ უინსთონი, რომელსაც ბევრი ცხვირი აქვს ნაკეთები და ამ საქმის ნაღდი პროფესიონალია (მის ხელს ეკუთვნის მაიქლ ჯექსონის ცხვირი ფილმში ,,ჯადოქარი”, აგრეთვე მან გადააქცია როდ სთაიგერი 30_40 წლების პოპულარულ კომიკოსად W.C. ფილდსად, რომელსაც უზარმაზარი ცხვირი ჰქონდა, ფილმში ,, W.C. ფილდსი და მე” და მრავალი სხვა). იგი აცხადებს რომ ახალი ცხვირი აძლევს მსახიობს ახალი მწვერვალების დაპყრობის შანსს. ასეა ეს თუ არა, ამას ამერიკული კინოს ისტორიის ზერელე გადახედვაც კი გვიჩვენებს.

პირველი გრძელცხვირა ვინც ოსკარი მოიპოვა, იყო ხოსე ფერერი. იგი ცნობილია როგორც ბრწყინვალე პროფესიონალი. მისი პირველი ცოლი თეატრალური მსახიობი უთა ჰაგენი გახლდათ, ხოლო მესამე კი ჯორჯ ქლუნის დეიდა მომღერალი როზმარი ქლუნი. ფერერმა ოსკარი მიიღო 1950 წელს სირანო დე ბერჟერაკის როლისათვის ამავე სახელწოდების ფილმიდან. აკადემიის უმაღლესმა ჯილდომ მას პოპულარობა მოუტანა, მაგრამ ამის შემდეგ მსახიობს არაფერი მნიშვნელოვანი არ შეუქმნია. იმასაც ამბობენ, რომ ფერერს ყველანაირად ხელს უშლიდნენ, რადგან მან საყოველთაო წითელი საფრთხის პერიოდში, შემოკლებით მაკკარტიზმის ხანას რომ ეძახიან, უარი განაცხადა ეთანამშრომლა და ,,ჩაეშვა” თავისი ახლობლები. ხოსე ფერერი ჩვენთვის იმიტომაც არის საყურადღებო ფიგურა, რომ მან გიორგი პაპაშვილის ბესთსელერის ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს” Anything Can Happen (ჩვენთან ის დაიბეჭდა სახელწოდებით ,,ქვეყანა, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს”) მიხედვით დადგმულ ფილმში (რეჟ. ჯორჯ სითონი, 1952 წ) შექმნა ქართველი ემიგრანტის სახე და მშვენივრად შეასრულა ,,სულიკო” (თუმცა თავად ფილმი ძალიან სუსტი გამოვიდა).

ორმოცი წლის შემდეგ სირანო დე ბერჟერაკის როლი ითამაშა ჟერარ დეპარდიემ. თუმცა იგი საკუთარი ცხვირის ზომებს არასოდეს უჩიოდა, მაგრამ უფრო მოზრდილი ცხვირის გაკეთებაზეც დათანხმდა. სირანო დე ბერჟერაკის როლისთვის იგი ოსკარზე იყო წარდგენილი. ამ ფილმის შემდეგ ევროპაში სახელგანთქმული ფრანგი ჰოლივუდში და შესაბამისად, მთელს მსოფლიოშიც აღიარეს. სირანოს როლი თანამედროვე ინტერპრეტაციით ითამაშა ამერიკული კინოს ერთ-ერთმა ყველაზე სასაცილო მსახიობმა სთივ მართინმაც. ფილმში ,,როქსანა” იგი პატარა პროვინციალური ქალაქის სახანძრო რაზმის უფროსია, რომელსაც შეუყვარდება ქერათმიანი ლამაზმანი დერილ ჰანა და ბოლოს მისი გულის მოგებას შესძლებს და დაამტკიცებს რომ მთავარი ცხვირის სიგრძე არ არის. ამ როლისთვის მართინი ,,ოქროს გლობუსზე” იყო წარდგენილი.

