ყველაზე დაბალი მასწავლებელი

ზაფრანი

ყველაზე დაბალი მასწავლებელი

23 ოქტ. 2017, 11:34:59

 ინდოეთის ქალაქ ჰარიანის ქალთა სკოლის მასწავლებელი, ინფორმატიკის სპეციალისტი, 22 წლის აზად სინგჰი 5 წლის იყო, როცა თანდაყოლილი გენეტიკური დაავადების გამო სიმაღლეში ზრდა შეწყვიტა. ამჟამად აზადი 6 წლის ბავშვივით გამოიყურება - მისი სიმაღლე 90 სმ-ია, წონა კი სულ რაღაც 15 კგ.

სკოლაში გოგონები მას "ჩოტუს" - "პატარა ბატონს" ეძახიან. მასწავლებელს ეს მეტსახელი სულაც არ აღიზიანებს, რადგან იცის, რომ  მოსწავლეები მას ასე სიყვარულით მიმართავენ.

აზადის დედა ამაყობს, რომ მისი შვილი "მსოფლიოში ყველაზე პატარა მასწავლებლად" აღიარეს. აზადის ხელფასი თვეში 140 ევროს ეკვივალენტია, რაც ინდოეთში საშუალოზე მაღალ გამომუშავებად ითვლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მასწავლებელს სულაც არ აღელვებს, გაკვეთილის ჩასატარებლად მაგიდაზე რომ უწევს ასვლა.




