ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

2020 იან 22 16:33:08

ვერძი

თუ ვერძს უყვარხართ, წუთით არ მოგშორდებათ გვერდიდან: სამსახურიდან პირდაპირ თქვენთან გამოიქცევა; გთხოვთ, წაჰყვეთ წვრილ-წვრილი საქმეების მოსაგვარებლად. თქვენი ჰობის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენს. ასევე ცნობისმოყვარე, პატარა ბავშვივით დაგისვამთ უამრავ შეკითხვას ჩავლილი დღის შესახებ.

თუ ვერძს თქვენთან მხოლოდ სექსი უნდა, პარალელურად სხვა ქალებსაც მისწერს და შეხვდება, მათთან ფიზიკურ სიახლოვესაც არ მოერიდება. თქვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გაიგებთ, მაგრამ ქალური ინტუიციით აუცილებლად მიხვდებით. ასევე შეგიძლიათ,  ერთმანეთთან ლოგიკურად დააკავშიროთ მისი ქცევები, ფაქტები და საეჭვო გარემოებები. შეისწავლეთ მამაკაცის სოციალური გვერდიც (ხშირად ინფორმაციის კარგი წყარო აღმოჩნდება ხოლმე).

კურო

თუ კუროს უყვარხართ, თავის რუტინაში ჩაგრთავთ - ეს ალბათ უინტერესოდ და არარომანტიკულად ჟღერს, მაგრამ კუროსთვის თავისი დღის რეჟიმი ყველაფერზე მნიშვნელოვანია და, თუ თქვენთვის მისი გაზიარება დაიწყო, გამოდის, უძვირფასესი გახდით. მეორე ეტაპზე კურო თავისი გეგმების თქვენზე მორგებას დაიწყებს, რომ თავი კომფორტულად გაგრძნობინოთ და თქვენი საქმე არ დააზარალოს.

თუ კუროს თქვენთან  სექსის გარდა, არაფერი სურს, მხოლოდ თავისუფალ დროს დაგითმობთ და არავითარ შემთხვევაში არ გამოძებნის განრიგში ადგილს სპეციალურად თქვენთან შეხვედრისთვის. ასევე, აშკარად დაიცავს თქვენ შორის დისტანციას, არ გადაგიშლით გულს და პირად სივრცეში არ შეგიშვებთ.

ტყუპები

თუ ტყუპებს უყვარხართ, თქვენთან არ მოსწყინდება და თავგადასავლების ძიებას სხვაგან არ დაიწყებს - მეგობრებთან გაქცევის ნაცვლად, თქვენთან დარჩება, ან თავისი სამეგობრო წრის სრულფასოვან წევრად გაქცევთ.

თუ ტყუპებს თქვენთან მხოლოდ სექსი უდნდათ, დაავიწყდებათ დარეკვა, დაგიგვიანებენ მესიჯზე პასუხებს, მილიონ მიზეზს იპოვიან, რომ არ შეგხვდნენ ხშირად. თუ საზოგადოებაში ერთად მოხვდებით, სწრაფად გაქრებიან თქვენი თვალსაწიერიდან და სხვა ადამიანებთან გააბამენ დიალოგს, ისე თითქოს თქვენ არც არსებობთ.

კირჩხიბი

თუ კირჩხიბს უყვარხართ - გაგაღმერთებთ, თავს სამყაროში ყველაზე სასურველ და განსაკუთრებულ ქალად გაგრძნობინებთ. მის დედოფლად გადაიქცევით, რომელსაც ხელისგულზე ატარებს! აუცილებლად მოუყვება დედას თქვენ შესახებ და ახლო მომავალში გაგაცნობთ კიდეც. ავად თუ გახდებით, სასწრაფოდ მოგაკითხავთ! არც ბულიონის მომზადებას დაიზარებს და არც აფთიაქიდან წამლების ამოტანას.

