ნიკოლ კიდმანის გულახდილი საუბარი


ზაფრანი

ნიკოლ კიდმანის გულახდილი საუბარი

1 მაი. 2017, 16:03:30

მსახიობი ნიკოლ კიდმანი სიყვარულის ძალაზე, არჩევანის სირთულესა და მამაკაცებთან ურთიერთობებზე საუბრობს.

„მე ვცდილობ ავარჩიო ფილმები, სადაც შესაძლებელი იქნება აჩვენო ადამიანის სულის სირთულე, როლი, რომელიც ნებას გაძლევს ჩაუღრმავდე, შეისწავლო და არ გაკიცხო. ჩემი ამოცანაა - ვაჩვენო, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოიქცნენ საოცრად კეთილშობილურად, ასევე წარმოუდგენლად თავმდაბლურად“.

„არ მგონია, რომ ჩემი ადრეული კინოფილმები, იყოს კარგი. ახალგაზრდობაში მე მეჩვენებოდა, რომ მე დამოკიდებული ვიყავი ტომ კრუზზე, რომლის სახელთანაც ადრე მაიგივებდნენ. როდესაც ჩვენ „ოსკარების“ ცერემონიალზე გავდიოდით, მე ვხვდებოდი, რომ ჩემი დავალება იყო: დემონსტრაცია მომეხდინა საკუთარი კაბის და წითელ ხალიჩაზე კამერების წინ ჩემს მამაკაცთან ერთად მეპოზიორა“.

ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან დაშორების შემდეგ პერიოდს იხსენებს.

„განქორწინების შემდეგ  6 წელი მარტო გავატარე, რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის დიდი გამოცდილებაა. მაგრამ  დარწმუნებული ვარ: უმჯობესია იყო მარტო, ვიდრე გქონდეს ისეთი ურთიერთობა, რომელიც გაუბედურებთ“.

ნიკოლ კიდმანს „ვარსკვლავური“ ცხოვრებისადმი საკუთარი დამოკიდებულება აქვს:

„არ ვაკეთებ ბევრ ისეთ რამეს, რასაც სხვები პოპულარობისთვის გააკეთებდნენ. მაგალითად,  მირჩევნია წავიდე სახლში ან სასტუმროს ნომერში, ვიდრე დავრჩე ხმაურიან წვეულებაზე. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მორცხვი ვარ, ან შეიძლება იმიტომ, რომ შემეშინდეს არ დავკარგო საკუთარი სახე“.

„ჩემი მეუღლე დარწმუნებულია, რომ  ძალიან დაუცველი ვარ. ის საერთოდაც ფიქრობს, რომ ჩემთვის ადვილი არ არის ვიცხოვრო ამ ქვეყანაზე. „მე შენ დაგიცავ“- მეუბნება იგი _ ახლა ეს ჩემი სამსახურია“.

„ჩემი და კიტის გაცნობა ტალღის დარტყმას არ გავდა. უბრალოდ, ერთმანეთს ორი ეული ადამიანი შეხვდა, შეშინებულები და ამავდროულად, მამაცებიც, რომლებიც მზად ვიყავით ერთმანეთის წინაშე გავხსნილიყავით. კიტი ჩემთან ერთად იყო მშობიარობის დროს და მორალურად ძალიან მამხნევებდა.

ორსულობის დროს გავიგე, რომ არის შემთხვევები როცა ქალები 40 საათის განმავლობაშიც მშობიარობდნენ. ვიფიქრე: ნუთუ, ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნება? საბედნიეროდ ყველაფერმა ადვილად ჩაიარა.

"არ მჯერა, რომ შესაძლებელია ცხოვრებას ბოლომდე გაუგო, აუცილებელია მოვლენებმა თავისთავად გაიაროს, ყველაფერი თავისი არსით უნდა შეიგრძნო, რომ ამ ცხოვრებას გაუგო.

გავიზარდე კათოლიკურ ოჯახში და ეს ძალიან მეხმარება. ვცდილობ მივყვე 10 მცნებას - უბრალოდ არ მინდა როცა ჩემი დრო მოვა, მოვკვდე ისე, რომ ჩემი სული დამძიმებული იყოს.

ჩემი ნაშვილები ბავშვები სწავლობენ საენტოლოგიას და ხშირად მეხუმრებიან. უფროსმა გოგომ, რომელიც 21 წლისაა, მაჩუქა მაისური წარწერით: „კათოლიკე ყველას უყვარს“.