 ახალი ამბები
  • ბიძინა ივანიშვილი: "ხვალ მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, _ეს ჩვენი ვალია""დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა ოთხი წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა", – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. „როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის. ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ, დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება. ხვალ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა. ხვალ, ყველა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი რწმენის, ღირებულებების, სინდისისა და ინტერესების გათვალისწინებით და მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში – ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი. დღეს კი, ემოციურად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხარით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს – ხვალ არც ერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველ მიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია. ფაქტია, რომ ყველა წარმატება, რისი მიღწევაც „ოცნებამ“ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება“, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. წყარო: ... ...
  • გიორგი სიორიძე: „ქართული ოცნება“ შანტაჟითა და მუქარით ცდილობს სკოლებისა და ბაღების მასწავლებლების ხმების მიტაცებას!"„ქართული ოცნება“ შანტაჟითა და მუქარით ცდილობს სკოლებისა და ბაღების მასწავლებლების საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენებას და მათი ხმების მიტაცებას“, _ ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი სიორიძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  გიორგი სიორიძე ტელეკომპანია „პირველზე“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, საიდანაც ირკვევა, რომ სკოლებისა და ბაღების მასწავლებლების მიმართ მმართველი პარტიის მხრიდან მიმდინარეობს მუქარა და შანტაჟი, რათა მოხდეს მათი საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება.  „მინდა გამოვეხმაურო დღეს გასულ სიუჟეტს, რომელიც გურიაში სკოლებისა და ბაღის მასწავლებლების დაშანტაჟებასა და მუქარას ეხება არჩევნებზე მათგან ხმების მიღების მოტივით. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საჯარო სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები გამოიყენონ თავიანთი საარჩევნო მიზნებისათვის.  ეს რომ ასე ხდებოდა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რისი ნათელი დადასტურებაცაა დღეს გასული სიუჟეტი. პირადი კარდაკარ საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც სააგიტაციო მასალებს ვარიგებდი, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები მხვდებოდნენ ამა თუ იმ სახლში და ჩუმად მართმევდნენ საარჩევნო სააგიტაციო მასალას. ზოგჯერ მეზობელი გვეუბნებოდა, იმ სახლში მასწავლებელი ცხოვრობს და ნუ მიაწვდით საარჩევნო მასალებსო.  ეს არის სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთი გამოვლინება და შეტევა მასწავლებლის ინსტიტუტზე. მასწავლებელი, რომელიც არის მომავალი თაობის აღმზრდელი, ბავშვებისათვის თავისუფლების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი იდეალების გამზიარებელიცა და დამნერგავიც. საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით მათზე მუქარა და შანტაჟი ნიშნავს იმას, რომ მმართველ პარტიას არაფრად უღირს ამ საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიის ადამიანებისა და მომავალი თაობის ბედი. ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლების გადამზადება მოხდეს სხვადასხვა პროგრამების მიხედვით, რაც უფრო მეტად გაზრდის მათ კვალიფიკაციას, ისინი მსგავსი ზეწოლის ობიექტები ხდებიან“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ. გიორგი სიორიძემ მასწავლებლებს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ეს პრაქტიკა სრულად დასრულდება. „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ეს პრაქტიკა სრულად დასრულდება. მიუხედავად მსგავსი ზეწოლებისა, მასწავლებლები მაინც აძლევდნენ გასაქანს თავისუფალ არჩევანს. ეს ასე მოხდა 2012 წელს, 2003 წელს და 1990-იან წლებშიც. ასე მოხდება ხვალაც, 31 ოქტომბერს. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა მასწავლებელს, ვინც მსგავსი მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლია. გურიაში, საჯარო სკოლებში 2 000-ზე მეტი მასწავლებელია. მინდა მოგიწოდოთ, რომ ნუ შეუშინდებით ნებისმიერ ზეწოლას ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან - მიდით არჩევნებზე. თუკი რამე პრობლემა შეგექმნებათ, „ლელო“ და პირადად მე, გიორგი სიორიძე ვიქნები იმის გარანტი, რომ თქვენ ხმას გაიგებს მთელი საქართველო, ყველაზე ხმამაღლა. მიდით არჩევნებზე, გააკეთეთ თქვენი არჩევანი. ჩემი აზრით, სწორი არჩევანის გაკეთება იქნება „ლელო საქართველოსთვის“, 56 ნომრის შემოხაზვა, თუმცა, მთავარია, რომ თქვენი არჩევანი იყოს თავისუფალი“, _ განაცხადა გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი სიორიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. ... ...