თუ კირჩხიბს მხოლოდ სექსი უნდა, პერიოდულად ისეთ სიცივეს გამოავლენს, თითოქს საერთოდ არ აინტერესებთ და უცხო ხართ მისთვის. სიმართლე რომ ვთქვათ, ზუსტადაც უცხო ხართ, რადგან თავის ჯავშანს მხოლოდ იმ ადამიანებთან იხსნის, რომლებიც ნამდვილად უყვარს.

ლომი

თუ ლომს უყვარხართ, თქვენთან თავს კომფორტულად იგრძნობს  და აღარ მოუწევს ძალიან დიდი დროის ხარჯვა გარეგნობაზე. მის საფულეში ყოველთვის იქნება გადანახული თანხა თქვენი საჩუქრისთვის. ლომი მხოლოდ იმ ქალისგან აიტანს მოზომილ საყვედურს, რომელთანაც ღრმა ემოციური კავშირი აქვს, სხვა შემთხვევაში სიამაყე სძლევს.

თუ ლომს მხოლოდ ვნებას აღუძღავთ, თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოსახდენად ტყავიდან ამოძვრება, ძვირადღირებულ სათვალეს და საათს გაიკეთებს, გამოეწყობა ისე, თითქოს მოდების ჩვენებიდან ეს-ესაა გამოვიდა, თუ ფული არ აქვს, ისესხებს და მაინც ძვირადღირებულ კაფე-ბარში დაგპატიჟებთ.

ქალწული

თუ ქალწულს  მხოლოდ სექსი სურს, თვალს დახუჭავს თქვენს ცუდ ჩვევებზე: ფრჩხილების კვნეტაზე, სიგარეტზე, საზოგადოებრივ ადგილებში საღეჭი რეზინის გაბერვასა და გახეთქვაზე და ა.შ. მაშინ, როცა შეყვარებული ქალწული აუცილებლად შენიშვნებით აავსებს პარტნიორს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ფიქრობს: ,,რატომ დავხარჯო დრო ამ ადამიანის აღზრდაზე, როცა მასთან დარჩენას მაინც არ ვაპირებ?

თუ ქალწულს უყვარხართ, იბრძოლებს იმისთვის, რომ ყველა ნაკლი გამოგასწორებინოთ. თუ თქვენთან მიმართებაში შეცდომას დაუშვებს, აუცილებლად გთხოვთ პატიებას. ის დააფასებს თქვენს ინტელექტსა და შესაძლებლობებს, არა სიტყვით, არამედ საქმით. ქალწული საზოგადოებაში ხაზს გაუსვამს იმ ფაქტს, რომ წყვილი ხართ და არა მეგობრები.

სასწორი

თუ სასწორი მხოლოდ ისეთ სიტუაციებში გხვდებათ, სადაც გამოპრანჭული უნდა მიხივიდეთ და კომპლიმენტებს მხოლოდ გარეგნობასთან დაკავშირებით გეუბნებათ, დიდი ალბათობით, მას თქვენი სურვილი კლავს. ასევე, თუ ამჩნევთ, როგორ გაურბის თქვენი მკერდისა და უკანალისკენ თვალი - ვნების ალში იწვის! ზაფხულში ყველაფერი კიდევ უფრო მარტივდება, მას შეუძლია, უბრალოდ, ზღვაზე ან აუზზე წაგიყვანოთ და თქვენი ფორმების მშვენიერებით დატკბეს. საქმე ისაა, რომ სასწორი ესთეტია... უყვარს, როცა ლამაზ ადგილებს, ნივთებს და ადამიანებს უთმობს დროს.

თუ სასწორს უყვარხართ, არავითარ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, რა გაცვიათ და როგორ გამოიყურებით, თმას თავისივე ხელით აგიჩეჩავთ და მაკიაჟსაც მოგაშორებთ. მისთვის პრიორიტეტული ხდება თქვენი სული და არა გარდერობი.