„სიყვარული ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალაა“ - ამბობს კიდმანი.

„თქვენ ხვდებით სიყვარულს, შემდეგ კარგავთ მათ, მოგვიანებით კი ისევ პოულობთ. ეს არის ჩვეულებრივი გზა, რომელსაც უმრავლესობა გავდივართ - მთავრია ცხოვრებაში მოგზაურობა“.

„მოერიდეთ კომფრომიზმს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, ჩვენი ხასიათი იკვეთება.

დედაჩემი ყოველთვის ამბობდა: არ დაუშვა ვინმემ შენი სულის სიმშვიდე დაარღვიოს!“ _ ამბობს ნიკოლ კიდმანი.

 




 ახალი ამბები
  • გარდაიცვალა ოზურგეთის საპატიო მოქალაქე არსენ კეჭაყმაძემეცნიერებათა დოქტორი, ოზურგეთის საპატიო მოქალაქე არსენ კეჭაყმაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსენ კეჭაყმაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს. “არსენ კეჭაყმაძე აღარ გვყავს.... გამორჩეულად მაგარი კაცი. მეცნიერებათა დოქტორი. წლების განმავლობაში, საბჭოთა პერიოდში არსებული ანასეულის საკავშირო ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი... ყველა მისი ტიტული და რეგალია, რაც გრძელი და საინტერესო ცხოვრების გზაზე მიუღია დაუღალავი შრომის საფასურად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენს ხსოვნაში ბატონი არსენი, უპირველესად დარჩება, როგორც ოზურგეთის ერთერთი ყველაზე ელვარე კოლორიტი და უსაყვარლესი, უნიჭიერესი კაცი, ჩვენი საყვარელი ოზურგეთის დიდი მოამაგე, საუცხოო იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი. ძალიან მიყვარდა ბატონი არსენი და არა მხოლოდ, როგორც ჩემი მეგობრის მამა. მასთან ურთიერთობა მქონდა დამოუკიდებლადაც და ყოველთვის მიხაროდა ჩვენი შეხვედრა“, _ წერს ფეისბუქზე ზვიად ... ...
  • ლომჯარია - ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვსჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრთან კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველი უშუალოდ იყო ჩართული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავების პროცესში. „ჩვენ შევაფასეთ, რამდენად შეესაბამებოდა გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები თუ კატეგორიები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს ორგანიზაციების მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს და გათვალისწინებული იყო თუ არა ის პრინციპები, რაც საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უნდა იყოს ვაქცინაციის დაწყების დროს. ეს ეხება თანაბარ ხელმისაწვდომობას, პრიორიტეტულობას, უსაფრთხოებას, მოსახლეობის ინფორმირებულობას და ა.შ. ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესსაც, რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, – აღნიშნა ... ...
  • პროტესტი ქესალოში: ვის უნდა გადაუხადონ გლეხებმა მიწის იჯარა _ მღვდელს თუ სახელმწიფოსრამდენიმე დღეა დღეა სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივი გლეხების უკმაყოფილება ისმის. ისინი ორგანიზებულები არიან და სახელმწიფოსგან მათი სოფლის შემოგარენში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთით შეუფერხებელი სარგებლობის პირობების შექმნას ითხოვენ.   „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ადგილობრივებს სასულიერო პირი, მამა არსენი უცხადებს, რომ მიწა მისია და გადასახადიც მას უნდა გადაუხადონ. “ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე მეორე წელია იხდიან დაახლოებით 12 ჰა მიწაზე ქონების გადასახადს, თუმცა მათ მიწით სარგებლობის უფლება არ ეძლევათ, ადგილობრივი სასულიერო პირის ჩარევის გამო. კერძოდ, როგორც ადგილობრივები ჩვენთან აცხადებენ, მათ მამა არსენი  უცხადებს, რომ ეს მიწები მის საკუთრებაშია და მიწის სარგებლობის ღირებულებაც სწორედ მას უნდა გადაუხადონ. აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ისევე როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა აღრიცხული და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. გლეხები გვიზიარებენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ისინი ამ მღვდელს მიწის სარგებლობის ღირებულებას ისედაც უხდიდნენ. ორი წლის წინ მათ ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომეს. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა  წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს ისინი უკან დახევას აღარ აპირებენ. სიტუაცია ადგილზე რამდენიმე დღის წინ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გლეხებმა მიწის დამუშავება ტრაქტორით დაიწყეს და სასულიერო პირებმა მათ სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა. უკმაყოფილო გლეხებს კი მიუთითა, რომ მათი მიწები არა აქ, არამედ საზღვრის იქით არის (მიუთითა აზერბაიჯანზე). გლეხები ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ისინი უთითებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი სამშობლოც ეს არის. გლეხების თქმით, მათი წინაპრები ამ მიწებს ტრადიციულად იყენებდნენ სოფლის მეურნეობისთვის.  