მათ ცნობილ როლებზე უარი თქვეს

ზაფრანი

მათ ცნობილ როლებზე უარი თქვეს

2017 მაი 3 01:49:35

რეჟისორები და პროდიუსერები ამა თუ იმ როლზე კონკრეტულ მსახიობს ხედავენ. ისინი უგზავნიან მსახიობს სცენარს, რომ დათანხმდეს იმ პერსონაჟის როლის შესრულებაზე. ხანდახან მსახიობები თავად ამბობენ როლზე უარს, რომელიც საბოლოოდ საკულტო ხდება. საინტერესოა მათი რეაქცია, როდესაც იგებენ, რომ პერსონაჟი, რომლის განსახიერება თავად შეეძლოთ, მაგრამ არ მოინდომეს, მათზე პოპულარული ხდება.

ამბობენ, რომ შონ კონერიმ 283 მილიონი ფუნტი დაკარგა, როდესაც "ბეჭდების მბრძანებელში" ჯადოქარ გენდალფის როლზე თქვა უარი. შონ კონერის არ მოეწონა სცენარი და ჯადოქრის როლი იენ მაკკლენმა შეასრულა.

ინგლისელ მსახიობს კერი გრანტს ჯეიმს ბონდის როლი შესთავაზეს. გრანტი ბონდის პროდიუსერის ქორწილში მისი მეჯვარე იყო, თუმცა პირველი "ჰოლივუდელი" ჯეიმს ბონდი მაინც შონ კონერი გახდა.

ერთხელ ბერტ რეინოლდსმა აღიარა, რომ ცხოვრებაში მისი უდიდესი შეცდომა ის მომენტი იყო, როდესაც უარი თქვა 1977 წლის ფილმში "ვარსკვლავური ომები" ჰანს სოლოს როლის შესრულებაზე.

უილ სმიტმა ფილმ "მატრიცაში" ნეოს როლის შესრულებაზე თქვა უარი. მოგვიანებით კი თქვა, რომ იმ მომენტში, როგორც მსახიობი არასაკმარისად ჭკვიანი იყო და გააფუჭებდა კიდეც "მატრიცას".

როდესაც ჯეიმს კაანს ჰკითხეს, რატომ თქვა უარი ფილმში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" რენდლ პატრიკ მაკმერფის როლზე, მან აღიარა, რომ იმ მომენტში ფილმი არასაკმარისად ყურებადი მოეჩვენა.

"ლამაზმანი" ეს ის ფილმია, რომელმაც ჯულია რობერტსი შექმნა. თუმცა მეძავის როლს თავიდან მოლი რინგუოლდს თავაზობდნენ. მოგვიანებით მსახიობმა თქვა: "არ მახსოვს რატომ ვთქვი უარი, თუმცა ეს თავიდანვე ჯულია რობერტსის როლი იყო."

ფილმში "დაკარგული კიდობნის მაძიებლები" ინდიანა ჯონსის როლი თავიდან ტომ სელეკს შესთავაზეს, თუმცა მსახიობს საკმარისი დრო არ აღმოაჩნდა, რის გამოც უარის თქმა მოუწია.

ჯონ ტრავოლტამ აღიარა, რომ "ფორესტ გამპში" მთავარ როლზე უარის თქმა მისი შეცდომა იყო. კევინ კოსტნერს ფილმში "გაქცევა შოუშენკიდან" მთავარი როლი შესთავაზეს, თუმცა მაშინ ის ფილმზე "წყლის სამყარო" მუშაობდა. მოგვიანებით მსახიობმა აღიარა, რომ ნანობს, რომ როლი ტიმ რობინსზე გადავიდა.

როლზე უარის თქმის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - არასაკმარისად მაღალი ჰონორარია. ასე მოხდა უილიამ კლოდ ფილდსის შემთხვევაშიც, რომელმაც ქვეყანა ოზის ჯადოქრის როლზე თქვა უარი.

 




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...