ქალის სილამაზის 10 საიდუმლო

ზაფრანი

ქალის სილამაზის 10 საიდუმლო

2019 სექ 22 16:18:46

როგორ დავფაროთ დაღლილი და ჩაწითლებული თვალები

შეშუპებული ქუთუთოები, ჩაწითლებული თვალები _ აი, რა გასცემს თქვენს დაღლილობას. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დაფაროთ და შესანიშნავად გამოიყურებოდეთ, წაისვით თვალის რბილი, თეთრი ფანქარი ქვედა ქუთუთოს შიდა ხაზზე. ეს ვიზუალურად ბუნებრიობას და ჯანსაღ იერს მოგანიჭებთ.

გაღიავებულ თმას მომწვანო ელფერი რომ არ დაჰკრავდეს

გაღიავებულმა თმამ საცურაო აუზში ბანაობის შემდეგ, ქლორიანი წყლის გავლენით, შესაძლოა მომწვანო ელფერი მიიღოს. ამიტომ, მის აღმოსაფხვრელად კარგია  პომიდვრის კეტჩუბის ნიღაბი. დაიტანეთ იგი თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნის დახმარებით. მომწვანო შეფერილობა თმას უმალვე მოშორდება.

დაიწყეთ დილა ლიმონიანი თბილი წყლის დალევით

დაიწყეთ დილა ლიმონიანი თბილი წყლის დალევით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. თუ უზმოზე ყავის დალევას ხართ მიჩვეული, მანამდე აუცილებლად მიიღეთ წყალი მოზრდილი ჭიქით. ამასთანავე, ეცადეთ დილის ყავა ჩაანაცვლოთ თაფლიანი და ლიმონიანი წყლით, რაც გაცილებით გაგიადვილებთ გამოფხიზლებას.

ხშირად გარეცხეთ ბალიში

დაივიწყეთ ბალიშის გარეცხვა თვეში მხოლოდ ერთხელ, რადგან იგი წარმოადგენს იდეალურ ადგილს უამრავი პარაზიტის და ბაქტერიისათვის. ბალიშის ერთი მესამედი ცოტა ხანში იფარება კანის მიკროსკოპული ნაწილების, მიკრობებისა და მტვრისაგან, რაც დიდ ზიანს აყენებს თქვენი სახის კანს.

ბუნებრივი ნიღაბი თმისთვი

დაჭერით და კარგად დასრისეთ ავოკადოს რბილობი და მიღებული მასა შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, ჩამოიბანეთ ჩვეული წესით. ცნობილია, რომ ავოკადოს ნაყოფი შეიცავს 30%-მდე ცხიმებს, 1, 6-2, 1% პროტეინს, ვიტამინებს B1, B2, С, D, K და სხვა. ისარგებლეთ ამ უმარტივესი და საოცრად ეფექტური თმის ნიღბით, რომელიც აღადგენს თმას ძირიდან ბოლომდე და დაუჯერებელ ბზინვარებასა და სილამაზეს შესძენს მას.

ივარჯიშეთ ყოველ დღე

დღეში, მინიმუმ, 30-წუთიანი ვარჯიში, არა მხოლოდ ლამაზ სხეულს გაჩუქებთ, არამედ მთელი დღის განმავლობაში დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ, გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს. ცოტა ხანში მიხვდებით, რომ ვარჯიში უკვე ჩვევად ჩამოგიყალიბდათ და მის გარეშე ვეღარც წარმოიდგენთ თქვენს დღეს.

ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ რუჯი მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე. კრემები, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან იცავენ კანს, დამზადებულია ბუნებრივი კომპონენტებისგან, ამიტომ ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოშობას. ამას გარდა, იცავს კანს გაღიზიანებისგან, ანოტივებს, კვებავს და ვიტამინებით ამდიდრებს მას, აჩერებს დაბერების პროცესს. მხოლოდ, საჭიროა კრემის სწორი შერჩევა.

თმა გაიშრეთ ფენის გარეშე

იმისთვის, რომ ზედმიწევნით კარგად გაიშროთ თმა, ქსოვილის პირსახოცი ჩაანაცვლეთ კარგი შეწოვის უნარის მქონე ქაღალდის პირსახოცით და შეიმშრალეთ თმა ძირებიდან თმის წვერამდე. ნუ გაიმშრალებთ უხეშად, რადგან ამ დროს თმა ადვილად ტყდება და იწყებს დაყოფას.

აჩუქეთ საკუთარ თავს ლამაზი დღე კვირაში ერთხელ მაინც

თქვენ ნამდვილად იმსახურებთ კვირაში ერთი დღე მაინც მიუძღვნათ საკუთარ თავს. ალბათ ფიქრობთ, რომ ამისათვის საკმარისი დრო არ გაქვთ, ან სულაც ფინანსური მდგომარეობა არ გიწყობთ ხელს, მაგრამ ამ რჩევის გათვალისწინება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თუ ვერ ახერხებთ გაისეირნოთ ლამაზ ადგილას საყვარელ ადამიანთან ერთად, წახვიდეთ კინოში, ან თეატრში, ან თუნდაც მიანიჭოთ საკუთარ თავს ბედნიერება სასურველი ნივთის შეძენით, შეგიძლიათ უბრალოდ ფინჯანი ყავა დალიოთ მეგობართან ერთად, მოუსმინოთ მუსიკას, ან სულაც უყუროთ საინტერესო ფილმს. აგრეთვე, საოცრად დაგამშვიდებთ და ახალი ენერგიით აგავსებთ თუ მოუსმენთ სპეციალურ, მედიტაციისათვის განკუთვნილ მუსიკას, ბუნების ხმებს, რომელთა მოძიება ინტერნეტის საშუალებით ძალიან მარტივია.

გქონდეთ მადლიერების გრძნობა და რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ

ხშირად, სკეპტიკურად ვუყურებთ ჩვენი აზრებისა და შინაგანი განწყობის ძალას და დიდ შეცდომასაც ვუშვებთ, რადგან მასშტაბურმა სტატისტიკურმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ მადლიერების გრძნობა და ცხოვრებისადმი ოპტიმისტური მიდგომა, სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ფსიქიკური და ფიზიკური სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა გაიმართაქალაქ ოზურგეთში, ღმრთისმშომბლის მიძინების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საქართველოს ჩოხოსანთა ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა ჩოხოსანთა ორგანიზაციის წევრების თემურ სირაძისა და თამარ გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამჯერად, ჯვარი დაიწერეს წყვილებმა: ბადრი კვირკველიამ და ნანა სიხარულიძემ; გერონტი გიორგაძემ და სოფიო ტარიელაძემ; ჯემალ და ლენა შუკაკიძეებმა;  ავთანდილ ცეცხლაძემ და ნანული სურგულაძემ; გიორგი  და  მედეა მაღლაკელიძეებმა. მოქალაქეებს ჯვარი დეკანოზმა ერმოლაუსმა დაწერა. ორგანიზატორის თამუნა გიორგაძის თქმით, საყოველთა ჯვრისწრა მომავალშიც ... ...
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...