ლამაზი თმის საიდუმლო

gurianews.com

ზაფრანი

ლამაზი თმის საიდუმლო

2017 ნოე 13 13:03:12

მეცნიერებმა კვლევებით გამოთვალეს, რომ თითოეული ღერი თმა "ცოცხლობს" 2-დან 5 წლამდე, ამის შემდეგ იწყებს ცვენას, მის ადგილას კი ფოლიკულიდან ამოდის ახალი.ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დღეში 60-დან 100-მდე ღერ თმას ვკარგავთ, რაც ნორმალურია, მაგრამ, როდესაც ეს ციფრი იზრდება, სპეციალისტები გვირჩევენ, დაუყოვნებლივ მივიღოთ ზომები.

პირველ რიგში მოაწესრიგეთ კვება. არაბალანსირებული საკვები ორგანიზმში იწვევს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას, თმას სჭირდება ბიოტინი, B ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავები, ლეციტინი, სელენი და თუთია. ამიტომ რაციონში უნდა გავითვალისწინოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს

ყველა სასარგებლო ნივთიერებით (კვერცხი, წითელი ხორცი, რძის პროდუქტები, მწვანილი, ხორბლის პური, პარკოსანნი და ომეგა-3-ით მდიდარი თევზი), მიიღეთ თმისთვის განკუთვნილი სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი.

არ ინერვიულოთ! თმის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს გადატანილი ნერვული სტრესი, ამასთან, მაშინვე კი არ დაიწყოს თმამ ცვენა, არამედ რამდენიმე თვის შემდეგ. გირჩევთ, მშვიდად შეხვდეთ ყოველგვარ სანერვიულოს, სამსახურის პრობლემებს, თავი აარიდეთ კონფლიქტებსა და სტრესულ სიტუაციებს.

თმის ფოლიკულების სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს და აძლიერებს ზიგზაგური მოძრაობით საფეთქლებიდან - კეფისკენ და შემდეგ საფეთქლებიდან შუბლისკენ და კეფისკენ მსუბუქი მასაჟი თითებით.

თმამ ცვენა შეიძლება დაიწყოს არასწორი მოვლის შედეგად. მასზე უარყოფითად მოქმედებს ქიმიური დახვევა, ხშირად ღებვა და ფენი.

გახსოვდეთ, სავარცხელი ისევე ხშირად უნდა გამოცვალოთ, როგორც კბილის ჯაგრისი. სველი თმა დაივარცხნეთ მეჩხერკბილიანი სავარცხლით, და რაც მთავარია, სწორად შეარჩიეთ თმის მოვლის საშუალებები (შამპუნი, ლოსიონი, ბალზამი, თმის ნიღბები და ა.შ.), რომლებიც აფერხებენ თმის ცვენას, როდესაც პირველად გამოიყენებთ რომელიმე საშუალებას, დააკვირდით, თუ თმის ცვენა გაგრძელდა, გაჩნდა ქერტლი და თავის კანი გექავებათ, ის უნდა შეცვალოთ.



 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარესოზურგეთის მუბიციპალიტეტის სოფელ ნატაბებში საზოგადოებრივი ცენტრის ფოიედან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. აღნიშნული იბფორმაცია დაგვიდასტურა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ნატანებში ჯონი ღლონტმა. მისი თქმით, უკვე დაიწყო მოკვლევა აღნიშნულთან დაკავშირებით. ღლონტის თქმით, არსებობს ვიდეოკამერის ჩანაწერები. "აპარატი დაზიანებულია, თუმცა თანხასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, ჯერჯერობით, თანხის დაუდგენელია ... ...
  • ზვიად მამალაძე ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიესჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ ზვიად მამალაძე აირჩიეს. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან მხარი 32-მა  დეპუტატმა დაუჭირა. მამალაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა სურდა და ეს ღიადაც დაადასტურა, თუმცა, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გამართულ უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით გუდავაძე წამოაყენეს და აირჩიეს კიდეც. ზვიად მამალაძე წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ... ...
  • ვინ არის საფინანსო კომისიის ახალი თავმჯდომარე, რომელიც ძველ ჩვევებს ვერ ღალატობსჩოხატაურის მეოთხე მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პროფესიით გეოლოგი აკაკი ყაჭეიშვილი გახდა. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან 30-მა დეპუტატმა დაუჭირა. ყაჭეიშვილმა, რომელიც „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, სოფელ გოგოლესუბნის გამგებელი იყო, 2014 წელს ამავე სოფელში კენჭი დამოუკიდებლად იყარა და „ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მაჟორიტარის მანდატი მმართველი გუნდის სახელით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დროს მედიის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა _ კამერაზე ხელსაც გვიფარებდა, საარჩევნო კამპანიის დროს გამგეობაში „ნაცმოძრაობის“ ატრიბუტიკიანი მაისურით დადიოდა და არც შეურაცხყოფებს ერიდებოდა. როგორც ჩანს, ის ჩვეულებას ახლაც ვერ ღალატობს _ მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა. არადა, საჯარო სივრცეში, მით უმეტეს საკრებულოს სხდომაზე გადაღების უფლება არათუ ჟურნალისტს, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს საკრებულოს წევრმა, რომელიც თავად არის ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვის გარანტი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის ... ...
  • სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ელისო ჭიჭინაძე აირჩიესლანჩხუთის საკრებულოში სოციალური კომისიის თავმჯდომარედ ლესის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჭიჭინაძე აირჩიეს. ჭიჭინაძის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე 27 დეპუტატიდან 21-მა დაუჭირა ... ...
  • ქონების მართვის კომისია ლაშა თოლორდავას ჩააბარესგუთურის მაჟორიტარ დეპუტატს, ლაშა თოლორდავას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა ქონების მართვის კომისიაა ჩააბარეს. მას მხარი 35-მა დეპუტატმა დაუჭირა. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. თოლორდავა, რომელსაც უმაღლესი განათლება არ აქვს, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მას თანამდებობაზე ყოფნა წინა მოწვევის საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც უნდოდა, თუმცა, მაშინ მისი კანდიდატურა არ გასულა.   ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...

ციტრუსების დიეტა

ცივ ამინდში ორგანიზმს ვიტამინები აკლდება,...

ჭრელა ხარი

ჩინეთის პროვინცია იუნანში ძველი დროიდან...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...