ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი

ზაფრანი

ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი

10 აგვ. 2020, 17:04:21

სასწორი (23 სექტემბერი-22 ოქტომბერი) – მერწყული (21 იანვარი-19 თებერვალი)

სასწორისა და მერწყულის წარმატებული კავშირის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში წავიდნენ კომპრომისზე. სასწორებისთვის ოჯახური ცხოვრება ძალიან ფასეულია. ისინი მეუღლეებთან ნებისმიერ გაუგებრობას მტკივნეულად განიცდიან. მათი მისწრაფება, ჰქონდეთ ჰარმონიული ოჯახი, განპირობებულია სასწორისთვის დამახასიათებელი შინაგანი სიკეთით. მერწყულები კი, სიჯიუტის მიუხედავად, ცდილობენ, კონფლიქტური სიტუაციიდან მშვიდობიანი გამოსავალი იპოვონ. ამიტომაც სასწორისა და მერწყულის კავშირი ყოველთვის წარმატებული და ჰარმონიული იქნება.

თევზები (20 თებერვალი-20 მარტი) – კურო (21 აპრილი-21 მარტი)

კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი – ეს მისთვის სულიერი წონასწორობის შენარჩუნების საშუალებაა. ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი რკინის სიმშვიდე გარანტია იმისა, რომ მეუღლეს არასოდეს აწყენინებს. თევზები კი, თავის მხრივ, ძალიან მგრძნობიარეები არიან. ბუნებით რბილი და საიმედო კურო ქორწინებაში თავისი პარტნიორისთვის საიმედო დასაყრდენი იქნება. თევზების წყობილებიდან გამოყვანაც რთულია. ამასთან, მას შეუძლია ადამიანის სიღრმისეულად გაგება და თანაგრძნობა. კუროსა და თევზების ეს თავისებურებები მყარი ოჯახის შექმნის გარანტი იქნება, შვილების გაჩენის შემდეგ კი მათი ურთიერთობა კიდევ უფრო ურყევი გახდება. თანაც, თევზები ისეთი უსაზღვრო სიყვარულით ზრდიან შვილებს, რომ მშობლის ასეთი პასუხისმგებლობა მხოლოდ შესაშურია.

ქალწული (24 აგვისტო-22 სექტემბერი) – მორიელი (23 ოქტომბერი-21 ნოემბერი)

ქალწულები არა მხოლოდ კარგი მეოჯახეები, არამედ თავიანთი მეორე ნახევრებისთვის კარგი მეგობრებიც არიან. მათ არ აინტერესებთ ინტრიგები და თავგადასავლები – ძალიან საიმედონი არიან, რაც ქორწინებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქალწულები ოჯახის საქმეებს დაუზარებლად უძღვებიან, არ უშინდებიან ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მორიელები კი ძალიან მგრძნობიარე და ვნებიანი არსებები არიან, რომელთან ერთადაც ოჯახური ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იქნება. გარდა ამისა, მორიელები კარგად ერკვევიან ადამიანებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს არ აჩუქებენ თავიანთ გრძნობებს. მორიელი ცხოვრებაში მხოლოდ ერთს ირჩევს და მიუხედავად იმისა, რომ მან კარგად იცის გართობისა და დროსტარების ფასი, საყვარელი ადამიანის მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი და ერთგული დარჩება.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი-21 დეკემბერი) – ტყუპი (22 მაისი-21 ივნისი)

მშვილდოსნები ძალიან გულწრფელები არიან ურთიერთობაში, არასოდეს მალავენ საკუთარ გრძნობებს და შთაბეჭდილებებსაც ყოველთვის აშკარად გამოხატავენ – ასეთი გულწრფელობის წყალობით, მარტივად წყვეტენ ოჯახში წარმოქმნილ გაუგებრობებს. სიყვარული მშვილდოსნისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ურთიერთობაში. ამიტომაც მზად არის, ნებისმიერ გამოცდას გაუძლოს, რაც კი ოჯახური ცხოვრების გზაზე შეხვდება. მშვილდოსანი საინტერესო მეწყვილე იქნება ტყუპისთვის, რომელიც თავისი სერიოზული ხასიათის მიუხედავად, არასოდეს დაიღლება მშვილდოსნის ემოციური ბუნებისგან. ტყუპი კი მარტივად მიეჩვევა იმ პიროვნების ხასიათის თავისებურებებს, ვისთანაც ოჯახის შექმნას გადაწყვეტს. ამიტომაც მშვილდოსნისა და ტყუპის რომანტიკული ოჯახური ურთიერთობა სტაბილური იქნება.

კირჩხიბი (22 ივნისი-22 ივლისი) – თხის რქა (22 დეკემბერი-20 იანვარი)

კირჩხიბისა და თხის რქის ოჯახური ცხოვრება ურთიერთგაგებით, სიყვარულითა და ყურადღებით იქნება გაჯერებული. კირჩხიბი დასაფასებელია მხოლოდ იმიტომაც, რომ ის არ ხარჯავს საკუთარ ემოციებს იმ ადამიანებზე, რომლებიც მისთვის ძვირფასები არ არიან. მთელ თავის გრძნობას ის ოჯახისთვის შეინახავს. რთულ მომენტებში კირჩხიბი შეძლებს, გვერდში დაუდგეს თხის რქას. თხის რქა კი, თავის მხრივ, მხოლოდ სიკეთით უპასუხებს, მით უმეტეს, თუ საქმე საყვარელ ადამიანს ეხება. თხის რქა ძალიან საიმედო ნიშანია, სერიოზული და კეთილსინდისიერი. ამიტომაც მასთან ქორწინების შემთხვევაში, მსუბუქი საქციელის ნიშნებიც კი არ იქნება. მათ უყვართ საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო სიურპრიზების კეთება – ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ოჯახში მუდამ სიყვარული იმეფებს. ეს ატმოსფერო კი იდეალური იქნება ბავშვებისთვის, რომლებიც მაგალითს აიღებენ მშობლების ჰარმონიული ურთიერთობიდან.

