ორთქლის აბანო _ მამაკაცების მტერი

ზაფრანი

ორთქლის აბანო _ მამაკაცების მტერი

2017 მარ 8 18:11:49

  ამერიკელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ორთქლის აბანოში ხშირი სტუმრობა ნეგატიურად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე.

 მერილენდის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი.  200-კაციანი ჯგუფი სამი თვის მანძილზე კვირაში ორჯერ 15 წუთს ატარებდა საუნაში.  გამოკვლევების თავსა და ბოლოში ითვლებოდა სპერმატოზოიდთა რაოდენობა და აქტივობა.

  200-ვე მამაკაცს გამოკვლევის დაწყებამდე სპერმატოზოიდების მდგომარეობა  ჰქონდა აბსოლუტურად ნორმალური. სამი „აბანოს თვის“ განმავლობაში მათი კონცენტრაცია სპერმის ერთ მილილიტრზე გადაანგარიშებით სწრაფად მცირდებოდა და შედეგად, ექსპერიმენტის ბოლოსათვის  მათ 87%-ს ეს მაჩვენებელი დაეცა  ბავშვის ჩასახვის უნარიანობის მინიმალურ დონეზე დაბლა.

 მართალია, მოგვიანებით ფუნქციამ თანდათანობით დაიწყო აღდგენა, მაგრამ ძალიან ნელა. საწყის, ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად საჭირო აღმოჩნდა ნახევარი წელი.

 მეცნიერთა დასკვნით, ყველაფრის თავი და თავია ზემაღალი ტემპერატურა. დასაშვებ ბიოლოგიურ ნორმაზე ცელსიუსის 3 გრადუსით მომატება იწვევს სპერმატოზოიდების დაღუპვას, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას  ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებში. კრიტიკული ტემპერატურა  ნეგატიურად  მოქმედებს იმ უჯრედებზეც, რომლებიც გამოიმუშავებენ სპერმატოზოიდებს, რა მიზეზითაც რეპროდუქციული ფუნქცია დიდი ხნის პერსპექტივით ფერხდება.

 მამაკაცებს, რომლებიც მკურნალობენ უშვილობის მიზეზით, ექსპერტები ურჩევენ  მოერიდონ ორთქლის აბანოებს. მათი დასკვნით, 30 წლამდე მამაკაცს, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების გარეშე შეუძლია საუნაში სტუმრობა არა უხშირეს, ვიდრე სამ კვირაში ერთხელ. უფრო ასაკოვანი მამაკაცებისთვის საუნაში სტუმრობის სიხშირე კიდევ უფრო უნდა შემცირდეს.

 სხვათა შორის, ორთქლის აბანოზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია ტელეეკრანს: როგორც შეფილდისა და მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, იმ მამაკაცებს, რომლებიც კვირაში 20 საათზე მეტს ატარებენ ტელევიზორთან, სპერმატოზოიდების რაოდენობა ნორმასთან შედარებით შემცირებული აქვთ  44%-ით.




 ახალი ამბები
  • ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში სამორინესთან30 წლამდე მამაკაცმა, სამორინეს დაცვის წევრი სცემა. შემთხვევა რუსთავში,  მეგობრობის გამზირზე, ღამით მოხდა. დაშავებული  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. პირი, რომელმაც სამორინეს დაცვის თანამშრომელი სცემა ... ...
  • თბილისში 2-მა პირმა 24 ბინა გაქურდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით ... ...
  • ხანძარი თბილისში-ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათბილისში დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ ... ...
  • თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...
  • „შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით"ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპანტების მიერ დაკავებას ეხმაურება და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციების გამო შეშფოთებულები არიან. „შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს