ჯანმრთელობა და ასტროლოგია

ზაფრანი

ჯანმრთელობა და ასტროლოგია

4 სექ. 2019, 12:37:00

ვერძი _ ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და სიცოცხლის სიმბოლოა, ამიტომ ვერძებს როგორც წესი, საკუთარი ოპტიმისტური ხასიათიდან გამომდინარე, ძალზე იშვიათად ემართებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადებები. გავრცელებული მეთოდი ნებისმიერ დაავადებასთან ფსიქოლოგიური მეთოდით ბრძოლის შესახებ, სავარუდოდ ვერძებმა მოიგონეს, რადგან ეს ადამიანები თითქმის არასოდეს ემორჩილებიან ექიმის მითითებებს და ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი, არ ეკარგებათ გადარჩენის სურვილი და იმედიანი განწყობა. მოუსვენარი ხასიათის და მმართველი პლანეტა მარსის დამანგრეველი ენეგრიის გამო, ვერძების უმრავლესობა არაერთგზის ვარდება სახიფათო სიტუაციაში, რის შედეგადაც მათ შორის ცეცხლსასროლი, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების მიღების ალბათობა ძალზე დიდია. ამას გარდა ვერძები არც მოტეხილობებისა და უბედური შემთხვევებისგან არიან დაზღვეული. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ვერძი თავით იმართება და შესაბამისად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის, ძალზე ბევრი გვხვდება ისეთი ვისაც უშუალოდ თავის ტრამვა აქვს გადატანილი ცხოვრებაში, ან სამახსოვრო ნაჭრილობევი მაინც ამშვენებს შუბლსა და სახეზე.

კურო _ კუროების უმრავლესობა სიმშვიდის მოყვარული და ფრთხილი ადამიანია, თუმცა მიუხედავად ამისა არც ისინი არიან დაზღვეული დაავადებებისა და გართულებებისგან, რომლითაც პლანეტარული გავლენა ყველა ადამიანს აჯილდოვებს სამყაროში. კუროს მთავარი სისუსტე ყელი და ზედმეტი კილოგრამების პრობლემაა. ზედმეტი წონა კი თავის მხრივ, კუროს შესაშურ მადასთან და გურმანულ მიდრეკილებებთანაა კავშირში. აი რაც შეეხება ყელს და სახმო იოგებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის თემას, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს რომ მეტ-ნაკლებად ყველა კუროს გააჩნია მიდრეკილება ქრონიკული ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტის და მსგავსი ტიპის ვირუსული ინფექციების მიმართ. ამას გარდა, ზოგიერთი კურო ხშირად ნერვიულობის ნიადაგზე წარმოქმნილი სახმო იოგების დაზიანების პრობლემითაც იტანჯება. ყველაფერ ზემოთთქმულთან ერთად, კუროსთვის გამოჯანმრთელების საკითხიც ხანგრძლივი და რთული თემაა, რადგან თანდაყოლილი სიზანდიტან გამომდინარე, ამ ადამიანებს გამოჯანმრთელებაც ისევე უჭირთ, როგორც ერთხელ შეჩვეულ საცხოვრებელ ადგილთან განშორება.  

ტყუპები _ ტყუპები ჰაერის სტიქიას განეკუთვნებიან, აქედან გამომდინარე მათთვის არცთუ იშვიათადაა დამახასიათებელი მოუსვენარი ხასიათი, ნერვოზულობა და სხვადასხვა სახის ფობიები. ამას გარდა ტყუპის ზოდიაქო ფილტვებს და ზოგადად, სასუნთქი სისტემის გამართულად მუშაობის საკითხს ”კურირებს”, ასტროლოგიური თვალსაზრისით, შესაბამისად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად ავადდებიან მწვავე ვირუსული ინფექციებით, პლევრიტით, აწუხებთ ბრონქიალური ასთმა და ჰაერის უკმარისობა. თუმცა ვირუსულ ინფექციებთან ერთად, ბევრი ტყუპი ასევე კიდურების ამოვარდნილობისკენ და სხვადასხვა სახის მოტეხილობებისკენაცაა მიდრეკილი.

კირჩხიბი _ კირჩხიბთა უმრავლესობა გამომდინარე იქედან, რომ ცვალებადი და პესიმისტური განწყობისკენაა მიდრეკილი, ხშირად საკუთარი დაავადების გამომწვევი თავადაა გადამეტებული ემოციურობიდან გამომდინარე. კიბო მთვარით იმართება, მთვარე კი, თავის მხრივ, სითხეების მფარველია. ამიტომ არაერთი კირჩხიბი იტანჯება ალკოჰოლ ან ნარკოტიკდამოკიდებულებით. ამასთან ერთად, კირჩხიბის ზოდიაქო საჭმლისმომნელებელ სისტემას და ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადების წარმოქმნის ალბათობასაც განაგებს, აქედან გამომდინარე კირჩხიბებს მაქსიმალური ყურადღების გამოვლენა ჰმართებთ სწორედ ამ კუთხით. 

ლომი _ ლომის სისუსტე გულია, ამ ადამიანებს როგორც წესი უგულოდ არაფრის კეთება არ შეუძლიათ. გულით უყვართ, გულით სძულთ, გულით პატიობენ. აქედან გამომდინარე სწორედ გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის ქვეშ დგას ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთა დიდი ნაწილი. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ლომი ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, იშვიათად გვხვდება ზოდიაქოს ამ ნიშნის მფარველობაში მყოფი ადამიანი, რომელიც ოპტიმიზმით და თავისებური უდარდელობით არ აღიქვამდეს ნებისმიერი სახის დაავადებას. ამიტომ უზომოდ დიდი სასიცოცხლო პოტენციალი, რომლითაც ლომებს მფარველი პლანეტა მზე აჯილდოვებს, ძალზე ხშირად ხდება მათთვის ურთულესი დაავადებების დამარცხების საფუძველი და საბოლოო გამოჯანმრთელების მიზეზი.

ქალწული _ ზოდიაქოს ე. წ ”ჯანმრთელობის სახლის” დიასახლისი ქალწული, როგორც წესი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ქალწულების უმრავლესობას, ხშირ შემთხვევაში მკაცრ კონტროლზე აქვს აყვანილი ჰიგიენის ნორმების დაცვა, კვების რეჟიმი, დასვენების და მუშაობის საათები. ამას გარდა, ნებისმიერმა საშუალო სტატისტიკურმა ქალწულმა, ზეპირად იცის ამა თუ იმ მედიკამენტის ანოტაცია, შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები. შესაბამისად ქალწული, რომელსაც გართულებული ან ქრონიკულ სტადიაში გადასული სენი გააჩნია, ძალზე იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. თუმცა მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც აწუხებთ კონკრეტული დაავადებები - კერძოდ კი კუჭნაწლავის და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ქალწულისთვის აქტუალურია ცხოვრების მანძილზე.

სასწორი _ სასწორი პლანეტა ვენერას მფარველობაში იმყოფება, რომელიც თავის მხრივ ზედმეტი წონის საკითხს და თირკმელების გამართულად მუშაობის რიტმს არეგულირებს. ამასთან ერთად, სასწორების უმრავლესობისთვის დამახასიათებელ ტკბილეულის სიყვარულსაც თუ გავითვალისწინებთ, ზედმეტი კილოგრამების მოშორებასთან დაკავშირებული პრობლემები არცთუ იშვიათად გვხვდება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანთა შორის. თუმცა თანდაყოლილი ჰარმონიის შეგრძნება, ხშირად ეხმარება სასწორებს იმაში, რომ მზგავსი ტიპის პრობლემებს დროულად მიხედოს, თავი ხელში აიყვანოს და ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე ორგანიზმი ჩვეულ, ჯანსაღ რიტმში დააბრუნოს. 

მორიელი _ გამომდინარე იქედან, რომ მორიელის ზოდიაქოს ნიშანს ორი უძლიერესი პლანეტა პლუტონი (ეპიდემიური დაავადებების რისკი) და მარსი (საერთო სასიცოცხლო ტონუსი) მართავს, მორიელებს შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით გართულებულად მიმდინარე ეპიდემიური დაავადებების შემთხვევებს.  გარდა ამისა, მძაფრი ემოციებით გამოწვეული სტრესული სიტუაციები, რომელსაც მორიელები ცხოვრებაში არაერთგზის (ხშირად გამიზნულად და შეგნებულადაც კი) განიცდიან, ბევრჯერ ხდება მათთვის ქრონიკული დაავადებების დაწყების მიზეზი. ამასთან ერთად, გადამეტებული რისკის სიყვარული და მიდრეკილება საკუთარი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშ დააყენოს, ბევრ მორიელს აქცევს უბედური შემთხვევის ან ავტო-ავარიის მსხვერპლად. თუმცა სიცოცხლისუნარიანობა, მორიელებს ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელბზე მეტად ახასიათებთ, აქედან გამომდინარე ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე, ბევრ მათგანს ქრონიკული დაავადების დამარცხებაც კი წარმატებით შეუძლია.

მშვილდოსანი _ მშვილდოსნების უმრავლესობისთვის ცხოვრება გამუდმებული ფათერაკების და რისკის ქვეშ მიედინება. თუმცა მიუხედავად ამისა, მმართველი პლანეტა იუპიტერის დახმარებით რომელიც თავის მხრივ წარმატების მომტან პლანეტად ითვლება ასტროლოგიაში, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ყოველთვის ახერხებენ სასწულებრივად დააღწიონ თავი, ნებისმიერი სახის პრობლემას და სირთულეს. მშვილდოსნის ზოდიაქო, სიმბოლურად ღვიძლის გამართულად მუშაობის საკითხზეა პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე არცთუ იშვიათად აწუხებთ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სწორედ ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის მიზეზიც ხშირადაა გადამეტებული ჭამა-სმის სიყვარული და ცხოვრების არაჯანსაღი წესი, რაც  ბევრ მშვილდოსანს ახასიათებს.

თხის რქა _ თხის რქა ერთ-ერთი უმთავრესი ”დამსჯელი” პლანეტის - სატურნის მფარველობის ქვეშაა, სიმბოლურად სწორედ სატურნის მდებარეობის მიხედვით ადგენენ ასტროლოგები ამა თუ იმ ადამიანის პირად კოსმოგრამაში დაავადების ალბათობას და მისი განვითარების გზებს. თუმცა სატურნის გავლენა ზოგადად თხის რქებზე, ყოველთვის როდი ვლინდება ნეგატიური კუთხით. თხის რქების სისუსტე კბილები, კანის დაავადებები და ძვლოვანი სისტემაა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ეგზემური გამონაყარი, პარადონტოზი ან რადიკულიტისკენ მიდრეკილება ბევრ თხის რქაში შეინიშნება. თუმცა სატურნის რაობიდან გამომდინარე, თხის რქების უმრავლესობა ჯანმრთელობას წლების მატებასთან ერთად იკაჟებს, ამიტომ ბავშვობის ასაკში მოწუწუნე და ავადმყოფი თხის რქა, შესაძლებელია უკვე ზრდასრულ ასაკში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ადამიანად მოგვევლინოს, ყველაფერი მის ხასიათში სატურნული თვისებების სწორად განვითარებაზეა დამოკიდებული (დარდს და პესიმიზმს ქრონიკული დაავადებები მოსდევს, ოპტიმისტურ მიდგომას კი წლობის მანძილზე გაკაჟებული ჯანმრთელობა).

მერწყული _ მერწყულის ზოდიაქო და მისი მმართველი პლანეტა ურანი - სიმბოლურად ნერვულ სისტემის მდგრადობაზე და ვენური სისხლძარღვების სწორად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მერწყულების უმრავლესობას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, საკმაოდ დაუდევარი დამოკიდებულება გააჩნია, მათ დიდ ნაწილს ხშირად ჰაერის უკმარისობა, ვენების გაგანიერება ან სხვადასხვა სახის ფობიები აწუხებს, რომელიც თავის მხრივ ნერვულ ნიადაგზე წარმოიქმნება. თუმცა ურანის ამოუცნობი და ცვალებადი ენერგეტიკის წყალობით, ამ ადამიანებში რაიმე სახის სერიოზული დაავადება ნაკლებად იკიდებს ხანგრძლივი დროით ფეხს და თუ მაინც იკიდებს, იგი ქრონიკულ ფორმებში იშვიათად გადადის.

თევზები _ რაც შეეხება, ზოდიაქოს რკალზე რიგითობის მიხედვით ყველაზე ბოლოს განლაგებულ თევზების ზოდიაქოს, თუ მათი მფარველი პლანეტა ნეპტუნის ილუზორულ ბუნებას გავითვალისწინებთ, ასევე იმასაც რომ ნეპტუნი ყველაზე ხშირადაა ე.წ ”ფსევდო-დაავადებების” სიგნიფიკატორი ამა თუ იმ პიროვნების რუკაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ თევზების ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც შედეგად ამ ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება მოსდევს, ხშირად მათივე ფსიქოლოგიურ მიდგომაში იმალება თავად ცხოვრების მიმართ. აქედან გამომდინარე, ასტრო-დიაგნოზი თევზებისთვის მარტივზე- მარტივია , შევცვალოთ აღქმა - შეიცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა.




 ახალი ამბები
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...
  • როდიდან იქნება შესაძლებელი ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა 13 ივლისიდან მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა ... ...
  • სანამდე გახანგრძლივდა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადაველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • რა ეღირება PCR ტესტირება მათთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლისას შემოწმება საკუთარი ხარჯით მოუწევსPCR ტესტირების ფასი მერყეობს სხვადასხვა ლაბორატორიების ფასების მიხედვით, 150-180-250 ლარის ფარგლებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. „ტარიფი, რომლსაც დღეს სახელმწიფო PCR ტესტირებისთვის უხდის ლაბორატორიებს, გახლავთ 150 ლარი. მოგეხსენებათ დღეს სახელმწიფო პროგრამით ეს ადამიანებისთვის უფასოა, მათ შორის კარანტინში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ყველა კონტაქტირებულისთვის, ექიმებისთვის და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სახელმწიფოს ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას, მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი. ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, ასევე თუ სახლში მიდიან და უღებენ. ამიტომ ამ პრივატული ლაბორატორიების ფასი 150დან 250 ლარამდე განისაზღვრება“,- განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...