იყავი ყოველთვის ქალი

ზაფრანი

იყავი ყოველთვის ქალი

2019 აპრ 24 08:24:36

ჩვენ ისე ხშირად ვცვლით სიტყვა „ქალს“ სიტყვებით: ცოლი, დედა, ბებია, დიასახლისი, რომ თანდათან გვავიწყდება, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

რა თქმა უნდა, ჩვენი ეს მრავალფეროვანი ამპლუა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ დარჩე ყოველთვის ჭეშმარიტ ქალად,  ეს მთელი ხელოვნებაა, რომლის შესწავლაც არც ისე ადვილია, თუმცა კი აუცილებელია, პირველ ყოვლისა, ჩვენთვის, მერე კი მათთვის, ვინც ჩვენ გარშემო იმყოფება: ქმრებისთვის, შვილებისთვის, შეყვარებულებისთვის, თანამშრომლებისთვის, მეგობრებისთვის.

გაინტერესებთ, როგორ უნდა დაიბრუნოთ ჭეშმარიტი ქალის იმიჯი, უფრო სწორად კი, გახდეთ ნამდვილი ქალი?!

ელეგანტურობა და სტილი. სტუმრად წასვლის წინ ჩვენი გარდერობიდან ვარჩევთ საუკეთესო კაბასა და ფეხსაცმელს, ვიკეთებთ ლამაზ სამკაულს და მაქსიმალურად ვიწესრიგებთ თმასა და სახეს, მაგრამ, სახლში ყოფნისას, ხშირად საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, რა გვაცვია და როგორ გამოვიყურებით. არადა, გახუნებულ ხალათსა და დაბრეცილ ჩუსტებში გამოწყობილს, თმაგაწეწილსა და უმაკიაჟოს, ქმარი, შვილები ან ოჯახის სხვა წევრები გვიყურებენ და, ძნელი სათქმელია, რომ ასეთი გარეგნობით მათ თვალსა და გულში პატივისცემა დავიმსახუროთ. ამიტომ, აუცილებელია, შეიძინოთ უბრალო, მაგრამ კოხტა საშინაო ტანსაცმელი. ჩაიცვათ ქოშები ორ-სამსანტიმეტრიან „ტანკეტკაზე“, ან, სულაც, ლამაზი საშინაო ჩუსტები. თმაზე თქვენი ბლუზის ან ქვედაბოლოს შესაფერისი „აბადოკი“ გაიკეთოთ და... მაშინვე შენიშნავთ, რომ ოჯახის წევრები პატივისცემითა და კმაყოფილი ღიმილით შემოგცქერიან.

კარგი მანერები. ჭეშმარიტი ქალი ბრწყინვალედ ფლობს ეტიკეტს და ზუსტად არჩევს იმ სიტყვებს, ფრაზებსა და ჟესტებს, რაც კონკრეტულ სიტუაციას შეესაბამება და, რაც მთავარია, არასდროს ღალატობს ამ სტილს. გარდა ამისა, მან იცის მოსმენა და, შეუძლია, ტონი მისცეს საზოგადოებას, რომელშიც იმყოფება.

სამკაულის ტარების ცოდნა. კოკო შანელმა თქვა: „ის, ვინც არ იცის ბიჟუტერიის ტარება, ოქროს სამკაულს იკეთებს“. ეს გამოთქმა ნებისმიერ ასაკს შეეფერება, ოღონდ, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, მხოლოდ საავტორო და განსაკუთრებით დახვეწილი ბიჟუტერია უნდა ატაროთ.

მსუბუქი კეკლუცობა. არაფერია დასაძრახი იმაში, თუ უცნობ მამაკაცს სადარბაზომდე მძიმე ჩანთის მიტანას სთხოვთ. პირიქით, ჭეშმარიტი ქალი შეეცდება, ელეგანტურად აიცილოს თავიდან სუსტი სქესისთვის შეუფერებელი ფიზიკური დატვირთვა და მოძებნის გზას, მის გვერდით შემთხვევით ჩავლილი უცნობი მამაკაციც კი განაწყოს გმირობისთვის.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...