ლიფტით კოსმოსში

gurianews.com

ზაფრანი

ლიფტით კოსმოსში

2018 იან 17 12:32:36

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნანოტექნოლოგიების დანერგვამ რეალური გახადა დედამიწიდან კოსმოსში ამავალი ლიფტის აშენება.ამ განცხადებამ, პირველ რიგში, კოსმოსში გამგზავრებაზე მეოცნებენი გააბედნიერა. კაცმა რომ თქვას, კაცობრიობის ისტორიაში ალბათ არ ყოფილა დრო, ადამიანს ვარსკვლავეთში განავარდებაზე არ ეფიქრა. ასე რომ, ნაგებობა, რომელსაც კოსმოსის კიბეს, ცის კაუჭს, ორბიტულ კოშკს და კიდევ მრავალ სახელს უწოდებენ, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა მართლაც გაჩნდეს... ამისთვის კი, მეცნიერების აზრით, ნახშირბადის ნანომილების აღმომჩენებს უნდა ვუთხრათ მადლობა. სწორედ ამ ნაწილაკებს გააჩნიათ ისეთი სიმკვრივე, რომ დედამიწის ზედაპირიდან მრავალ ათას კილომეტრზე გაიწელონ, შეინარჩუნონ წონასწორობა და არ ჩამოიშალონ - ისინი ფოლადზე მტკიცე და პლასტმასივით მსუბუქნი არიან.

პროექტზე ფიქრს, რაღა თქმა უნდა, უკვე შეუდგა ამერიკის შეერთებული შტატები. ამ იდეის საკვლევად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მან უკვე 3 მილიონი დოლარის დახარჯვა დაგეგმა. რატომაც არა - ვინც მომავალში კოსმოსს პირველი აითვისებს, სამყაროს მბრძანებელიც ის გახდება.

ლიფტი კი კოსმოსში მგზავრების გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის იაფ საშუალებად უნდა იქცეს. ადამიანის გონების ეს ზღაპრული  კონსტრუქცია დაფუძნდება კოსმოსურ ბაგირზე, რომლის ერთი ბოლო ორბიტულ სადგურზე იქნება მიმაგრებული, მეორე - დედამიწაზე.

ზოგიერთი ამერიკელი მეცნიერი ფიქრობს, რომ კოსმოსური ბაგირი ძაფივით წვრილი უნდა იყოს და მეტეორები ნაკლებად დააზიანებენ. თუმცაღა, ეს მხოლოდ ერთეულთა აზრია, ზოგადად კი, კოსმოსური ლიფტის პროექტზე დიდი ბრძოლაა გამოცხადებული - საუკეთესო პროექტის შესაქმნელად სამეცნიერო ჯგუფები ეჯიბრებიან ერთმანეთს. 2014 წელს ამისთვის ჯილდოდ 400. 000 დოლარი დაწესდა, 2016 წელს - 1 მილიონი. გასულ წელს კი განაცხადეს, რომ 5 წლის განმავლობაში ლიფტის საუკეთესო პროექტის შემქმნელი ჯილდოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს.

თუკი ყველაფერი ისე გამოვა, როგორც იგეგმება, კოსმოსური ლიფტი 20 წელიწადში აშენდება და კოსმოსში პირველ რიგში მთვარეზე გავისეირნებთ, შემდეგ კი სხვა პლანეტებზეც, თანაც ლიფტით მოგზაურობა ბევრად უფრო იაფი დაგვიჯდება, ვიდრე რაკეტებით.




