ყავის უცნობი თვისებები


ზაფრანი

ყავის უცნობი თვისებები

26 ნოე. 2020, 16:17:25

აახალგაზრდავებს ორგანიზმის თითოეულ უჯრედს

ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ყავა შეიცავს, ხელს უწყობენ ორგანიზმის უჯრედების გაახალგაზრდავებას. გარდა ამისა, სეულის ქალთა უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავის ექსტრაქტი (მისი გაკეთება შეიძლება სახლში ხსნადი ყავის, შაქრისა და წყლის გამოყენებით) ეხმარება ქალებს ნაოჭებისგან განთავისუფლებაში, იცავს ორგანიზმს სითხისა და კოლაგენის დაკარგვისგან.

ამცირებს კიბოს დაავადების საფრთხეს

გამოკვლევამ, რომელიც ჩატარდა მილანის კლინიკური კვლევების დეპარტამენტში, დაამტკიცა, რომ ყავის დალევა ამცირებს სარძევე და წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკს.

ხელს უშლის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას

დანიელმა მეცნიერებმა ორხუსის უნივერსიტეტიდან დაამტკიცეს, რომ სასმელში შემავალი კაფესტოლი ზრდის ინსულინის რაოდენობას კუჭქვეშა ჯირკვალში მასზე გლუკოზის ზემოქმედების მომენტში. სწორედ ამიტომ ყავის გამოყენებით შეგიძლიათ დიაბეტის მეორე ტიპი თავიდან აირიდოთ.

ამცირებს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკს

იტალიის მარიო ნეგრის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნაღვლის ბუშტზე ყავის ზემოქმედების შესწავლის შემდეგ გაარკვიეს, რომ ყავის ხშირად დალევას შეუძლია თითქმის 50 %-ით შეამციროს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი.

ამცირებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების რისკს

აშშ-ს ალცჰაიმერის დაავადების შესწავლის ცენტრში ჩატარდა კვლევა, რათა გაერკვიათ კოფეინის გავლენა ამ სნეულების განვითარებაზე. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ დღეში 3 ჭიქა ყავას შეუძლია 65 %-ით შეამციროს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი. პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი კი მცირდება თითქმის 20 %-ით.

პოზიტიურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლისა და სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტის მეცნიერებათა ჯგუფმა, კვლევების შედეგად დაამტკიცეს რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად 3-დან 5 ჭიქამდე ყავას სვამდნენ, თითქმის 3-ჯერ ნაკლებად აქვთ გულის დაავადებები, ვიდრე მათ, ვინც სხვა სასმელებს ირჩევდა.

ხელს უშლის სახსრებისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების განვითარებას

ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლამ ერთობლივად ბრიგჰემის ქალთა საავადმყოფოსთან ერთად დაამტკიცა, რომ ყავა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ის გეხმარებათ ისეთი დაავადების თავიდან აცილებაში, როგორიცაა პოდაგრა. გარდა ამისა, 4 %-ით მცირდება ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების რისკი, თუ სვამთ არა უმეტეს 3 ჭიქა ყავისა დღეში და 45 %-ით - თუ სვამთ 5 ჭიქამდე დღეში.




 ახალი ამბები
  • “სპონტანურად ათენას მივამსგავსე“ _ თოვლის ქანდაკება ვაკიჯვარშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრებმა მიხეილ თავბერიძემ თოვლისგან ათენას ქანდაკება გააკეთა. “სპონტანურად ათენას მივამსგავსე“, - გვითხრა მიხეილ თავბერიძემ. მიხეილ თავბერიძე მხატვარია. ის სხვადასხვა კონკურსის არაერთგზის ... ...
  • “სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის“ დღეს, ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს აქციის  მონაწილემ ნაგავი გადააყარა თავზე. პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, ფეისბუქზე ეხმაურება. “ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება,“ - წერს ფეისბუქზე სალომე ... ...
  • "ორი ალუბალივით ედებათ ინჯია და ელისაშვილი"- უგულავა„რჩება ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწყვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ“ - არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პასუხობს. უგულავას თქმით, 51 დეპუტატმა უკვე მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ამრიგად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია როგორც ოპოზიციური, ისე ქართული ოცნების ამომრჩევლისაგან, მას შემდეგ, რაც  „გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი“.  „51 დეპუტატმა უკვე მოგმართათ დეკემბრის ბოლოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ასე, რომ უდიდესი უმრავლესობა ქართული ოპოზიციის, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია მაზე, რომ ეს არის ერთპარტიული,მიტაცებული პარლამენტი, ძალაუფოება მიტაცებულია, პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ლეგიტიმაცია მორღვეულია ოპოზიციის ფლანგიდან და ოპოზიციური ამომრჩევლიდან, ისევე როგორც მორღვეულია უკვე ქართული ოცნების ამომრჩევლისგან, მას შემდეგ რაც გაურკვეველი მიზეზებით სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე, როდის შეიძლება ჩაინიშნოს, როდის შეიძლება იყოს ქვეყნისთის ოპტიმალური, ეს რათქმაუნდა უნდა იყოს საუბრის თემა, მეორე საუბრის თემა არის პლიტპატიმრები, პოლიტპატიმრების პირობებში არჩევნების ჩატარება ყოველთის იქნება სათუო და კითხვის ნიშნების შემცველი, მესამე, საარჩევნო რეფორმა, რომელზეც როგორც ჩვენ მოვისმინეთ ნაწილობრივ მაინც ქართული ოცნება, ჩვენს გარეშეც ვალდებულია გააკეთოს, ამიტომ ნურავინ ამ ვალდებულებას მათ მიღწევად ნუ წარმოაჩენს. ეს არის საკითხები, რომლებზეც  ჩვენ მზად ვართ მათ ვესაუბროთ, ექნებათ სურვილი ვისაუბრებთ, არ ექნებათ სურვილი და მათი ქმედებაა დარჩენილი,  შეუძლია შეწყვიტონ უფლებამოსილება და ოფიციალურად გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი და შესაბამისად,ორი  ალუბალივით ედებათ  ინჯია და ელისაშვილი“,_ განაცხადა ... ...
  • ბათუმში დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს"მონა", "მოღალატე" - ამ სიტყვებით დაატოვებინეს აქციის მიმდებარე ტერიტორია აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ბათუმში და თავზე ნაგავი დააყარეს. ცნობისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიაში მე-6 ნომერი იყო.  დეკემბერში კი განაცხადა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში შედიოდა და დროებით იჩერებდა „რესპუბლიკური“ პარტიის წევრობას. დღეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მყოფი ბათუმელები ამტკიცებენ, რომ, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდაა გაცემული და მასში კორუფციულ გარიგებას ... ...
  • "საზღვარზე გამაჩერეს"- აქვს თუ არა უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლება„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, 23 იანვარს მას საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს და მისთვის ამის მიზეზი  გაურკვეველია. საკუთარ ფეისბუკგვერდზე უგულავა წერს, რომ საქართველო „პუტინის რუსეთს“ დაემსგავსა. “შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია. ნინო ლომჯარია ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ“,_ დაწერა უგულავამ. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: "შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე. პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი",_ ნათქვამია შსს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....