ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

2019 ოქტ 12 20:32:04

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. ბევრი მათგანი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს - თითქმის იმდენივეს, რამდენსაც შოკოლადი.

შაქრის დაბალი შემცველობის, С ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების წყალობით, კენკრა ნამდვილად არაფერს ავნებს თქვენს ფიგურას, პირიქით, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ზედმეტი ცხიმის დაწვას.

ავოკადო კი დიეტურ პროდუქტად ნამდვილად ვერ დასახელდება. ესპანელები ამ ნაყოფს „კანიან კარაქს" ეძახიან: 100 გრამი ავოკადოს ენერგეტიკული ღირებულება 227 კკალ-ს შეადგენს. ამიტომ დიეტის დროს იგი ძალიან ცოტა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ, ძირითადად საკმაზის სახით ან რაიმეზე გადასასმელად.

საზამთროსა და ნესვში დიდი რაოდენობით ბოჭკოვანა და წყალი შედის, ამიტომ მალევე გვანაყრებს და შარდმდენი ეფექტიც აქვს. ისინი გვეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში და ისეთ პრობლემებთან ბრძოლაში, როგორიცაა ცელულიტი და აკნე. შესანიშნავად გვეხმარება ცხელ ამინდში, ხელს უწყობს რა წყლის ბალანსის აღდგენას, რაც ასევე აუცილებელია ფიგურის სილამაზისა და კანის ჯანმრთელობისთვის.

სამაგიეროდ, მსხალი დიეტის დროს უკუნაჩვენებია: შესაძლოა, დაარღვიოს ნაწლავის მუშაობა, რადგან გააჩნია ძლიერი შემკვრელი ეფექტი.

მარწყვი _ ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი სწორი კვებისთვის. არომატული კენკრა შეიცავს ბოჭკოვანას, С ვიტამინს, დიდი რაოდენობით წყალს და ცოტა შაქარს, რაც ხელს უწყობს ცელულიტის დაშლას.

გარგარი კი საკმაოდ მძიმე საკვებია. მათი დიდი რაოდენობით მირთმევამ შეიძლება გამოიწვიოს მოუნელებლობა, ხოლო მთავარი საფრთხე კურკაში იმალება. თუ თქვენ გიყვართ გარგარის კურკის გულის კნატუნი, უნდა იცოდეთ, რომ მათში არის ნივთიერება, სახელწოდებით ამიგდალინი, რომელიც კუჭში წარმოქმნის ძლიერ მჟავას. ეს უძლიერესი შხამია, რომელიც დიდი რაოდენოს შემთხვევაში, იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას და გონების დაკარგვასაც კი.

ვაშლი - ერთ-ერთი ყველაზე კარგი დიეტური ხილია. მათში საერთოდ არ არის ცხიმი, ხოლო ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს სულ რაღაც 60–100 კკალ-ს. ვაშლი შესანიშნავად კლავს შიმშილის გრძნობას, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას, და ასევე, ანტიოქსიდანტებისა და პექტინების წყალობით, ეხმარება ცელულიტთან ბრძოლაში.

სამაგიეროდ, ყურძენი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საზიანო ხილად არა მხოლოდ ფიგურის, არამედ მთლიანად ჯანმრთელობისთვის. ყურძენში დიდი რაოდენობით შაქარია, მისი კანის მონელებას დიდი დრო სჭირდება, კურკებმა შეიძლება ნაწლავის დაცობა გამოიწვიოს, ხოლო რბილობში შემავალი მჟავა აზიანებს კბილის ემალს.

გრეიფრუტი ითვლება № 1 ხილად ჭარბ წონასთან ბრძოლისთვის, რადგან გააჩნია ძლიერი ცხიმის დაწვის ეფექტი. გრეიფრუტის ფერმენტები ორგანიზმს ეხმარება კალორიების აქტიურად გადამუშავებაში. ნებისმიერი კალორიული კერძი (არაუმეტეს 800 კკალ) ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ფიგურას, თუ მას ნახევარ გრეიფრუტს დავაყოლებთ.

აი ბანანი კი, ყველაზე კალორიული ხილია. მის მონელებას დიდი ხანი სჭირდება. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ბანანში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ცხიმის დაშლის პროცესში მონაწილე უჯრედების მუშაობის ბლოკირებას ახდენს.