 ახალი ამბები
  • ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას - ირაკლი კობახიძე სკანდალურ ვიდეოჩანაწერზე„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილისმომგვრელი და სასაცილო,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ღიმილისმომგვრელია“ ეს ჩანაწერები, რადგან ეს საკითხები აქტუალური აღარც არის. ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა დაიკითხოს თუ არა ოთარ ფარცხალაძე, კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.  „კიდევ ერთხელ ვიმეორებ სპექტაკლი ჩავარდა და დამთავრებულია ეს კომედია, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ ნაცმოძრაობამ "რუსთავი 2"-ის მეშვეობით,“ - განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმით, აუდიოჩანაწერების საუბრების შინაარსი „კომიკურია.“ „რუსთავი 2“-ს მიაწოდეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყიფიანი ჩანაწერებში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ცდილობდა „ომეგა ჯგუფის“ საქმის მოგვარებას, რის გამოც მას კონფლიქტი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მოუვიდა, რომელიც ამ ბიზნესს დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა. ლევან ყიფიანი ჩანაწერების პირველ ნაწილში დეტალურად იხსენებს ე.წ. ცნობილი სარდაფის ეპიზოდის დეტალებს, მეორე ჩანაწერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილსა და "ომეგა ჯგუფის" სხვა წარმომადგნელებს უყვება, რომ ყველა პრობლემას ივანიშვილს ოთარ ფარცხალაძე ... ...
  • ზაზა სარალიძეს სამართალდამცველებმა კარვის გაშლის ნება არ მისცეს პარლამენტის წინ წვიმის დროს შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის ნება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები სახელმწიფო დაცვის სამსახურმა არც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეუშვა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან. „პოლიციას ჩვენთვის ჰქონდა ასეთი რამე ნათქვამი, ოღონდ კარავი არ გაგვეშალა, წვიმის დროს შეგვიშვებდნენ პარლამენტის შენობაში. დაგვიხსნეს ჯებირები, შეგვიშვეს, მაგრამ იქიდან დაცვის სამსახურმა გამოგვყარა. არ შეიძლებოდა იქ ყოფნა. აღმოვჩნდით წვიმაში ისევ. მანქანაში მედო კარავი და ვცდილობდით იმის გაშლას. აგვიკრძალეს ყველაფერი. პროვოკაციას ჩვენ თვითონაც ვერიდებით უკვე, იმიტომ, რომ ვიცით, რომ აბსოლუტურად ყველანაირ ზეწოლაზე წამოვლენ. ჩვენთვითონაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კანონის ჩარჩოებში მოვექცეთ, მაგრამ თავად არღვევენ იმ კანონს. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად, ჩვენ გვაქვს დროებითი კარვის განთავსების უფლება,“ _ განაცხადა ზაზა ... ...
  • "თითქოს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ" (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ელჩებთან ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროპული ტიპის კამპანიის სტანდარტებს. „არჩევნებამდე დარჩა ერთი კვირა და საჭირო იყო, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის შეჯამების სახით გაგვეცნო, თუ როგორი არაევროპული ტიპის კამპანია ჩატარდა. გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და სხვა ხერხები, რაც შეიძლებოდა საქართველოში დაპირისპირების საფუძველი გამხდარიყო. სინამდვილეში, ქვეყანაში დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს. თითქოს ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს ფაქიზი თემები, რეალურად კი ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ერთიანობის, თანასწორობის, თანაცხოვრების იმ პრინციპების დარღვევა, რაც აქამდე მოვიტანეთ. არავის აქვს მისი დარღვევის უფლება“, - განაცხადა სალომე ... ...
  • იტალიაში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყაიტალიაში 31 წლის გიორგი ფერაძე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი ზღვამ გამორიყა. ახლობლები მომხდართან დაკავშირებით იტალიური მხარის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდებიან. მათი თქმით, გიორგი ფერაძე იტალიაში სამუშაოს საძებნელად დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა. ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს და გარდაცვლილს ოჯახის დახმარება სურდა. ისინი მთავრობას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ. "ოჯახი მოხუცი ბებიის პენსიით არსებობს. მაღაზიაში რომ გადახვიდეთ, ნახავთ მარტო ნისია რამდენი აქვთ. ოჯახს ძალიან უჭირს. ბიჭმა აქ სამუშაო ვერ იშოვა და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა. მარტო სახლს რომ შეხედოთ, სახლი დანგრევის პირასაა. უკიდურესად გაჭირვებულები არიან", - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები. გიორგი ფერაძე ბაღდათის მუნიციოალიტეტის სოფელ ვარციხეში ცხოვრობდა. ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი 18 ოქტომბერს იპოვეს. წყარო: ... ...
  • შსს-მ ლანჩხუთში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?