მორიელი

როცა მორიელს ძალიან სურს სამიზნეს დაეუფლოს, ელაპარაკება მხოლოდ იმას, რისი მოსმენაც ამ ქალს მოეწონება. თუ როლში ძალიან შეიჭრა, შეუძლია იდეალურ კაცად მოაჩვენოს თავი.

როცა მორიელი შეყვარებულია, გულახდულად საუბარს იწყებს - ახმოვანებს ისეთ ბნელ ფიქრებსა და ფარულ შიშს, რომელშიც საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამ დროს თავადაც ყურადღებიანი მსმენელი და კარგი მრჩეველი ხდება. არსებობს ერთი თვისება, რომელიც შეუძლებელია ქალმა ვერ შეამჩნიოს. მამაკაცი მორიელი არანორმალურად ეჭვიანია, თუ ქალის მიმართ სერიოზული განზრახვა აქვს, შეუძლია, სასიკვდილოდ გაიმეტოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ,,მის საკუთრებას" შეეხება.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ტრამალის მგელია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცი ერთადერთი პირობით იწყებს ურთიერთობას ქალთან - ამ პირობას, დიდი ალბათობით, არ გაგიმხელთ - ურთიერთობა უნდა იყოს მოკლე, უმტკივნეულოდ უნდა დაშორდეთ და თქვენ-თქვენი გზა გააგრძელოთ. დიდად არ მოიხიბლეთ პერსპექტივით, არა? სამაგიეროდ, მშვილდოსნებისთვის ეს სრული კომფორტია - რაც მეტი ქალი, მით უკეთესი! თუ შვილდოსანს თქვენთან მხოლოდ სექსი უნდა, ის თანახმა იქნება, რომ სხვა კაცებსაც შეხვდეთ, მოგანიჭებთ იმდენ თავისუფლებას, რამდენიც გენდომებათ - უფრო სწორად, სადავეები რომც გადაულოცოთ, მოსაქაჩად ხელს არ მოჰკიდებს. ეს ყველაფერი გრძელდება იქამდე, სანამ მშვილდოსანს შეუყვარდება. თუ მშვილდოსანი შეყვარებულია ისე გარდაისახება, საკუთარი თავის ცნობა უჭირს - ყოველთვის გრძნობს აწუხებს თუ არა რამე მის შეყვარებულს, სად უნდა წასვლა, რა გაახარებს და ა.შ.

თხის რქა

როცა თხის რქას მხოლოდ ვნება ამოძრავებს, სპორტული ჟინი იპყრობს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცებისთვის ქალის მოპოვება თავმოყვარეობის საკითხია. მათთვის მიუღწეველი მანდილოსნები არ არსებობენ, რადგან ყველა საკითხს საქმიანად უდგებიან. თხის რქა დაჯდება, დაგეგმავს და გეგმას გაანორციელებს. სულ ეს არის. შემდეგ კი ახალ სამიზნეს დაუწყებს ძებნას.

როცა თხის რქა შეყვარებულია, ის მომავალზე ფიქრობს. სურს, ისიც კი დაგეგმოს, რას გააკეთებს საყვარელ ქალთან ერთად 5 წელიწადში. თხის რქამ ზუსტად იცის, როდის არის შეყვარებული და როდის არა.

მერწყული

თუ მერწყულს უნდიხართ, გაგეფლირტავებათ და გამოგიწვევთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ურთიერთობას მეგობრობას უწოდებს. მეგობრობის სახელითვე დაწვება თქვენთან. აი შეყვარებულს კი არავითარ შემთხვევაში არ გიწოდებთ. თუ ისეთი ტიპის მერწყულთან დაიჭირეთ საქმეს, რომლისთვისაც სტატუსები ბევრს არაფერს ნიშნავს, იგივე ინდიკატორი არ გამოგადგებათ. ამ შემტხვევაში დააკვირდით რამდენად პრიორიტეტული ხართ მისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მერწყული ხშირად ატყუებს ქალს, რომელიც მისთვის სულ ერთია. თუ ტყუილში გამოიჭერთ, საფიქრალი აღარაფერია...

