მამაკაცი და იდეალური ქალი

ზაფრანი

მამაკაცი და იდეალური ქალი

15 სექ. 2020, 17:55:22

ვერძი

მოსწონს თავდაჯერებული, მიზანმიმართული გოგონები. თავის გვერდით ვერ აიტანს მუდამ მოწუწუნე და დეპრესიაში მყოფს. აგრეთვე, ვერძს თავი რომ მოაწონოთ, მუდამ ფორმაში უნდა იყოთ, მიმზიდველად ჩაცმული, შეიძლება ცოტა სექსუალურადაც. მას სიამოვნებს, როცა მისი საყვარელი ქალი სხვა მამაკაცებსაც მოსწონთ. ამით კიდევ უფრო მეტი ჟინი უჩნდება, რომ დაიპყროს იგი.

კურო

ჭკვიანი და დიასახლისი ქალები მოსწონს. ქარაფშუტას და ბრიყვს გვერდითაც კი არ დაიყენებს. კუროს ენერგია სჭირდება და სასურველია, თუ მის გვერდით მხნე და ენერგიული იქნებით. დაანახვეთ, როგორი ყოჩაღი დიასახლისი ხართ, როგორ კარგად გეხერხებათ ხელსაქმე. აგრეთვე, დაარწმუნეთ, რომ მისთვის ცხოვრების საიმედო მეგზური იქნებით.

ტყუპი

საკუთარ თავზე ყველაფერს პირველ პაემანზე ნუ მოუყვებით, მისთვის მალევე გახდებით უინტერესო. მას  სურს, რომ ქალი მუდმივად აოცებდეს. ის აგრეთვე აღმერთებს საიდუმლოებებსა და გამოცანებს. დარჩით მისთვის ამოუცნობი, დააინტრიგეთ. ამასთანავე, თქვენი ტყუპი მუდამ ეჭვებში უნდა იყოს. გიყვართ, მიეჯაჭვეთ? იქნებ მის გარდა სხვასაც ხვდებით? ერთი სიტყვით, არ მოადუნოთ, მუდმივად ინტრიგებში გყავდეთ.

კირჩხიბი

უყვარს ქალები, რომლებიც ყველა მის უსიამოვნებას აგვარებენ. ინტელექტუალურად განვითარებული ლიდერი ქალი კი მისი იდეალია. აგრეთვე, კირჩხიბი მეტად სენტიმენტალური და რომანტიკულია. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სულიერ სამყაროს, შინაგან ბუნებას, რადგან მხოლოდ ლამაზი ქალი კირჩხიბს არ მოეწონება, მას შინაგანი სამყაროც მდიდარი უნდა ჰქონდეს.

ლომი

ლომს თავი რომ მოაწონოთ, ბრჭყვიალა, ნაცრისფერი მასისგან გამორჩეული უნდა იყოთ. მისი ყურადღების მისაქცევად საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოთ და ღირსეულად უნდა გეჭიროთ თავი. თქვენი სილამაზე იმდენად მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, როგორ წარმოაჩენთ მას. ლომისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია თქვენი სოციალური სტატუსიც.

ქალწული

მოიხიბლება კარიერისტი ქალით. უნდა იყოთ საქმიანი, პრაქტიკული,  გქონდეთ სურვილი, რომ იყოთ წარმატებული და კარიერაშიც მწვერვალების დასაპყრობი გეგმა უნდა გქონდეთ შემუშავებული. ქალური სისუსტის გამოვლენას ქალწულის გვერდით არ გირჩევთ. უფრო მეტიც, ხანდახან მასაც უნდა მიუთითოთ, რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს. ერთი სიტყვით, უფროსი უნდა იყოთ სამსახურშიც და ოჯახშიც.

სასწორი

თუ მეგობრები, კოლეგები, პარტნიორები და ნაცნობები პატივს გცემენ, მათთვის ავტორიტეტი ხართ და ამასთანავე, ლამაზიც, სასწორს აუცილებლად მოეწონებით. მისთვის მნიშვნელოვანია, რას ამბობენ სხვები თქვენზე და თუ მათ თქვენი თავი შეუქეს, ეს გაუღვივებს თქვენ მიმართ ინტერესს. გარდა ამისა, მოეწონება, თუ გამოავლენთ იუმორის გრძნობას, იქნებით ინტელექტუალურად განვითარებული და საინტერესოდ მოსაუბრე.

მორიელი

ერთი მხრივ, სუსტი ქალები არ უყვარს, მაგრამ არც საკუთარ თავზე მბრძანებლობის საშუალებას მოგცემთ. უნდა გქონდეთ დახვეწილი მანერები, ელეგანტური. უნდა შეგეძლოთ საზოგადოებაში ღირსეულად მოქცევა. თქვენი გრძნობები გულწრფელი უნდა იყოს, ტყუილს მორიელი არ გაპატიებთ. დაიცავით მასთან დისტანცია, მაგრამ ცივი ნუ იქნებით. იყავით ჭკვიანი, მაგრამ არ დაამციროთ უცოდინრობით. იყავით თამამი და მის გვერდით მსხვერპლს ნუ დაემსგავსებით.

მშვილდოსანი

ზედმეტად ჭკვიანი ქალები, რბილად რომ ვთქვათ, აღიზიანებენ, მათ გარეშეც იცის, როგორ უნდა მოიქცეს. მან უნდა გასწავლოთ თქვენ და არა პირიქით. მის გვერდით მხიარული, ამყოლი გოგონა უნდა იყოს, რომელიც მის გასართობს გაიზიარებს, მისნაირი თავგადასავლების მოყვარული იქნება. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ვარცხნილობა და მანიკიური მუდამ იდეალური უნდა გქონდეთ.

თხის რქა

მის გვერდით მსოფლიოში საუკეთესო ქალი უნდა იყოს. თქვენი სილამაზე, პრაქტიკულობა, გარშემო მყოფების პატივისცემა - ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია, სოციალური სტატუსიც მაღალი გქონდეთ, იყოთ კარიერაზე ორიენტირებული. ამასთანავე, არ უნდა იყოთ მომაბეზრებელი და სენტიმენტალური. მუდამ მოწუწუნე და მოტირალი ქალი თხის რქას ჭკუიდან გადაიყვანს.

მერწყული

საერთო ინტერესების ქონა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის დიდ დროს ატარებს მეგობრებთან ერთად. ამიტომ, ამ ფაქტს მშვიდად უნდა შეხვდეთ და მის მეგობრებთან კარგი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. უნდა შეგეძლოთ არსებული სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავლის მოძიება.

თევზები

მოსწონს რომანტიკული და სენტიმენტალური ქალები. მხიარული, ცოტათი სევდიანი და მიმნდობი ქალი მისი გულის ვარდია. მოგვიანებით, მოგთხოვთ, რომ გამოავლინოთ კულინარიული შესაძლებლობები, იყოთ კარგი დიასახლისი. მის სახლში უნდა იყოს სიმყუდროვე, გემრიელი კერძი და ჰარმონიული დამოკიდებულება.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...