 ახალი ამბები
  • თბილისში ცნობილ ექიმს სცემესთბი­ლის­ში ცნობილ ექიმს სცემეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.  "გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა", - დაწერა ჭიაბერაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ნეიროქირურგი გი­ორ­გი (გოგი) მა­ღა­ლაშ­ვილია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი მისი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 120-ე მუხლი განზრახ მსუბუქ დაზიანებას ... ...
  • მირჩევნია 15 დღე ვიჯდე, ვიდრე მომავალი არ მქონდეს - ზუკა ბერძენიშვილირა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმეზე - სასამართლოში საქმის განხილვა დღეს განახლდება. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. მათ უჭირთ პროგნოზირება რა შედეგით დასრულდება აღნიშნული საქმის სამართლებრივი განხილვები, თუმცა როგორც "კურიერთან" სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა,  ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. "წარმოდგენა არ მაქვს რას იზამენ, აქედან დასკვნის გამოტანა, საით მიდის ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შემართებას ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ მირჩევნია 15 დღე ვიჯდე, ვიდრე მომავალი არ მქონდეს," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა. 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 37 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გუშინ,  გვიან ღამით გაათავისუფლეს. პროცესი ხმაურიანი პროტესტის ფონზე ... ...
  • რატომ არ გაიმართება დღეს პარლამენტთან მიტინგი პარლამენტთან მიტინგი დღეს აღარ გაიმართება. თუმცა ადგილზე ისევ რჩება 10-მდე კარავი. სავალი გზა რუსთაველის პროსპექტზე გახსნილია. ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება. 17 ნოემბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა.  18 ნოემბრის აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37 ადამიანი დააკავეს. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.  გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ... ...
  • სკოლებს სსსმ მოსწავლის სწავლებისთვის დაფინანსება შეეცვალათ საქართველოს განათლების მინისტრის ხელმოწერით, საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ხელახლა განისაზღვრა დამატებით გამოყოფილი თანხების ოდენობები. ცვლილების თანახმად, საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 7,200.0 ლარი; ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 13,200.0 ლარი; გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 19,200.0 ლარი; დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი; ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 31,200.0 ლარი; ვ) 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 37,200.0 ლარი.“; ბრძანება ძალაშია და როგორც მასში ვკითხულობთ, მისი შინაარსი ვრცელდება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ... ...
  • ოზურგეთელი მოსწავლე, რომელიც საქართველოში სწავლის ზეშედეგს აჩვენებსმოსწავლეთა სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე,  ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე, ორი დღის წინ, რეიტინგული ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურში გადავიდა და მთელ საქართველოში, იმ ათას მოსწავლეს შორის უპირველესია, ვინც განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ყველა საგანში: ინგლისურ ენაში გიორგიმ 40-დან 40 ქულა აიღო, ფიზიკაში _ 25-დან 21 ქულა, მათემატიკაში _ 20-დან 18 ქულა და ბიოლოგიაში 25-დან 17. _ მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, ფიზიკა-მათემატიკურ საგნებში ასეთი წარმატების მიღწევა. თუმცა, ეს საოცარი ბიჭი, ყველა საგანში ერთნაირად უძლიერესია, _ ამბობენ პირველი საჯარო სკოლის დირექციაში. მეგობრები კი სიყვარულით საუბრობენ გიორგის წარმატებებსა და მის გამორჩეულ პუნქტუალურ თვისებებზე: _ საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ადამიანია. ფეისბუქგვერდიც კი არ აქვს, რომ დრო არ დაკარგოს. იმდენი ჯილდო აქვს მიღებული წარმატებული სწავლისთვის, მარტო კომპიუტერები და სხვა მსგავსი ჯილდოები რომ გამოფინოს, ტექნიკის მაღაზია გაიხსნება, _ ხუმრობენ ისინი.  „გურია ნიუსი“ გიორგი მეგრელიძეს  დაუკავშირდა: _ მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე იმართება. ახლა გამოქვეყნდა  სარეიტინგო ცხრილი და  გავიგე, რომ მეორე ტურში გადავედი, რომელიც იანვარში ჩატარდება. შემდეგ კი მესამე ტური იქნება და საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვლინდება... ფეისბუკი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ სწავლაში დროს წამართმევს, _ გვითხრა მან. მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მეგრელიძე გასულ წელს „ეტალონის“ გამარჯვებულიც გახდა, ახლა კი წინ უფრო დიდი გამარჯვებებისკენ მიიწევს. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?