იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2019 თებ 7 20:31:30

ვერძი _ ამ ნიშნის ადგილი ჰოროსკოპში არის -1, ამიტომ ეს ნიშნები ყველგან და ყველაფერში პირველობას ცდილობენ. ვერძი - ძალიან ეგოისტური ნიშანია. ვერძი მებრძოლია, დაუოკობელი და შერკინებისაკენ მსწრაფი. არიან იდეალისტები და რომანტიკოსები. სამწუხაროდ, ვერძი ადვილად ივიწყებს ცხოვრების გაკვეთილებს და ხშირად მარცხისა და შეურაცხყოფის შემდეგაც ისეთივე მიმნდობი რჩება.

ვერძის ნიშნით დაბადებულთათვის იღბლიანი რიცხვია: 9 და ყველა რიცხვი, რაც 9-ზე იყოფა.

კურო _ კურო - თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმცა შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის. კურო მეტისმეტად მატერიალისტია, ხშირად ადგენს ფულის მომტან გეგმებს.

კუროს ნიშნით დაბადებულთათვის ბედნიერი რიცხვია: 6 და ყველა რაც 6-ზე იყოფა.

ტყუპები _ მრავალმხრივობა - ტყუპების ერთ-ერთი მახასიათებელია. არიან გონებამახვილნი და საზრიანნი. სწორედ ეს, ხშირად იწვევს მათში თვითკმაყოფილებას და ამპარტავნებას. ისინი საკმაოდ ემოციურნი არიან და ახასიათებთ განწყობის სწრაფი ცვლა.

ტყუპების იღბლიანი რიცხვი: 5 და ყველა სხვა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა.

კირჩხიბი _ კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდრე ყველა სხვა ნიშანი ერთად აღებული. ამავე დროს იგი საკმაოდ პატივმოყვარეა. არის ძლიერი და გაბედული. კირჩხიბი კომფორტის მოყვარე ნიშანია. ის ძალიან ეჭვიანია და იშვიათად ავლენს საკუთარ “მეს'' სასიყვარულო საქმეებში და ბიზნესში.

ამ ნიშნით დაბადებულთათვის ბედნიერი რიცხვია: 2 და ყველა რიცხვი, რომელიც 2-ზე იყოფა.

ლომი

ლომს გააჩნია უკიდურესი პატივმოყვარეობა და სიამაყე. ლომს გონება კარგად აქვს განვითარებული. ის ინტელექტითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული. ამ ნიშნის ადამიანები ბუნებით ხელმძღვანელები და მმართველები არიან. ლომის ნიშნისანები მეგობრულნი, მაგრამ გრძნობებში არცთუ ღრმანი გახლავთ.

ლომებისთვის იღბლიანი რიცხვებია: 1 და 11.

ქალწული _ ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილნი. ქალწული წარმატებას აღწევს ლოგიკაში, წესრიგში, თანმიმდევრობასა და დისციპლინაში. ქალწული ხშირად გულჩათხრობილია და შესაძლოა ზომაზე ფრთხილიც. ქალწული - დაბადებითი კრიტიკოსია. საუკეთესიდ ახასიათებს მას სიტყვა - ულიტარისტი.

მათი ბედნიერი რიცხვია: 5 და ყველა, რაც 5-ზე იყოფა.

სასწორი

სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. სასწორი გონიერებით გამოირჩევა და რჩევის საკითხავად მრავალი აკითხავს. იგი ამავე დროს გულწრფელი მეგობარია და მუყაითი, საქმიანი პარტნიორი. სასწორის დამოუკიდებლობა ურყევია.

სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ბედნიერი რიცხვია: 6 და ყველა, რაც 6-ზე იყოფა.

ღრიანკალი _ ღრიანკალი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი. ღრიანკალი წარმატებისთვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. ღრიანკალი ძალიან ემოციურია. იგი სიტყვაძვირია, თავნება. გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს.

მათი იღბლიანი რიცხვები: 9 და ყველა, რაც 9-ზე იყოფა.

მშვილდოსანი _ მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ აფართოვებენ თავიანთ პიროვნებას. მშვილდოსანს ყოველივე უცხო ხიბლავს. მას სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. მშვილდოსანი საკმაოდ რომანტიკული და ვნებიანია. ის ხშირად ძალიან მარტოსულია.

მშვილდოსნების იღბლიანი რიცხვებია: 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა.

თხის რქა _ თხის რქას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. თხის რქას მარტოობისკენ აქვს მიდრეკილება. მისი ბედნიერება მუყაით შრომაშია. ის დარწმუნებული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში. ცდილობს, რომ მის ირგვლივ იყოს გონებამახვილი, უდარდელი ხალხის საზოგადოება, რათა მისი კონსერვატიული განწყობილება გააქარვოს.

ამ ნიშნით დაბადებულების ბედნიერი რიცხვია: 8 და ყველა, რაც 8-ზე იყოფა.

მერწყული _ მერწული მეამბოხე და ფიცხია. ის გამღები ნიშანია. ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა. მისი თვისებებია ორიგინალობა და თვითგამოხატვა. მერწყულნი არასდროს არიან გულგრილნი. ისინი ასევე საოცრად მოწესრიგებული ხალხია.

გამორჩეული ბედნიერი რიცხვი არ აქვს.

თევზები _ მთელს ზოდიაქოში თევზი ყველაზე ექსცენტრიულია. ის სრულიად უანგაროა. ამ ხალხს უყვარს ოცნებებში ცხოვრება. იგი მართალი პიროვნებაა, მაგრამ ბევრს მოიგებდა, მეტ რეალიზმს, მკაცრ დისციპლინასა და პრაქტიკულობას თუ მოუხმობდა. ამ ნიშნის ხალხი ძალზე დაბნეული და გულმავიწყია.

თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანების ბედნიერი რიცხვია: 7 და ყველა, რაც 7-ზე იყოფა.




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...