გლეხების თქმით, ეს სასულიერო პირი პრეტენზიას მეზობელ მიწის ნაკვეთებზეც აცხადებს. ადგილზე უკვე მეორე დღეა მობილიზებულია  პოლიცია. ადგილზე იმყოფება მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც, რომელიც საქმეს სწავლობენ. ამ დრომდე ადგილობრივებთან შესახვედრად არ გამოჩენილან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები. სოფელი მეორე ქესალო მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აქ 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული და სწორედ ამ გზით მიღებული პროდუქტები და მათი ვაჭრობით მიღებული შემოსავალი არის მათი საარსებო წყარო. საკარმიდამო მიწები კი მათ მეურნეობის ორგანიზების შესაძლებლობას არ აძლევს. ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთს ადგილობრივი გლეხები კოლექტიურად და თანაბრად ამუშავებენ. სოფელ მეორე ქესალოში არსებული პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენებს მიწის რეფორმის დაუსრულებელ და უსამართლო პროცესს, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივ გლეხებს ხშირად მიწის, როგორც ბაზისური ბუნებრივი რესურსის გარეშე ტოვებს. ადგილობრივ გლეხებს სოფელ მეორე ქესალოშიც არ აქვთ (საერთო) საკუთრებაში რეგისტრირებული ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწები და სამწუხაროდ, არც მათი სარგებლობის პროცესია სამართლებრივად მოწესრიგებული სახელმწიფოს მიერ. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC მოუწოდებს სახელმწიფოს: გაითვალისწინოს გლეხების სოციალური ინტერესი და მათი უფლება მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ რესურსზე და დააკმაყოფილოს მათი ინტერესი ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწებით სარგებლობაზე და სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს პროცესი; სიტუაციის განმუხტვის მიზნით უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვა ამ პროცესში და ადგილობრივებთან მოლაპარაკებების დაწყება, რათა  მათ მოისმინონ და გადაჭრან ადგილობრივი გლეხების საჭიროებები და წუხილები. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია, შექმნილ პროცესს არ მიეცეს რელიგიური დატვირთვა და შექმნილი განწყობების განსამუხტად სახელმწიფომ ადგილობრივებთან ადამიანის უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული რიტორიკა გამოიყენონ”. ფოტოები: ... ...
  • მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანესრუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, იწვოდა საცხოვრებელი ნივთები დაახლოებით 10 კვ/მ ფართობზე. მეხანძრე-მაშველებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეზობელი ბინიდან გამოიყვანეს ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • თიბისის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია (R)თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" მეორე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. პირველი ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლის სტუდენტებმა - სანდრო ჭანტურიძემ, ნინა სანდლერმა და რატი კალანდარიშვილმა, მეორე ადგილი კი, - თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - საბა ამირიძემ, გიორგი კვენეტაძემ და ვახტანგ ღლონტმა დაიკავეს. ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობა გაზარდოს და აღნიშნული მიმართულებით ახალი თაობის განათლებას შეუწყოს ხელი. „თიბისი კემპი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული და მსურველების მასში ჩართვა ნებაყოფლობით შეეძლოთ. სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. "თიბისი კემპის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გავცნობოდით ფინანსურ ბაზრებს, მოგვესმინა საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, თეორიაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. გარდა კომპანიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებისა, საბაზრო ტრენდებისა და ინვესტორთა მოლოდინის გაანალიზებისა, ამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია", - საბა ამირიძე, სტუდენტი. „პროექტი - „თიბისი კემპი" უკვე მეორედ ჩატარდა და ის თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. მეორე ნაკადის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამორჩეული და კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები ვართ. პროგრამის შედეგებიდან და სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....