1965 წელს ამერიკული კინოს ,,მაჩო” გმირი ლი მარვინი ცხვირმა, უფრო სწორედ ცხვირის უქონლობამ სუპერვარსკვლავების რანგში აიყვანა. კომედიურ ვესთერნში ,,ქეთ ბალუ” მან შეასრულა ტყუპი ძმების როლი, ლოთისა და მისი ბოროტი ორეულისა, რომელსაც ცხვირი ჩხუბში მოაჭამეს და ამის გამო იგი რკინის ცხვირს ატარებდა. მარვინი არც კი ოცნებობდა ჯილდოს მოპოვებაზე. მისი ერთ_ერთი მოწინააღმდეგე იყო როდ სთაიგერი, რომელიც ცერემონიალზე მის უკან იჯდა. მარვინი სთაიგერს მიუტრიალდა და უთხრა: ,,იცი, შენ წინ რატომ დამსვეს? როცა შენ სახელს დაასახელებენ, მე ფეხს დაგიდებ და შენ გასიებულ უკანალზე მოჯდები”. ყველასთვის მოულოდნელად გამარჯვებულად მარვინი დაასახელეს. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, ამის გაგონებაზე სთაიგერი კინაღამ დაიხრჩო. სცენაზე ასულმა მარვინმა კი თქვა: ,,ჩემი კარიერისათვის მე ძალიან ბევრ ადამიანს უნდა გადავუხადო მადლობა. ვფიქრობ, რომ ოსკარის ნახევარი ნაღდად ჩემს პარტნიორ ცხენსაც ეკუთვნის.”

ცხვირი, როგორც სასიგნალო მანიშნებელი, გამოყენებულია ჯორჯ როი ჰილის ,,აფერაში”, სადაც თაღლითები რაიმე საფრთხისა თუ ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ერთმანეთს ცხვირზე თითის მიდებით ანიშნებდნენ. მაგრამ ამან ვერ უშველა ჯექ ქიჰოს გმირს, როცა დეტექტივმა (ჩარლზ დერნინგი) მას ცხვირით მაგიდაზე არტყმევინა. ფილმის დარჩენილ ნაწილში ქიჰოს გმირი ცხვირგადახვეული დადის.

1974 წლის ოსკარზე ერთ-ერთი რეალური პრეტენდენტი ჯეკ ნიკოლსონი გახლდათ ,,ჩინურ კვარტალში” განსახიერებული როლისთვის. ერთ ეპიზოდში ფილმის რეჟისორი რომან პოლანსკი ნიკოლსონის გმირს დანით ლამის მთელ ცხვირს წააცლის, ამიტომ ფილმის მეორე ნაწილში ნიქოლსონი გადახვეული ცხვირით თამაშობს. ბევრი ზუსტად მას უწინაწარმეტყველებდა ოსკარს, მაგრამ ჯილდო ერგო ართ ქარნის, მიუხედავად იმისა რომ სხვა ნომინანტთა შორის იყვნენ ალბერტ ფინი, დასთინ ჰოფმანი და ალ პაჩინო.

1980 წელს ორი დიდი მსახიობი ეპაექრებოდა ერთმანეთს, ორივე რეალურად არსებული პიროვნებების განსახიერებისათვის: პირველი იყო ჯონ ჰერთი დეივიდ ლინჩის ფილმიდან ,,ადამიანი სპილო”. მას ისეთი გრიმი ჰქონდა დადებული სახეზე რომ ვერ გაარჩევდი სად იყო ჰერთი და სად სპილო, მეორე კი რობერტ დე ნირო მარტინ სქორსეზის ,,მძვინვარე ხარიდან”, სადაც მსახიობმა აჩვენა ნატურალისტური კინოთამაშის უბადლო მაგალითი და შექმნა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ძლიერი პერსონაჟი, რეალურად არსებული მოკრივე ჯეიკ ლამოტა. დე ნირომ გაიმარჯვა, ამისთვის მას არა მარტო ცხვირის ფორმის შეცვლა, არამედ გასუქებაც მოუხდა _ დე ნირომ თითქმის ოც კილოგრამზე მეტი მოიმატა. მსახიობი ამბობდა: ,,ბევრი ჩემი ახლობელი ვერც კი მცნობდა.... საკვირველია, მაგრამ ბევრ ქალს ასეთი მსუქანი მოვწონდი, მათ სათამაშო დათვს ვაგონებდი”. ამ როლმა მას მეორე დამსახურებული ოსკარი მოუტანა. ოსკარის მიღებისას მსახიობმა მადლობა გადაუხადა უკლებლივ ყველა ნათესავს, ახლო თუ შორეული წინაპარს, ამის გარდა ლამოტას ძმას ჯოის. ეს უკანასკნელი ფილმის შემქმნელებს სასამართლოში უჩიოდა მისი სახის არასახარბიელოდ ჩვენებისათვის. მისი როლი ფილმში ჯო პეშიმ განასახიერა.

ოსკაროსან ცხვიროსნებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც გრიმიორის ხელი არ მიჰკარებია და ამაში წვლილი მხოლოდ ბუნებას მიუძღვის. 1951_54 წწ კარლ მოლდენმა, რომლის ცხვირს ელექტრონათურასაც ადარებენ ხოლმე, ორჯერ აიღო ოსკარი. ასევე მასიური ცხვირით გამოირჩევა ფრანგების სათაყვანებელი გმირი ჟან პოლ ბელმონდო, რომელსაც სამწუხაროდ ეს ჯილდო არ ღირსებია.