თუ მერწყულს უყვარხართ, არ მოგაკლდებათ რომანტიკული სიურპრიზები: ფეიერვერკები, ვარდები, სერენადები. ყოველი ჩხუბის შემდეგ თქვენს შემოსარიგებლად ახალ, ორიგინალურ ხერხს მოიფიქრებს.

თევზები

თუ თევზს თქვენთან მხოლოდ სექსი უნდა, არ გამოაჩენს რომ სენტიმენტალურია. სრულიად სხვა პიროვნების როლს მოირგებს და თავს მოგაწონებთ. გარკვეული დროის მერე თევზს თამაში ბეზრდება და, როგორი კარგი სექსიც არ უნდა შესთავაზოთ, მიდის. გაიცანით თევზის მეგობრები, გაიგეთ მის შესახებ ისტორიები, სთხოვეთ ბავშვობის ალბომი დაგათვალიერებინოთ და მოაყოლეთ წარსულის ამბები. თუ კატეგორიულ უარზე იქნება, წვალება არ ღირს, როგორც ჩანს, ამ კაცს გადაწყვეტილი აქვს, რომ თქვენთან სექსი გარდა არაფერი სურს.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდასაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია ... ...
  • ,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში სასწავლებლად ვინ გაუშვებს-მეთქი",,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, დედა. ვამაყობ, შვილო, დიტო, შენით!"-ასეთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში სამტრედიელი ემიგრანტი ქალი. პროფესიით მედდა, ნანა ჯანელიძე რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახიდან მოშორებით, იტალიის ქალაქ ბარში ემიგრაციაში ცხოვრობს. მისი შვილი, 26 წლის დიმიტრი ჩაგრაგანიძე ამ წუთებში ამერიკაში, ოკლა ჰომას აეროპორტშია, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ისრაელში და ბოლოს საქართველოში ჩამოფრინდება. დიმიტრი ჩაგრაგანიძე გორის თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულია და ხონის საარტილერიო მეექვსე ბრიგადაში მსახურობს. რვა თვის წინ თავდაცვის სამინისტროში გამოცდები ჩააბარა და ამერიკაში სწავლების უფლება მოიპოვა. დიმიტრი ჩაგრაგანიძემ რვათვიანი სწავლება წარმატებით გაიარა და შესაბამისი დიპლომიც აიღო. ამის ამსახველ ფოტო სურათებს დედა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ,,გურია ნიუსთან" გულახდილად ამბობს, რომ ამას არ მოელოდა:,,ვფიქრობდი, დიტოს პატრონი არ ჰყავს და ამერიკაში საწავლებლად ვინ გაუშვებს-თქო. გამოცდების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში რომ დაიბარეს და ამერიკაში გასამგზავრებელი ბილეთი რომ გადასცეს, მაშინ ვიწამე ყველაფერი", _ გვეუბნება დედა. კვალიფიკაციაამაღლებულ დიმიტრი ჩაგრაგანიძეს საქართველოში სამხედრო სამსახური, ოჯახი, საყვარელი მეუღლე და პატარა ვაჟკაცი ... ...
  • „გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება“_ ოზურგეთის საკრებულო განკარგულებას ტაშით შეხვდა დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი წინადადება  მოისმინა, რომელიც ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა. მან ისაუბრა გომის მთის ირგვლივ არსებულ პროცესებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა: _იყო  ადმინისტრაციულ ერთეულად მიღების საკითხზე მსჯელობა, ასევე იყო სოფელ შემოქმედის საზღვრებში მოქცევის საკითხიც. დღეს მივდივართ იქით,  რომ მოხდეს  დამოუკიდებელ ტერიტორიულ  ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართეს მოქალაქეებმა სამოტივაციო წერილით, რომ აქვთ სურვილი, რეგისტრაცია გაიარონ და გახდნენ გომის მთის მცხოვრებლები.  ამ განცხადების საფუძველზე მერიამ მიმართა  საკრებულოს, რათა დაწყებული იქნეს პროცესი გომის მთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , -თქვა მამეშვილმა და ისაუბრა ასევე გომის მთის, როგორც კურორტის  ისტორიაზე, რომელიც  1931 წელს დაიწყო.  ხოლო 1950 წელს  შევიდა პირველი გზა და 90 წელია ეს კურორტი არსებობს გომის მთის სახელით.   ამიტომ სახელდებასთან დაკავშირებით დაგვჭირდება საკრებულოს თანხმობა, რომ მოწონებული იქნეს  სახელწოდება გომის მთა. მე მქონდა საუბარი და  კომუნიაკაციაში ვარ სამინისტროსთან. ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა მზად არის შემჭიდროებულ ვადებში,  მხარი დაუჭიროს თქვენს  გადაწყვეტილებას, გომის მთასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მალე გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება - უთხრა მამეშვილმა საკრებულოს წევრებს. საკითხის ირგვლივ  ასევე  ისაუბრა საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მან გამოხატა  საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ მომხრეა გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წერილზე, რომ კურორტ გომის მთას დაბის კატეგორია მიენიჭოს. _მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი, რომელიც დაწყებული იყო და გომის მთა შემოქმედის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, უარყოფილი იქნა. ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის ზრდას, ინფრასტრუქტურული გარემოს  გაუმჯობესებას, _თქვა მან და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ განკარგულებისთვის. დეპუტატებმა,  საბოლოოდ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონეს,  შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ... ...
  • „ვ**ნაურობდი“ – ნინო ხაჟომიას პასუხი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს„აჭარის ტელევიზიის“ ახალდანიშნული ახალი ამბების რედაქტორი ჟურნალისტის შეკითხვას, რას საქმიანობდა გადაცემა „60 წუთის“ დახურვის შემდეგ, ნინო ხაჟომია პასუხობს, „ვ**ნაურობდი“. ინტერნეტში იძებნება ნინო ხაჟომიას მიერ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს, რომ „რუსთავი 2-დან“ წასვლის შემდეგ „რეალ TV-ში“ გადავიდა სამუშაოდ. „ამჟამად ვარ „რეალ TV-ში“. გურამმა შემომთავაზა საინტერესო პროექტის გაკეთება. ეს არის ქართული საქმე. პრინციპში, ისევ ვიმუშავებ ქართულ ბიზნესზე. ეს პროექტი არის ეკონომიკის სამინისტროსი და იქნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ბიზნესის შესახებ”, – განუცხადა „თბილისელებს“ ნინო ხაჟომიამ. ნინო ხაჟომიას „აჭარის ტელევიზიის“ ახალი ამბების რედაქტორად დანიშვნის შესახებ 24 თებერვალს გახდა ცნობილი. წყარო: ... ...
  • ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართებაევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს. „ჩვენ ვალდებულება გვაქვს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ჩავატაროთ მინისტერიალი, ჩავატაროთ ამ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. ამავე დროს არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა და მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობა რასთან არის დაკავშირებული - მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. გვევალებოდა, რომ უზრუნველგვეყო ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ამიტომ ვიყავით კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი გნგვეხილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ამის შესაძლებლობა გამოინახა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც ჟენევაში, როდესაც გენერალურ მდივანს შევხვდი, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი, მათი მხრიდან არის აბსოლუტურად სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ მსგავსი პრეცედენტიც არსებობს, როდესაც ქვეყნებმა, რომლებიც იყვნენ თავმჯდომარეები, მინისტერიალი ჩაატარეს სტრასბურგში“, - განაცხადა ზალკალიანმა. ზალკანიანს იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებს საზოგადოება გაგებით მოეკიდება, თუმცა მისივე თქმით ამ დიდი შეხვედრის ჩატარება საქართველოსთვი ძალიან მომგებიანი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...