ლომი (23 ივლისი-23 აგვისტო) – ვერძი (21 მარტი-20 აპრილი)

ვერძი – ეს საქმის ადამიანია, რომელიც სიტყვებს ჰაერს არ ატანს. ამიტომაც ოჯახური კავშირის დროს მას ყველანაირად შეგიძლიათ დაეყრდნოთ – თუ რაიმე სირთულეები იჩენს თავს, პარტნიორს მისგან მხარდაჭერისა და გვერდში დგომის ლოდინი დიდხანს არ მოუწევს. ლომებსაც ვერ დავადანაშაულებთ არაქმედითუნარიანობაში – ისინი ძალიან ჯიუტი და ამბიციური პიროვნებები არიან. ასეთ კავშირში ოჯახური ცხოვრება არასოდეს დგას ერთ ადგილზე, ის სულ წინ და წინ მიიწევს. ამ ორი ნიშნის ეს თვისებები კარგი მაგალითი იქნება ბავშვებისთვის, რომელთა დაბადებაც ცოლქმრულ კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს.




 ახალი ამბები
  • "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინადღეს, "ევროპულმა საქართველომ" სამტრედიაში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს წარუდგინა, ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აკაკი ბობოხიძე. დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს ,,ევროპული საქართველოს" საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა."საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, რომ ქვეყანა წელში გაიმართოს და ქართველებმა იცხოვრონ ღირსეულად. ამიტომ აქვს მნიშვნელობა არჩევნებზე მისვლას და თქვენი პოზიციის დაფიქსირებას", _ მოუწოდა ბაქრაძემ სამტრედიაში, მომავლის პარკში შეკრებილ ... ...
  • გურიანთაში, მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, პირველი წირვა ჩაატარესოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  გურიანთაში,  ღვთისმშობლის შობის  სახელობის     ეკლესიის  მშენებლობა, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო,  დასასრულს  უახლოვდება. თუმცა, ამას    არ შეუშლია ხელი, რომ აქ პირველი წირვა ჩატარებულიყო. _შარშან , 21 სქტემბერს, სოფლის მცხოვრებლებმა  გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან, ეკლესიის დასრულებისთანავე, „გურიანთელობაც“ ეზეიმათ.  ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, თუმცა მამა ერმოლაოსმა ბრწყინვალე წირვა აღავლინა. ადგილობრივები ძალიან გაგვახარა ამ ამბავმა, - გვითხრწეს გურიანთის  მრევლის წარმომადგენლებმა. _სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რომ   სოფლის   მასშტაბური დღესასწაული ჩატარებულიყო, თუმცა წირვა დაუსრულებელ ეკლესიაში მაინც ჩატარდა. ეკლესია კეთილი ადამინების შემოწირულობით   შენდება. ისინი თავს იკავებენ ვინაობის დასახელებისგან.  სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსაზღვრული თანხა  კი, 40 ათასი ლარის ოდენობით, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით, ეკლესიის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობას მოხმარდება. შორს არ არის ის დღე, როცა მთელი სოფელი   ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მშენებლობის დასრულებას   და „გურიანთელობას“ , ალბათ, მომდევნო წლის 21 სექტემბერს, ერთად იზეიმებს, - გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ გურიათიდან, მაია ... ...
  • გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობსსს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის  განახლებული ვერსია შესთავაზა. განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. მოქნილი ონლაინ სივრცე სხვადასხვა მოწყობილობებიდან (როგორიცაა სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი) შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.  ასევე, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცდილ ტრეიდერებს  ექნებათ წვდომა „G&T TraderPro“-სთანაც -  პროფესიონალური დონის, მულტიეკრანულ სავაჭრო პლატფორმასთან, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს. მომხმარებელზე მორგებული „G&T Trader“ და „G&T TraderPro“ პლატფორმები გამოირჩევა პროდუქტის ფართო დიაპაზონით, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, ETF, CFD, FX, ფიუჩერსი და ოპციონები. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული „G&T Trader”-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის.  განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს  ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა: „G&T TraderPro“ და „G&T Trader“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.  განახლებული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა. „გალტ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საბროკერო კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს აქვთ წვდომა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ბაზრებზე. კომპანია სარგებლობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციით, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა კლასის აქტივების საბროკერო შეთავაზებებით მოიპოვა. „G&T Trader“ „გალტ & თაგარტი“-ს  ვებაპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერიდან არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, როგორც სმარტფონისთვის, ასევე ტაბლეტისთვის. როგორც  IOS-სზე, ასევე Android-ზე, რომელიც Apple App Store-სა და Google Play-ზეა ხელმისაწვდომი. ... ...
  • შსს-მ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა., 1971 წელს დაბადებული ფ.ა., 1985 წელს დაბადებული რ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ე.გ. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას ... ...
  • დაბა ლაითურის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდადღეიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და აქედან გამომდინარე დაბა ლაითურის მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დაბა ლაითურში სამი მოსწავლეს და ერთი მასწავლებელს აქვს კორონავირუსი. აქედან ორი ბავშვი სკოლის კლასტერი არ არის, რადგან მათ ახალი სასწავლო წელის დაწყების დროს სკოლაში არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...