1969 წელს უილიამ უაილერის ,,სასაცილო გოგონამ” დებიუტანტი ბარბრა სთრეიზანდი ვარსკვლავად გახადა და მისი პირველივე ნამუშევარი კინოში ოსკარით აღინიშნა. აკადემიის უმაღლესი ჯილდო 26 წლის ბარბრამ გაინაწილა კინოს ლეგენდა ქეთრინ ჰეფბერნთან ერთად, ასეთი რამ მეორედ მოხდა ოსკარის ისტორიაში, პირველად ეს იყო 1932 წელს, როცა ფრედერიქ მარჩმა და უოლეს ბირიმ მამაკაცის საუკეთესო როლებისთვის ერთდროულად მიიღეს ოქროს ქანდაკება. ,,მშვენიერი ამერიკული ვარდი მშვენიერი ამერიკული ცხვირით”, ასე ეძახიან ბარბრა სთრეიზანდს. სხვა ცნობილი მსახიობებისაგან განსხვავებით იგი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო საკუთარი გარეგნობის შეცვლისა. ერთხელ ლონდონში ყოფნისას სოფი ლორენმა მას უთხრა: ,,ყველაფერს მივცემდი თქვენნაირი ხმა რომ მქონოდა. სთრეიზანდმა კი უპასუხა: ,,მე თქვენნაირი გარეგნობა რომ მქონოდა, საერთოდ ხმის ამოღებაც არ დამჭირდებოდა.”

თანამდეროვე ამერიკელი ოსკაროსანი ცხირა მსახიობთა შორის ნამდვილი ჩემპიონი ედრიენ ბროუდია, რომელმაც თავი რომან პილანსკის ფილმით ,,პიანისტი” დაგვამახსოვრა, ამ ფილმისთვის რეჟისორმა დაუსწრებლად მიიღო ოსკარი, რადგან ამერიკაში მას მაშინვე დააპატიმრებდნენ ძველი ცოდებისთვის, არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიერებისათვის, მიუხედავად იმისა რომ მისი ეს ინციდენტი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, ქალადქცეულ გოგონასაც პრეტენზიები არ გააჩნია, თავის დროზე მან საკმაო თანხა მიიღო პოლანსკისაგან მაგრამ ამერიკული ფემიდას და პურიტანულ საზოგადოებას არ სძინავს.. პოლანსკიმ თავის დროზე პირადი ტრავმა გადაიტანა, როდესაც საკუთარ სახლში მისი ულამაზესი ორსული მეუღლე მსახიობი შერონ თეითი სხვა სტუმრებთან ერთად საშინელი სისასტიკით იყო მოკლული ჩარლზ მენსონის სექტსის ე. წ. ,,ოჯახის” მიერ.

ცხვიროსანი ოსკაროსნებისა და არაოსკაროსნების სია ამით არ დამთავრებულა და ალბათ მომავალშიც გაიზრდება. სამწუხაროა რომ ქართველებიდან ვერავინ მიაღწია ჰოლივუდამდე, თორემ ყველანაირი გრიმისა და კინოხრიკების გარეშეც ჩვენებურ ცხვირებს არანაირი კონკურენცია არ ექნებოდა.




 ახალი ამბები
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...
  • „სახლი, რომელშიც მთელი სამეგობრო ვცხოვრობდით, აღარ არსებობს"„ჩვენს უახლოეს ადამიანს ბაჩო ჩხაიძეს, ჩვენს ძმას, სამი შვილის მამას, საუკეთესო ადამიანს, ყველას გვერდით მდგომს, რომელმაც იცის მეგობრობის ფასი, ჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. გუშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ, სახლში გაჩნდა ცეცხლი და სრულად გაანადგურდა სახლი, მასში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სახლი რომელშიც მთელი მისი სამეგობრო ვცხოვრობდით აღარ არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ ბაჩოსთვის და მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან ეს ადამიანი და მისი დიდი ოჯახი სამი შვილით არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. ახლა ძალიან მცირედიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. საქართველოს ბანკი: ანგარიში: GE16BG0000000161878002GEL მიმღები: ბიჭიკო ჩხაიძე პირადი ნომერი: 37001047801 ვფიქრობ, ყველა ერთად შევიტანთ წვლილს და ღვთის შეწევნით დავეხმარებით ახალი სახლის აშენებაში. P.S. ყველა ვინც მიცნობთ, იცით, რომ აქამდე არაფერი მითხოვია თქვენთვის. გთხოვთ გააზიაროთ რადგან უფრო ბევრმა  ადამიანმა ნახოს“,_ ამ ემოციურ პოსტს, ხანძრიდან მალევე, სოციალურ ქსელში დაზარალებული ოჯახის უფროსის, მერაბ ჩხაიძის ვაჟის, ბაჩოს მეგობრები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მერაბ ჩხაიძის საცხოვრებელი სახლის დაწვა მოჰყვა. ომიკო ჭიჭეიშვილი და იოანე მახარაძე ბაჩოს მეგობრების სახელით ჩხაიძეების ოჯახისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავენ: ,,საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახს სხვა არანაირი საცხოვრებელი არ აქვს. არც საშუალება აქვს.სახლის შეკეთება არის წარმოუდგენელი. კედლები არის დახეთქილი სიმხურვალიდან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. გვინდა დავეხმაროთ იმიტომ რომ ეს ოჯახი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახი სამტრედიაში თავისი ბევრი დადებითი მხარით.  ბაჩოს 3 შვილი ყავს და ფაქტიურად რჩებიან ყოველგვარი ნივთების გარეშე ღია ცის ქვეშ. ვაგროვებთ თანხას, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსი არ ეყოფა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველას საზოგადოებიდან, ბიზნეს სექტორიდან, ძალიან მცირედი დახმარებაა საჭირო თუ ყველა ერთად ვიქნებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლი იყო ბანკში ჩადებული გამომდინარე სხვადასხვა ფინანსური პრობლემებიდან. სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გამოდის რომ მიწაც და სახლიც ბანკის სახელზეა. ამიტომ გვინდა და უნდა გადავატრიალოთ ყველაფერი და როგორმე ბანკთან მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მერე ვიზრუნოთ იმაზე რომ ეს ოჯახი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.  ბაჩო და მისი ოჯახი, არ ვიცი,  იცნობთ თუ არა,  ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახია. ზოგადად ამ ოჯახის ცხოვრებისეული დევიზი იყო ყველას დახმარება. ბაჩოს ხუმრობით მეგობრები სულ ერთ ფრაზას ვუმეორებდით: - ბაჩო , ჯერ შენი საქმე გააკეთე და მერე სხვისითქო. ანდაზაც ასეთი არის,  ჯერ თაო ჩემო და მერე სხვაო ჩემოთქო. გემუდარებით, ყველას, ამოვუდგეთ მხარში ჩხაიძეების ოჯახს, რათა გადავარჩინოთ ეს დიდებული ადამიანები საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრებას. ასე,  რომ ეს ჩვენი ყველას გამოცდაა. ეს გასაჭირიც იმისთვისაა რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავლახოთ. მჯერა ჩვენი თანამოქალაქეების ქართველი ერის და ყველა მორწმუნე ადამიანის რო ახლა ყველა ჩვენს გვერდით იქნება და 1 დღე მაინც იცხოვრებს ბაჩოს ცხოვრებით და ჯერ სხვის საქმეს გააკეთებს და მერე თავისას. ვიცი, როგორ რთულ დროს ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“. ამავე თემაზე: ხანძარი სამტრედიაში ... ...
  • მედიაკოალიცია „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს ეხმიანებაკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით „გაზეთი ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ. 2020 წლის 05 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი“, სადაც ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთი მოხსენიებულია, როგორც ორმაგი სტანდარტისა და ფაქტებით მანიპულატორი მედია – „დეზინფორმაციასა და „ფეიკ ნიუსს“ ზოგჯერ სწორედ ის მედიასაშუალებები ავრცელებენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ. სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით „რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას წერილი, რომელიც ფეისბუკს პოლიტიკურ რეკლამაზე საქართველოდან მისწერეს“ - ნათქვამია მასალაში. პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება გვინდა შევაჩეროთ იმ გარემოებაზე, რომ მედიაკრიტიკის ვებ გვერდი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის შექმნილი. კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს მასალის აჩენს სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. ასევე აღვნიშნავთ, რომ მარეგულირებელი ორგანოს თავისი 2020 წლის 30 ივნისის განცხადებით, შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და არასწორად წარმოაჩენს ფაქტს, თითქოს არასამთავრობო სექტორი, რომლის მონაწილეობითა და ინიციატივით მოხდა მედიაგამჭვირვალობისათვის საჭირო საკანონმდებლო რეფორმა, ეწინააღმდეგება მედიის დაფინანსების ღიაობას. მეორეს მხრივ, კი კომუნიკაციების კომისია თავს ესხმის მედიასაშუალებას და ცდილობს დამაკნინებლად წარმოაჩინოს იგი. აქვე მითითებულია, რომ ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებს ონალინ გამოცემა on.ge, ხოლო მოშველიებულია „მთავარი არხის“ იურისტის თამთა მურადაშვილის მოსაზრების ნაწილი. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის - ლადო მგალობლიშვილის მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა „ნეტგაზეთთან“ დაკავშირებული გამოცემა - „გაზეთი ბათუმელები“. დეპუტატი გამოქვეყნებული სტატიის გამო საჯაროდ თავს ესხმის მედიასაშუალებას, სათაურს კი ფეიკს უწოდებს - ,,ბათუმელებმა""გაავრცელა ჩემი ინტერვიუ სადაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად შექმნეს ხმაურიანი სათაური. ამით გაბედნიერებული ნაცმოს სექტანტები ავრცელებენ ამ სტატიას. იქვე დავაფიქსირე კომენტარებში, რომ სათაური არის ფეიკი. მაგრამ ვის აინტერესებს სიმართლე, მთავარია ზიზღის ნთხევა ამ მოსიარულე ბოღმის კასრებისგან! - ნათქვამია დეპუტატის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 5 ივნისს იგივე პირი საჯარო ქსელის გამოყენებით თავს დაესხა ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს. მას „ფეიკნიუსის შემქმნელი“ და „სამარცხვინო არაადამიანი“ უწოდა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის წევრმა საჯარო სტატუსი წაშალა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არღვევს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტს და ცდილობს რეპუტაცია შეულახოს მედიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად. აღსანიშნავია, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი საერთოა. აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია. თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა, კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების „გაზეთი ბათუმებელის“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ. ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის მუშაობას და შექმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები არ გახდებიან პოლიტიკური თავდასხმის და დისკრედიტაციის ობიექტები. მიგვაჩნია, რომ წინასარჩევნო პროცესების მოახლოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო უზრდის პოლიტიკური პასუხისმგებლობას აღნიშნულ ... ...
  • საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებსსაქართველოს ბანკმა ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად (DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund) 2X Challenge ინიციატივის მხარდაჭერაზე განაცხადა. ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბიზნესის მხარდაჭერას და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 2X Challenge ინიციატივის შეერთებით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მისი მიზნები, რაც ქალებისთვის ხარისხიან დასაქმებასა და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბანკში დასაქმებულთა 40%-ზე მეტი ქალია და საქართველოს ბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალთა როლის და წინსვლის გაძლიერების მიმართულებით. ეს გამოიხატება ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა დეკრეტულ შევებულებასთან დაკავშირებული კომპენსაცია, პრემია ქორწინებისას და დამატებითი ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღეები. ”ჩვენ, საქართველოს ბანკში ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას, წავახალისოთ კულტურა, რომელიც აქტიურად აფასებს განსხვავებებს და აღიარებს, რომ სხვადასხვა გამოცდილებისა  და ცოდნის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სამუშაო პროცესსა და გარემოში.   მოხარული ვარ, რომ 2X Challenge-მა აღიარა ბანკის წარმატებული პრაქტიკა ქალთა როლის გაძლიერების, ბანკის პოლიტიკისა და მის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმართ, რომელიც  ქალთა დასაქმების, განვითარების და წინსვლის ბარიერების აღმოსაფხვრისაკენ არის მიმართული“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა. 2X Challenge-ის შექმნა 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის გლობალურ ანგარიშს მოყვა. მასში აღნიშნული იყო რომ გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ, არსებული ტემპებით ბრძოლის შემთხვევაში, საჭიროა 202 წელი, რათა ეკონომიკურ პროცესებსა და თანაბარ გენდერულ შესაძლებლობებში განსხვავება დაიძლიოს. ინიციატივამ G7-ის ქვეყნებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდა ძალების გაერთიანებისკენ, რათა 3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მომხდარიყო, რაც  განვითარებად ქვეყნებში ქალებისთვის ლიდერობის შესაძლებლობებისკენ წვდომას, ხარისხიან დასაქმებას, დაფინანსების მოპოვებას, ქალი მეწარმეების ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს. საფინანსო ინსიტუტების, როგორიცაა DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund-ის გაერთიანებული ძალისხმევა არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლიათ საფინანსო ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას. მიმდინარე მდგომარეობით, FMO-ს მიერ განხორციელებული 13 ინვესტიცია უკვე აკმაყოფილებლს 2X Challenge-ის კრიტერიუმებს, რის შედეგადაც  270 მლნ აშშ დოლარი მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...