  • მანუჩარ კვირკველია სკოლების დირექტორებზე ზეწოლის ფაქტს სამარცხვინოს უწოდებსდეპუტატობის კანდიდატმა მანუჩარ კვირკველიამ, მედიის წარმომადგენლებთან სოლიდარობა გამოუცხადა იმ პედაგოგებს, რომლებიც, მისი თქმით, ზეწოლას განიცდიან. მისივე თქმით, ჩოხატაურის საჯარო სკოლების დირექტორებზე ზეწოლა არის სამარცხვინო ფაქტი. "ყველას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ხმას ვის მისცემს: “პედაგოგებო! თქვენი გადასაწყვეტია, ხმას ვის მისცემთ. მიეცით ხმა მას, ვისაც ჩათვლით საჭიროდ. დრო ყოველთვის იცვლება და ვერავინ შეცვლის ჩვენს აზრს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი მომავალი აღუზრდიათ და უნდა აღზარდოთ ისე, რომ მათ თავისუფალი ნების გამოხატვის  არ შეეშინდეთ“, _ თქვა ... ...
  • "ვინაა მაია პაიჭაძე, რომ დირექტორები შეეკრიბა" _ რესურსცენტრის ხელმძღვანელირამდენიმე ხნის წინ, ტელეკომპანია "პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურში, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა და დაავალა, სახელისუფლებო კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი. ფაქტს იმის შესახებ, რომ მაია პაიჭაძემ რესურსცენტრში  შეხვედრა გამართა სკოლის დირექტორებთან არ ადასტურებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე. "ეს არ არის სწორი, ასეთი საუბარი ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია! ვინ არის მაია პაიჭაძე, რომ რესურსცენტრში შეკრიბოს სკოლის დირექტორები?! ამის შესახებ დღეს რამდენიმე ადამიანი შემეკითხა. ჩვენი ოფისი გამგეობის შენობაშია განთავსებული და როგორც ვიცით, მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ადამიანს ჩვენთანაც ჰქონდა შეხება. ჩვენ, აქედან გამომდინარე, მთავრობის დადგენილებით, ჩვენ გადავედით ელექტრონული წესით საქმი სწარმოებაზე და დისტანციურ რეჟიმზე. პარასკევს რესურსცენტრმა მიიღო სკოლებისთვის დანაკლისი სახელმძღვანელოები და თერმომეტრები, სადეზინფექციო საშუალებები, რისთვისაც საჭირო გახდა დირექტორების შეკრება, რომ კუთვნილი ნივთები გაეტანათ. გიდასტურებთ, რომ სკოლის დირექტორები ნამდვილად იყვნენ ჩვენთან ჩამოსული არასამუშაო დღეს და შესაბამისად, წაიღეს ყველა ეს აღჭურვილობა. არანაირი წინასაარჩევნო აგიტაცია, მუქარა შანტაჟი, მოსყიდვა არ ყოფილა.. ეს აბსურდული თემებია. ამას ნებისმიერი სკოლის დირექტორი დაადასტურებს. _ ანუ როგორც თქვენ ამბობთ, მაია პაიჭაძე იქ არ შემოსულა და დირექტორებს არ შეხვედრია? _ მაია პაიჭაძე შემოვიდა შენობაში, ის ჩემი დიდი ხნის მეგობარია და შემდეგ წავედით ერთად იქ, სადაც ვაპირებდით თავშეყრას. არანაირი ზეწოლა აქ  არ ყოფილა, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. "გურია ნიუსი" შეეცადა თემის ადრესატს, მაია პაიჭაძესაც დაკავშირებოდა, თუმცა მიუხედავად ჩვენი არა ერთი მცდელობისა, მასთან სატელეფონო კავშირზე ვერ ... ...
  • “ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი: „დირექტორებზე შესაძლო ზეწოლის განმახორციელებელთან არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს“დღეს, საღამოს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავიდა მასალა, რომ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მაია პაიჭაძე შეხვდა ჩოხატაურის საჯარო სკოლის დირექტორებს და დაავალა მათ, რომ ხვალ, არჩევნებზე “ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშაონ. “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის და საარჩევნო შტაბის უფროსს ირაკლი კუჭავას: _ ეს ფაქტი ჩემთვის უცნობია. მაია პაიჭაძეს “ქართული ოცნების“ ჩოხატაურის საარჩევნო შტაბთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. უფრო მეტიც _ პარტიასთან შეხება, დიდი ხანია, არ აქვს. მე არ ვიცი, რა ქმდებები ჩაიდინა ამ ქალბატონმა ან მოხდა თუ არა ეს ფაქტი ნამდვილად, მაგრამ, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებლობას “ქართული ოცნების“ ჩოხატაურის ორგანიზაცია არ და ვერ აიღებს. _ ბატონო ირაკლი, მაია პაიჭაძე ხომ საკრებულოს დეპუტატია “ქართული ოცნების“ სიით? _ მაია პაიჭაძე ადგილმონაცვლეობით შევიდა საკრებულოში, სულ ახლახან. _ “ქართული ოცნების“ წევრი ხომ არის? _ “ქართული ოცნების“ წევრი იყო, მაგრამ, იგი არ კონტაქტობს ჩვენთან და მასთან არც კომუნიკაცია არ არსებობს. _ ანუ  ეს შეხვედრა მისი ინიაციატივით მოხდა? _ თუ ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა, ეს არის მისი თვითინიციატივა. მე, როგორც ჩოხატაურის მერი, სკოლის დირექტორებს, დიდი ხანია, არ შევხვედრივარ და თუ შევხვდებოდი, მხოლოდ სასწავლო პროცესთან, კოვიდთან დაკავშირებით ვისაუბრებოდი, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ. მისი თქმით, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ამის შესახებ “ქართული ოცნების“ შტაბში არჩევნების შემდეგ იმსჯელებენ. ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს შორენა სიხარულიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, მაია პაიჭაძეს შეხება არ ქონდა სკოლის დირექტორებთან: “ვინ არის მაია პაიჭაძე, რომ რესურსცენტრში შეკრიბოს სკოლის დირექტორები?!“ _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ, თუმცა, ტელეკომპანია „პირველთან“ სკოლის დირექტორები ადასტურებენ, მათ მართლაც მიიღეს დირექტივები, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშაონ. ჩვენ ვცადეთ მაია პაიჭაძეს დავკავშირებოდით, თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებშიე ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც “გურია ნიუსი“ რამდენიმე წუთში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...