იტალიური სოფლის მაცხოვრებლებს სიკვდილი აუკრძალეს

ზაფრანი

იტალიური სოფლის მაცხოვრებლებს სიკვდილი აუკრძალეს

26 მარ. 2017, 07:42:59

 იტალიის სამხრეთით მდებარე სოფელ ფალჩანო დელ მასიკოს მოსახლეობას მერმა სიკვდილი აუკრძალა.

,,ადგილობრივ მაცხოვრებლებს და სოფლის სტუმრებს ეკრძალებათ მიწიერი ცხოვრების დატოვება’’, - ნათქვამია სოფლის მერი ჯულიო სეზარე ფავას ბრძანებაში, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 5 მარტს შევიდა.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ფალჩანო დელ მასიკოში სასაფლაო არ არის. აქამდე სოფლის მაცხოვრებლები მეზობელი ქალაქი კარინოლას სასაფლაოთი სარგებლობდნენ. წლების მანძილზე სასაფლაოს გაფართოება იგეგმებოდა, რაც არ მოხდა. ამიტომ ფალჩანოს მერმა პრობლემის მოგვარების გზად სიკვდილის აკრძალვა აირჩია.

ფავას თქმით, სოფლის წინა ადმინისტრაციამ სასაფლაოს პროექტი შექმნა, თუმცა იგი ძალიან ძვირი ჯდებოდა და საკმარისი ფინანსების არარსებობის გამო ვერ განხორციელდა.

ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებით შეხვდა მერის ბრძანებას. მათ უკვე შეაგროვეს ათასზე მეტი ხელმოწერა. სოფლის ზოგიერთმა მიწათმფლობელმა კი, ბრძანების გაუქმების სანაცვლოდ მერს სასაფლაოსთვის საკუთარი მიწები შესთავაზა.

ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან მიღებული წესი სოფლის ორმა მაცხოვრებელმა დაარღვია და გარდაიცვალა.

მერი თავისი ბრძანების აბსურდულობას მიხვდა და უახლოეს მომავალში ინჟინრებთან ერთად სასაფლაოსთვის შესაფერისი მიწის მოძებნას გეგმავს.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...